“ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ სასამართლო პროცესია”

“ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია”- ასე შეაფასა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას დაკავება.  ზაზა სარალიძის განცხადებით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და წინ სასამართლო პროცესია, სადაც პროკურატურამ მთავარ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი. ” ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მის ბრალეულობას. შეეცდება თუ არა ისევ მის “გაპრავებას”. ბრძოლა როცა დავიწყე, ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში. არასოდეს არ შემიწყვეტია ბრძოლა. ვიცოდი, რომ ის აუცილებლად მიეცემოდა პასუხისმგებლობაში. ვნახოთ როგორ დაასაბუთებენ მთავარი უწყებები, რატომ გაჭიანურდა მიხეილ კალანდიას დაკავება…

მეტი...

“თუ სისტემა არ შეიცვლება, კოლაფსი მოხდება”- ალექსანდრე კობაიძე

“დღეს, ქართული მართლმსაჯულება ბეწვის ხიდზე გადის. ეს ტესტი უნდა ჩააბაროს მან უმაღლეს დონზე, წინააღდეგ შემთხვევაში, ფაქტიურად, ქართველ ხალხს არ ეყოლება მართლმსაჯულება,”- აღნიშნული განცხადება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.  როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, ქართული მართლმსაჯულება მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, სასამართლოს ყველა ინსტანცია, თბილისში თუ რეგიონებში, ხელისუფლების მიერ კონტროლდება.  “დღესდღეობით სასამართლოებში მძიმე მდგომარეობაა. არ არსებობს არცერთი ინსტანცია, თუნდაც რეგიონებში, რომ არ იყოს კონტროლირებადი და არ ხდებოდეს შერჩევითი სამართლის გატარება. სასამართლო სისტემა კონტროლდება ხელისუფლების მიერ და ფაქტიურად გამოდის, რომ თუ ეს ადამიანები აღმოჩნდებიან ისეთ მწვერვალზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა,…

მეტი...

„144-დან 10 ან 20, შესაძლოა, უკვე შერჩეული ჰყავთ, თუმცა, მოსამართლეობის 50-ვე კანდიდატს წინასწარ ვერ შეარჩევენ“

„საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა იყო, სასამართლო სისტემის გასუფთავება და გაჯანსაღება. შესაბამისად, პროცესი სწორედ აქეთ უნდა წავიდეს“ – აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. რაც შეეხება კითხვას, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში არიან მოქმედი მოსამართლეები, სასამართლოს თავმჯდომარე, მოქმედი გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე და ასე შემდეგ, რამდენად ხედავთ საკუთარ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ნიკოლეიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „თავიდან, არავინ იცოდა, ვინ შეიტანდა განაცხადს იუსტიციის საბჭოში. 144 მსურველი იქნებოდა, 200 თუ 25. დღეს კი სიაში…

მეტი...

“მოსამართლეების 80-90% იგივე დარჩა, როცა ისინი პროკურატურას ჯიბეში ჰყავდა” – გელა ნიკოლეიშვილი

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დასაბუთება მოუწევს, როგორ შეარჩია 144-დან 50 კანდიდატი“, აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ერთ-ერთი კანდიდატია. მართალია, ამ ეტაპზე, ის 144 კაციან სიაში ირიცხება თუმცა, არ იცის, ე.წ. 50-ეულში გადავა თუ არა. როგორც ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, იუსტიციის საბჭოს ბეწვის ხიდზე მოუწევს გასვლა და იმის დასაბუთება, რის მიხედვით უთხრა თანხმობა მაგალითად, მოქმედ მოსამართლეს და რატომ „დაბრაკა“ ადვოკატი. „ჩემი მოტივაცია, გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, განაპირობა იმ რეალურმა ვითარებამ, რაც დღეს სასამართლო სისტემაში გვაქვს. პირველ რიგში, ის, რომ დღეს მართლმსაჯულებას ძალიან უჭირს და ნდომა ძალიან დაბალია, რაც…

მეტი...

