“რუსთავი-2 და მისი მთავარი იდეოლოგი სიცრუეზე და შანტაჟზეა ორიენტირებული” – დიმიტი ხუნდაძე

  •  

  საპატლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული განცხადება სიცრუე და შანტაჟია. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საპროტესტო  მუხტის შენარჩუნებას ემსახურება. „მინდა გამოვიყენო ჩემი დილიდან აქ ყოფნა და დავაზუსტო, ფანტაზიის პიკი,  აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და ღიმილის მომგვრელია ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს რუსთავი2-ს  ვინმე შტურმით აღებას უპირებს. ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, რაშიც ალბათ გარკვეული მიზანი დევს – შეინარჩუნონ მიტინგის ის შინაარსი, თითქოსდა ამ მიტინგით უნდათ დაიბრუნონ თავისუფლება, თითქოს ამას ვინმე ზღუდავს. მთავარი მიზანია, ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. შანტაჟი და  ტყუილი ისევ მათი მოქმედების სტილია“ – განაცხადა დიმიტრი…

მეტი...

“ნაცმოძრაობამ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიას განცხადებას, “რუსთავი 2”-ის აღებასთან დაკავშირებით უბინძურეს პროვოკაციას უწოდება. “მედიაცენტრი მთავარი” არჩილ თალაკვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან რუსთავი 2-ის დასაცავად. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მით უმეტეს, ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე.…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი განახლდა

  •  

 რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია განახლდა. საზოგადოებრივი პროტესტი პარლამენტის წინ, უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კი, უცვლელი რჩება, ისინი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. უკვე 2 დღეა, საზოგადოებრივი პროტესტი პოლიტიკოსების გამოსვლის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა აქციის მიმდინარეობისას, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გამოჩენა ახალგაზრდებში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.

მეტი...

„თბილსერვის ჯგუფი“: ჩვენი მიზანი იყო ტერიტორიის დასუფთავება და არა აქციისთვის ხელის შეშლა

  •  

 „თბილსერვის ჯგუფი“ აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციებისა და ატრიბუტიკის დაკარგვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” „თბილსერვის ჯგუფმა“ აცნობა, მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ გეგმიური ტერიტორიის დასუფთავება და არა აქციისთვის ხელის შეშლა. „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება. რაც შეეხება აქციისთვის…

მეტი...

კახა კალაძე: თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ რაიმე მორალური გრძნობა, ვთხოვ, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებს

  •  

 დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უპასუხისმგებლო განცხადება და მიზანმიმართული ტყუილი უწოდა კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციები და აპარატურა თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა, – აღნიშნულის შესახებ მედიაცენტრ “მთავარს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.  კახა კალაძის თქმით, კონსტრუქციები, „თბილსერვისჯგუფის“  მიერ დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში,   დროებით იქნა გატანილი და ისევ ადგილს უბრუნდება. „პირველ რიგში, უპასუხოდ ვერ დავტოვებდი კონკრეტული პოლიტიკოსების  უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვინც ცდილობს, სახელი შეუბღალოს დედაქალაქის მერიას, მის შესაბამის სამსახურებს და რაც მთავარია, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში.  დასუფთავების სამსახური ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას. ამ  სამსახურის წარმომადგენლები, ყოველდღიურად, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და…

მეტი...

პირს, რომელსაც “მოლოტოვის” კოქტეილი სავარაუდოდ, აქციაზე უნდა გამოეყენებინა, პატიმრობა შეეფარდა

  •  

 ე.წ მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა – ამის შესახებ განცხადება, აღნიშნულ უწყებაში გაკეთდა. შს მინისტრის მოადგილის მამუკა ჭელიძის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 12 ერთეული მოლოტოვის კოქტეილი და მის დასამზადებლად საჭირო ნივთები ამოიღეს. მისივე განცხადებით, სამართალდამცველებმა გ.წ. მაშინ დააკავეს, როდესაც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. საქმეზე დაკავებულ გიორგი წიქარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ბრალდებულის განცხადებით, მას ნამდვილად ჰქონდა სახლში ბენზინით სავსე ბოთლები, თუმცა როგორც აღნიშნა, საწვავი სახლში იმ დროიდან აქვს, რაც ბენზინგასამართ…

მეტი...

