„დაგეგმილია მკვლელობა  ზვარაკად უნდათ შესწირონ  არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი“ – ლევან ვასაძე

აღნიშნული განცხადება, ლევან ვასაძემ დღეს, ვერის პარკში შეკრებისას სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა. „უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს.  ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და  ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არაფერი კავშირი არ გვაქვს“ –  განაცხადა ლევან ვასაძემ. მისივე განცხადებით,  სპეციალური ლეგიონი შეიქმნება, რომელიც ქალაქში პატრულირებას მოახდენს და ოპერატიულად იმოქმედებს. „ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ.…

მეტი...

ლევან ვასაძე ლგბტ თემს კომბლების რევოლუციას ჰპირდება

დღეს, 20:00 საათზე, ვერის პარკში დაანონსებული „კაცების შეკრება“ შედგა. ერთ-ერთი აქტიური გამომსვლელი ლევან ვასაძე ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რომ მათ მოქნეული კომბალი არ მოხვდეთ.     „მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ არ ჩაგატარებინოთ გარყვნილების აღლუმი… ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდება არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია“ – აღნიშნა ლევან ვასაძემ სიტყვით გამოსვლისას. ბიზნესმენის განცხადებით, ისინი ძალადობას მხარს…

მეტი...

“ვდგავართ განსაცდელის წინაშე… უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე“ – პატრიარქის ქადაგება

საქართველოს  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერს სიწმინდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, სიმდიდრე საჭირო არ არის, მთავარია სიწმინდის შენარჩუნება. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ, ჰქონდათ სიწმინდე და ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, უნდა შევინარჩუნოთ.  ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს. ნათქვამია, საქართველო გაბრწყინდება-ო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა და…

მეტი...

ინტერნეტ თაღლითობისთვის 21 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც მომხმარებლებს თაღლითურად თანხას სძალავდა. მან მთლიანობაში, 8 000 ლარი მიითვისა.    როგორც შსს-დან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. „დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქ“-გვერდი შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა. ბრალდებული ჯამში 8 000 ლარის ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“ – აცხადებენ უწყებაში.…

მეტი...

„არა სიბინძურეს და გარყვნილებას“ – კაცები, მხოლოდ კაცები, დღეს ვერის პარკში იკრიბებიან

20:00 საათზე, ვერის პარკში ხოლოდ ის კაცები იკრიბებიან, რომლებიც საკუთარ თავს მამაკაცებად თვლიან და როგორც თავად აცხადებენ, გარყვნილებას უპირისპირდებიან. შეკრებილებმა დღეს უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი სტრატეგია ლგბტ კვირეულის საწინააღმდეგოდ. “უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს. სახელმწიფო  ვალდებულია, აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა, ნებისმიერი ცუდი საქციელი. როდესაც სახელმწიფო ამას არ აკეთებს, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება საკუთარ ხელში და ხალხმა უნდა აღკვეთოს ძალადობა. როდესაც ოძელაშვილებს დააპატიმრებ, მრავალშვილიან მამებს დააპატიმრებ,  წესრიგის დამცველ ქართველ ვაჟკაცებს დააპატიმრებ შენ თვითონ მოძალადე სახელმწიფო. ქუდზე კაცი დადგება, რამდენიც საჭიროა იმდენი გამოვა, რომ უწესრიგობა ვერ გაბედონ. თუ პოლიცია გარყვნილებისგან ვერ გვიცავს, ხალხი…

მეტი...