„ჩვენ გავდივართ, რომ  გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების გამოწვევები“ – პრაიდი იწყება  

  •  

 არსებული რისკებისა და დაპირისპირების მიუხედავად, ლგბტ თემი კვირეულის გადადებას არ აპირებს. გადაწყვეტილება საბოლოოა. ამ საკითხზე მათ დღეს იმსჯელეს და  დაასკვნეს, რომ საქართველოს ისტორიაში, პირველი ღირსების მარში უნდა ჩატარდეს. ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ კვირეულში  აქტივისტები ოჯახის წევრებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, მათ გვერდით იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატები და ევროპიდან ჩამოსული მხარდამჭერები. „უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტ ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება. ამ ფონზე კი,…

მეტი...

საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ლგბტ პრაიდზე იმსჯელეს  

  •  

 საქართველოს საპატრიარქოში, ლგბტ თემის კვირეულთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, სხვადასხვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ერთადერთი საკითხი, რაც შეხვედრაზე განიხილეს, ლგბტ პრაიდი სა დაპირისპირების საფრთხე იყო. როგორც საპატრიარქოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აღინიშნა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა. „შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ და ეს მსჯელობა კიდევ გაგრძელდება. ვიმსჯელეთ, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს,  როდესაც საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით დაძაბულობისა და შფოთის საშიშროება არსებობს. სახეზეა რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულება და ეს საზოგადოებაში იწვევს შფოთს. ეს ყველას გვეხება და…

მეტი...

“ეს ჩემი ინიციატივა იყო” – დავით სერგეენკო თანამდებობის დატოვებაზე 

  •  

 საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თანამდებობიდან წასვლა მისი ინიციატივით მოხდა. როგორც დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურას რეკომენდაცია მან გაუწია. „ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, რათა სწორად დაგეგმილიყო სწორად დანერგილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში…

მეტი...

“დაგეგმილია ჩემდამი ფიზიკური განადგურება, რომ დაბრალდეს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს”- ლევან ვასაძე

  •  

 ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მისი მკვლელობა იგეგმება. მისი თქმით, მკვლელობის მოტივი, ქვეყნაში არეულობის გამოწვევაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას დაბრალდება.   “გვაქვს ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ჩემდამი ფიზიკური განადგურების მცდელობა. ეს ინფორმაცია უშიშროების მხრიდან გვაქვს. იმედია, არ მოხდება, მაგრამ ეს იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და აირიოს ქვეყანა. გუშინ დილიდან ჩვენ გადავედით მშვიდ რეჟიმში, თუმცა ჯერ ლელო ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ გადმოდგა ჩვენ მიმართ რაღაც დადებითი ნაბიჯები. ბოლომდე ვერ ვენდობით, მზაობაში ვართ და სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი მიმართული იყო სახელმწიფოს დესტაბილიზაციაზე და ლოგიკურია ასეთი სვლა.…

მეტი...

„იმ პრინციპების ჩანაცვლება ხდება, რასაც ქართველმა ხალხმა თავის დროზე ხმა მისცა“ – მირიან წიკლაური

  •  

  „2012 წლის პარლამენტი სხვა იყო და დღევანდელი პარლამენტი სულ სხვაა. აშკარად, ქართველ ხალხს ხმა დღევანდელი პრინციპებისთვის არ მიუცია“ – ეს განცხადება დეპუტატმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში გააკეთა და მმართველ გუნდს ღირებულებები დაუწუნა. როგორც მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა განაცხადა, ახალი და ახალგაზრდა სახეები საჭიროა, თუმცა, ეს ე.წ. ძველი სახეებისა და პრინციპების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. „აშკარაა, რომ ხდება იმ პრინციპების ჩანაცვლებაც კი, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა თავის დროზე საზოგადოებამ. პოლიტიკაში სწორედ ის ადამიანები შემოდიან, პრინციპების ჩანაცვლება ხდება და არა იმ პრინციპებისთვის მორგებული ადამიანების შემოსვლა პოლიტიკაში. რა თქმა უნდა,…

მეტი...

