„ქართული მულტფილმების გაცოცხლება“ – ღონისძიება ბაგა ბაღში

  •  

  N13 ოლქის სამგორის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, წინუბნის ბაგა-ბაღში ჩატარებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიება „ქართული მულტფილმების გაცოცხლება“ ოთხ-ხუთ წლიანთა ჯგუფში ჩატარდა. როგორც შოთა ხაბარელმა აღნიშნა, ღონისძიება სანახაობრივად და შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. „აღმზრდელებმაც და აღსაზრდელებმაც ბევრი იმუშავეს, ძალიან მოინდომეს და ბავშვური სილაღით გააცოცხლეს მულტფილმების „ ჩხიკვთა ქორწილი“-სა და „სოფლის მაშენებლების“ პერსონაჟები და სიუჟეტები.ღონისძიება ძალიან მხიარული, ლამაზი და საინტერესო გამოვიდა, ხოლო აღმზრდელ-აღსაზრდელთა ერთიანობამ განსაკუთრებული ელფერი შესძინა“ – აღნიშნა დეპუტატმა.

მეტი...

ავიაკატასტროფა ყაზბეგში – დაღუპულია სამი ადამიანი

  •  

 ყაზბეგში, ყუროს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „რუმსის” კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რა დროსაც იქ მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა.  როგორც წყარომ “მთავარს” განუცხადა, გარდაცვლილები, ყაზბეგის სასტუმრო “რუმსში”,  “ბელბოად” – (შვეიცარი) , გიდათ და პილოტად მუშაობდნენ. ტრაგიკული ამბის შესახებ ინფორმირებულია გარდაცვლილთა ოჯახი.  შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა, ცეცხლის გაჩენის თავიდან ასაცილებლად შემთხვევის ადგილი წყლით და შესაბამისი ხსნარით დაამუშავეს შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით…

მეტი...

„უცხოელები გეი-პრაიდზე თბილისში მამათმავლებს ეპატიჟებიან“ – სანდრო ბრეგაძე

  •  

 „ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს რომ უცხოელები გეი-პრაიდზე თბილისში მამათმავლებს ეპატიჟებიან. „ეს ორი უცხოელი თავის ტვიტერზე აქვეყნებს მოწოდებას და 18 ივნისს გეი-პრაიდზე თბილისში ეპატიჟებიან მამათმავლებს! რა კარგი სანახაობა იქნება არა, ესენი რომ ჩაივლიან გაჯგიმულები-აღლუმით-მარშით დედაქალაქის ქუჩებში?!! — ყველამ გაითავისოს – არ დავუშვეეეებთ !!! 1% შანსი არაა რომ ამათი ველური და გარყვნილი როკვა დავუშვათ!!!“ – აცხადებს ბრეგაძე.

მეტი...

„უკრაინამ დაიჯერა, რომ საქართველოს პროკურატურამ სისულელე ჩაიდინა“ – ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის საქმე

  •  

  „უკრაინასა და საქართველოს შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობაა და ჩვენ ამას მივესალმებით. დღეს, უკრაინამ დაიჯერა, რომ საქართველოს პროკურატურამ ჩაიდინა უდიდესი სისულელე და ამის აღიარებაც არ უნდათ, უნდათ, რომ ოჯახურად, შინაურულად მოაგვარონ საქმე. არ გამოვა ასე. ქალბატონი თეა გიორგაძის (პროკურორი) ჩადენილი დანაშაულის აღიარება არ უნდა გენერალურ პროკურატურას, რამეთუ, გენერალურ პროკურორს გადაწყვეტილი ჰქონია უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება. თეა გიორგაძის მეუღლე მამუკა ვასაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში უვადოდ დაინიშნა, „კრიშავს“ თავისი მეუღლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“ სპეციალურ პრესკონფერენციაზე. სუსლიაკების ქართველი და უკრაინელი ინტერესების დამცველები აღნიშნულ საქმეს…

მეტი...

იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, იური სუსლიაკი კი ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა – მტკიცებულებები „მთავარში“

  •  

 იულია სუსლიაკის უკრაინელმა და ქართველმა ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ის დოკუმენტები და უტყუარი მტკიცებულება წარადგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ ბავშვების ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო იური სუსლიაკი კი ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა. იური სუსლიაკის ინტერესების დამცველებმა და უკრაინიდან ჩამოსულმა ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს. „4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე შუამდგომლობით, იულია სუსლიაკი აღკვეთი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით. რაც ემყარებოდა 3 უტყუარ მტკიცებულებას. 1. სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს გადაწყვეტულება, დადგენილება, რომლის მიხევითაც, იულია სუსლიაკი ამ 10 ბავშვიდან 4- ის ბიოლოგიური დედაა. 2. დადგინდა, რომ 10-ვე ბავშვი ერთმანეთის…

მეტი...

საქართველოს ხელისუფლება სუსლიაკების ათივე ბავშვს უკრაინაში აგზავნის – “მთავარის” ექსკლუზივი

  •  

 “მედიაცენტრი მთავარისთვის” ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინიდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციისთვის სუსლიაკების ათივე შვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.  კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 15:00 საათზე, უკრაინის საელჩოში საგანგებო განცხადება გაკეთდება. საქართველოს ხელისუფლება, სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ ათივე ბავშვს, უკრაინის დელეგაციას დღესვე გადასცემს და ბავშვები უკრაინაში დღესვე გაფრინდებიან.  შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი ქალბატონი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-მ სს საქმე 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც…

მეტი...

უკრაინელი ბებიები, საქართველოსგან, ათივე ბავშვის გადაცემას და უკრაინაში დაბრუნებას ითხოვენ

  •  

  საქართველოში, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალბატონის – იულია სუსლიაკის დედა და დედამთილი ექსპერტიზის დასკვნით ამტკიცებენ, რომ ისინი ბავშვების ბიოლოგიური ბებიები არიან და საქართველოს ხელისუფლებისგან შვილიშვილების გადაცემას ითხოვენ. ბებიებმა სპეციალური განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს. „როცა სპეციალურ დაწესებულებაში მივედი, სადაც ბავშვები ჰყავთ გადაყვანილი, იქ ჟურნალისტებიც იყვნენ და მითხრეს, რომ თუ ჟურნალისტებიც იქნებოდნენ, ბავშვებს არ მანახებდნენ. დაახლოებით 20 წუთი ვიყავი ერთ ბავშვთან, შემდეგ, ის გაიყვანეს და მეორე მოიყვანეს. ბავშვები შემომეხვივნენ, ტიროდნენ, როდის წამიყვანთ-ო. 5 ბავშვი ერთ დაწესებულებაშია მოთავსებული, მეორე ხუთი კი სხვაგან. მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. თუ დღეს ბავშვების გადმოცემა მოხდება,…

მეტი...

„ერთი ახირებული პროკურორის გამო, საქართველომ საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი“ – იულია სუსლიაკის დამცველი

  •  

  უკრაინის სახელმწიფოს დელეგაცია, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელინსკის ოფიციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, უკრაინის მოქალაქეების – 10 ბავშვის საქართველოში დაბრუნებას დღესვე ითხოვს. დელეგაცია, სახელმწიფო დონეზე, საქართველოში შეხვედრები ჰქონდა და დოკუმენტებითა და ექსპერტების ჩართულობით ამტკიცებს, რომ ათივე შვილი, რომელთა მიმართაც ტრეფიკინგის განზრახვას დაკავებულ იულია სუსლიაკს ედავებიან, მისი შვილებია. აღნიშნულ ხმაურიან და სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, უკრაინული დელეგაციის წევრებმა და იულია სუსლიაკის ქართველმა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გააკეთეს. „ეს არის შეთითხნილი საქმე. სავარაუდოდ, სურათი იძლევა იმის საფუძველს, რომ საქართველომ, ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი. ბრალის მიხედვით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს…

მეტი...

