„პრემიერ-მინისტრს მეტი ძალისხმევა მართებდა“ – დავით ჭიჭინაძე პენსიის 20 ლარით ზრდაზე

  •  

  „პენსიის ოცი ლარით გაზრდაზე საუბარი დღეს ძალიან უხერხულია. იმიტომ, რომ ამაზე „ქართული ოცნება“ მას მერე საუბრობს, რაც ჩვენ 2016 წელს არჩევნებში გავიმარჯვეთ” – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიინაძე და პრემიერ მინისტრს ურჩევს, ბიუჯეტის შესაძლებლობებისთვის გადაეხედა. „თუ ბიუჯეტში იმ ხვრელებს დაიჭერენ, სადაც ასეულობით მილიონი ქრება, მე ვფიქრობ, უფრო მეტი საშუალება იქნება. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს, ალბათ, გაცილებით მეტი ძალისხმევა მართებდა, იმისთვის, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის და მოსახლეობისთვის არა მხოლოდ ოცი ლარით გაეზარდათ პენსია, არამედ თუნდაც იმის დაბალანსება მაინც მოეხდინათ, რაც საბოლოო ჯამში იმ გაძვირებამ გამოიწვია, რაც დღეს ქვეყანაში ლარის კურსის გამოა. მითუმეტეს,…

მეტი...

აღიარეთ, რომ იტყუებით – რედაქტორის მიმართვა ლგბტ საზოგადოებას

  •  

  არა ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ არც იზღუდებით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ, არც იჩაგრებით. თქვენთვის მედიასივრცე ღიაა, თქვენ კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ, რომელსაც, ალბათ, სხვა მიზნები აქვს. თვეებია, „მედიაცეტრი მთავარი“ ლგბტ საზოგადოებას საინფორმაციო სივრცეს სთავაზობს და ელოდება პასუხს. ეს პასუხი კი სხვადასხვა მიზეზებით დაახლოებით 3 თვეა გრძელდება. ლგბტ საზოგადოების ე.წ. ლიდერშიპთან, პირადად მე, არაერთხელ მქონდა საუბარი, შევთავაზე საინფორმაციო სივრცე-როგორც ტრიბუნა; დაწვრილებითაც კი გავიარეთ საკითხები, თემები, ფორმატი, მაგრამ, როგორც ირკვევა სულ ტყუილად. ამ საზოგადოების ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, სხვადასხვა მიზეზებით, არაერთხელ გადადო „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობა. ჯერ, მიზეზად ის დაასახელა რომ…

მეტი...

„სერვისებს მივაწვდით, ვისაც დასჭირდება“ – „თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ კვირეულზე

  •  

 18-25 ივნისი თბილისისთვის ცხელი კვირა იქნება. ლგბტ საზოგადოება ე.წ. კვირეულის გამართვაზე უარს არ ამბობს, დანარჩენი საზოგადოება კი მათი ე.წ. პრაიდის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებენ, რომ ერთადერთი აღლუმი, რაც ოდესმე საქართველოში გამართულა და გაიმართება, მხოლოდ შეიარაღებული ძალების აღლუმი იქნება. „მედიაცენტრი მთავარი“ თანასწორობის მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გოჩა გაბოძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, კვირეულის ფარგლებში, ლგბტ საზოგადოებას სერვისებით დაეხმარებიან. „მე ამ შემთხვევაში პრაიდის გუნდის წევრი არ ვარ. „თანასწორობის მოძრაობის“ სახელით ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ კვირეულთან დაკავშირებით ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენი ორგანიზაცია ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს. ჩემი პირადი პოზიცია ასეთია, რომ ვგეგმავ მონაწილეობის…

მეტი...

