„ველით, როდის შემოუერთდება ლადო კახაძე საპარლამენტო უმრავლესობას“ – არჩილ თალაკვაძე

  •  

  „ჩვენი დაკვირვებით და იმის გათვალისწინებით, რომ აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მინდა მას მივულოცო ეს გამარჯვება და ველით როდესაც ის შემოუერთდება საპარლამენტო უმრავლესობას“ – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ლადო კახაძემ ძალიან კარგად იცის, რა მხარდაჭერას ელოდება მთაწმინდელების მხრიდან. „მე დარწმუნებული ვარ მასაც აქვს იგივე მოლოდინი და განცდა, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს მეორე ტურში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ , როგორც ვნახეთ, ძალიან ორგანიზებულად, დიდი ექსცესების გარეშე ჩაატარა კენჭისყრის პროცესი. ყველა იმ მცირე ინციდენტთან დაკავშირებით, რაზეც…

მეტი...

„დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, მივულოცო ლადო კახაძეს“ – კახა კალაძე

  •  

  პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძე ლადო კახაძეს გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ უპირატესობა სწორედ მის მხარესაა. „პირველ რიგში, ვულოცავ მთაწმინდელებს მშვიდობიანად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს. მოგეხსენებათ 8 საათზე, დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს’ – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი მხარდამჭერებსა და აგიტატორებს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის. „მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდი…

მეტი...

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 41,23-მა მიიღო

  •  

  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში იმაზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე პირველ ტურზე. ამომრჩეველთა რაოდენობამ 41,23% შეადგინა. “ერთი პროცედურული ხარვეზი გამოვლინდა. #3 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრაციის მისამართის მიხედვით შეყვანილი ამომრჩეველი არ იმყოფებოდა რეგისტრაციის ადგილას. კომისიის წევრებმა ამომრჩეველს გადასატანი ყუთი მიუტანეს იქ, სადაც ამომრჩეველი ფაქტობრივად იმყოფებოდა, რაც აღმოჩნდა საარჩევნო უბნის საზღვრებს გარეთ. აღნიშნული ფაქტის გამო ყუთი დაილუქა, გაიგზავნა საოლქო საარჩევნო კომისიაში და შემდეგ ის მიიღებს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა ცესკოს პრეს სპიკერმა. ანა მიქელაძემ. საოლქო საარჩევნო კომისიაში, მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ორი საჩივარი დაფიქსირდა.

მეტი...

„იყო გარკვეული პროვოკაციები“ – გიორგი ვოლსკი არჩევნებზე

  •  

  პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის გია ვოლსკი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველომ დემოკრატიულობის მაგალითი კიდევ ერთხელ გამოავლინა. “ვერ ვიტყოდი, რომ განცხადებისთვის რაიმე ახალი გარემოებები მაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თბილისმა, საქართველომ როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა. იყო გარკვეული პროვოკაციები. მთლიანობაში, ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ და ის რაც ხდება, მისასალმებელია“ – აცხადებს დეპუტატი.

მეტი...

„ძიშოვკა“, ნაგავი – „უფლებადამცველი“ ჟურნალისტს

  •  

  18-24 მაისს დაგეგმილ ლგბტ აღლუმთან დაკავშირებით მომზადებულ სტატიების გამო გაღიზიანებული „უფლებადამცველი“ და ლგბტ საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ბოლქვაძე, ჟურნალისტ და „მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორს სალანძღავ სმს შეტყობინებას უგზავნის. „ფუ რა ძიშოვკა ნაგავი ყოფილხარ და რა სწორად მივხვდი, რომ ახლოს არ უნდა მოგკარებოდი“ – წერს ქალბატონი ლგბტ „უფლებადამცველი“ მედიაორგანიზაციის წარმომადგენელს. მისი გაღიზიანება კი შემდეგმა სტატიებმა გამოიწვია: „მედიაცენტრი მთავარი“ მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, ასევე, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სთხოვს, სათანადო რეაგირება მოახდინოს აღნიშნული „უფლებადამცველი“ ქალბატონის ქმედებაზე. „ვითომ უფლებადამცველი, რომელიც მსგავს სალანძღავ შეტყობინებებს აგზავნის, კარგად წარმომიდგენია, როგორ იცავს ადამიანის უფლებებს, რადგან,…

მეტი...

ქარმა მაღალი ძაბვის ხაზები მოგლიჯა

  •  

  ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დიღმის მასივში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ძირს ჩამოცვივდა, ქარმა სადენები მოგლიჯა, რომელიც პარკში საკმაოდ დაბლაა ჩამოწეული. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოღობილი, რომ მოსახლეობამ სიფრთხილე გამოიჩინოს და არ მიეკაროს. ადგილობრივები შეშინებულები არიან, რადგანაც პარკი მუდმივად ბავშვებითაა სავსე. ფოტო: “მედიაცენტრი მთავარი”

მეტი...

