“ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, იყო შუაში ჩადგომა და მძაფრი დაპირისპირების პრევენცია” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ერთადერთი როლი, რომლის შესრულებაც სახელმწიფოს შეუძლია, შუაში ჩადგომა და მხარეების აგრესიისგან დაცვაა.  პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრს და პოლიციის თანამშრომლებს ვითარების განმუხტვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ერთადერთი როლის შესრულება, ეს არის როლი, რასაც ჰქვია შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა აგრესიისგან და სწორედ ეს მოხდა გუშინ. მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს…

მეტი...

„ერთი წლის თავზე, ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგი –  კონსენსუსით მომზადებული  ხარისხიანი დოკუმენტი“ – ირაკლი კობახიძე

„რეფორმა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაშიც დაინერგოს ის სიახლეები, რომელიც იქნება ჩადებული ამ ახალ კანონში, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.  ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმართული სამუშაო პროცესი კიდევ ერთხელ შეაჯამა და მომზადებული ფინალური კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა. „რაც შეეხება კანონმდებლობას, აქ დისკუსია წარმატებით დასრულდა და მიღწეულია ფართო კონსენსუსი, ეს შემიძლია, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით.…

მეტი...

უბედური შემთხვევა გორში, მამამ მცირეწლოვანს მანქანით გადაუარა

ექიმებმა 2 წლამდე ასაკის ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ სობისში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი შვილი ვერ შენიშნა და მანქანის მოტრიალებისას შემთხვევით საბურავებში მოიყოლა. ბავშვმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვი, მიღებისას მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მეტი...

ლგბტ პირებისთვის კვერცხების სროლისა და აგრესიისთვის 28 პირი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ თემსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 28 ადამიანი დააკავეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამინისტრო თითოეული ადამიანს იცავდა და დაიცავს კიდეც: „შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა. სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც…

მეტი...

„არ ვაპირებთ საჯარო სივრცეების დათმობას, უკან დახევა არ იქნება“ – ლგბტ თემი

„თანასწორობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლგბტ აქტივისტის გიორგი თაბაგარის განცხადებით, ლგბტ თემი დათმობას არ აპირებს და კვირეული გეგმის მიხედვით ჩატარდება. „გვქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ორშაბათიდან გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს მათთან. ეს არ არის იმ სახის დაშლა… ჩვენ  უბრალოდ მივდივართ, იმიტომ, რომ, რაღაც ქვეტექსტი შეიძლება იყოს, წინ გვაქვს მომდევნო კვირა, ჩვენ არ ვაპირებთ საჯარო სივრცეების დათმობას, ჩვენი მხრიდან უკან დახევა არ იქნება. უბრალოდ, ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას“ – განაცხადა გიორგი თაბაგარმა მთავრობის კანცელარიის წინ მედიასთან. ლგბტ თემი მედიას მიმართავს და მოუწოდებს, რომ 18-24 ივნისს დაგეგმილი კვირეულის გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაცია გაიაროს. „თბილისი…

მეტი...