გიგი უგულავა: თუ გახარია მივა თავის უწყებაში გამოკითხვაზე, მაშინ მეც მივალ

“მე მივალ საჯარო სასამართლოს დაკითხვაზე, სადაც მივცემ ჩვენებას, როგორ უმსგავსო, საზიზღარი საშინელება და დანაშაული ჩაიდინა გახარიამ, ივანიშვილის დავალებით”, – ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ, ჟურნალისტებთან, შს სამინისტროს მიერ გამოკითხვაზე დაბარების საპასუხად განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი მოვლენები გიორგი გახარიას უშუალო ბრძანებით მოხდა და გამოკითხვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა, თუ შს მინისტრსაც დაიბარებენ.   “განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი ყველაფერი. მე, ივანიშვილისა და გახარიასგან განსხვავებით, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, მაგრამ მივალ საჯარო სასამართლოს დაკითხვაზე, სადაც მივცემ ჩვენებას, როგორი უმსგავსო, საზიზღარი საშინელება და დანაშაული ჩაიდინა გახარიამ, ივანიშვილის დავალებით. მივიღებ იმ სამართლებრივ პროცედურებში…

მეტი...

პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, 8 ივლისიდან, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები იკრძალება. შესაბამისი განცხადება კრემლის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. გარდა ამისა, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს ეძლევათ რეკომენდაცია, აკრძალვის მოქმედების პარალელურად, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან.

მეტი...

ირმა ინაშვილი: სააკაშვილ-ბოკერიების პოლიტჯგუფებმა „ქართული ოცნება“ ისეთ ხაფანგში შეიტყუეს, რომ ახლა 7 ნოემბერი და 20 ივნისი ერთ სიბრტყეში დევს

საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი თვლის, რომ გუშინ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების განსამუხტად, პოლიციის მხრიდან რეზინის ტყვიის გამოყენება, გამოუსწორებელი შეცდომა იყო. როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, ნაცმოძრაობამ წინასწარ მოამზადა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც აქციაზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, მმართველი გუნდი კი სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტჯგუფებმა “ხაფანგში შეიტყუეს”. “ვინც რეზინის ტყვიის გამოყენების გამართლებას ცდილობს, მას თავად არ მოხვედრია ეს ტყვია და არ ესმის, რომ რეზინის ტყვიის გამოყენება უკიდურესი მეთოდია კრიზისის გასანეიტრალებლად. ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა, რამაც ახალგაზრდები უკიდურესად დააზიანა. მკაფიოდ ვამბობ: არ იყო საჭირო რეზინის ტყვიის გამოყენება. საკმარისი იყო ცრემლსადენი გაზი…

მეტი...

ირაკლი ოქრუაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ირაკლი ოქრუაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს, თუმცა მზადაა სასამართლოში მივიდეს, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ შსს-სგან ტელეფონით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გამოკითხვაზე იბარებდნენ. „სატელეფონო შეტყობინება მივიღე და ვაცნობე, რომ მოსამართლესთან გამოვცხადდები, როცა შემატყობინებენ დროს,”- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ  „მოლოტოვის“ კოქტეილების დამზადების ფაქტზე, ერთია პირია დაკავებული, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე, შსს გამოკითხვაზე იბარებს.

მეტი...

სპეცრაზმს აქციის მონაწილეები სკანდირებით შეხვდნენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სპაციალური დანიშნულების რაზმები დღესაც განლაგდნენ. სპეცრამის დანაყოფებს აქციის მონაწილეები სკანდირებით,”წადი, წადი!” – შეხვდნენ. დღევანდელ აქციაზე გამომსვლელები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია. მიმდინარე აქცია რუსთაველის გამზირზე 17.00 საათზე დაიწყო.

მეტი...