„ახალი სისხლი მაშინ არის საჭირო, როცა ძველი ძალიან გაფუჭებულია“ – მირიან წიკლაური ახალ პოლიტიკურ სისხლზე

  •  

 „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატ მირიან წიკლაური ე.წ. ძველების გვერდით გაწევითა და ჩრდილში მოქცევით უკმაყოფილოა. როგოც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ახალი სისხლი კარგია, თუმცა მაშინ, როცა ის საჭიროა, საჭიროება კი მაშინ ჩნდება, როცა ძველი არ ვარგა და დაბინძურებულია. „ახალი სისხლის და კადრის გამოჩენა თავისთავად კარგია, თუ ის ახალი სახეები შეესაბამება იმ იდეებს, იმ მიზნებს და პრინციპებს, რის გამოც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და რისთვისაც ხალხმა მათ ხმა მისცა. არ ღირს ძველის გადავიწყება. იმ ძველების, ვინც გამარჯვება მოიტანა და ამ პრინციპებს უერთგულა თავის დროზე. ასეთი ხალხის პოლიტიკაში მობრუნება გაცილებით…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ექიმი და სტომატოლოგი – ვინ არის ჯანდაცვის ახალი მინისტრი 

  •  

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ახალი მინისტრი, 42 წლის, ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს  როგორც საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ახალი მინისტრი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა, პროფესიით სტომატოლოგი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმია.  ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია.  როგორც საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ეკატერინე ტიკარაძე, თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა და საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში პერიოდულად ჩადიოდა, სადაც თანამედროვე სიახლეებს ნერგავდა, ინპლანტებისა და გადანერგვის მიმართულებით.  საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგეენკომ…

მეტი...

“არ მგონია, ეს მინისტრის სურვილით მომხდარიყო“ – მირიან წიკლაური დავით სერგეენკოს საუკეთესო მინისტრს უწოდეს

  •  

  „სერგეენსკოს მუშაობა უფრო დადებითად უნდა შეფასდეს, ვიდრე უარყოფითად. ალბათ, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი. ვფიქრობ, მან ისეთი გარდაქმნები მოახდინა ჯანდაცვის სისტემაში, რომლის მსგავსი, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არც მომხდარა“ – აღნიშნული შეფასება დეპუტატმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც დეპუტატი აცხადებს, დავით სერგეენკოს მიერ გატარებული რეფორმებით შვება ძალიან ბევრმა მოქალაქემ იგრძნო. ეს კი იმ შრომის შედეგი იყო, რასაც მინისტრი აკეთებდა. „რაც მანამდე ხდებოდა, ამას რეფორმას ვერ დავარქმევ. ის, რაც სერგეენკომ გააკეთა, ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემუშავება და გაშვება. ამ პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა და ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ შვება…

მეტი...

მართლმადიდებლობა მსოფლიოს გადასარჩენად – 4 კონტინენტის დელეგაცია თბილისში

  •  

  მართლმადიდებლური ფესვებისა და ტრადიციების გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რის გამოც, საქართველო 4 კონტინენტიდან ჩამოსული 25 ქვეყნის დელეგაციის მასპინძელია. ღონისძიება ხვალ იხსნება, თუმცა, მანამდე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დამფუძნებელმა და საერთაშორისო მრჩეველმა, ბერძენმა დოქტორმა კოსტას მიგდალისმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და იმ ძირითად გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც დელეგატებს მთელ მსოფლიოსთვის აქვთ. „ის, რისთვისაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვიღწვით, არის ის, რომ შეიქმნას საპარლამენტთაშორისო აზრი და ჩამოვაყალიბოთ მიდგომები, რომელიც დაფუძნებული იქნება მართლმადიდებლურ ტრადიციებზე. ყველა ქვეყნას თავისი პრობლემა აქვს და ვცდილობთ, ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე დაყრდნობით. საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებით ვცდილობთ, თითოეულ პარლამენტში მართლმადიდებლობა…

მეტი...

„გამოხატვის თავისულფება არ დავურღვიოთ არც ლგბტ აქტივისტებს და არც კონტრ-აქციის მონაწილეებს“ – ზაქარია ქუცნაშვილი

  •  

  „რადიკალიზმი არის ქართული საზოგადოებრივი და მათ შორის, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. ჩვენ, ქართველებს, ხშირ შემთხვევაში, გვიჭირს აზრის გამოხატვა ზომიერ, კულტურულ, არგუმენტირებულ ფორმაში და თუ ეს გამოხატვა გადის ქუჩაში ან პარკში იქ რადიკალიზმი მზეობს“ – აღნიშნა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტ თემის კვირეულზე საუბრისას. დეპუტატის შეფასებით, მთელი დამოუკიდებლობის პერიოდის გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური მოღვაწეებიც კი თავიანთ პოზიციას რადიკალური ფორმით აყალიბებენ. „შეფასება მარტივია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს მიღებული სპეციალური კანონი დისკრიმინაციის აკრძალვის, კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ და სიტყვის, სამართლის დაცვის. ამ სამ…

მეტი...

