“უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს” – წერს პრეზიდენტი პოროშენკო ქართულად

„გრუზიას“ ნაცვლად „საქართველო“ – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშნკოს ინიციატივას უკრაინელების დიდი მხარდაჭერა მოყვა. პოროშენკო ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავს, საქართველოსთან ავიარეისები გააიაფოს. ასევე, მიმართავს საგარეო უწყებას  ოფიციალურ დოკუმენტებში „გრუზია“ „საქართველომ“ შეცვალოს. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისაც ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ უკრაინელებმა ქართველები არ უნდა მიატოვონ. „მოსკოვის სურვილია, ეკონომიკურად შეასუსტოს საქართველო, რომ  ავიამიმოსვლა და საქართველოს ტურიზმის სექტორს დაარტყას. უკრაინელებმა არ უნდა დატოვონ გაჭირვებაში ქართველი ძმები.  მოვუწოდებ უკრაინელებს, რომ დაისვენონ უკრაინაში, მაგრამ,  ვინც აპირებს საზღვარგარეთ გასვლას, რეკომენდაციას ვაძლევ, საქართველოში წავიდნენ. მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, ამ პერიოდში გააიაფონ მოსაკრებლები უკრაინა-საქართველო-უკრაინის ავიარეისებზე“, – აცხადებს პოროშენკო, რომელიც სოციალურ…

მეტი...

„არ დათანხმდეთ“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი მოწოდება

მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის წინადადებას მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ეხმიანება.  სააკაშვილი მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს მოუწოდებს, არ დათანხმდეს. „ყველა,  ვინც ამას დათანხმდება არის აბსოლუტური სულელი ან ნაყიდი”, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.  მისი თქმით, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას. “ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე რისთვის, იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ნულოვანი ბარიერი ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას. ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ…

მეტი...

აქციის დაშლაში მონაწილეობისთვის 10 სამართალდამცველს  უფლებამოსილება შეუჩერდა

„მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები“ – ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა – მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. „მედიაცენტრი მთავარი“ განცხადების სრულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით შეიძინა ძალადობრივი ხასიათი – აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა კანონით…

მეტი...

„ნებისმიერ ადამიანს, პასუხს გასცემს კანონი” – მამუკა ბახტაძე

“მათთან, ვისი ქცევაც  იყო პროვოკაციული და რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ, რომ გავიდნენ საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან,  ბუნებრივია, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს  შესაბამის პასუხს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი საუბრობს მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოს მომავალს და კონსტიტუციას. „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, პასუხს გასცემს კანონი. კონსულტაციები გაიმართება ყველასთან. მათ შორის არსებობს შესაბამისი ფორმატი  პარლამენტში. დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ისე  პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

„ეს იყო გაქანებული პროვოკაცია… სააკაშვილის დროინდელი ამბები განმეორდებოდა“ – თამაზ მოლაშვილი

“პოლიტიკოსების წაქეზებით, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას. ამაზე მოწოდება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციაზე არაერთხელ გააკეთეს. არ უნდა დამდგარიყო შესაბამისი ძალები? რა უნდოდათ წაქეზებულებს პარლამენტის შესასვლელში, რატომ ჰქონდათ ხელკეტები, ქვები, სპეცრაზმი ქვემოთ ხომ არ ჩამოსულა მათ დასარბევად“ – კითხულობს სულხან მოლაშილის მამა თამაზ მოლაშვილი. მისივე შეფასებით, მეორე ამბავია, ვინ გადააჭარბა და რატომ გადააჭარბა უფლებამოსილებას, რაც თავისთავად დასაგმობი და გამოსაძიებელია. „მეორე საკითხია, ვინ რა დააშავა, თვალი დაკარგა ახალგაზრდამ, ზოგი როგორ დაშავდა და ზოგი – როგორ. ეს ხალხი პარლამენტიდან რომ არ გამოეყვანათ, სააკაშვილის დროინდელი ამბავი განმეორდებოდა. ახლაც ამას ფიქრობდნენ. მთავარი არის ის, რომ…

მეტი...