გიორგი კვირიკაშვილი: რეზინის ტყვიების გამოყენება გუშინდელ აქციაზე, ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა იყო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და თვლის, რომ ხელისუფლებამ, რეზინის ტყვიების გამოყენებით, მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. კვირიკაშვილი სიტუაციის ჩიხიდან გამოსაყვანად და საზოგადოების დასამშვიდებლად, სოციალური ქსელის საშუალებით, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე რჩევასაც, მათ შორის, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებას სთავაზობს: “ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად, სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები.როდესაც მხოლოდ ერთი ათწლეული გაშორებს მოვლენებს (განსაკუთრებით თბილისის პოლიციის…

მეტი...

“მე ვნახე უამრავი თანამოქალაქე დასახიჩრებული, მაგრამ ვერ ვნახე ვერც ერთი დაზიანებული პოლიტიკური ლიდერი” – აქციის მონაწილე

“მე ვნახე ჩემი უამრავი თანამოქალაქე, ჩვენი დები და ძმები დასახიჩრებული და მე ვერ ვნახე ვერც ერთი დაზიანებული პოლიტიკური ლიდერი”, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თუ გუშინდელ აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს და პოლიტპატიმრებს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ, საპროტესტო ტალღა სოლოლაკის სასახლისკენ გადაინაცვლებს. “მივესალმები საქართველოს ერთიანობისთვის შეწირულ გმირთა ოჯახის წევრებს. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ მთავრობის მოქმედებით გუშინდელი დღის შემდეგ, არის დაზიანებული, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს. ჩვენ რიგითობა უნდა განვსაზღვროთ, მესმის, რომ ვიღაცები არიან გადასაყენებელი, მაგრამ გუშინდელი დღის შემდეგ, დღეს საქართველოში ჩვენ გვყავს 305 პოლიტპატიმარი…

მეტი...

“მოლოტოვის კოქტეილი” საპროტესტო აქციაზე, გამოკითხვაზე დაბარებულია ოქრუაშვილი, მელია და უგულავა – შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა, – აღნიშნულის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ჭელიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, ქალაქ თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის…

მეტი...

“დავამხოთ ბიძინა, წავიდეს გახარია” – შტურმის მოწოდება პარლამენტთან

“არც გახარიას, არც ქუცნაშვილის და არც კობახიძისნაირების დეფიციტი ბიძინას არა აქვს, მათი გადადგომა ან დასჯა არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანი უფრო შორს უნდა წავიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ახალგაზრდა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული თანამდებობის პირების გადადგომის გარდა, უფრო შორეული მიზნებიც არსებობს. “პირველი რეაქცია, როცა გავრილოვი დავინახე, პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ეს იყო ცრემლები. ამ ცრემლებმა ძალიან ბევრი გამოიყვანა აქ და ზუსტად ამ ცრემლების გამო ესროდნენ გუშინ დამიზნებით თვალებში. ხალხო, არც გახარიას, არც ქუცნაშვილის და არც კობახიძისნაირების დეფიციტი ბიძინას არა აქვს, ამათი გადადგომა ან…

მეტი...

პარლამენტის წინ აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია განახლდა. აქციის მონაწილეთა ორი მთავარი მოთხოვნა, დღევანდელ აქციაზე, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და საარჩევნო სისტემის შეცვლაა. მომიტინგეები გადაწყვეტილების მისაღებად, შს მინისტრს სამ საათს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყნის მასშტაბით, აქციების დაწყებით იმუქრებიან.აქციის მონაწილეთა მიერ, რუსთაველის გამზირი, ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

მეტი...

თსუ-ის სტუდენტები აქციას მართავენ – “ნუ გვართმევთ სამშობლოს”

“რუსეთია ოკუპანტია, ნუ გვართმევთ სამშობლოს”, – ამ ლოზუნგით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაზე სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, მათ აქვთ კონკრეტული მოთხოვნები, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი: დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ დაპირისპირება სახელმწიფოს აზიანებს და დროულად დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა. “აუცილებელია დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა. ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა, გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი. მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ,…

მეტი...

შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის, ამ ეტაპისთვის  დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 225-ე მუხლით მიმდინარეობს. „აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ასევე, სამართალდამცველებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც. დაზარალებულების ნაწილი მკურნალობას აგრძელებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მიუხედავად გამოყენებული საშუალებებისა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციის და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები. სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც…

მეტი...

„პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი“ – მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის,  ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი, ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით, შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, რის შემდეგაც პოლიცია იძულებული გახდა, კანონმდებლობით განსაზღვრულ  სხვა ქმედებებზე გადასული. „მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი, ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით, შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღების და შენობაში შეჭრის მცდელობას, სხვადასხვა საშუალების – ხელკეტების, რკინის კონსტრუქციების, ქვების, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ფიზიკურად, ჯგუფურად…

მეტი...

„მოქალაქეები დააპროვოცირეს და ყველა გაიქცა, გაქრნენ“ – გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,  22:00 საათის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ ყოფილა, მათ მოქალაქეები მიატოვეს და გაიქცნენ. „აღშფოთება გამოიწვია  იმან, რომ პოლიტიკოსები, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდეგ მოედნიდან გაქრნენ. პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ. არც ერთი მათგანი 22:00 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა. ყველა გაიქცა იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები თავიანთი პროვოკაციების შემდეგ ერთმანეთს. ძალიან მძიმე დღე იყო. მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც…

მეტი...

“არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა” – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო, პარლამენტის შენობის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება ავრცელებს. “მედიაცენტრი მთავარი” საპატრიარქოს განცხადება უცვლელად გთავაზობთ. “დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები. ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს იმ წევრის თავმჯდომარეობის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი; მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა.…

მეტი...

„არ იქნება სწორი, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და მე დავრჩე, არაფრად ღირს დეპუტატის მანდატი“ – ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილმა ოფიციალურად დაადსტურა გადაწყვეტილება, პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ. “თქვენ იცით, რომ ყველა საპარლამენტთაშორისო შეკრების მიზანია საქართველოს ინტერესების დაცვა. მე ახლაც მჯერა, რომ საქართველომ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. როდესაც რუსეთის დელეგაციამ დატოვა პარლამენტი, მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. მე გუშინ ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას, რადგან, საზოგადოებაში გამოიწვა გაღიზიანება რუსეთის დელეგაციის მონაწილეობამ ღონისძიებაში. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები ვალდებულები ვართ, პასუხისმგებლობით ვიცხოვროთ. ჩემთვის არაფრად ღირს დეპუტატის მანდატი ქართველი ხალხის გაღიზიანების სანაცვლოდ. მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას და როგორც ადამიანი და კაცი არ იქნება სწორი, რომ პარლამენტის…

მეტი...

“ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და ლეგიტიმური” – კახა კალაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძეს განცხადებით, ქართულმა პოლიციამ უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ძალა მხოლოდ უკიდეურეს ვითარებაში გამოიყენა. “არ  შემიძლია  ხაზი არ გავუსვათ  ქართული  პოლიციის როლს,  რომელმაც  უმაღლესი  თმენის  ვალდებულება  გამოიჩინა   და  ლეგიტიმური  ძალა  გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად  მძიმე  ვითარებაში. ვითარებაში,   როდესაც  მიდიოდა  მასობრივი  ძალადობის  ორგანიზება,  რომელიც  ემუქრებოდა  სამოქალაქო  მშვიდობასა  და  კონსტიტუციურ  წესრიგს. პოლიციამ  აჩვენა მაღალი  თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები. სახელმწიფო…

მეტი...

ირაკლი კობახიძეს არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებს

“ქართული ოცნების” ლიდერის მამუკა მდინარაძეს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად არჩილ თალაკვაძე განიხილება. როგორც მამუკა მდინარაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ამ ეტაპზე არჩილ თალაკვაძი გარდა, სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ამ დრომდე, ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ირაკლი კობახიძეს ნაცვლად თანამდებობას, თამარ ჩუგოშვილი დაიკავებდა.

მეტი...

