მოსწავლის გაუპატიურებისთვის მისივე ნათესავი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 16 წლის ნათესავის გაუპატიურება ედება ბრალად. უფრო მეტიც, გოგონას მშობიარობა სკოლაში ისე დაეწყო, რომ ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. მოძალადე ფაქტს არ აღიარებდა, თუმცა, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანს ბავშვი მისგან გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კაბალში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ,…

მეტი...

ცენტრმა „აფხაზეთმა“ უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლა

6 ივნისს საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ უკრაინული დელეგაცია ეწვია. ორგანიზაციამ სტუმრებს დევნილთა და ზოგადად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ არსებული გამოცდილება გაუზიარა. უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის მხარეში მომუშავე ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიოდნენ. როგორც დელეგაციის წევრმა ტატიანა სირაევამ აღნიშნა, იძულებით გადაადგილებულებისთვის შესაბამისი პლატფორმის შექმნა აუცილებელია: „ჩვენი ჩამოსვლის მიზანია თქვენი გამოცდილების გაცნობა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ ადამიანებთან მიმართებით თქვენმა ქვეყანამ სამი ათწლეულის მანძილზე დააგროვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სათანადო პლატფორმა. გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესოა მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით არსებული თქვენი პროექტები. ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ამ მიმართულებით და შეგვიძლია ჩვენს…

მეტი...

“ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერა ყველაზე მაღალია“ – თამარ ჩუგოშვილი

“ქართული ოცნების” ამომრჩეველმა ხმა მისცა ორივეს – პარტიასაც და კანდიდატსაც. ლადო კახაძე არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მთაწმინდის ოლქის თემატიკას, თავის ამომრჩეველს და მთაწმინდელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მას პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს და შეძლებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, თუ კანდიდატის მიმართ არსებობს მიუღებლობაა, ასეთ დროს ძალიან რთულია პარტიის, პოლიტიკური გუნდის რეიტინგით არჩვენების შედეგების, თანაც კარგი შედეგების დადება. „ამ შემთხვევაში ორივე კომბინაციაა, თუმცა, რა თქმა უნდა პარტიის რეიტინგი ყოველთვის ეხმარება კანდიდატს. რთულია გაზომვა ვისი წილი როგორია. წამყვანი არის პარტია. შეიძლება კანდიდატი…

მეტი...

გიგანტური კუ ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა

მიმდინარე წლის მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) შემოვიდა. ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო „პარაგრაფი“ – ს ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა. სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…

მეტი...

რა კავშირია აღდგომის შვიდეულსა და ლგბტ კვირეულს შორის“?! – დეკანოზი „მთავარში“

სასულიერო პირების განცხადებით, ლგბტ საზოგადოება, კვირეულის გამართვის გადაწყვეტილებით ღმერთს უპირისპირდება. რა კავშირშია ლგბტ საზოგადოების კვირეული აღდგომის შვიდეულთან, დეკანოზებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. „აღდგომიდან ერთი კვირა რა არის? – ბრწყინვალე შვიდეული. რას ვზეიმობთ? – აღდგომას. ესე იგი, „მათ“ მოიფიქრეს, რომ ერთ დღიანი მსვლელობა კი არ უნდა ჰქონდეთ, შვიდეული უნდა ჰქონდეთ. აქაც ეკლესიას უპირისპირდებიან“ – განაცხადა დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. დეკანოზის შეფასებით, ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ, საქართველოში ლგბტ კვირეული არ შედგეს. „კაცი, რომელიც არის ცოდვაში, იმისათვის, რომ გადარჩეს უნდა იყოს მორიდებული, თავი უნდა ჰქონდეს ჩაღუნული. ახლა, ამათ, ერთი კვირა ჩვენ უნდა გვარიგონ…

მეტი...

„ერი უნდა გავაფრთხილოთ, ისეთი აგრესიულები არიან, არამარტო ადამიანების, არამედ, ღმერთის წინააღდეგ იბრძვიან“

„მე აქ იმიტომ მოვედი, მამები აქ იმიტომ ვართ, რომ ხელiსუფლება და ერი გავაფრთხილოთ, ესეთი კვირეული არ უნდა შედგეს,“ – ეს განცხადება დეკანოზმა ვახტანგმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და იმ კვირეულზე ისაუბრა, რომლითაც ლგბტ პირები ეკლესიას უპირისპირდებიან. „ეს ხალხი ამბობს, რომ ისინი არიან მშვიდები, წყნარები, არ დევნიან და ა.შ. არადა, ყველაფერი პირიქითაა. იცით ცისარტყელა რისი სიმბოლოა? ღმერთისა და კაცის შერიგების. ცისარტყელა პირველად ცაზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც, წარღვნის დროს, 8 მართალი კაცი დარჩა – ნოე, თავისი შვილები და ცოლი. ღმერთმა უთხრა რომ ცოდვა აღარ არის, შევრიგდით. ამათ (ლგბტ პირებმა) ნახეთ, რა აიღეს სიმბოლოდ?…

მეტი...