“მათ უნდოდათ, ვინმე მომკვდარიყო” – დეპუტატი ოპოზიციის ლიდერებს ასახელებს, ვინც შტურმის მოწოდებები დაიწყო

  •  

 “ამაზრზენი დასანახი იყო იმ კაცის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეს იყო შეცდომა,”- ასე აფასებს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე, დეპუტატი სიმონ ნოზაძე და ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, მედიაცენტრ “მთავართან” საუბრობს. მისი თქმით, მართლმადიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი კოზირი გარე სამყაროსთან ურთიერთობაში და თუ მართლმადიდებელმა ქვეყნებმა მხარი არ დაგვიჭირეს, ძალიან გაგვიჭირდება. “ეს იყო მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმი. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი კოზირი გარე სამყაროსთან ურთიერთობაში და თუ მართლმადიდებელმა ქვეყნებმა მხარი არ დაგვიჭირეს, მათთან არ ვითანამშრომლეთ, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ პარლამენტში ფორუმის ჩატარება იყო უკვე შეცდომა.…

მეტი...

„ახალგაზრდობა სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს, რომ პროცესები  ქაოსსა და არეულობაში არ გადაიზარდოს“ –  ელიკო წიკლაურ-ლამიხი

  •  

 „საჭიროა სტრატეგიულ-პრაგმატული აზროვნება: უნდა გადავარჩინოთ ქართული მოსახლეობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა,” – ამის შესახებ, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის, მაქს-პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ-ექსპერტი კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი აცხადებს და სტუდენტ-ახალგაზრდობას მიმართავს.     „მივესალმები სტუდენტ ახალგაზრდობას, მიხარია და მეამაყებიან, რომ ასე საღად მოაზროვნე ახალგაზრდობა გვყავს! აბსოლუტურად სწორი იყო 20 ივნისის პროტესტი, რომელმაც ნიღაბი ჩამოგლიჯა 2000 წლიანი მართლმადიდებლობის უძველესი კულტური ქვეყანაში, მართლმადიდებლობის ნიღბით შემოპარულ კომუნისტ აგრესორს! თუმცა, ამჯერად მოძრაობა ლოგიკურად ახალ უფრო სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს და ქაოსსა და არეულობაში არ გადაიზარდოს!“ – განუცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარს“. მისივე განცხადებით, აუცილებლად…

მეტი...

“აკრძალვების შემდეგ, საქართველოში პუტინის წინააღმდეგ განწყობილი შეძლებული ტურისტები ჩამოვლენ”- შალვა ალავერდაშვილი

  •  

 “რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ის მასა, რომელიც პუტინის წინააღმდეგ არის განწყობილი, საქართველოში უფრო მეტად ჩამოვა,” – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლმა შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ “მთავართან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები მეტად მაღალმხარჯველ უნარიანები არიან, ვიდრე ისინი, ვინც აქამდე სტუმრობდა საქართველოს. ეს ფაქტი კი, ტურისტული მიმართულებით, მდგომარეობის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. “რუსეთში ის მასა, რომელიც შედარებით მაღალმხარჯველ უნარიანია, მეტწილად განწყობილია თავიანთი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ეს ხალხი პროტესტის ნიშნად, უფრო მეტად ჩამოვა საქართველოში, ვიდრე ის დაბალმხარჯველ უნარიანი მასა, რომელიც აქამდე ჩამოდიოდა, ისინი დაემორჩილებიან თავის მეფეს”,- განაცხადა ალავერდაშვილმა. ალავერდაშვილი…

მეტი...

