სააკაშვილი აქციის მონაწილეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მისახლეობას და პოლიციას უკრაინიდან მიმართავს და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. მიზეილ სააკაშილის განცხადებით: „მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს“.

მეტი...

კახა კალაძის საგანგებო განცხადება

„ის, რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების,  პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი. პირდაპირ ერთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე. მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვენენ ავანტიურისტ პოლიტოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები. პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ -საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად. მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად  სარგებლობის შესაძლებლობას“ – განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მეტი...

“არ არსებობდა საფუძველი იმისთვის, რომ გავრილოვისთვის უარი მეთქვა საქართველოში შემოსვლაზე” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის დელეგაციის წევრებს, მათ შორის გავრილოვს, კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ ჰქონდათ. მისი თქმით, რუსეთის დუმიდან, მხოლოდ ორ დეპუტატს ჰქონდა დარღვეული კანონი, რომლებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. “ჩვენ გვაქვს სამართლებრივი საფუძველი დეპუტატების შემოშვებისთვის ან არ შემოშვებისთვის. სამართლებრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში: თუ არის დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი და აქ არის არსებითად საუბარი იმაზე, რომ არ უნდა იყოს შესული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონკრეტული მოქალაქე, ამ შემთხვევაში, ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი. იყო ასეთი ორი შემთხვევა, ორი დეპუტატი იყო რუსეთის დუმიდან წარმოდგენილი ამ საპარლამენტო დელეგაციაში, ერთი…

მეტი...

„ყველა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“ – შს მინისტრი

“ის, რაც ხდება ეს ტრაგედიაა. მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, თუმცა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ფიზიკური შეტევა, მოწოდება მსგავსი შეტევის განხორციელებაზე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ტრაგიკული შემთხვევა და თავდასხმა პოლიციასა და პარლამენტზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს, ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვ და მოვუწოდებ, პატივი სცენ პოლიციელებს და მივცეთ საშუალება ღირსეულად შეასრულონ თავისი ფუნქცია. ამის შემდეგ, ყველა ჩვენგანი შევძლებთ, წყნარად და მშვიდად ვისაუბროთ“ – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობაში გააკეთა. „როცა საჭირო იქნება მაშინ გადავდგები“, – ასე…

მეტი...

“რაც პარლამენტთან ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი” – გიორგი გახარია

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მან მოქალაქეებს პოლიციის მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა. „თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ახლა დგას ამ მოედანზე და გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებ ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვას ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს შეწყვიტონ კანონდარღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღბს. “შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.” – ნათქვამია შსს განცხადებაში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას, ორივე მხარეს არიან დაშავებულები.

მეტი...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ – არიან დაშავებულები

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში შეჭრას ცდილობენ. სამართალდამცავები ცდილობენ შენობა გაამაგრონ და პროტესტანტებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ. აქციის მონაწილეებმა, პოლიციას პოლიეთილენის ბოთლები დაუშინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეებმა 1 საათი მისცეს დრო, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ლევან იზორიას, რომ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთონ. პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

„ეს არის კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული პროვოკაცია, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები მონაწილეობენ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ტრიბუნა, რომელიც დეოკუპაციის მოწოდებისთვის უნდა გამოყენებულიყო, მასობრივი პროტესტის საბაბი გახდა. რისთვის იყო დაგეგმილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რისთვის ჩამოვიდა 4 კონტინენტის 26 ქვეყნის დელეგაცია თბილისში და რა მივიღეთ შედეგად? ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელის გამოც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ახლო კავშირშია როგორც გრიგოლ ვაშაძესთან, ისე გიგი წერეთელთან. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ეჭვები, რომ ის, რაც დღეს მოხდა, არის კარგად გააზრებული და დაგეგმილი პროვოკაცია. მთავარი კითხვა, რომელიც დღეს დგას და რომელმაც პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა, შემდეგია – როგორ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე და როგორ მოხდა, რომ მან პარლამენტის…

მეტი...