“ტურისტი” არა, “სტუმარი” – კახა ოქრიაშვილი

“ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის” ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი რუსეთის მიერ, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას ეხმაურება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მისთვის სიტყვა “ტურისტი”, მხოლოდ სტატისტიკის დეფინიციაა და საზოგადოებას მოუწოდებს, საუბრისას, “ტურისტის” ნაცვლად “სტუმარი” გამოვიყენოთ.  “მე არ მომწონს სიტყვა „ტურისტი“, რადგან ეს სიტყვა მხოლოდ სტატისტიკას აღნიშნავს. მირჩევნია სიტყვა „სტუმარი“, რადგან სტუმრები საქართველოში მოდიან არამარტო საქართველოს ყველაზე მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილების სანახავად, მდიდარი ქართული სამზარეულოს გასაცნობად, ენდემური ქართული ღვინის გასასინჯად, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი ჰაერის სასუნთქად, რადგან ის განსხვავებულია და მასში არის თავისუფლება!” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. 

მეტი...

როგორ აისახება სასტუმროების ფასებზე ტურისტული ნაკადის შემცირება?! (ვიდეო)

„ფასები მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ყალიბდება. ფასებს განსაზღვრავს ბაზარი და მოთხოვნა. სავარაუდოდ, შავი ზღვსპირეთში, ფასების კლება იქნება“ – სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლი შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

როგორ აისახება ჩარტერული ფრენის გაუქმება ტურისტულ სექტორზე (ვიდეო)

„ივნისის მდგომარეობით იწყეობდა სეზონი და ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი იყო პიკური. ფრენების გაუქმება საკმაოდ დიდ ზარალს მოუტანს ჩვენს სექტორს,“- სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

ტურისტული ემბარგო და ციფრები (ვიდეო)

ტურიზმის ადმინისტრაციისა და სტატისტიკის დეპარტამენტიდან აღებული ციფრების მიხედვით, თუ რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას შეწყვეტენ, სავარაუდო დანაკარგი 750 მილიონი დოლარი იქნება. ყველაზე მეტად კი აჭარა დაზარალდება.

მეტი...

„სააკაშვილის სპეცრაზმმა რიყემდე გვდია, გვესროდნენ და გვკლავდნენ კიდეც“ – გულიკო გამცემლიძე

„ხშირად ვფიქრობ, არ ვიყო ტენდენციური და არ დამეხუჭოს ცალი თვალი. ორივე თვალით მინდა დავინახო იმ დროინდელი დარბევა, როცა ჩვენ მართლა გვარბევდნენ და დღევანდელი რეალობა“ – აცხადებს 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა გულიკო გამცემლიძე „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც შვილმოკლულმა დედამ აღნიშნა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, კოჰაბიტაციისა და ზედმეტი ლოიალურობის შედეგია. „დღეს პარლამენტთან კარავია გაშლილი, გამოდის ხალხი, აპროტესტებს, ძალადობს, შენობაში შეჭრას ცდილობენ. ჩვენს დროს, ოდნავ პროტესტიც რომ გამოგვეხატა, ამას ვინ გაგვაბედინებდა. პირდაპირ შვილებს გვიკლავდნენ და მერაბიშვილ-ადეიშვილები პროტესტის გამოხატვის უფლებასაც არ გვაძლევდა. სპეცრაზმი რიყემდე მოგვდევდა რეზინის ტყვიებითაც, ხელკეტებითაც და გაზებითაც. 7 ნოემბერი დაგავიწყდათ?“…

მეტი...

„400 ნომრიანი ჯავშანი არც ერთ რუს ტურისტს გაუუქმებია, მათ  ალტერნატიული გზებით შემოვიყვანთ“

სასტუმროებსა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მაღალბიუჯეტიან ტურისტებს უფრო მეტი ღირსება აღმოაჩნდათ ვიდრე დაბალ ბიუჯეტიანს. როგორც ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მათ, ვინც ჯავშანი არ გააუქმა, საქართველოში ალტერნატიული გზებით შემოვლენ.     „ფასებს განსაზღვრავს მოთხოვნა. უნდა შევეცადოთ, რომ რუს ტურისტებს მივცეთ სხვა ალტერნატიული გზები საქართველოში ჩამოსასვლელად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამისთვის და გარწმუნებთ, რომ რუს ტურისტებს ალტერნატიული გზებით შემოვიყვანთ ქვეყანაში“ – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და ერთი კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა, რომელიც მაღალბიუჯეტიან ტურისტებს ეხებათ. „ჩვენ არ ვწყვეტთ ურთიერთობას რუსეთთან. პირიქით, საკმაოდ აქტიური კონტაქტი მაქვს რუს ტურ-ოპერატორებთან. მაგალითად, ერთ-ერთ  400 ნომრიანი…

მეტი...

