“ვინ ჩემი ჭრიჭინები არიან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ”- აქციაზე დაკავებული ოპოზიციაზე

“ვინ ჩემი ჭრიჭინები არიან ეგენი, მათ გამო ცხოვრება დავინგრიე, თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეგენი მოვლენ, – ზღაპარია”, – ამის შესახებ
ოცი ივნისის აქციაზე დაკავებულმა მოქალაქემ, მიხეილ მაღლაკელიძემ თავის ადვოკატ ლევან ჩხეიძესთან ერთად, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ყოფილიყვნენ თუ არა აქციაზე მყოფი ადამიანების გვერდით პოლიტიკოსები, და გამოიყენეს თუ არა პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს სიტუაცია სათავისოდ, მაღლაკელიძე პასუხობს:

“ვინ ჩემი ჭრიჭინები არიან პოლიტიკოსები. მე მათ გამო ცხოვრება დავინგროე, თუ ვინმეს რაიმე ილუზია აქვს, რომ ეგენი მოვლენ, – მაგარი ზღაპარია. ეგენი ვერ მოვლენ.

ქართველები იმ დონეზე დავეცით უკვე, ჩვენ კი არ ვართ აქ მასპინძლები, ჩამოსულები არიან მასპინძლები, ჩვენ ღირებულებებს და ფასეულობებს ვკარგავთ.

პოლიტიკური ლიდერები ნაკლებად გვაინტერესებს, ვინც უკაცრავად და, მხოლოდ თავის ერთი ადგილისთვის ფიქრობს, რომ მოითბოს ერთი ადგილი გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. არ ვიცი ვინ როგორ გამოიყენა სიტუაცია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საზოგადოების 80 პროცენტი იქ, საკუთარი ღირსების დასაცავად იდგა, _ აცხადებს მიხეილ მაღლაკელიძე.

მსგავსი თემები