“ჩვენ ჩაგიყვანთ იმ ქვეყნებში, რომელსაც ეჩხუბება თქვენი პრეზიდენტი”- ალტერნატივა რუს ტურისტებს

  •  

 ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში შექმნილი სიტუაციის შედეგად, რუსეთის ფედერაციის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიაგადაზიდვები იკრძალება, ტუროპერატორებმა და ტურისტულმა კომპანიებმა კი, მიიღეს რეკომენდაცია, საქართველოში ტურების გაყიდვისგან, თავი შეიკავონ. აღნიშნული რეგულაციები სამწუხარო აღმოჩნდა რუსი ტურისტებისთვისაც. საქართველო რომ ბევრს იზიდავს და მეზობელი ქვეყნები ხშირად სტუმრობენ დასასვენებლად, ბოლო დროის მონაცემებიც აჩვენებს, მათ შორის რუსეთი, უკვე მეორე წელია, მესამე ადგილს იკავებს. რუსი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ზღვა, მთები და წითელი ღვინო განსაკუთრებით მოსწონთ.  სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, რუსეთიდან  შემოსულ ტურისტთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ნახევარი მილიონი შეადგინა.   “2018 წელს რუსეთი…

მეტი...

“ჩვენს ირგვლივ ყველგან ნაღმებია, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით“- ელიკო წიკლაური-ლამიხი

  •  

 „მილიონამდე ქართველია რუსეთში, რომლებსაც მძევლებად ვუტოვებთ რუსულ პირსისხლიან უშიშროებას. გაიხსენეთ მსოფლიო ომები, რა თითქოს და უმნიშვნელო მიზეზით იწყებოდა. მსოფლიოში დაგროვდა აუარებელი სამხედრო შეიარაღება! ომის ინდუსტრია მხოლოდ საბაბს ეძებს. საქართველო უნდა გადარჩეს“ – აცხადებს მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის, მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას. მისი შეფასებით,  ხვალ შეიძლება უკვე გვიანიც იყოს:  „ამგვარ სიტუაციებში, ჩვენ რომ ისტორიულად და დღემდე არავინ დაგვხმარებია, ყველამ კარგად უნდა იცოდეს!!! ცეცხლს ნუ ვეთამაშებით! ჩვენს ირგვლივ ყველგან ნაღების და როდის აფეთქდება არავინ იცის“, – აცხადებს პროფესორი „მედიაცენტრ მთავართან“.

მეტი...

აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს

  •  

 “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერისა და აქტივისტის, მიშა მშვილდაძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ დაიძრნენ. მშვილდაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, აქცია სწორედ იქ გაეგრძელებინათ. “ხვალ ორ საათამდე თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ხვალ 7-ზე, აქ დავდგებით ისე, როგორც დღეს, როგორც გუშინ, რიგორც გუშინწინ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ახლა კი წავიდეთ “ქართული ოცნების” ოფისთან მშვიდობიანად. წავიდეთ!”- მოუწოდა მშვილდაძემ შეკრებილ საზოგადოებას. აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისისკენ მიემართებიან. მათი მოთხოვნა კი არის შემდეგი: გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ 20 მაისის აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილეები და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პარტიის ოფისთან სამართალდამცველები…

მეტი...

“არ ვაპატიებთ “ქოცებს” გავრილოვს, თუმცა არც ნაციონალურ მოძრაობას დავაბრუნებთ” – აქციის მონაწილე

  •  

 “ქართველი ხალხი არ ვაპატიებთ ქოცებს გავრილოვს, არ ვაპატიებთ 20 ივნისს და გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, მაგრამ ამასთანავე, ამ პოლიტიკური მოუსავლეთიდან არ დავაბრუნებთ ისეთ ბნელ ძალებს, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა”, – ამ სიტყვებით მიმართა ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ახალგაზრდა მონაწილემ შეკრებილ საზოგადოებას. თუმცა, მას მიკროფონი წაართვეს და სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. 

მეტი...

“მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითოეულ თქვენგანს” – ბერა ივანიშვილი

  •  

 „თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითოეულ თქვენგანს“, – ასე ეხმაურება რეპერი ბერა ივანიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. „მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს, იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად, მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითოეულ თქვენგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის…

მეტი...