“მოთხოვნა, ჩემი გადადგომის თაობაზე, არასერიოზულია” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართელოს პარლამენტში,  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციას უწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოთხოვნა, არასერიოზულია. “პარლამენტის თავმჯდომარე არის მენეჯმეტზე პასუხიმგებელი და თითოეულუილ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი. იქ იყო წინასწარ ყველა ნიუანსი გაწერილი, თუმცა  ეს იყო პროვოკაცია. ამ მასშტაბის პრვოკაციის გათვლა და რეაქციის შემზადება არ არის მარტივი. ასეთი ტიპის ქმედება, როდესაც ხორცილედება უნდა იყოს მყისიერი და ეს რეაქცია იყო მყისიერი. როდესაც, გავიგეთ ამის შესახებ, საჯარო განცხადება გაკეთდა და მოვითხოვეთ ფორმატის შეცვლა. რაც შეეხება მოთხოვნას, ჩემი გადადგომის თაობაზე, ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთე, ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მეტი...

პარლამენტი ოპოზიციამ დაიკავა, ულტიმატუმი გრძელდება

პარლამენტის სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაიკავეს. ისინი ულტიმატუმის შესრულებას ითხოვენ და დარბაზიდან მანამ არ გამოვლენ, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგება. მათი განცხადებით, სწორედ ირაკლი კობახიძემ, პოლიტიკური თანამდებობით უნდა აგოს პასუხი იმ ქაოსზე, რაც დღეს ქვეყანაში შეიქმნა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასევე გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ოკუპანტების მიერ მოკლული გიორგი ანწუხელიძის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და სხვა მსხვერპლი მეომრების ფოტოები. რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, იქ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი და მათი მხარდამჭერებია მობილიზებული და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. პარლამენტის ეზოში, ასევე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები და მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.

მეტი...

“მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა” – კახა კალაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძეს განცხადებით, რუსული დელეგაცია საქართველოს დატოვებს და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა აღარ ჩატარდება. კახა კალაძის განმარტებით, დაუშვებელი იყო, საქართველოს პარლამენტში, რუსი დელეგატის სპიკერობით, ფორუმის ჩატარება. მისი თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა, “ქართული ოცნების” გუნდს დარტყმა მიაყენა.  “რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება. საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის. საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი…

მეტი...

“რაც ხდება, მძიმე ფაქტია, თუმცა, ისტერიკაში არ უნდა გადაიზარდოს” – ნუკრი ქანთარია

“კეთდება განცხადებები და უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს ეს ფაქტი. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ეს გარკვეულ წრეებს სურთ და მათ ინტერესებშია დაძაბულობის ესკალაცია”, – აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავართან”, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. დეპუტატის განცხადებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა გაგრძელდეს, თუმცა არა პარლამენტის შენობაში. მისი თქმით, არეულობის გამოწვევა, გარკვეული წრეების ინტერესებში შედის. “რაც ხდება, მძიმე ფაქტია. თუმცა, ისტერიკაში არ უნდა გადაიზარდოს. დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ რუსეთს, ნაციონალურ მოძრაობას და მის დამქაშებს აწყობს. პროვოკაციებისთვის ნოყიერი ნიადაგი არ უნდა შეიქმნას. იმედი მაქვს, საქართველოს…

მეტი...

„გადადგეს ხელისუფლება, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“ – რუსმა დეპუტატმა ქვეყანა არია

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას დროს უთვლის და გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი კობახიძე გადადგომას ითხოვს. პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციური პარტიის მეორე ნაწილი კი  ვადამდელი საპარლამენტო აჩევნების მოთხოვნით გამოდის. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების მოთხოვით, ოპოზიციური ლიდერები მმართველი ლიდერების გადადგომისა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.  ეს ყველაფერი კი ერთ კონკრეტულ დუმის წევრს ეხება, რომელმაც ქვეყანას დღის წესრიგი აურია.    

მეტი...