„ოსები და აფხაზები ლგბტ პრაიდის ჩატარების შესახებ რომ გაიგებენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, არ შემოუერთდნენ საქართველოს“

„საქართველო კავკასიური ქვეყანაა. კავკასიის მენტალიტეტი იცით რაც არის. ჩვენთან ცხოვრობენ ოსები და აფხაზები. ეს არის კავკასიური მენტალიტეტის ხალხი. იქ უფროს-უმცროსობა, ოჯახის ტრადიციები, კაცობა, ვაჟკაცობა, ქალწულობა, ერთ-ერთ მთავარ ტრადიციას წარმოადგენს. თავისი სიმაღლე აქვს. წარმოიდგინეთ, ოსები და აფხაზები, რომ გაიგებენ, რომ თბილისში მამათმავლების კვირეული ჩატარდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, რომ აღარ შემოუერთდნენ საქართველოს,“ – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც სასულიერო პირებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ვინც ლგბტ პრაიდი და მათი ქმედებების სახალხო აფიშირების მომხრე და მხარდამჭერია, ის საქართველოს მტერია. „ვინც ამისი მომხრეა, საქართველოს გაერთიანების მტერია. დღეს საქართველოში…

მეტი...

„ეს სასიკვდილო ცოდვაა, ნადგურდება ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები“ – დეკანოზი

“ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წაღვნის მიზეზიც ეს იყო. სოდომი და გომორი ამის გამო დაიწყო და დღეს ამის მაგალითი მკვდარი ზღვაა“ – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. სასულიერო პირები 18-24 ივნისს დაგეგმილ ლგბტ კვირეულს დიდ ცოდვად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის არ უნდა შედგეს. „ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. რომის იმპერია ამის გამო დაინგრა, ბიზანტიის იმპერია ამიტომ დაემხო. წარმოდიგინეთ რა მოუვა საქართველოს, პატარა ქვეყანას, მსგავსი რამ რომ მოხდეს. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო. ამიტომ ვართ…

მეტი...

ლაგოდეხის ტყეში, საველე სამუშოები დაიწყება

ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყება. საველე სამუშაოები 21 116   ჰა  ფართობზე განხორციელდება, რომლის საფუძველზე 10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ლაგოდეხში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა. როგორც სატყეო სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა  მეტყევე-ტაქსატორების  გადამზადების სპეციალური,  სამ თვიანი  თეორიული და პრაქტიკული კურსი,  სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ გადამზადდა 15 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე  დასაქმდებიან. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10 წლიანი…

მეტი...

„5 მილიონიანი ერი 3 მილიონამდე შეამცირეს, ხელისუფლება არ ამართლებს, მონარქის დროა“

“ჩვენ გვჭირდება ისეთ ცვლილებები, რომელიც შეაჩერებს ქვეყნის უკუსვლას, გვჭირდება ისეთი კონსტიტუციური, სამართლებრივი და მორალური ცვლილებები, როდესაც ქართველი ერი თავისი ქვეყნის შვილი გახდება და თავისი ქვეყნის მოსამსახურე გახდება. ჩვენ გვჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც ამ ფუნქციას შეასრულებენ. ზუსტად ამიტომ მივდივართ კონსტიტუციურ მონარქიამდე“ – „სამეფო კლუბი“ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს და მონარქის კურთხევისთვის საფუძველს ამზადებს. „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელი გია ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლებების დამსახურებით, 5 მილიონიანი ერი 3 მილიონამდე შემცირდა, რაც უნდა დასრულდეს და ახალი, აღზევების ხანა მონაქრმა გააგრძელოს. „ჩვენი წინადადება არის მარტივი და გამომდინარეობს იმ მოვლენებიდან რაც საქართველოში ხდება. 30…

მეტი...

მოძალადე, რომელმაც 14 წლის ბავშვი მოიტაცა და 3-ჯერ გააუპატიურა, დაკავებულია

ძალადობის საშინელი ისტორიისთვის ძებნილი, 24 წლის მამაკაცი დაკავებულია. საგარეჯოს პოლიციამ ის 16 წლის ასაკს მიუღწეველ გოგონასთან, არაერთგზის სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავა. თუმცა, ამ კონკრეტულ დანაშაულს წინ კიდევ არაერთი ძალადობრივი ქმედება უსწრებდა, რომელიც მოძალადემ 14 წლის ბავშვის მიმართ ჩაიდინა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 2015 წლის 09 დეკემბერს დაიწყო: „საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ. ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე. 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული…

მეტი...

“ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა” – ირაკლი კობახიძე

„მინდა მივულოცო ლადო კახაძეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საბოლოოდ შეიძლება უკვე ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო, 62%-ს არ ჩამოსცდება. შესაბამისად, სხვაობა არის ძალიან დიდი. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველმა ყველაფერი კარგად დაინახა და გაანალიზა. „ამის შედეგია ის ციფრები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მადლობა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ბატონ ლადო კახაძეს დაუჭირა მხარი. ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე წინასწარ პროგნოზს, საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს ამის თაობაზე და ამ შემთხვევაში, ჩვენს წინასწარ პროგნოზს პრაქტიკულად დაემთხვა შედეგი, რომელიც მივიღეთ. შეიძლება იყო მცირე…

მეტი...