ზუგდიდში ქუჩაში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ზუგდიდში ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით ჩვილი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს.

ცნობილია, რომ ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს. დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჩვილი სავარაუდოდ, 2 დღისაა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მსგავსი თემები