“გასული წლის ვიზიტორთა ჯამური დანახარჯი 8 000 000 000-ია, საიდანაც 2 000 000 000 რუს ტურისტებზე მოდის”

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთიდან საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტის რაოდენობა, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, გაზრდილია. როგორც ალავერდაშვილმა მედიაცენრტ „მთავარში“ განაცხადა, გასულ წელს, საჰაერო გზით, საქართველოს ყველაზე მეტი რუსი ტურისტი სექტემბერში ეწვია და მათმა რიცხვმა 60, 114 ათასი შეადგინა.   რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში სტუმრად ჩამოსული ტურისტების მთავარ მიზანს, იგივე მონაცემების საფუძველზე, ეს გართობა და დასვენებაა. როგორც ალავერდაშვილი განმარტავს, საქართველოში ჩამოსული რუსი ვიზიტორები, უმეტესწილად, სასტუმროებში ჩერდებიან. კერძო ბინის დაქირავებას მათი მხოლოდ 11, 1 პროცენტი მიმართავს, ხოლო საკუთარი სახლი…

მეტი...

რუსეთიდან ტურისტების ემბარგოს შეწყვეტამ, შესაძლოა, საქართველო ერთ სეზონზე, 2,1 მილიარდით დააზარალოს

 „ორი დღეა, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასულები. დავთვალეთ ციფრები და დღეს რომ სრულად ჩაიკეტოს ბაზარი და რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ, ტურიზმის ადმინისტრაციისა და სტატისტიკის დეპატრტამენდიდან აღებული ინფორმაციით, სავარაუდო ზარალი დაახლოებით 2,1 მილიარდი ლარი იქნება“ – აღნიშნული განცხადება  სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.   მისივე შეფასებით,  რუსული ემბარგო, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთს დააზარალებს. „თეორიულად, სვარაუდო დანაკარგი 750 მილიონი დოლარი იქნება, რომლის  ძირითადი ნაწილი გადანიწლდება აჭარის შავი ზღვისპირეთზე და დიდ დარტყმას მიიღებს.  ყველაზე დაბალი სეგმენტი, ყველაზე მეტად დაიჩაგრება და ეს არის ბინები. თბილისში 22 ათასი ბინაა რეგირტრირებული და ამ…

მეტი...

“2018 წლის ტოპ-ათეულში წარმოდგენილი ქვეყნებიდან, პირველ ადგილს რუსი ვიზიტორები იკავებენ”

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ტურისტული ვიზების ტოპ-ათეულში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, რუს ვიზიტორთა რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 31, 3 პროცენტით გაზრდილია. „ტოპ-ათეულში წარმოდგენილი ქვეყნებიდან, პირველ ადგილს რუსი ვიზიტორები იკავებენ. მათი რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 33, 3 პროცენტითაა გაზრდილი. გასულ წელს, საქართველოში ტურისტული ვიზით მყოფ 1 083 874 სტუმარს 697, 742 აზრებაიჯანელი ვიზიტორი მოსდევს, ათეულის შემდეგ ადგილებს კი, თურქეთი,, სომხეთის, საქართველოს, (არარეზიდენტი), ირანის, უკრაინის, ისრაელის, პოლონეთის,…

მეტი...

“ერთი სული აქვთ, ხელისუფლება დაამხონ და ისევ დაბრუნდნენ“ – ია მეტრეველი

„ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ის სისხლიანი რეჟიმი საკუთარ თავზე და ოჯახზე გადავიტანეთ. მართლაც ყოფნით მათ სითავხედე, იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს, სანდრა რულოვსიდან დაწყებული ვაშაძით დამთავრებუილი და გამოდიან დღეს და სხვის სისხლიან რეჟიმზე საუბრობენ“ – ეს განცხადება შვილმოკლულმა დედამ, ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმ სისასტიკიდან გამომდინარე, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დარს ჩაიდინეს, არანაირი უფლება აქვთ, დღეს პარლამენტის წინ, ახალგაზრდების გვერდით იდგნენ. „წარმოუდგენელია, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში 9 წელი მძვინვარებდა, დღეს გამოდის რუსთაველზე და თურმე, აღშფოთებულია იმით, რაც ქვეყანაში ხდება. არ შეგვეძლო, ამაზე…

მეტი...