„მე რომ ვიყო, გუნდს მოვეთათბირებოდი“ – დავით სერგეენკო პრემერის მრჩევლად ინიშნება

  •  

  „მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო სამუშაოდ მთავრობის კანცელარიაში გადადი. ის, ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩეველი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ დადასტურებისგან თავს იკავებენ თუმცა, პირად საუბარში აცხადებენ რომ ეს ასეა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა, დავით სერგეენკო საუკეთესო მინისტრია. „სერგეენკოს მუშაობა შემიძლია შევაფასო მხოლოდ და მხოლოდ დადებითად. ის საუკეთესო მინისტრია. მან სისტემაში მნიშვნელოვანი გარდაქმნები მოახდინა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს არაერთი პროგრამა გამართულად მუშაობს. დანარჩენს, ალბათ, პრემიერ-მინისტრი იტყვის. მე რომ…

მეტი...

„წაიღოს აღიარება“ – 25 ქვეყნის მართლმადიდებელი დელეგატი რუსეთს გზავნილს თბილისიდან უგზავნის

  •  

  მართლმადიდებლები მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში იკრიბებიან. ევროპული რელიგიის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში 19-22 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართება. თბილისი 26-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და ასამბლეის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაქარია ქუცნაშვილმა, საბერძნეთის დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად, „მედიაცენტრ მთავაში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ის ძირითადი გზავნილები გააჟღერა, რასაც ასამბლეა მსოფლიოს უგზავნის. „საპარლამენტო ანსამბლეის მიზანია, ბერლინის კედლისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, იმ ვაკუუმის შევსება, რა ვაკუუმიც წარმოიშვა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის. ძირითადია: ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, შემწყნარებლობისა და ექსტრემიზმის გავლენების შემცირება და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა“ – აღნიშნა დეპუტატმა. ორგანიზაცია…

მეტი...

„არ შეიძლება, ასეთ პროვოკაციებს და წამოწყებებს ერი გადაყვეს“ – მამა პეტრე ლგბტ კვირეულზე

  •  

  „ამ ეტაპზე ისეთი დაძაბული სიტუაციაა, რომ საჯარო გამოსვლები გვეკრძალება. მძიმე ფონია ზოგადად, ვფიქრობ, შსს აუცილებლად ჩაერევა. დაპირისპირება რომ არ მოხდეს, ორივე მხარეს გააკონტროლებენ. შსს-მ მკვეთრი განცხადება გააკეთა და ამისი იმედი მაქვს“, – განუცხადა მამა პეტრემ „მედიაცენტრ მთავარს“. სასულიერო პირი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი აქცია, ორივე მხრიდან დაძაბულობის, დაპირისპირებისა და ადამიანების დაშავების გარეშე ჩაივლის და ამის იმედს მობილიზებული შსს-ს დანაყოფები აძლევს. ამბობს იმასაც, რომ სექსუალური უმცირესობები ასე, საჯაროდ არ უნდა პროპაგანდირებდნენ და მშვიდი ცხოვრებით იცხოვრონ. „ვთვლი, რომ ასე საჯაროდ გამოსვლები და მანიფესტაციები არ უნდა ხდებოდეს. როდესაც ისინი სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ, სხვა…

მეტი...

“თუ გაგვწევენ და ძალას გამოიყენებენ, გააკეთონ, ჩვენ დავდგებით“ – დეკანოზი

  •  

  „ცოდვა წახალისებით გადაედება ადამიანს, როცა ერთი უყურებს მეორის უზნეობას, ისიც იგივეს აკეთებს“, – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ დეკანოზი დავით ნოზაძე, რომელიც ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილ კვირეულს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ცოდვა გადამდებია. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ის იქ დადგება, სადაც საჭიროა და თუ გაწევენ, ძალით გაწიონ. „ცოდვა, ერთი ადამიანიდან გადაედება მეორე ადამიანს. ეს ხდება არა გრიპის ვირუსივით, არაფრის შეხებით, არამედ წახალისებით. როცა ერთი უყურებს მეორეს უზნეობას, ისიც სჩადის უზნეობას. საეკლესიო კრებამ დაგმო ეს ცოდვა. ანუ ქართულმა ცნობიერებამ, მენტალიტეტმა, აზროვნებამ ამ ცოდვას უთხრა უარი. ეკლესია შეეწინააღმდეგება ამას. ისე როგორც ამას…

მეტი...