ირაკლი კობახიძის გადადგომა ოფიციალურად დადასტურდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა,  პოლიტიკურმა გუნდა მკაცრი შეფასებები მისცა პარლამენტში განვითარებულ პროცესებს. „საქართველოს პარლამენტში გამართული ასამბლეის მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი შეფასებები მისცა ამ ყველაფერს. „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს ანგარიშვლადებულების მაღალ სტანდარტს. ამ მაღალი სტანდარტისა და  ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება“…

მეტი...

მმართველმა გუნდმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო – ირაკლი კობახიძე გადადგა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშრებით, მმართველი გინდის ოფისში საგანგებო განცხადების გაკეთება უახლოეს წუთეში იგეგმება. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის გამო, მის ფუნქციას მისივე მოადგილე თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

მეტი...

„ასეთი გავეშებული ხალხი არ მინახავს, როგორ გამოაყენებინეთ თავი?!“ – ია მეტრეველი

„9 წელი ვიდექით ქუჩაში, საშინელი წნეხის ქვეშ, გარშემორტყმული, თუმცა ერთი ფოთოლი არ ჩამოგვიგდია. რაც გუშინ ვიხილე, გაოცებული ვარ, ასეთი გავეშებული ხალხი არ მინახავს, რომლებიც ლეწავდნენ, ამტვრევდნენ ყველაფერს. სამართალ დამცველები კი კანონის ფარგლებში იქცეოდნენ. მადლობა მათ ამისთვის. იქ მყოფ პროტესტანტებს კი მინდა ვუთხრა, როგორ გამოაყენებინეთ თავი “ნაცხროვას”, ჯერ მოგიწოდებდნენ პარლამენტში შეჭრას, მერე კი თვითონ გაიქცნენ და მიგატოვეს. როგორ წამოგაგეს ნაცებმა პროვოკაციაზე, დაფიქრდით ხალხნო.ნუთუ დაგავიწყდათ ვინ არიან ეგენი და რა დღეში ვყავდით 9 წლის მანძილზე?!“ – წერს კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მერტეველი.  

მეტი...

ზაქარია ქუცნაშვილი მზად არის, პარლამენტის მანდატი დატოვოს – “მთავარის” ექსკლუზივი

“მედიაცენტრი მთვარის” ექსკლუზიური ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზაქარია ქუცნაშვილი მზად არის, პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და პარლამენტის მანდატი დატოვოს.  მართალია, მას პარლამენტში პოლიტიკური თანამდებობა არ უკავია, თუმცა მზად არის ის სავარძელი და მანდატი დათმოს, რაც მას პარლამენტში აქვს დაკავებული. ზაქარია ქუცნაშვილი “ქართული ოცნების” ოფისში ამ წუთებში მივიდა, სადაც ის მანდატის დატოვების შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას თანაგუნდელებს გააცნობს.

მეტი...

“სახეზეა ორმხრივი უპასუხისმგებლობა და პროვოკაციული ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ” – გოგლა ჟვანია

ზურაბ ჟვანიას ძმა და მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, გოგლა ჟვანია, გუშინ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას, ოპოზიციას და მმართველ გუნდს აკისრებს. როგორც გოგლა ჟვანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დესტრუქციული ძალა ცდილობს, მსგავსი თემები ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.  მისი თქმით, მმართველი გუნდი არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას და ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. “ერთის მხრივ იყო ოპოზიციის პროვოკაციული მცდელობა. ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში გვყავს დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი თემა გამოიყენოს ქვეყნის ასარევად. გუშინდელი განცხადებები მართველი გუნდის არადექვატური იყო. ისინი ცდილობნდნენ გაქცეულიყვნენ პასუხისმგებლობას.  ერთის მხრივ, ორგანიზატორების და…

მეტი...