“რუსეთის სანქციის შედეგად გამოწვეული სავარაუდო დანაკარგი, 750 მლნ დოლარს შეადგენს”- შალვა ალავერდაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან ტურისტული ნაკადი შეწყდება, 2019 წელს, მიღებული ზიანი, შესაძლოა, 2,1 მლრდ ლარი იყოს, – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს, სტატისტიკური კვლევის დეტალური ამონაწერები წარუდგინა. მისი თქმით, მთავრობის სტრატეგია, კრიზისის დასაძლევად, უმნიშვნელოვანესია. პოტენციური ზიანის შემცირების მიზნით კი, რუსული ბაზრის შენარჩუნება აუცილებელია. „მიმდინარე წლის განმავლობაში, ვიდრე რუსეთი სანქციებს განახორციელებდა, საქართველოს, ტურისტული ვიზით 5 000 000 ტურისტი სტუმრობდა, მათ შორის, რუსეთიდან 1 400 000. რუსეთის მთლიანი დანახარჯი, აღნიშნული პერიოდისთვის, 1,1 მლრდ დოლარია, რაც ტურიზმის მთლიანი დანახარჯის 33 პროცენტს შეადგენს“,…

მეტი...

„ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებს დათანხმდა – ბიძინა ივანიშვილის სპეციალური განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს. თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას…

მეტი...

“მოვითხოვთ მათ დასჯას, ვინც გადატრიალებისკენ მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს” – ია მეტრეველი

კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ამ წუთებში “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციას მართავს. ია მეტრეველი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ და დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ხალხს გადატრიალებისკენ და საქართველოს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ია მეტრეველი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ” მოვითხოვთ იმ ადამიანების სასწრაფოდ დასჯას, რომლებიც აქციის მონაწილეების გადატრიალებისკენ და საქართველოს პარლამენის შენობაში შესვლიკენ მოუწოდებდნენ. მოვითხოვთ, დადგეს სასწრაფოდ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მოგვიწევს ქუჩაში გამოსვლა. ჩვენ მთელი წელია ვიდექით ქუჩაში და 1 ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ხიდან, ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ვნახე, წარმოუდგენელია, ასეთი გავეშებული ხალხი დიდი ხანია არ…

მეტი...

ლიეტუვას ელჩი ლიეტუველებს საქართველოში ეპატიჟება

ლიეტუველი დიპლომატი საქართველოს პოპულარიზებას საკუთარ ქვეყანაში იწყებს. საქართველოში ლიეტუვას ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, დაისვენონ საქართველოში. “გიწვევთ ყველას, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი. მშვენიერი გარემო და განსაკუთრებული თავგადასავლები გელით,” – წერს ელჩი და საქართველოს ტურისტული მხარეების შესახებ სტატიბისა და ფოტოების პოპულარიზებას ახდენს.

მეტი...

ვაშლიჯვრის ესტაკადა გაიხსნა – კიდევ ერთი წარმატებული პროექტი

მარშალ  გელოვანის გამზირისა  და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე   ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და  სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაასრულა. „მარშალ გელოვანთან დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის მოწყობა დასრულებულია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას, მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, ამ კონკრეტული გზით ისარგებლონ. აქ სერიოზული პრობლემა იყო საცობების მიმართულებით. პროექტის განხორციელების შემდეგ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა განიტვირთება. პროექტი  შარშან დავიწყეთ და იყო  კრიტიკა იმის შესახებ, რომ დროში გაიწელა. მე ამას ავხსნი: პირველადი პროექტი, რომელიც შემუშავდა, იყო პრობლემური იმ თვალსაზრისით, რომ მწვანე სივრცე უნდა განადგურებულიყო. ეს ჩვენთვის…

მეტი...

პუტინს სირცხვილის გრძნობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჰქონია

“ოდესმე გქონიათ სირცხვილის გრძნობა”? – რუსულ ტელეარხ “ორტ პლანეტას” გადაცემა “პირდაპირი ხაზის” ჟურნალისტის ამ საინტერესო შეკითხვას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სენტიმენტალური პასუხი გასცა. აღმოჩნდა, რომ ფედერაციის ლიდერს სირცხვილის გრძნობა ცხოვრებაში ერთადერთხელ გასჩენია, ისიც, – მიყრუებულ სოფელში. “კი, ერთხელ! მიყრუებულ სოფელში ჩავედი. არ იყო გზები, ირგვლივ კი ტალახია. გზაზე მოხუცი ქალი შემხვდა. უცებ მუხლებში ჩამივარდა და წერილი გადმომცა… ეს წერილი თანაშემწეს მივეცი. მან კი დაკარგა. ახლაც მზარავს, რომ მახსენდება, მრცხვენია. რასაც ხელი მოვკიდე, სხვისთვის არ უნდა გადამეცა”, – უპასუხა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტს.

მეტი...