ქრონიკული დაავადებები გაახალგაზრდავდა და 18 წლის მოზარდებს აქტიურად უტევს

  •  

  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, დიაბეტი და ფილტვის დაავადებები – ეს იმ ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალია, რომელიც მოზარდებს აქტიურად უტევს. ერთ-ერთი ფაქტორი კი სიმსუქნეა. აღნიშნულ თემაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ტრაპაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „სამწუხაროდ, ქრონიკული დაავადებების ეს ოთხი ჯგუფი გაახალგაზრდავდა. ეს დაავადებები აქტიურია მოზრდილის პოპულაციისათვის, 18 წლის ზევით. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ამ ასაკში ჰიპერტენზია, ეს არის სხვა რისკ-ფაქტორების განმსაზღვრელი. მნიშვნელვანია, დაავადების პირველადი პრევენცია ადრეულ ასაკში დავიწყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქცევითი რისკ-ფატორები გავაკონტროლოთ. პირველი, ეს არის ჯანსაღი კვება, მავნე ჩვევებისადმი უარის თქმა, ალკოჰოლის…

მეტი...

11 წლიანი პატიმრობა – სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დადგა 

  •  

 “მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ჩემი შვილის, ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისა და სპეკულაციებისგან ყველანაირად თავი შეიკავონ” –  ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სააპელაციო სასამართლომ, არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება გ.ბ.-ს,  მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. „წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად…

მეტი...

დაკარგული 3 წლის ბავშვი იპოვეს

  •  

  თბილისში, დილიდან 3 წლის ბავშვს ეძებდნენ. დედამ შვილი ზაჰესის დასახლებაში დაკარგა. მცირეწლოვანი ალექსანდრე ავსაჯანიშვილი დედას მაღაზიიდან დაეკარგა და დაახლებით 7 საათის განმავლობაში არსად ჩანდა. ძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ამ წუთებში შსს-დან აცნობეს, ბავშვი იპოვეს.

მეტი...

სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის – როგორია საქართელოს რეალობა?!

  •  

  ქვეყანაში ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში, არაგადამდები დაავადებები ძირითად წილს იკავებს. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში და რატომ მოიმატა სიკვდილობის მაჩვენებელმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ტრაპაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „მსოფლიოში, სიკვდილობის შემთხვევების 70%-მდე არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. 78-80% -ში კი არაგადამდები დაავადებები შრომის უუნარობის საფუძველია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნებში, ეს სიტუაცია უფრო მძიმეა და შესაბამისად სიკვდილობის სტრუქტურაში არაგადმდები დაავადებებს დაახლოებით 90%-ს იკავებს, ხოლო შრომის უუნარობის სტატუსიკი 85%-ს“ – აღნიშნა დალი ტრაპაიძემ მედიაცენტრ მთავარში. მისივე ინფორმაციით, ქართულ პოპულაციაში, ზოგადი სიკვდილიანობის სტრუქტურაში, დაახლოებით 95%…

მეტი...

ორბელიანის მოედანი დღეს საზეიმოდ გაიხსნება

  •  

 რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი დღეს, 20:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართება კონცერტი, სადაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი სიმღერები. ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარედ რეაბილიტირებულ ქუჩებზე დასუფთავების სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მოედანზე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, განხორციელდა ნაგებობების აღდგენა, 13 კულტურლი მემკვიდრეობის ძეგლს შეუნარჩუნდა პირვანდელი სახე, შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია. ” 3 ივნისს,  20:00 საათზე აქ იქნება…

მეტი...

144-დან 50, 50-დან კი 20 – მოსამართლეობის მსურველთა გაცხრილვა იწყება

  •  

 იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების გასაცხრილად ემზადება. სიტყვა „გასაცხრილად“ შესაძლოა, გადამეტებულიც იყოს, რადგანაც, როგორც არასამთავრობოები, ისე ექსპერტები და პოლიტიკოსები აცხადებენ, პარლამენტში წარსადგენ და შემდგომში დასამტკიცებელ მოსამართლეთა სია უკვე არსებობს და ის პარლამენტთან შეთანხმებულია კიდეც. ერთ-ერთი, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას სამუდამოდ მოისხამს, ამჟამინდელი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა. 144 კაციანი სიიდან, პირველ ეტაპზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50 კანდიდატი უნდა შეარჩიოს. 50 კაციანი სია კი 20-მდე უნდა დავიდეს, ამის შემდეგომ კი ჯერი პარალამენტზეა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, შალვა თადუმაძე შესანიშნავი რეპუტაციის მქონე ადამიანია და არც ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე. „მას არაჩვეულებრივი…

მეტი...