„მადლობა ახალ მინისტრსა და მედპერსონალს“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრსა და სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი პროცესებში ოპერატიულად ჩაერთო და მედპერსონალთან ერთად, მაღალ პროფესიონალურად იმოქმედა. „მადლობა უწყების ახალ ხელმძღვანელს, ქალბატონ ეკა ტიკარაძეს, გუშინ, აქციაზე განვითარებული პროცესების შედეგად დაშავებულებთან დაკავშირებით ოპერატიული და მაღალპროფესიონალური საქმიანობის გაწევისთვის. ასევე, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ აქციამ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე არ ჩაიარა. არიან დაშავებულები, როგორც რიგითი მოქალაქეები ისე სამართალდამცავები. ყველა პაციენტს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და მედპერსონალს…

მეტი...

რუსეთმა, თავისი პროვოკაციული ქმედებით, საქართველოს სამაგიერო მყისიერად გადაუხადა”- დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, რუსეთის მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ღონისძიების გახსნაზე ირაკლი კობახიძემ საკმაოდ მკაცრი შეფასება მისცა რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებას საქართველოს წინააღმდეგ, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, მართლმადიდებლურ სახელმწიფოთა ასამბლეაზე, მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა, შესაბამისად, ამ პასუხმაც არ დააყოვნა. “ვფიქრობ , ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, ეს იყო რუსეთის პასუხი ირაკლი კობახიძის უმკაცრეს შეფასებაზე რუსეთის მიმართ. რუსეთმა, თავისი ქმედებით, საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას სამაგიერო გადაუხადა. ამ ყველაფერზე საქართველოს მოქალაქეების პროტესტი იყო სამართლიანი და გულწრფელი,…

მეტი...

ბერძენმა კოლეგამ ქართველი დეპუტატის მითეთება არ გაითვალისწინა – ქუცნაშვილის განმარტება 

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იმ დეტალებს განმარტავს, რაც მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში დააფიქსირა და რის გამოც ბერძენ კოლეგასთან უსიამოვნო საუბარი მოუწია. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დარბაზში ადრე ჩავიდა, პრობლემები შეამჩნია, რაც გამოსწორდა, თუმცა, რუს დეპუტატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბერძენმა კოლეგამ თავად მიიღო. „ყველა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ორგანიზატორია საერთაშორისო სამდივნო. ჩვენ ვიყავით მასპინძელი ქვეყანა და მასპინძელ ქვეყანაში მე ვარ ამ დელეგაციის ხელმძღვანელი. ძალიან სამწუხაროა და შეფასებაც არ შეიძლება იმ პროცესების, რაც პარლამენტს გარეთ განვითარდა. რაც შეეხება პარლამენტში დაწყებულ პროტესტს, ეს იყო სამართლიანი და ვფიქრობ, მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიგო, რომ საქართველო ოკუპაციას…

მეტი...

„ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ორი ადამიანის თვალის დაკარგვად არ ღირს“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, გუშინ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენები, „მედიაცენტრ მთავარში“ შეაფასა. როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  პარლამენტის შენობის შტურმით აღების  მოწოდება, გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ, არასახელმწიფოებრივია.  მისი თქმით, მსგავსი მოვლენები არაერთხელ განვითარდა საქართველოში, რომელმაც ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა. „ოპოზიცია იმიტომ არის ქვეყანაში, რომ ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. მან ჩაშჭიდა ამას ხელი და გამოიყენა სათავისოდ. საზოგადოების რეაქცია, იყო ადექვატური, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სანამ არ გამოცხადდებოდა შტურმი პარლამენტის შენობაზე. ყველაფერს მივესალმები, რაც მიმართულია ოკუპანტების წინააღმდეგ, მაგრამ პარლამენტზე შტურმი და მოწოდება შტურმისკენ, ეს ჩვენ…

მეტი...

დაშავებულთა როდენობა გაიზარდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთებული მოწოდებების შემდეგ, პარლამენტში შეჭრის მცდელობის გამო ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 240 ადამიანი, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ განაცხადა, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი, ოპერაცია უტარდება.   „ინგოროყვაში  შემოყვანილი იყო 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი, რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს საქმე. მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთის პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში, პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს…

მეტი...

