აბაშიძე – კარასინის კომუნიკაციისას აღინიშნა, რომ ორივე მხარე განწყობილია, პოზიტივი შეძლებისდაგვარად შენარჩუნდეს

ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთოების თვალსაზრისით ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შექმნილ ვითარებაზე პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ახლა მთავარია, ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და არ დააზარალოს საქართველოს უამრავი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა ენგურზე გადასასვლელის დახურვას და აღნიშნა, რომ ეს სრულიად მიუღებელია.…

მეტი...

„ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი“ – მარიამ ჯაში

„ჩემს პოზიციებს უფრო დეტალურად გავაცნობ ჩემს კოლეგებს და მეგობრებს.  იმედი მაქვს, ჩვენს პოზიციებს დავაახლოებთ. როდესაც ჩვენ გვქონდა  აღნიშნული საკითხის უმრავლესობის ფორმატში განხილვა, შეთანხმება იყო, რომ მყარი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში გვექნებოდა თუ არა თანხმობის პოზიცია. ბუნებრივია, მყარი მტკიცებულების შემთხვევაში მეც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი“ – აცხადებს დეპუტატი მარიან ჯაში, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნას ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.     როგორც დეპუტატი განმარტავს, თავშეკავება ყველაზე სწორი პოზიცია იყო: „ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, იმ მომენტისთვის, იქნებოდა თავშეკავება. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოხდებოდა დამატებითი მასალების გადაცემა. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა დამატებითი მასალების განხილვის შესაძლებლობა პლენარულ…

მეტი...

“გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება”- მამუკა ბახტაძე

“გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეების და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით და იმით, რომ მათ შეუქმნა ფართო ასპარეზი და შესაძლებლობები”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას,  ახდენს თუ არა გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ლარის კურსზე. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი ნეგატიური ასახვა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. „რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულები კონკრეტულ შედეგებზე. მე გუშინ განვაცხადე, რომ ასეთ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ კონსულტაციაზე ვართ გადასული კერძო სექტორთან. დღესაც მათ შორის, ეკონომიკის…

მეტი...

“მსჯავრდებული სააკაშვილის და მისი აგრესიული ჯგუფის მიზანია საზოგადოებაში ნეგატივის და არეულობის შემოტანა” – პრემიერი

“მსჯავრდებული სააკაშვილის და მისი აგრესიული ჯგუფის მიზანია საზოგადოებაში ამ დიდი ნეგატივის შემოტანა, რომ მოხდება არეულობა, რომ იქნება მუდმივად ეს პოლარიზაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ხდება არა მხოლოდ 20 ივნისს, არამედ ბოლო წლების განმავლობაში. მამუკა ბახტაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა საქართველოს მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავიანთი პროვოკაციული მიზნებისთვის და ამ ყველაფერს მსჯავრდებული სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მისი პირდაპირი მოწოდებები. ეს არ მომხდარა მხოლოდ 20 ივნისს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ყოველწლიურად, სისტემურ რეჟიმში ვისმენთ ერთი და იმავეს, იმიტომ, რომ მათი მიზანი არის საზოგადოებაში…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებს წვრთნები ჩაუტარდათ

ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდის პოლიგონზე, ადგილობრივი დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეების წვრთნები ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური ავრცელებს. მეცადინეობების დროს შესრულდა ტაქტიკურ-საცეცხლე სროლები, რომელიც   БТР-82АМ მარკის ჯავშანტრანსპორტიორებიდან განხორციელდა. სასწავლო მეცადინებებში მონაწილეობა მიიღო სამხედრო ბაზის 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. ამოქმედებულ იქნა 50 ერთეულზე მეტი სპეციალური და სამხედრო ტექნიკა.

მეტი...

“მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ”- გავრილოვი საქართველოში მოგზაურობას გეგმავს

რუსი დეპუტატი, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი გმირი სერგეი გავრილოვი, ახლო მომავალში საქართველოში, შესაძლოა პილიგრიმად მოგვევლინოს. დეპუტატი თბილისში სტუმრობას საშემოდგომოდ გეგმავს. როგორც გავრილოვი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მზად არის, თუნდაც ხვალვე, თბილისში დაბრუნდეს. “მე ძალიან მინდა, მე მაქვს პირადი გეგმები. ჩვენ ვგეგმავდით შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად ჩასვლას და პილიგრიმობას, როდესაც სიცხეები გადაივლის. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს,“- ამბობს რუსი დეპუტატი. გარდა ამისა, გავრილოვი აცხადებს, რომ თბილისში ჩამოსასვლელად, მან რუსეთის პატრიაქრ კირილისგან კურთხევა მიიღო.

