„ეზო ფესტივალის“ სტუმრებს ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან

დედაქალაქის მერია მთაწმინდის პარკში 14-15 ივნისს დაგეგმილ „ეზო ფესტივალზე“ დასწრების მსურველთათვის 4 ავტობუსს გამოყოფს. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ავტობუსები მთაწმინდის პარკისკენ 14 ივნისის 17:30 საათიდან 16 ივნისის 12:00 საათამდე კოჯრის გზატკეცილისა და პარკის ქუჩების გასაყარზე არსებული ავტოსადგომიდან იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს 30 წუთის ინტერვალით,  სადღეღამისო რეჟიმში უფასოდ მოემსახურებიან.

მეტი...

თბილისში, 13 ივნისის სიმბოლო, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება დაიდგმება

თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების  ესკიზები წარუდგინა. დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, წარმოდგენილ 14 ესკიზს ჟიური ორშაბათამდე შეაფასებს. „ჰიპოპოტამის ესკიზები 2 კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იყო თბილისის მერიაში, საჯარო სივრცეში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შეეფასებინა თავისი რჩეული ნამუშევარი და ამასთან დაკავშირებით  ჩანაწერი გაეკეთებინა სპეციალურ წიგნში. დღეს, ამასთან დაკავშირებით გვექნება ჟიურის შეფასება. ორშაბათამდეა ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ იმსჯელოს და შეჯერდეს კონკრეტულ ნამუშევარზე. ორშაბათს გახდება ცნობილი,   თუ რომელი ნამუშევარი იქნება გამარჯვებული,”-განაცხადა სოფო ხუნწკარიამ. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს,  13 ივნისის სიმბოლო, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება, სავარაუდოდ ზოოპარკის მიმდებარედ განთავსდება.…

მეტი...

კონდიციონერის გამო, მგზავრებსა და მძღოლს შორის ჩხუბი ხშირად ხდება

ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუსაძლისი ხდება. უკმაყოფილო მგზავრები „მედიაცენტრ მთავართან“ ყვებიან, რომ ე.წ ყვითელი მარშრუტკის მძღოლები, თავს არ იწუხებენ, სიცხის მიუხედავად, კონდიციონერი ჩართონ, რის გამოც, მგზავრებს მძღოლთან ჩხუბი უწევთ. „80 თეთრს ვიხდით, იმაში, რომ ამოვიხუთოთ. სავსე “მარშრუტკაში”, სადაც ფეხზე დგას ხალხი და ჰაერი არ არის იქაც კი არ რთავენ კონდენციონერს. არც ის ჭრის, თუ ვეტყვით, რომ შესაბამის ნომერზე დავრეკავთ და ინფორმაციას მივაწოდებთ. მოგვაძახებენ ხოლმე, რაც გინდათ ის ქენით, კონდიციონერი არ მუშაობს-ო. რატომ უნდა მიხდებოდეს ყოველდღე ჩხუბი? ხომ შეიძლება შესაბამისმა სამსახურმა მიმართოს ზომებს?“ – უყვება N7 “მარშრუტკის” მგზავრი…

მეტი...

საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანას ავაცილოთ არასასურველი მოვლენები“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარში“ საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს, ლგბტ აქტივისტების „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. „მივმართავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, მის საჭეთმპყრობელს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, წმინდა სინოდს, მთელი ქართველი ერი მოუთმენლად ელოდება საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „გეი პრაიდთან“ დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ განცხადება იქნება ადეკვატური და რეალური, შესაძლებელია, რომ საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე, ჩვენს ქვეყანას ავაცილოთ ის შესაძლო არასასურველი მოვლენები, რომელიც შეიძლება განვითარდეს. სირაქლემას პოზაში ვერ ჩადგება ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც საერო პირები, ვერც საზოგადო მოღვაწეები, ვერც სასულიერო პირები და ვერც ვერცერთი…

მეტი...

„არ არსებობს არანაირი შანსი, რომ „მამათმავლებისა“ და „ლესბოსელების“ აღლუმი გაიმართოს თბილისში“ – სანდრო ბრეგაძე

„რამოდენიმე დღეა დარჩენილი ამ ავადსახსენებელი კვირეულის დაწყებამდე. ერთი რამ იცოდეს ყველამ, არც ერთ შემთხვევაში, ლგბტ მარში არ ჩატარდება. არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ „მამათმავლებისა“ და „ლესბოსელების“ აღლუმი გაიმართოს საქართველოს დედაქალაქში“ – აღნიშნული განცხადება „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისი ინფორმაციით, არავინ არავისზე ძალადობს, არავინ არავის უსწორდება, არავინ არავის აყენებს შეურაცხყოფას და ყველამ უნდა იცხოვროს თავისი ცხოვრებით ისე, რომ საზოგადოების და ერის გაღიზიანება და პროვოცირება არ მოახდინოს. „ფიქრიც კი ამოიგდონ იმ გარყვნილმა და მოღალატე ძალებმა, რომლებიც ცდილობენ უმცირესობის ხარჯზე თანხების მოძიებას და თავისი კეთილდღეობის მოწყობას. ეს…

მეტი...