„ის დღემდე აგრძელებს მართლმადიდებლური ქვეყნების ოკუპაციას“ – ჯემალ გამახარია

„დევნილთა საერთაშორისო დღე – 20 ივნისი, საქართველოსთვის ის ის მტკივნეული თარიღია, ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულ ქმედებებს  მთელი სიმწვავით რომ წარმოაჩენს!“, – აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.  მეოთხედ საუკუნეზე მეტია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ასეულობით ათასი ადამიანი ამ სტატუსით და მძიმე სტრესით აგრძელებს ცხოვრებას დანარჩენ საქართველოში. ბევრი კი ლტოლვილია და შორეულ უცხოეთში სხვადასხვა ქვეყანას აფარებს თავს. „მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, გენოციდის მსხვერპლი აღმოჩნდა 5000-ზე მეტი აფხაზეთის მკვიდრი. ნადგურდება ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლები,  იკრძალება მშობლიურ ქართულ ენაზე ლაპარაკიც კი,…

მეტი...

„მწვანეთა მოძრაობა“ ოკუპანტი სახელმწიფოს საქართველში ხილვას აპროტესტებენ

ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა“ დუმის დეპუტატების საქართველოში ხილვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათი ადგილი მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში არ არის. როგორც ორგანიზაციაში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხდეს, ისინი საზოგადოების პროტესტს უერთდებიან: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, აღშფოთებულია და კატეგორიულად გმობს ა.წ. 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ,,მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის“ სესიის თავმჯდომარის რანგში შეხვედრის გახსნას. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 % და ამ ქვეყნის ოფიციალური პირის მიერ, არათუ სესიის წაყვანის მცდელობა, არამედ რუსეთის დუმის დეპუტატების რაიმე სახით მონაწილეობაც საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებებში დაუშვებელია“ – განუცხადეს ორგანიზაციაში „მედიაცენტრ მთავარს“…

მეტი...

დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, მოუწოდებს, თანამდებობიდან გადადგეს. როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები, ერთი და იგივე შაბლონურ განცხადებებს აკეთებენ და მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. “ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!​ მითუმეტეს, რომ  მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის  დღევანდელი განცხადებიდანაც მხოლოდ ის დასკვნა კეთდება,  რომ ქვეყანას არც პარლამენტი ჰყავს და არც პარლამენტის თავმჯდომარე!  რომ ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ისევ მხოლოდ  ივანიშვილი იღებს. კობახიძე და „კოლექტიური ზარდიაშვილები“ კი, მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების  დაპირისპირებისთვის და კრიზისების გამოწვევისთვის არიან სავარძლებში მოკალათებულნი. ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რომ ქვეყნის…

მეტი...

“მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას” – ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ერთ-ერთი დამფიძნებელი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საერთაშორისო სამდივნოში მეტად უნდა ემუშავა, რომ ის არ მომხდარიყო, რაც დღეს მოხდა. „ვაცნობიერებ მომხდარს, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა და გაღიზიანდა იმ ფაქტზე, როცა რუსი დეპუტატი დაინახა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. როცა ორი სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა პრეზიდიუმში და შესაბამისად, რომელი გახსნიდა სხდომას და რომელი წაიყვანდა, ეს იყო ტექნიკური საკითხი. მე ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას და დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმაზე, რომ საქართველოს…

მეტი...

რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრენა განახორციელა. „ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხი მწვავედ დგება როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ისე ჟენევის ფორმატებში“, – განაცხადეს სუს-ში.

მეტი...

“არ ვარ საქართველოში და არ მქონდა მყისიერად რეაგირების საშუალება” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბაქოდან, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ირაკლი კობახიძეს განცხადებით, ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა მიუღებელია. მისი თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე, მან, სესიის შეჩერება მოითხოვა.  „რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20  პროცენტი  და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე,  რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში , შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების…

მეტი...

„უმძიმესი სანახავია საკანონმდებლო ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!” – მამუკა ბახტაძე

“უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერი, ორგანიზატორებს მოუწოდებს, განუმარტონ საზოგადოებას, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიათან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები.  „უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა! ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე“, –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობდა. სესია, რომელიც გუშინ…

მეტი...

“ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ” – კახა კალაძე

“ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც პარლამენტში რუსი დეპუტატები სესიაზე სიტყვით გამოდიოდნენ. „მინდა, შევეხო პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს. როგორც ქალაქის მერი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ,…

მეტი...