მეტი...

პრემიერის განცხადებით, ირაკლი კობახიძე მზად იყო, იმ დღესვე გადამდგარიყო

“ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე, მაგრამ ის ამ პერიოდში იყო საერთაშორისო ვიზიტით ბაქოში და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება საერთაშორისო ვიზიტად ყოფნის პერიოდში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ირაკლი კობახიძის საქართველოში დაბრუნებისთანავე შედგა შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც მან გუნდის წევრებთან შეხვედრისას  გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. „მან შეწყვიტა ვიზიტი, დაბრუნდა საქართველოში პირველივე რეისით და იმ მომენტშივე მოხდა მის მიერ ამ განცხადების გაკეთება, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს ფორმატში. ეს…

მეტი...

“დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური”- მამუკა ბახტაძე

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ორივე შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათამკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამედ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მტავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება პირველი მთავრობის სხდომა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რის გამოც, ის მიმდინერე მოვლენების შეფასებით დაიწყება: “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა…

მეტი...

ანალიტიკოსის შეფასებით, ვითარების განმუხტვაში უცხოელი მედიატორები უნდა ჩაერთონ

“ახლა საჭიროა პოლიტიკური ტემპერატურის რადიკალურად დაწევა და თუ მოლაპარეკების მაგიდასთან დასხდებიან ხელისუფლებისა და კონსტრუქციულად დაწყობილი ოპოზიციის წარმომადგენლები, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში’ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ანალიტიკოსი თვლის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილი კონსტრუქციული ძალების მოლაპარაკებას შედეგი ექნება, თუკი ამაში დასავლელი მედიატორები დაგვეხმარებიან. “მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აუცილებელია, რადგან შესაძლოა, მცირე რეიტინგული ოპოზიციური პარტიებისგან იქამდე მივიდეს, რომ გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები და დავემშვიდობოთ მერე ამ ნულპროცენტიანი ბარიერის შემოთავაზებას, რაც ასევე მიუღებელია, იმიტომ რომ ნულპროცენტიანი ბარიერი აუცილებლად უნდა გამყარდეს, განმტკიცდეს და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვეს.…

მეტი...

„ქვეყანა დესტაბილიზაციის საშიშ ზღვარზეა… იქ, სადაც არეულობაა, ტურისტი არ ჩადის“ – ანალიტიკოსი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. როგორც ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ტურისტული ემბარგო არა მხოლოდ რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე, არამედ, ყველაზე ვრცელდება, რადგანაც, იქ, სადაც არეულობაა, ტურისტი არ ჩადის.        „ქვეყანა დესტაბილიზაციის საკმაოდ საშიშ ზღვარზეა.  ეს არ უნდა დავუშვათ. ვხედავთ, რომ ერთ და მეორე მხარესაც, პოლარიზაციამ მკაფიო კონტურები შეიძინა,  საჭიროა ამ ყველაფრის განმუხტვა იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და რუსეთის მიერ დაწყებულ ეკონომიკურ ომის შედეგებს გავუმკლავდეთ, რომელიც უფრო და უფრო მზარდი ხდება“ – აღნიშნა ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც გია აბაშიძე აცხადებს,  რუსეთმა, ამ ეტაპზე, ეკონომიკური ომი დაიწყო,…

მეტი...

“ანტი-ნაციონალური” მოძრაობა უნდა შეიქმნას, რადგან დღესაც მიშას სცენარით ხდება დესტაბილიზაცია” – ალი ბაბაევი

“მოსახლეობა უნდა დაირაზმოს და უნდა შეიქმნას ადეკვატური “ანტი-ნაციონალური” მოძრაობა, რადგან დღესაც თავისი დადგმული სცენარით ცდილობს სააკაშვილის ქვეყანაში უბედურება დაატრიალოს, – ამის შესახებ „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ალი ბაბაევი “მედიაცენტრ მთავართან” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. როგორც ბაბაევი აღნიშნავს, 20 მაისს აქციაზე იმყოფებოდა და საკუტარი თვალით ნახა, როგორ უსწორდებოდა გარკვეული დაჯგუფება პოლიციელებს. “20 ივნისს რამის პირველის ნახევრამდე აქციაზე ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე როგორ ფისფუსებდა და აწყობდა გეგმებს გარკვეული ჯგუფი. ზოგი მათგანი მთვრალი იყო, ზოგიც, – “კაიფში”. ზუსტად იმ დაჯგუფებას მივამსგავსე ისინი 7 ნოემბრი და 26…

მეტი...