„როდესაც თავადის სახელს ყიდი, ყიდი მიწასაც, პატრიარქი მოწადინებულია მონარქია აღდგეს“

კანდიდატი, საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე არ დასახელდება. „სამეფო კლუბი“ საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, მონარქის კანდიდატურის შერჩევას იწყებს. კანდიდატი თითქმის შერჩეული ჰყავთ, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის შემზადებას და თანხმობას ელოდებიან. ამ თემას „სამეფო კლუბმა“ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია მიუძღვნა. როგორც კლუბის დამფუძნებელი აცხადებს, ხალხისა და საპატრიარქოს გარეშე არაფერი გამოვა. „აქ საუბარია მთავარზე – ვის ენდობა ხალხი. ეს უნდა იყოს სახალხო მონარქია. ხალხის ნდობა და ეკლესიის კურთხევა აუცილებელია. ეკლესიის კურთხევა ეკუთვნის ბაგრატიონებს სხვას არავის. ეს პროცესი მაშინ დაიწყება, როცა საზოგადოება გვეტყვის ჰო-ს და იქნება მზად ამისთვის. კანდიდატი საპატრიარქოს მხარდაჭერის გარეშე ვერ დასახელდება. კანდიდატი ჯერ საპატრიარქოსთან შეთანხმებული…

მეტი...

კონფლიქტი შალვა შავგულიძის პლაკატის გაკვრის გამო

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი, მის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უცნობმა ადამიანებმა მისი ოფისის ფანჯარაზე,  შალვა შავგულიძის პლაკატების გაკვრა მოინდომეს, რისი უფლებაც მან არ მისცა.  “დილით, რომ მოვედი ოფისში, შემოვიდა ორი მამაკაცი და ორი ქალი, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები და უნდოდათ შავგულიძის პლაკატების ჩემი ოფისის ფანჯარაზე გაკვრა, რაზეც უარი ვუთხარი, რადგანაც, შალვა შავგულიძის კანდიდატურას არ ვუჭერდი მხარს. ამან ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვია, რომელიც მალევე ამოიწურა და უცნობები წავიდნენ. ცოტახანში, ჩემს ოფისთან, სხვა ჯგუფი გამოჩნდა და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება დაიწყეს, თითქოს მე, მათი უფლებები დავარღვიე და პლაკატის გაკვრის…

მეტი...

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის  ბრალდებული, დავით კალანდია დააკავეს

“მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე თვე, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებდა ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად, აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად,…

მეტი...

„სამეფო კლუბი“ საქართველოს მეფედ პრინც ხუან ბაგრატიონს განიხილავს

„მეფე იქნება და არის ასეთი ადამიანი, ვისზეც მე 10 წლის წინ დავიწყე საუბარი. უბრალოდ, ამ ეტაპზე, მან მთხოვა, რომ რადგან ჯერ მზად არ არის, ახალი ჩამოსულია საქართველოში, მისი ვინაობა არ გავამხილო“ – აღნიშნული განცხადება „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელმა, პოლიტოლოგმა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ადამიანი, რომელზეც „სამეფო კლუბი“ სწორებას აკეთებს, ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონების შთამომავალი პრინცი ხუან ბაგრატიონია. მან ქართველ გოგონაზე იქორწინა და ახლა, უკვე მეფობისთვისაც ემზადება. „ის საქართველოში ახალი ჩამოსულია, ეცნობა ამ ქვეყანას, დაქორწინდა და ამ ეტაპზე, მისი დასახელებით, არ მინდა ხელი შევუშალო. მის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად…

მეტი...

„ვინც სამეფო წოდებებსა და ორდენებს ყიდის, მან მეფობის შანსი დაკარგა, თავი დაისამარა“ – „სამეფო კლუბი“ მეფობის კანდიდატზე

„სამეფო კლუბი“ კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ემზადება. კონსტიტუციური მონარქია ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალია, აცხადებენ კლუბში. იმასაც ამბობენ, რომ დაბინძურებულ და დაზიანებულ კანდიდატს მეფედ არაფერი ესაქმება და სწორებას ესპანელ ბაგრატიონებზე აკეთებენ. სამეფო ტახტზე და მეფობის კანდიდატზე, „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელმა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „სამეფო კარში არ იქნება წოდებები, გამორიცხულია. ის ვინც საუბრობს წოდებებზე და ყიდის წოდებებს ან ჩუქნის, მათ უკვე დისკრედიტაცია მოახდინეს საკუთარი თავის. არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება, შევიდნენ ერთმანეთთან უცნაურ კონკურენციაში რამდენიმე ათასის გამო და საბოლოოდ, ამით თავი დაისამარეს. ზიანი მიაყენეს კონსტიტუციური მონარქიის იდეას“, – აღნიშნა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და…

მეტი...