რა უთხრა ირაკლი კობახიძემ რუსულ დელეგაციას, რის გამოც, პარლამენტში გავრილოვისგან პროვოკაცია მიიღო

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა – ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის გახსნაზე გააკეთა, სადაც დუმის დეპუტატს, 25 ქვეყნის წინაშე უთხრა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია მათ მიერ და რუსეთს ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ასამბლეის წევრებს მასპინძლობს ერი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქრისტიანობა ჭეშმარიტ სარწმუნოებად აღიარა და რომელიც რწმენის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საუკუნეების მანძილზე იბრძოდა და ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ…

მეტი...

„ირაკლი კობახიძემ რუსულ დელეგაციას პირდაპირ უთხრა, რომ ისინი არავითარი მართლმადიდებლები და ქრისტიანები არ არიან, სანაცვლოდ, პროვოკაცია მიიღო“ – ჯემალ გამახარია

„ის რაც მოხდა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გარეშე ვერ განხორციელდებოდა“ – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და არ გამორიცხავს, რუსი დეპუტატის პროვოკაციული ქმედება ირაკლი კობახიძის განცხადებების პასუხი იყოს. აღნიშნული განცხადებს ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ვიყავი მიწვეული ამ ასამბლეის გახსნაზე, მაგრამ ამას წინ უძღოდა ბატონ გავრილოვის სრულიად აღმაშფოთებელი და ყოვლად მიუღებელი განცხადება, მოსკოვში გაკეთებული წინა დღით, სადაც საუბრობდა იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ჩვენ, ვითომ, უნდა მივიღოთ. ვყოყმანობდი წავსულიყავი თუ არა. მაგრამ რადგან მიწვეული ვიყავი დავესწარი ამ ღონისძიების გახსნას. როდესაც მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნა. ირაკლი…

მეტი...

დაშავებული პოლიციელები და რიგითი მოქალაქეები, დამტვრეული მანქანა და ინვენტარი – მოწოდება ისევ შეკრებისკენ

რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია 90-იანი წლებს იმ მძიმე წარსულს ჰგავს, რაც ქართველმა ხალხმა გადაიტანა. ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი და დაანონსებული აქცია შეტევაში გადაიზარდა, შედეგად კი დაშავებული სამართალდამცველები და რიგითი მოქალაქეები, გამოყენებული ცრემლსადენი აირი, დამტვრეული ინვენტარი და უმართავი პროცესები მივიღეთ. ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალისტები და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ. მობილიზებულები არიან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც წუხანდელი დაპირისპირების კვალს შლიან. გაღიზიანებულმა და უმართავმა ახალგაზრდა აქციის მონაწილეებმა შტურმი ერთ-ერთი ავტომანქანაზეც მიიტანეს, გადააბრუნეს და დაამტვრიეს. ასევე, შევარდნენ რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ოფისში, საიდანაც პარტიის ატრიბიტიკა გადმოყარეს, დაამტვრიეს და დაწვეს.

მეტი...

პარლამენტზე შტურმისას ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ოპოზიცია ხალხს ისევ იბარებს

პარლამენტის შენობის წინ და მიმდებარედ განვითარებული ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, საპროტესტო აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. არიან სხვა დაშავებულებიც, მათ შორის, დახლოებით 40-მდე სამართალდამცველია. რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერებს, ისინი, მოსახლეობას პარლამენტის შენობის წინ დღესაც იბარებენ. უცვლელია როგორც დისლოკაციის ადგილი, ისე დრო – 19:00. როგორც კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. „კლინიკაში 24 ადამიანი შეიყვანეს. ოთხს ოპერაცია ჩაუტარდა. ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა ენუკლიაციით“, – აცხადებენ კლინიკაში. შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის გამო დაწყებული პროტესტი ქუჩაში გაგრძელდა, რაც უმართავ პროცესებში გადაიზარდა. პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის შემდეგ, სამართალდამცველებმა…

მეტი...

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს 

საქართელოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მმართველ გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. “მედიაცენტრი მთავარი” მთავრობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია,  პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს  და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა – შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს…

მეტი...