„თვითონ ფაქტია ცუდი, რომ შენი ქცევის საკითხი ეთიკის საბჭოზე განიხილება“ – გურამ მაჭარაშილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ეთიკის საბჭომ, დეპუტატებს რა სანქციაც არ უნდა გამოუტანოს, თავად ფაქტია ცუდი, რომ „ის“ ისე მოიქცა, რომ მისი საკითხი განიხილეს. ეს შეფასება გურამ მაჭარაშილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას გააკეთა. „ბუნებრივია, მიუღებელია როცა კოლეგა კოლეგას შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახის, ლანძღვაზე აღარ ვსაუბრობ. ყველა ქვეყნის პარლამენტშია გარკვეული ემოციების გამოხატვები, ემოციები იცლება პარლამენტში. ჯობია, პარლამენტში იყოს ემოციები, ვიდრე გარეთ. მაგრამ, როდესაც პარლამენტის წევრი ხარ, აუცილებელია, შენს ამომრჩეველს არ მიაყენო შეურაცხყოფა პირველ რიგში შენი გამონათქვამებით. ჟესტიკულაციასაც კი აქვს მნიშვნელობა. სანქცია სიმბოლურია. პარლამენტარმა საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას,…

მეტი...

ეთიკის საბჭოზე მთლიანად „ქართული ოცნებაა“ გასატანი – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის – დავით ჭიჭინაძის შეფასებით, უკულტურო დეპუტატს არანაირი ეთიკის საბჭო არ უშველის და ეს მხოლოდ თამაშია. აღნიშნული შეფასება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას გააკეთა. „იმის მერე, რაც მოვისმინეთ, რომ 2012 წელი თურმე ხარვეზიანი ყოფილა და დაპირებებს თურმე შესრულება არ უწერია, ვფიქრობ, ეთიკის საბჭოზე „ქართული ოცნების“ საქმეა განსახილველი და მისი პარლამენტის თავმჯდომარის. მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზეა მთლიანი „ოცნება“ გასატანი. მათ მოახერხეს ის, რომ მათი სიტყვა აღარ არის წონადი და ამიტომაც როცა არგუმენტები არ აქვთ, გადადიან კუნთებსა და მუშტებზე, პირველყოფილ მეთოდებს მიმართავენ“ – განუცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ…

მეტი...

უცნობმა პირმა, პროკურატურის სახელით, იური სუსლიაკს საპროცესო გარიგება შესთავაზა (ჩანაწერი)

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იული სუსლიაკის მეუღლეს, იური სუსლიაკს, რომელიც აფხაზეთში იმყოფება, საქართველოს პროკურატურის სახელით, უცნობმა პირმა დაურეკა და ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო გარიგება და იულია სუსლიაკის უკრაინაში გაფრენა შესთავაზა. აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი „მედიაცენტრ მთავარს“ იულია სუსლიაკის ინტერესების დამცველმა, ზურაბ თოდუამ გაუგზავნა. უცნობი, პროკურატურის სახელით: გამარჯობა იური, პროკურატურიდან გირეკავთ. იური სუსლიაკი: ვინ ბრძანდებით, წარმომიდგინეთ თავი. უცნობი: არ აქვს მნიშვნელობა, მე დავალებით გირეკავთ. იური, გინდათ რომ თქვენი ცოლი უკრაინაში გაფრინდეს? იური სუსლიაკი: რა თქმა უნდა, მინდა. უცნობი: ჩვენ თქვენთან წინადადება გვაქვს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. იური სუსლიაკი: უკაცრავად, ეს რა არის? უცნობი:…

მეტი...

ვაშლიჯვრის ესტაკადის პროექტი შეიცვალა და მშენებლობა გაჭიანურდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ცვლილების გამო, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი სატრანსპორტო ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადები გაიწელა. მერის თქმით, ესტაკადის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი, პროექტის ცვლილებაა. „ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ როდის დასრულდება ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მშენებლობის პროექტი შეიცვალა. გვსურდა, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა იქ არსებული ხე-მცენარეები. თუ არ ვცდები, პირველი პროექტით, იქ 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო, რაც სერიოზული პრობლემა იყო და კერძო საკუთრებასაც ვეხებოდით. შესაბამისად, პროექტის ცვლილების გამო, დრო გაიწელა. სამუშაოების დასრულებას ბევრი ადამიანი ელოდება, რადგან საცობის გამო, გამზირზე ჩამოსვლა სერიოზული პრობლემაა. ამ…

მეტი...