თბილისში გზის ჩანგრევაზე პასუხისმგებლობა „GWP“ იღებს და დაზარალებულებს მიმართავს

  •  

  თბილისში, საბურთალოზე, გზის ჩანგრევაზე პასუხისმგებლობას „GWP“ იღებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ზარალის დათვლა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია სრულად დაფარავს. “GWP-ს“ წარმომადგენლები სწორედ იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც დღეს, გამთენიისას გზა ჩაინგრა, მანქანები ჩაცვივდნენ და მიმდებარე სახლები და კორპუსები დაიტბორა. წყლის მილების დაზიანების გამო, დიდი რაოდენობით წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებსა და პირველ სართულებზე შეუვარდა. ორი მანქანა საფარის ჩანგრევის გამო ორმოში ჩავარდა, ერთი კი წყლის ნაკადმა საკმაოდ დიდ მანძილზე გადაიტანა. ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე პარალიზებულია. კომპანიის დირექტორი დაზარალებულ მოსახლეობას მოუწოდებს, მიყენებული ზარალის შესახებ აცნობონ. “მგალობლიშილის ქუჩაზე თუჯის მილსადენი დაზიანდა. მოსახლეობის…

მეტი...

თბილისში გზა ჩაინგრა, მანქანები ჩაცვივდნენ, მოძრაობა პარალიზებულია

  •  

 ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია მაშველები. წყლის გაჟონვის გამო, სადაც გზა ჩაინგრა 2 მსუბუქი ავტომანქანა ჩავარდა. მიმდებარედ დატბორილია სახლები, სარდაფები და მანქანები. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი დანაყოფი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე ადამიანის მსხვერპლი არ არის. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, მომხდარი შემთხვევის შედეგად რამდენიმე მანქანა დაზიანდა ადამიანები კი არ დაშავებულან. საბურთალოს რაიონის გამგებელის – გაიოზ ვასაძის ინფორმაცით კი მომხდარი შემთხვევის მიზეზი წყლის მილების დაზიანება გახდა: „მოხდა წყლის მილის დაზიანება, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფები. ამ წუთისთვის ხდება წყლის ამოტუმბვა სარდაფებიდან, ასევე შლამისგან სუფთავდება მიმდინარე…

მეტი...

144-დან ერთი უკვე შერჩეულია, შალვა თადუმაძე პროკურატურას ტოვებს და უვადოდ, უზენაეს სასამართლოში მიდის

  •  

  მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის საკითხი გადაწყვეტილია. მას პროკურორობა უკვე აღარ სურს და უვადო მოსამართლეობისთვის ემზადება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ წყარომ განუცხადა, შალვა თადუმაძის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ის უზენაეს სასამართლოში გადავა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 კანდიდატს სურს. მათ შორის არიან არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეც კი. სიაში შედიან გახმაურებული საქმის მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, დიანა ბერეკაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი,…

მეტი...

სკვერში ხვევნა-კოცნისთვის ახალგაზრდა წყვილი ლამის ჩაწიხლეს

  •  

 თბილისში, დიღმის მასივში, სკვერში მყოფი ბავშვები და მათი მშობლები, ახალგაზრდა წყვილის სექსუალური ხასიათის სცენას შეესწრნენ, რამაც მშობლების გაღიზიანება გამოიწვია. მშობლებმა, პარკის სკამზე ტრფობისთვის, ახალგაზრდები გამოლანძღეს და ლამის, ფიზიკურადაც შეეხნენ. აღნიშნულ ფაქტს „მედიაცენტრი მთავარის“ ჟურნალისტი თავად შეესწრო. წყვილი, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ, არასრულწლოვნები იყვნენ. მიუხედავად მშობლების მითითებისა, რომ აღნიშნული ტერიტორია დაეტოვებინათ, წყვილმა მათ არ მოუსმინა. შეგახსენებთ, რომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” მიხედვით, “საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება”, რაც თავის მხრივ ისეთ ქცევას გულისხმობს, რომელიც ადამიანის უპატივცემულობას გამოხატავს და მის შეურაცხმყოფელ გარემოში ჩაგდებას განაპირობებს. ამაში კი იგულისხმება: სექსუალური ხასიათის…

მეტი...