„რომ არა ჩემი სისწრაფე, „Glovo-ს ჭაბუკი“ ჩემს საბურავებში აღმოჩნდებოდა“ – ეკა გულუა

“Glovo” ასეთ ადამიანებს ქუჩაში სხვისი სიცოცხლე კი არა, პიცაც კი არ უნდა ანდო“ – წერს საკუთარ გვერდზე „მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორი ეკა გულუა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. „ეს „Glovo-ს ჭაბუკი“ დღეს კინაღამ მანქანაში შემომივარდა. საკუთარ თავსაც იღუპავდა და მეც ხომ მღუპავდა და მღუპავდა. რომ არა ჩემი სისწრაფე, ლუბლიანაზე, „Glovo-ს ჭაბუკი“ ჩემს საბურავებში აღმოჩნდებოდა. ჰო, და რომ გადავრჩი, მივუსიგნალე და ასე მივანიშნე სიფრთხილისკენ, სწორედ აქ დაიწყო, რაც დაიწყო, გამომეკიდა თავისი მოპედით, „გააჩერე“, „გააჩერეს“ ყვირილითა და საქმის გარჩევით. ამასობაში, სანამ მომდევდა, მე კი არა, ლამის სხვასაც შეუვარდა. როცა შევანელე, დამეწია და უკვე,…

მეტი...

ბაგრატიონები პატარა გიორგის მეფობისთვის ამზადებენ

სამეფო ოჯახი ისევ დღის წესრიგშია. ბაგრატიონების საოჯახო სკანდალის შედეგად, დავით ბარატიონ-მუხრანელის იმიჯი შელახულია, შესაბამისად, მისი მეფობაც გამოირიცხა. შედეგად, ჯერი ანა და დავით ბაგრატიონების 8 წლის ვაჟზე – გიორგიზეა. „სამეფო კლუბი“ სწორედ მისი გამეფებისთვის ემზადება. უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის გამეფება უკვე გადაწყვეტილია. როგორც საკონსტიტუციო მონარქიის მომხრეები აცხადებენ, ბაგრატიონების დაპირისპირების გამო, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამეფება გამორიცხულია. „საზოგადოებას დაზიანებულ კანდიდატს არ შევთავაზებთ“ – აცხადებენ „სამეფო კლუბში“ და საზოგადოებას მეფედ პატარა უფლისწულს სთავაზობენ. მათ გათვლით, თუ გიორგი ბაგრატიონი ნაადრევ ასაკში გამეფდება, ქვეყანას „რეგენტთა საბჭო“ უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თემაზე „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე „მედიაცენტრ…

მეტი...

ქალების 78%-ს მეტროში სექსუალურად ეხებიან

საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მეტრო ერთ-ერთი ადგილია, სადაც მამაკაცები, ქალებთან შეხებით სექსუალურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. კვლევა ერთ-ერთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის 14 მეტრო სადგურზე ჩაატარა და დაადგინა, რამდენი ქალი განიცდიდა სექსუალურ შევიწროებას. მეტროსადგურებში გამოიკითხა 200 ქალი რესპოდენტი, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 18-60 წლამდე იყო. მათგან 78% აცხადებს, რომ მეტროში სექსუალურ შევიწროებას განიცდის. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% სტუდენტია, 12% დიასახლისი, 24.5% დასაქმებული ქალი, 2.5% სხვები. “რესპოდენტთა 78% – მეტროში განიცადა სექსუალური შევიწროება, მათგან 14% – პლატფორმაზე, 14% – ტერმინალის შესასვლელთან, ხოლო ტერმინალის შიგნით – 6%. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 45% -ს აქვს თბილისის…

მეტი...