„დაუდევრად შედიან წყალში, არ ახდენენ გაგრილებას, არიან ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში“ – ბანაობის ფატალური შემთხვევები

თბილისის ზღვაზე თითქმის ყოველ დღე ხდება შემთხვევა, როცა საფრთხეში მყოფ ადამიანს მაშველის დახმარება სჭირდება. ფატალური შემთხვევებიც ხდება, თუმცა, ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი წყალში ნასვამ მდგომარეობაში შესვლაა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსმა ნოდარ ჭუმბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ადამიანები წყალში დაუდევრად შედიან. „თბილისის ზღვას გააჩნია თავისი თავისებურებები, აქვს სხვადასხვა ტემპერატურული ფენა. თბილი და ცივი ფენები, რომელიც სეზონის დასაწყისში და დასასრულს დიდ საფრთხეებს ქმნის. აქედან გამომდინარე, თითქმის ყოველდღე გვაქვს შემთხვევები, როცა სამაშველო ოპერაციების ჩატარება გვიწევს. თითქმის ყოველ დღე გვაქვს გადარჩენის შემთხვევები. მოქალაქეები დაუდევრად…

მეტი...

ცხოველის წამებისთვის ადამიანს დააჯარიმებენ და დააპატიმრებენ

თბილისის მერიის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა – პატიმრობა. ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, განისაზღვრება მშობლის პასუხისმგებლობა. „ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ და საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი…

მეტი...

ტაქსის მძღოლები, საბანკო კრედიტებს, შეღავათიან პირობებში მიიღებენ

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, შეღავათიან პირობებში, საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერიას, კონსულტაციები ჰქონდათ საბანკო სექტორთან და უახლოეს რამდენიმე დღეში, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის  კონკრეტული შეღავათიანი წინადადება ამოქმედდება, რათა მათ შეღავათიანი სესხის მიღება და არსებული ავტომობილების ახლით ჩანაცვლება შეძლონ.   „ ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათი შემოსავალი არსად არ არის დაფიქსირებული და ამიტომ, მათ უჭირთ ბანკებიდან სესხის აღება, ავტომობილების შეძენა და ასე შემდეგ. ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას. მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში, თავად ბანკები…

მეტი...

მდინარეებზე, ზღვებსა თუ ტბებზე, უბედური შემთხვევების მიზეზი დაუდევრობა და ნასვამი ბანაობაა – სამაშველოს გაფრთხილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს და იმ მითითებების დამორჩილებას ურჩევს, რასაც მათ ბანაობამდე მაშველები აძლევენ. წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსმა ნოდარ ჭუმბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ტრაგიკული შემთხვევების მთავარი მიზეზი დაუდევრობა და ნასვამ მდგომარეობაში ბანაობაა. „ფაქტი ჯიუტია, მოქალაქეთა დაუდევრობის გამო ხდება ფატალური შედეგები. არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ. მოქალაქეები ძირითადად არ ითვალისწინებენ მაშველების მითითებებს და ნასვამ მდგომარეობაში შედიან მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში. არ გვემორჩილებიან და შედიან აკრძალულ ტერიტორიებზე, იქ, სადაც არ არის შესაბამისად შემოფარგლული და გამოყოფილი საბანაო ზონა“ – განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ „მედიაცენტრ მთავარი“. მისივე…

მეტი...

“მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტსა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვნად აფასებს. კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. „მინდა, მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორცილდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ: „საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით…

მეტი...

სამეფო ოჯახი, 7 წლის გიორგისა და პრინცესას დანიშვნას უარყოფს და ბავშვის „დატროლვას“ უღირსობად აფასებს

„გირჩი” – შიშველთესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო – ასე ეხმიანება სამეფო ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „გირჩის“ მხრიდან გავრცელებულ ინფორმაცის. ბაგრატიონების სამეფო ოჯახის ირგვლივ ახალ-ახალი სკანდალი არ ცხრება. ამჯერად, თემა კონსტიტუციურ მონარქიას, მონარქს და მეფობის კანდიდატს უკავშირდება. დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი და ანას 7 წლის უფლისწული გირგისთვის პრინცესა უკვე შერჩეულია. „მორიგი ,,ფეიკ-ნიუსი”. ეს არის სრული დეზინფორმაცია, არანაირი იმერეთის პრინცესა და საერთოდ არანაირი საცოლე გიორგი ბაგრატიონისთვის არავის შეურჩევია. იმერეთის ბაგრატიონთა სახლში ორი პრინცესაა და ორივე დედად ეკუთვნის პატარა გიორგის. ამ ,,გირჩობის” ავტორებს მინდა ვუთხრა რომ ეს მდაბიო გამოხტმომა, 7…

მეტი...

