პრემიერი, დავით სერგეენკოს თადანმდებობიდან განთავისუფლებას არ ადასტურებს 

“დავით სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას.  როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა,  გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. „მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება არის ჩვენი პრიორიტეტი. დავით სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

“ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის” – პრემიერი “ლგბტ პრაიდზე”

“ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც არის ნიშნები, რომ სამართლის დარღვევას აქვს ადგილი, ბუნებრივია, მას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივ ჩარჩოებში”, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, ლგბტ თემსა და კონტრ აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაზე. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. „ბოლო დღეების განმავლობაში რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს. მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება – ვფიქრობ,…

მეტი...

პრემიერი, მის შესაძლო გადადგომას არასერიოზულად აფასებს

“წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და განიხილება თუ არა მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანამდებობის დატოვების საკითხზე საუბარი არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გააკეთებს. „ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ქართული მედიით ყოველკვირა ვგებულობდი მსგავს ინფორმაციებს. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხა, ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ.…

მეტი...

ლგბტ თემის კონტრ-აქციაზე დაკავებული, კვირეულის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციაზე ისევ გამოვა

„დამაკავეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ცენზურის გამო“ – აცხადებს 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის წინ დაკავებული, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მიხეილ გრძელიშვილი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია და იმედს იტოვებს, რომ ადმინისტრაციულ სასჯელს შეუფარდებენ. როგორც მიხეილ გრძელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანცელარიიდან, კონტრ-აქციაზე, ლგბტ თემის წასვლას ითხოვდა: „დაიწყო ქაოსი. მამაოს მიმართ მოხდა ძალადობა. ვცდილობდი, შუაში ჩავმდგარიყავი და არავინ დაზარალებულიყო. ამასობაში, მომკიდეს ხელი და წამიყვანეს. რის შემდეგაც დამაბრალეს ფაშიზმი, რომ ვარ გაწევრიანებული ძალიან ბევრ ორგანიზაციაში, ვმოქმედებ რუსეთის სახელით და ასე შემდეგ. არ ვარ არც ფაშისტი და არც არავის…

მეტი...

ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენები არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს”განუცხადეს, თბილისისა და რეგიონების სასურსათო ობიექტებში შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი. ნიმუშებიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამო არცერთ პროდუქტში არ გამოვლინდა.  “დედაქალაქსა და რეგიონებში სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა. გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთში არგამოვლენილა,”-განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” სააგენტოში.

მეტი...

„დავასახელებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფორმას გაიხდიან, თუ „გეი პრაიდი“ ჩატარდება“

ომის ვეტერანთა გაერთანება „ფარი“-ს წარმომადგენელი ერმილე ნემსაძე, აცხადებს, რომ მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ თემსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, პოლიციამ გამოიწვია. როგორც ერმილე ნემსაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება, საზოგადოებას შორის ცუდ ფონს ქმნის, რომელიც კარგად არ დასრულდება. „ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ინცინდენდი გამოიწვია იმან, რომ პოლიცია დაუპირისპირდა სასულიერო პირს. მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია აქციის მონაწილეების აღშფოთება. აქედან დაიწყო ყველაფერი. თავად ხელისუფლება ქმნის ძალიან ცუდ ფონს, რომელიც შეიძლება ტრაგიკული მოვლენებით დასრულდეს. ამ ქვეყანაში, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ომის მონაწილეებს სცემენ გმირთა მოედანზე, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ცილისწამება ხდება არაფრის…

მეტი...

„ბრძოლა დაწყებულია, ლიდერის მხრიდან უკან დახევა ღალატის ტოლფასი იქნება“ – სოლიდარობა ლევან ვასაძეს

„ლევან ვასაძის დამარცხება, ჩვენი ყველას დამარცხება იქნება, ხოლო მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება“ – „ქართული მარში,“ „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს თანადგომას უცხადებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ლევან ვასაძემ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ხელთათმანი ნასროლია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან დახევა არ იქნება. „მეგობრებო, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მთელს რიგ ტაქტიკურ საკითხებში, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ. დღეს, ბატონო ლევან ვასაძის დამარცხება, ჩვენი ყველას დამარცხება იქნება, ხოლო მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება. ამიტომ, ყველა ქართველი პატრიოტის ვალია,…

მეტი...

„ღიად, ასფალტზე გამოფენილი პროდუქტი არ უნდა იყიდო, საშიშია“ – პესტიციდებით დაბინძურებული ბოსტნეული

ეკოლოგ ხათუნა ახალაიას განცხადებით, სამაცივრე მეურნეობები ნესვსა და საზამთროს არ იღებენ, რადგანაც, ძალიან ბევრი ნიტრატია გამოყენებული და ასეთი პროდუქცია არ ინახება. მისივე შეფასებით, „ძალიან რთულია, გქონდეს წვდომა თუ როგორ იქნა მოყვანილი ესა თუ ის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. პროდუქტების დაბინძურება დაკავშირებულია ინფორმაციის არქონასა და გაუნათლებლობასთან. ბოსტნეული როცა დაბინძურებული წყლით ირწყვება, ისიც ბინძურდება და ძირითადად, ასე ხდება კიდევ. ცნობილია, რომ პესტიციდებს მინიჭებული აქვს კლასები, თუ რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე. „გლიფოსატი,“ რომელსაც ფერმერები ხშირად იყენებენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მიჩნეულია, როგორც კარცენოგენი. ეს შეიძლება იყოს სიმსივნის გამომწვევი. სხვა პრეპარატებიც, რომელსაც ფერმერები იყენებენ,…

მეტი...