მთაწმინდის ოლქში 5814- მა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა

  •  

 ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, 12:00 საათის მდგომარეობით 13 %- შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრირებული 43 909 ამომრჩევლიდან 5814- მა არჩევანი უკვე გააკეთა. ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, შუალედური არჩევნების პირველ ტურზე ეს მაჩვენებელი 10%- ს შეადგენდა. რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ცესკო-ს ინფორმაციით ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი. გარდა ამისა, დაფიქსირდა უბნებზე ისეთი ამომრჩევლების მისვლაც, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. „მივმართავთ მოქალაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებული“, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

მეტი...

სისხლიანი გარჩევა დიღმის მასივში

  •  

  სისხლის კვალი დიღმის მასივში ამ დრომდე ჩანს. სისხლიანი გარჩევა მესამე კვარტალში წუხელ მოხდა, მაშინ როცა ქარიშხალი და ძლიერი წვიმა იყო. როგორც ამბობენ, მოზარდები ფარდულში ლუდს და არაყს სვამდნენ, რა დროსაც მაღაზიასთან მისულ ადამიანთან შელაპარაკება მოუვიდათ. ერთი მძიმედ არის მუცლის არეში დაჭრილი და ის წუხელვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარჩევაში დაახლოებით 6-მდე ახალგაზრდა მონაწილებდა. სისხლიანი ნაფეხურები, ძლიერი წვიმის მიუხედავად, ამ დრომდე ამჩნევია. ნაფეხურების ნაწილი ფოთლითაა დაფარული, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ფოტოები ეკუთვნის “მედიაცენტრ მთავარს”

მეტი...

14 წლის ბავშვი მოიტაცეს, რამდენჯერმე გააუპატიურეს, მოძალადე კი თავისუფალია – ტრაგიკული ისტორია

  •  

  ეს საშინელი ისტორია თბილისთან ახლოს, საგარეჯოში ხდება. შემზარავი სურათი კი შემდეგია: 14 წლის გოგონა რამდენიმე კაცმა მოიტაცა, ფერმაში მიიყვანეს, 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს, ბიჭმა ის საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. შემდეგ კი უთხრა, რომ ის ცოლად უნდოდა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ბიჭის ნათესავებმა, დილით, გოგო თავის სახლში დააბრუნეს. ბავშვმა მშობლებს ყველაფერი უამბო და ოჯახმა იჩივლა. საგარეჯოს პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება. მოძალადეს პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა, ის დღემდე თავისუფალია, მიმალვაშია. გაუპატიურების…

მეტი...

თბილისის ზღვის ფსკერიდან 17 წლის ტურისტი ამოიყვანეს

  •  

  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ტურისტი, 17 წლის მამაკაცი ამოიყვანეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მაშველმა კოშკურიდან ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნია, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და იხრჩობოდა. მან დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყონებლივ დასახმარებლად გაცურა. „წყალზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვის ფსკერზე იპოვნეს. ნაპირზე ამოყვანის შემდეგ, მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მაშველებმა გაუწიეს, რის შემდეგაც მამაკაცი გონს მოვიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გადარჩენილი ტურისტი სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას…

მეტი...

მოგლეჯილია ხეები, დატბორილია სახლები – სტიქიის შედეგი

  •  

  ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისის რამდენიმე უბანს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მოგლეჯილია ხეები, დატბორილია სახლებისა და კორპუსების პირველი სართულები, დაზიანებულია მანქანები. საგანგებო გადაუდებელი დახმარების ჯგუფები წუხელ, მთელი ღამე გამოძახებებზე მუშაობდნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, თბილისში სულ 115 შეტყობინება დაფიქსირდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინებების უმრავლესობა ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან შემოვიდა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა რამდენიმე ხე და ტოტი, რამაც გამოიწვია გზის ჩახერგვა. წვიმის შედეგად დაფიქსირდა ქუჩების, სახლების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვა. შემთხვევების შედეგად…

მეტი...

„მეც მინდა ფული მქონდეს“ – ლგბტ-ები ალაპარაკდნენ

  •  

  18-24 ივნისს ლგბტ საზოგადოება თბილისში მასშტაბურ მსვლელობა-კვირეულს გეგმავს. საზოგადოების არაერთგზის პროტესტის მიუხედავად, ისინი კვირეულზე უარს არ ამბობენ და ამ საზოგადოების შევიწროებაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ, საჯაროდ არაერთხელ წამოაძახეს, რომ ამ ყველაფერს ფულის საშოვნელად აკეთებდნენ, ისინი მსგავს შეფასებებს ჩაგვრად და შევიწროებად აფასებდნენ. ნინო ბოლქვაძე ლგბტ საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, აქტივისტი, ბორდის წევრი და დამცველია. ის აღიარებს, რომ მისი მიზანი ფულის შოვნაა, რადგანაც მატერიალური არაფერი გააჩნია. „მეც მინდა, რომ ფული მქონდეს, არანაირი მატერიალური ქონება არ გამაჩნია, მაქვს მცირე შემოსავალი, აღარ ვთანამშრომლობ ლგბტ ნჯო-ებთან. მიხარია, რომ არ მყავს არანაირი უფროსი. რასაც…

მეტი...