უკულტურო და მაგინებელი დეპუტატები დაისჯებიან და უცხოეთში ვერ წავლენ

„ხეპრე“, „სულელი“, „ნაგავი“, “ქუჩის ქალი”, გინება, ფიზიკური დაპირისპირება – ეს, თანამდებობის პირისთვის შეუფერებელი იმ ქმედებების მცირე ჩამონათვალია, რითაც საკანონმდებლო ორგანო მაყურებელს უხვად „ანებივრებს.“ ამჯერად, დეპუტატების გაღიზიანებისა თუ ვნებების დასაოკებლად, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭომ უნდა მიიღოს. დეპუტატებს შორის სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, ეთიკის საბჭო, დღეს პირველად შეიკრიბება. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, ვის რა სანქციას დაუწესებს. ეთიკის საბჭომ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევებს განიხილავს და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაციას საჯაროს გახდის. თუმცა, საბჭოს სხდომა დახურული იქნება. სავარაუდოდ, საბჭოს პირველ სხდომაზე გუშინ, პარლამენტში გიგა ბოკერიასა და გია ვოლსკის შორის მომხდარი დაპირისპირება განიხილება.…

მეტი...

მალარიის გადამტანი კოღოებისთვის, საბურავებში იდეალური პირობებია

კოღოები და მისგან გადამდები მძიმე დაავადებები ზაფხულის სეზონისთვის ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მალარია, ერთ-ერთი დაავადებაა, რომლის გადამტანი კოღოა. კოღოს გამრავლების ბუდე კი საბურავები და წყალია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საშიშია სწორედ ის ადგილები, სადაც მეორედი გამოყენების საბურავებია დაგრივილი. „პრობლემა განსაკუთრებით ეხებათ საბურავების საწყობებსა და ავტომექანიკოსების, სადაც საბურავები ყრია. საბურავებში, წვიმის დროს, წყალი გროვდება, რაც ზედმეტად იდეალური პირობებია კოღოს გასამრავლებლად. დაავადების გადამტანი კოღოები სწორედ იქ მრავლდება. თავის და საზოგადეობის დაცვა ძალიან ელემენტარულია – გადააფარონ საბურავებს რამე, რომ შიგნით წყალი არ…

მეტი...

ზეთი და სპირტი ტკიპების მოსაგუდად – რთული დაავადება, რომელიც 2 კვირაში კლავს

ტკიპა და ტკიპადან ადამიანზე გადაცემული ურთულესი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება, საკმაოდ საშიშია. ტკიპა გვხვდება ყველგან, სადაც ბალახი, მწვანე საფარი, მცენარე და შინაური ცხოველებია. ამართლებს თუ არა ზეთი და სპირტი ტკიპასთან გასამკლავებლად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ უპასუხა, რომ არ ამართლებს. „გეთანხმებით, რომ ადრე, იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ზეთი და სპირტი, მონაცვლეობით უნდა დაასხა ტკიპას. სპირტი მას დაათრობს და ზეთი უჰაერბაში მოახრჩობს. ახალი რეკომენდაციებით, ეს მეთოდები არ ამართლებს. ერთადერთი, რაც ტკიპას მოკვრის შემდგომ უნდა გავაკეთოთ, მისი დამცავი ხელთათმანითა და პინცეტით მოშორებაა. უბრალოდ, ძალიან ფრთხილად…

მეტი...

„ჩვენი ურთიერთობა გაცილებით სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა“ – მაიკლ პომპეო

„მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ ჩვენი ურთიერთობა გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა“, – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა მიმდინარე რეფორმების გაგარძელების აუცილებლობას სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისმიმართულებით. “საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მე, მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა ქვეყნის პარლამენტის პასუხისმგებლობაზე, რაც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონის შესაბამისად მუშაობასა და მოსახლეობისადმი დანაპირების შესრულებაზე ზედამხედველობას. და ბოლოს, იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობლის პროექტს და ამით გაძლიერდება საქართველოს…

მეტი...