პროდუქტების ძირითადი დამაბინძურებელი წყალი და სასუქებია – სარისკო პროდუქტების ჩამონათვალი

კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი, წიწაკა – ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოხმარებაც შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარისკო იყოს. ძირითადად, იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანის ჯანმრთელობა ფერმერის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „არასწორად მოყვანილი საკვები პროდუქტი სარისკოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ძირითადი დამაბინძურებული არის სარწყავი წყალი და პესტიციდები. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენა. დაბინძურებული საკვების მიღება არაერთი დაავადების მაპროვოცირებელია, მათ შორის კიბოს უჯრედების“ – აღნიშნა გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი შეფასებით, საშიშია ღია გრუნტში მოყვანილი ყველა პროდუქტი. მთავარი შეცდომა კი, რომელსაც ფერმერები უშვებენ, შხამ-ქიმიკატების…

მეტი...

არალეგალური რაზმის შექმნასთან დაკავშირებით შსს გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ , ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ, სახალხო რაზმების ორგანიზებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.  როგორც შსს განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ, იქნება აღკვეთილი და მოხდება დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.  „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება. ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე…

მეტი...

კომბლებითა და ქამრებით შეიარაღებული რაზმები „გარყვნილების“ წინააღმდეგ პატრულირებას იწყებენ

ბიზნესმენი, “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯობარე ლევან ვასაძე, ეროვნული ინტერესების დაცვის სახელით სრულ მობილიზაციას აცხადებს. ბიზნესმენის განცხადებით, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს და დღეიდან რაზმების შექმნას იწყებს. რეგისტრაცია ხალხმა ვერის ბაღში გაიარა. მისი განცხადებით, სახელმწიფო ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს და ლგბტ თემს ქუჩაში გამოსვლის უფლება არ მისცეს. პირები, რომლებიც მის ორგანიზაციაში დარეგისტრირდებიან მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალაქში პატრულირებას ქამრებითა და კომბლებით შეიარაღებული დაიწყებენ. “გვეყოლება ათეულები, ათისთავებით. ეს ათეულები შეიკრიბება ათ-ათ ასეულებად, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება. იარაღი…

მეტი...

ფრთხილად ყვავებთან, ყვავების თავდასხმა და ადამიანების დაკორტნა თბილისში

თბილისში, ყვავების მხრიდან ადამიანზე თავდასხმისა და დაკორტნის  არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. თავდასხმის შემთხვევაში,  თუ ჭრილობა ტეტანუსზე აცრა აუცილებელია. „მედიაცენტრ მთავარი“  იმუნიზაციის ცენტრის ანტირაბიული სამსახურის უფროსს ბადრი ბაზაევს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ყვავებისაგან დაკორტნილი პაციენტები მასაც ჰყავდა.   „ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხდება ხოლმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა „კასკით“ უნდა იარონ. რომელი ყვავი, როდის, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს რა ვიცით. ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, ყოველ დღე არ ხდება. ძაღლი რომ გიკბენს, ანალოგიურია. როგორც ჩანს,  ყვავს ბუდიდან გადმოუვარდა ბარტყი ან კვერცხი და სავარაუდოდ, იცავდა იმ ტერიტორიას. ეგ იყო და ეგ და სწორედ ამ…

მეტი...

„ქართველი ხარ, შენი ჭირიმე?“ – „ყვავილების ქვეყანა“ მანჰეტენზე და აცრემლებული ემიგრანტი

ნინო ტაბატაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში  მცხოვრები ერთ-ერთი წარმატებული ემიგრანტია. ბევრი უნახავს, ჩვეულებრივიც და უჩვეულოც; მიღებულიც და მიუღებელიც, თუმცა, მანჰეტენზე, „ყვავილების ქვეყანამ“ სერგო ზაქარიაძის გმირი გაახსენა და შუა მანჰეტენზე ემოციისგან „ღრიალის“ განწყობაზე დააყენა. „ლანჩზე გამოვედი,  შუა მანჰეტენზე ვარ, ჩემი ოფისის წინ მშენებარე კორპუსია, სულ მუშები ფუსფუსებენ. უსწრაფესი ნაბიჯებით ჩავუქროლე, ბევრი რამე უნდა მოვასწრო ამ ლანჩის დროს. უცებ ქუჩის ხმაურში მესმის „ყვავილების ქვეყანააა,“ მეგონა, რომ მომეჩვენა და შევანელე. დავინახე მამაჩემის ტოლი სანდომიანი კაცი, სამშენებლო მასალას ურევდა ერთმანეთში და ხმადაბლა, მოწყენილი სახით ქართულად ღიღინებდა. ცოტა მაკლდა სერგო ზაქარიაძის გმირივით, „ქართველი ხარ, შენი ჭირიმე“…

მეტი...