“რა საჭირო იყო ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე?” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი, ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს უსვამს ხაზს. „ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი… რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მით უმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

“ეს იყო პროტოკოლური შეცდომა” – ბიძინა ივანიშვილი 

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის გამართვას და საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსი დეპუტატის საუბარს ეხმიანება.  ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსი დეპუტატის, საქართველოს საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბარი პროტოკოლური შეცდომა იყო.  „დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანამ არ შევა, სანამ იქ რუსი დეპუტატი იქნება – საგანგებო განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, დიმიტრი ხუნდაძესთვის, კატეგორიულად მიუღებელია ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, საქართველოს ტრიბუნიდან საუბარი. დიმიტრი ხუნდაძე, პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ შევიდა. პროტესტი კი, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის მიმართ გამოხატა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის სავარძელი მოირგო. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, შეუძლებელია ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის წევრი, მის მიერ ოკუპირებულ ქვეყანას, საქართველოს საპარლამენტო ტრიბუნიდან მართლმადიდებლობასა და სამართლიანობაზე ესაუბრებოდეს. “ჩემთვის მისაღები იყო მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება და კმაყოფილი ვიყავი გუშინდელი დღით, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთებული. მისაღები იყო ყველფერი, მანამ სანამ საქართველოს საპარლამენტო ტრიბუნას, რუსეთის წარმომადგენელი დაიკავებდა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანამ არ შევალ, სანამ იქ რუსი…

მეტი...

საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც საქართველო 26 წელი ელოდა, ოპოზიციამ ჩაშალა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს, პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ და საერთაშორისო ფორმუ ჩაშალეს. ისინი ამ ფორმით სესიაში რუსეთის დუმის დეპუტატების, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მონაწილეობას და მის მიერ სხდომის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წაყვანას აპროტესტებენ. დეპუტატები ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი და სერგო რატიანი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მივიდნენ, საიდანაც გავრილოვი სესიას უძღვებოდა. მათი განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტი სხდომას არ უნდა უძღვებოდეს.   „ის აქ არ დაჯდება“, – აცხადებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები და გავრილოვს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. სესიაზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული და დარბაზში გავრილოვი არ იმყოფება.…

მეტი...

“ოკუპანტ რუსეთთან, მართლმადებლური კავშირი, როგორ შეიძლება არსებობდეს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის გამართავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება, არსებობდეს საქართველოსა და და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა???? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება, არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი  ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს, რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას ,…

მეტი...

“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება” – ევროპელი დეპუტატები

ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებულები, საქართველოში პრაიდის ჩატარების საკითხს ეხმაურებიან და საქართველოს ხელოსუფლებას, გამოხატვისა და ლგბტ თემის მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტარებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასში მონაწილეების უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფაზე არ ზრუნავს. „საქართველო პირველი ლგბტ პრაიდის ჩასატარებლად ემზადება, რომელსაც თან ულტრამემარჯვენე ლგბტ-ფობიური ჯგუფების მუქარა ახლავს, ქვეყნის ხელისუფლება კი ამ ფონზე უარს აცხადებს მსვლელობის მონაწილეები ადეკვატური დაცვით უზრუნველყონ. საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ქალაქში პრაიდის გამართვის უფლება არ მისცეს, სანაცვლოდ ტერიტორია დედაქალაქიდან 35 კილომეტრის დაშორებით გამოუყვეს. ულტრა-მემარჯვენე ლგბტ ფობიურმა ჯგუფებმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკვე განაცხადა,…

მეტი...

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ლევან ვასაზე მჩაგვრელი არ არის

“დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევან ვასაძის დემონიზაციის. 40 წელი ერთად გავატარეთ და მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია“, – აღნიშნული განცხადება, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართ გააკეთა.  გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ, არსებული რეალობა, ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეტევაა. „მე და ლევანი 10 წლიდან ერთად ვართ და დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევანის დემონიზაციის. 40 წელი ერთად გავატარეთ ცხოვრებაში და მას არავინ დაუჩაგრავს, არავის წინააღმდეგ ბოროტება არ გაუკეთებია. ჩვენ განსხვავებულ პოზიციაზე ვართ, ჩემთვის LGBTQ თემის დარდი ბოლომდე გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ…

მეტი...