„საქართველო დგას უდიდესი განსაცდელის წინაშე! 18-25 ივნისს დაგეგმილია გარყვნილების ზეიმი“ – „მარშის“ მიმართვა

“ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერ სანდრო ბრეგაძე, 18-24 ივნისს, თბილისში. ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და პოზიციის დასაფიქსირებლად 3 დღიან ვადას აძლევს. მიმართვის ტექსტი „ქართული მარშს“ წარმომადგენლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერეს. „მოგმართავთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას! საქართველო დგას უდიდესი განსაცდელის წინაშე! 18-25 ივნისს თბილისში დაგეგმილია გარყვნილების ზეიმი, ე.წ გეი-პრაიდი, რომელიც უნდა დასრულდეს მამათმავლების აღლუმით. ყოველივე ცალსახად წამოადგენს ქართველი ერისთვის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენების მცდელობას, რომელიც მიმართულია მართლმადიდებლობის, ეკლესიის, ზნეობის, მორალის, ტრადიციების წინააღდეგ. ქართული საზოგადოების ღირსეული შვილები მზად არიან, საკუთარის სიცოცხლის…

მეტი...

არასრულსწლოვანზე ძალადობისთვის, 5 თვეში 110 მშობელი ამხილეს

2019 წელს, 5 თვის განმავლობაში, იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი. როგორც შსს-ში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება. „შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში – სხვა…

მეტი...

არალეგალების მასშტაბური დეპორტაცია ისრაელიდან – ქართველები სამუშაოდან აიყვანეს

ისრაელში, ჯგუფურად დაკავებული ქართველების ნაწილი უკვე საქართველოში გამოადეპორტეს, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 40-მდე საქართველოს მოქალაქე, რომლებიც იქ არალეგალურად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. როგორც დაკავებულები ამბობენ, მათ საკნებში არაადამიანურად ექცევიან და წყალსაც კი არ აწვდიან. ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში არიან. ამჯერად, ქართველების ასაყვანად, სპეცოპერაცია, ხორც-პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარდა. ამ ერთი საწარმოდან 30-მდე არალეგალი ქართველი აიყვანეს, რომელთაც ისრაელში ცხოვრების ვადა ამოწურული ჰქონდათ. როგორც ისრაელში მცხოვრები ქართველები აცხადებენ, ბოლო თვეების განმავლობაში მათ გამალებით ეძებენ და დევნიან. საგარეო უწყება ქართველთა დაკავებას ადასტურებს, თუმცა,…

მეტი...

ეკლესიური საზღვრების დასაცავად, საქართველოში, 4 კონტინენტიდან 23 ქვეყნის დელეგაცია ჩამოდის

ევროპული რელიგიის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც 19-22 ივნისს მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება. თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე შეხვედრის მასპინძელი გახდება. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილია, რომელიც ასამბლეის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. როგორც ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, 19-22 ივნისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღებია, რადგანაც, ოთხი კონტინენტიდან 23 ქვეყნის დელეგატები საკმაოდ მნიშვნელოვანი მისიით ჩამოვლენ. „ორგანიზაციის მიზანია ევროპული რელიგიის – მართლმადიდებელი ქრისტიანობის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში და ეკლესიური საზღვრების მთლიანობის დაცვა. დღეს, მსოფლიოში, საკმაოდ მძლავრობს ისლამი და სხვადასხვა კონტინენტებზე ქრისტიანი მართლმადიდებლები განიცდიან შევიწროებას და შემცირებას. ეუთოსა…

მეტი...

„ჩემი ქცევისთვის 500 ლარი რომ ჩამომაჭრან, დიდი სირცხვილია, მირჩევნია, მიწა გამისკდეს“ – სიმონ ნოზაძე

ეთიკური ნორმებიც დამრღვევის დეპუტატებისთვის გარკვეული სადამსჯელო სანქციების შემოღება პარლამენტის დღის წესრიგში არაერთხელ დადგა. ამჯერად, საბოლოო გადაწყვეტილება ეთიკის საბჭომ უნდა მიიღოს და მოჩხუბარ თუ მაგინებელ დეპუტატებს ისეთი სანქცია დაუწესოს, რომ კოლეგის შეურაცხყოფა და კუნთების მოსინჯვა ვერ გაბედოს. დეპუტატთა უმრავლესობა კოლეგების მხრიდან უღირს საქციელს არ იწონებს და ამბობს, რომ შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება კატეგორიულად მიუღებელია. როგორც დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სანქციები საჭიროა. „ის, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდება პარლამენტში, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მიუღებელია სიძულვილის ენა, რომელიც არამარტო ოპოზიციის მხრიდან მოდის. სტუდენტური პარლამენტის წევრებს სწორედ ამას ვეუბნები,…

მეტი...