სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა გაიმართა

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, საბჭოს თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა.მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ყურადღება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD IV შესახებ ისაუბრა.საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, საბჭოს მდივანმა ეკატერინე ზვიადაძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები…

მეტი...

“მხოლოდ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ გაიტანს, დასჭრიდება ოპოზიციის ხმები”- თამარ ჩუგოშვილი

„მხოლოდ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებას ვერ გაიტანს, ამისთვის მას დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები”, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. მისი თქმით, დეპუტატთა ნაწილს მიაჩნია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ქვეყნისთვის საჭიროა და აუცილებელია. “ეს არის ძალიან მარტივი მათემატიკა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113-ზე მეტი ხმა და „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე აქვს დაახლოებით 106 ხმა. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს რამდენიმე უმრავლესობის წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და თქვენთვის ეს სიახლე არ არის. არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის საჭირო, სწორი და მიაჩნიათ,…

მეტი...

დამატებითი მარშრუტები აბიტურიენტებისთვის თბილისის მერიისგან – “გამოცდები 2019” იწყება

ხვალიდან, 24 ივლისის ჩათვლით, თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, 06:00 საათიდან 20:00 საათამდე 5 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. ავტობუსები საგამოცდო დღეებში იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან. აღნიშნული მარშრუტებია: • მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – N175 საჯარო სკოლა. ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს, იგივე მარშრუტს გაივლის უკუმიმართულებითაც. • მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – N39, N173 და N177 საჯარო სკოლები. ავტობუსი ხიზანიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის N39 და N173 საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით N177…

მეტი...

ილია მეორე: მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და ქვეყნისათვის

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მშვიდობასა და მის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, კაცობრიობა მეტად რთულ დროში ცხოვრობს და უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და ქვეყნისათვის.  „ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო.  ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით და ითხოვენ ახალ პირობებს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი, სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს” ილია მეორემ მრევლი…

მეტი...

გურამ მაჭარაშვილი: პოლიციაზე 2-საათიანი შტურმის შემდეგ, შსს იძულებული გახდა პროპორციული ძალა გამოეყენებინა

“ეს იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ მმართველ გუნდზე, პარლამენტის დაკავება დააზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა შეტავაზე წამოსული დაჯგუფების ხელკეტებითა და ფარებით შეკავებას,”- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა იმედის ,,ქრონიკაში’’ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ,,სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს აქციის მონაწილეებმა პროტესტი მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში გამოხატონ, ასევე გამოთქვამს სრულ მზადყოფნას მათთან მოლაპარაკებისა და დიალოგისთვის.  იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ მომხდარაზე უკვე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვა იერარქიულად ყველაზე მაღალი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულმა…

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძე: გახარიას გადადგომა დესტრუქციული ძალების მოთხოვნაა, რომლებსაც ხელისუფლების დამხობა უნდათ

„უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს არის სწორედ იმ დესტრუქციული ძალების მოთხოვნა, რომლებსაც უნდოდათ და დღესაც უნდათ ძალისმიერი მეთოდებით დაამხონ ხელისუფლება,”- აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს. მისი თქმით, სამართლებრივი ქვეყანა ქუჩიდან არ უნდა იმართებოდეს და ძალადობრივი მეთოდებით არ უნდა ხდებოდეს საჯარო ობიექტების და, მით უფრო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დამხობა. „უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს არის სწორედ იმ დესტრუქციული ძალების მოთხოვნა, რომლებსაც უნდოდათ და დღესაც უნდათ ძალისმიერი მეთოდებით დაამხონ ხელისუფლება, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ეტაპზე…

მეტი...

სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს იწყებს

ეროვნული სატყეო სააგენტო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო – სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს იწყებს. სოფელ კავთისხევში, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი ადგილზე გაეცნო. სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.

მეტი...