„კრემლის მორიგი, უკანონო დავალება აფხაზმა სეპარატისტებმა ოპერატიულად განახორციელეს“ – ჯემალ გამახარია

“დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურის განცხადების შესაბამისად, მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. საზღვარი გუშინ საღამოს გადაიკეტა. „სოხუმის ხელისუფლებამ“ უკვე მრავალჯერ აპრობირებული ეს ნაბიჯი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა. ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების გაუსაძლისი ყოფა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რაც მათ უფლებებს, უსაფრთხოებას, საყოფაცხოვრებო პირობებს, სოციალურ თუ ჯანმრთელობის, განათლების მდგომარეობას დამატებით პრობლემას შეუქმნის“ – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, აღიშნული გადაწყვეტილება ოკუპანტის მორიგი, უკანონი ქმედებაა საქართველოს წინააღმდეგ. „ეს არის ოკუპანტის მორიგი, უკანონო გადაწყვეტილება. მსგავსი ხასიათის მოწოდებებს დე-ფაქტო აფხაზეთის როგორც ხელისუფლების, ასევე იქ მომუშავე…

მეტი...

“ეს ადამიანები უღირსები ყოფილან, მათი საკითხი პოლიტსაბჭომ უნდა განიხილოს” – ალი ბაბაევი დეპუტატებზე

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ალი ბაბაევი იმ თანაგუნდელებზეა განაწყენებული, ვინც გუნდურობის პრინციპებს არღვევს და მათ ზურგს აქცევს. ამის შესახებ, დეპუტატი “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები, ძალიან საზიანოა. “პარლამენტი სიზმარშიც რომ არ მოლანდებიათ, ისეთი ადამიანები გახდნენ პალამენტარები, ძალიან აღფოთებული ვარ, რომ დღეს მხვდება ხალხი და მეუბნება, ნახეთ თქვენი წარმომადგენლები რას ჩადიანო და როცა დღეს ქვეყანაში მინდინარეობს ძალიან სერიოზული საერთაშორისო შიდა პროექტები, ინფრატრუქტურული პროექტები, რომლებიც ქვეყნის წინსვლაზეა ორიენტირებული, მაგრამ შიდა პოლიტიკური პროცესები…

მეტი...

„ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძვლები, რომ ნიკანორ მელიას სადეპუტატო საქმიანობა შეუჩერდეს“ – გურამ მაჭარაშვილი

„საქართველოს პარლამენტის წევრისთვის ე.წ. იმუნიტეტის მოხსნა არ ნიშნავს მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას. ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრი გაუთანაბრდა რიგით მოქალაქეებს, მართლმსაჯულების წინაშე“ – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ტავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.   როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი, რომ ნიკანორ მელიას სადეპუტატო საქმიანობა შეუჩერდეს. „ ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით, დღეს გვაქვს ასეთი ვითარება – შიდა განხილვების შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ ერთის მხრივ, ამ ეტაპზე, არ არსებობს ფორმალური საფუძვლები, იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეს. თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება,…

მეტი...

“ჩვენ გავიარეთ ტერორი და დავამარცხეთ “ფაშისტური მოძრაობა”-ალი ბაბაევი

“გული მწყდება როცა ამ ფაქტებს ვაანალიზებ და ვხედავ, რამდენი არაგულწრფელი ადამიანი ყოფილა, ჩვენს გუნდში”, – ამის შესახებ „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ალი ბაბაევი “მედიაცენტრ მთავართან” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. როგორც ბაბაევი აცხადებს, იმ პარტიის წევრებმა, სადაც ახლა ერთსულოვნება აღარ არის, ერთად გაიარეს მრავალწლიანი ტერორი და დაამარცხეს “ფაშისტური მოძრაობა.” “ჩვენ გავიარეთ ყველანაირი ტერორი, და 2012 წელს დავამარცხეთ ფაშისტური მოძრაობა. ერთად გავიარეთ 7 ნოემბერი, როგორ გვესროდნენ ამ ტყვიებს სწორედ ის “ნაციონალები”, ის პოლიტიკოსები, დღეს რომ ძალიან გააქტიურდნენ, როგორ ასისხლიანებდნენ ადამიანებს. ჩვენ ერთად გავიარეთ აჭარაში ბიჭების ხოცვა,…

მეტი...

გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გენერალური პროკურატურა დეპუტატ ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. “სასამართლოს შესაბამისი პროცედურის გათვალისწინებით არ განუმარტავს კონკრეტული მოზეზები და არგუმენტები, თუ რაზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყევტილება. რამდენიმე ხანში ჩაგვბარდება წერილობითი ვერსია განჩინების და უკვე ამ დოკუმენტის შეფასების შემდეგ, ვიმსჯელებთ გავასაჩივრებთ თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა გუშინ ნიკა მელიას პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე…

მეტი...

“ნუ მივცემთ ჩვენს “ციცქნა” საქართველოს დაპატარავების, დაყოფის, წელში მოხრისა და ხელჯოხზე დაყრდნობის საჭიროებას“ – ბელა ბერკემერ-მახარაძე

„ასე ადვილად ნუ მივცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ გვერდით მყოფ ქართველს, ჩვენს სისხლსა და ხორცს, ზარ-ზეიმით სილა გავაწნათ, მიწასთან გავასწოროთ, ტალახში ამოვსვაროთ და ბოლოს, ფეხებით გადავუაროთ, ვინაიდან ამით ჩვენ საკუთარ “მეს” ვაცამტვერებთ და მეტი არაფერი,“ – აცხადებს გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე „მედიაცენტრ მთავართან.“ როგორც მევიოლინე აღნიშნავს, ის პოლიტიკურ პროცესებში არასდროს ჩარეულა, თუმცა, შექმნილმა ვითარებამ აიძულა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსრებინა. „მიუხედავად იმისა, რომ მუდამ გამაჩნდა სუბიექტური აზრი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, არასოდეს ჩავრეულვარ პოლიტიკაში და მითუმეტეს არც არასოდეს გადავსულვარ რომელიმე პარტიის გვერდზე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი თავისი პროფესიით…

მეტი...

“ძალიან მეშინია, ქართველების მხურვალე ტემპერამენტიდან გამომდინარე, სამოქალაქო ომი არ დაიწყოს” – უვე ბერკემერი

„ალბათ, ყველას შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თუნდაც მიძინებული ნაკვერჩხლის გაღვივებას და საქართველოს შემთხვევაშიც ასეა, სწორედ. ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ, ძვირფასო ქართველებო, ვინაიდან სულ პატარა მიზეზი და უმნიშვნელო შეცდომაც კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს სრულიად საქართველოსთვის, ხოლო დიდი ზეიმი ქვეყნის მტრებისთვის“ – ასე აფასებს ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძის მეუღლე უვე ბერკემერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას. რესპონდენტი იმ მთავარ საფრთხეზე საუბრობს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და ყველას სთხოვს, ჩამქრალ ნაკვერჩხალს ნუ გააღვივებენ. „საქართველოში პირველი ვიზიტისას არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ ეს ქვეყანაც და ქართველი ერიც…

მეტი...

“ყველა კითხვის ნიშანს გაეცემა პასუხი, რომ შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ”-პრემიერი

“ხელს არავინ არავის დააფარებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ეპიზოდის გამოძიებას, გაკეთდება ანალიზი და დავინახავთ, რასთან გვქონდა საქმე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, პასუხი უნდა გაეცეს რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებსაც და ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. „ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე, რამდენად იყო ეს ყველაფერი რეგლამენტირებული, ამ რეგლამენტის დარღვევაც აუცილებლად უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ის საკითხები, რომელსაც სჭირდება გამოძიება და რომელზეც უნდა საუბრობდეს ყველა – მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება. ვინ გამოიწვია მომხდარი,…

მეტი...

მამუკა ბახტაძე: საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო დასრულდა

“ის, ვინც იერიშს მიიტანს კონსტიტუციაზე, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არის შემდგარი დემოკრატია, სადაც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნები და დემოკრატიული პროცესია. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, სადაც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნები და დემოკრატიული პროცესია. ამას ყველა შეეგუოს“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

მამუკა ბახტაძე: დავიცავთ თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ინტერესებს და გვექნება სრული თანხვედრა კერძო სექტორთან

ჩვენ დავიცავთ თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ინტერესს, განსაკუთრებით ვსაუბრობ იმ სექტორზე, რომელმაც, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების შემცირებული რაოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი მიიღოს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი და მთავრობა მუშაობს ყველა მიმართულებით, მათ შორის, რომ არ შემცირდეს რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების რაოდენობა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მეორე მიმართულებაა საქართველოს ეკონომიკის,  მათ შორის ტურისტული სექტორის კიდევ უფრო ეფექტურად ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში. „ასეთ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ყოველთვის მოდის კერძო სექტორისგან, იმ ხალხისგან, რომელსაც რეალურად აწუხებს ეს ყველაფერი…

მეტი...