იულია სუსლიაკის ოჯახის წევრების საგანგებო მიმართვა ჟურნალისტებს

  •  

 ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქის იურია სუსლიაკის ოჯახი, უკრაინელი უფლება დამცველები, ქართულ მედიას მოუწოდებენ, აეროპორტში ბავშვების გადაღებისაგან თავი შეიკავონ. საუბარია პროცედურაზე, რომლის შედეგადაც შესაძლებელია ქართულმა მხარემ იულია სუსლიაკის 10 შვილი, უკრაინის ოფიციალურ დელეგაციას, პრეზიდენტის წარმომადგენლის მეთაურობით დღესვე გადასცეს. დღესვე მოხდება, ბავშვების უკრაინაში გამგზავრება. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვების უფლებები არ შეილახოს, პროცედურები არ გართულდეს და ხელი არ შეეშალოს, შესაბამისად, უკრაინული მხარე და ოჯახის წევრები ქართულ მედიას სთხოვენ, აეროპორტში ნუ დახვდებიან, ბავშვების უკრაინაში გამგზავრების პროცესის გადასაღებად. აღნიშნული განცხადების გასავრცელებლად უკრაინის ოფიციალურმა დელეგაციამ „მედიცენტრ მთავარს“ მიმართა.

მეტი...

„კათარზისის“ ხანდაზმულებმა დიმიტრი ხუნდაძეს დეპუტატებთან ხშირი კომუნიკაცია სთხოვეს

  •  

  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძემ სათნოების სახლი „კათარზისის“ ბენეფიციარებს შეხვდა და პარლამენტის სახელით სასურსათო პროდუქცია გადასცა. ბენეფიციარებმა კი დეპუტატს ხშირი კომუნიკაცია სთხოვეს. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ხანდაზმულებს მათი თხოვნის რეალიზების პირობა მისცა. „მნიშვნელოვანი დღე იყო ხანდაზმულთათვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაბამის გარემოში უწევთ ცხოვრება, მათთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოდან ეწვევიან, მათი ცხოვრების პირობებს გაეცნობიან და საჩუქრებს გადასცემენ. მოხუცებულთა პანსიონატის ბინადრებისთვის დიდ საჭიროებას წარმოადგენს საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მსგავსი ტიპის შეხვედრები. შეხვედრაზე ხანდაზმულებმა გარკვეულ პოლიტიკოსებთან გასაუბრების სურვილი გამოთქვეს და მე…

მეტი...

შესაძლებელია, საქართველო საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდეს – უკრაინის პრეზიდენტმა დელეგაცია გამოგზავნა

  •  

  უკრაინის პრეზიდენტის – ვლადიმის ზელინსკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოშია. ის, პრეზიდენტმა თბილისში კონკრეტული დავალებით მოავლინა. თემა ეხება უკრაინელ ქალბატონს იულია სუსლიაკს, რომელსაც ქართული მხარე ადამიანებით ვაჭრობას ედავება. უკრაინის სახელმწიფოს დელეგაცია თბილისში რამდენიმე დღეა იმყოფება. მათ ყველა მტკიცებულება და დოკუმენტაცია გააჩნიათ, რომ დაკავებული იულია სუსლიაკი უდანაშაულოა და ათივე ბავშვი, რომელთა გაყიდვის მცდელობასაც დაკავებულს ედავებიან, მისი შვილები არიან. უკრაინიდან საქართველოში შემოვიდნენ ბავშვების ბებიებიც. უკრაინის დელეგაცია ითხოვს, ბავშვები უკრაინაში დაბრუნდნენ და უდანაშაულოდ დაკავებულმა საპატიმრო დატოვოს. „მრავალშვილიანი დედა, იულია სუსლიაკი 04/26/19 წ არასრულწლოვანი ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით უსაფუძვლოდ დააკავეს. მასთან ერთად იყო 10 მცირეწლოვანი შვილი.…

მეტი...