შსს, ნაადრევი ქორწინების 180-მდე ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიზნით, საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო. როგორც შსს-ში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ნაადრევი ქორწინების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. “სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება უმეტესად ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც,” – განაცხადეს შსს-ში კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის,…

მეტი...

5 მიზეზი, რატომ არ უნდა იყოს გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და უვადოდ დანიშნული გიორგი მიქაუტაძე უზენაეს სასამართლოში არ უნდა გამწესდეს. „დაახლოებით ერთი თვის წინ  გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა უვადო მოსამართლედ 2047 წლამდე. ახლა კი მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით, რომელიც მისმა კანდიდატობამ გამოიწვა, ცდილობს, გაიკვლიოს გზა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს ამავე ვადით“ – აცხადებს ჯანეზაშვილი და 5 პუნქტს შემდეგი გარემოებებით აყალიბებს: 1.    გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს, რომლის ვალდებულებაა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით. ეს სტატუსი მას სხვა კანდიდატებთან…

მეტი...

დევნილი ბავშვებისთვის ეკო გაკვეთილები ჩატარდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, დიდი ლიახვის ხეობიდან და ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის, შიომღვიმეს მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდს ტერიტორიაზე,  ეკო – გაკვეთილი გაიმართა. სააგენტოს მეტყევე – ენტომოლოგმა ბავშვებს  საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე,    ქვეყანაში ფართოდ გავრეცელებულ და ასევე,  წითელ ნუსხაში შესულ სახეობებზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. დღესვე,  სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა  მოსწავლეები  „ნორჩი მეტყევის’’  სერთიფიკატით დააჯილდოვა. როგორც სატყეო სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს,  მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და გარემოში ქცევის წესების დამკვიდრებას. 

მეტი...

„ცხინვალსა აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს“ – პატრიარქი 25 ქვეყნის დელეგაციას მიმართავს  

„მადლობა ღმერთს, დღეს სხვა მდგომარეობაა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ პრობლემები, შიდა თუ გარე, მრავლად გვაქვს. ყველაზე მოუშუშებელი და მტკივნეული კი მაინც ის არის, რომ მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ანხორციელებს, რადგან ეს ტერიტორია (ქვეყნის 20%) ოკუპირებული” – ასე მიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილე ქვეყნებს საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. როგორც პატრიარქის მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ, დელეგაციის წევრები სწორედ იმ ქვეყნებს წარმოადგენენ, რომელთა წარსულიც ქრისტესთვის თავდადების მაგალითია, „გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის,- ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის…

მეტი...

მეუფე გარდაიცვალა

დღეს, გამთენიისას, ქუთათელ -გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა. მეუფე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაახლოებით 10 დღე კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებში მკურნალობდა. მეუფე 80 წლის იყო. მან სიცოცხლე ქუთაისის საავადმყოფოში დაასრულა. მეუფის გარდაცვალებაზე ინფორმაცია გუშინაც გავრცელდა, თუმცა, მეუფე გუშინ ცოცხალი იყო.

მეტი...

ფორუმი, რომლის მასპინძლობას მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთს ეცილებიან, თბილისში იმართება, თუმცა, „გარჩევების“ ფონზე

26 წელია, საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ყველაფერს აკეთებენ და ცდილობენ,  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მათ ქვეყანაში ჩატარდეს. ფორუმის ფარგლებში, მასპინძელ ქვეყანაში 4 კონტინენტიდან 25 ქვეყნის დელეგაცია იკრიბება. ასამბლეის არსებობდან 26-ე წელს კი, როგორც იქნა, მასპინძლობა საქართველომ მოიპოვა, თუმცა, აქაც შევრცხვით – ფორუმი ხმაურის, დაპირისპირების და „გარჩევების“ პარალელურად ისე მიმდინარეობს, რომ მთავარი თემა გადაიფარა.    ევროპული რელიგიის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში 19-22 ივნისს იმართება.  სხდომა იმართება. თბილისი 26-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და ასამბლეის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ზაქარია ქუცნაშვილი. რა მიზანი აქვს…

მეტი...