15 წელი და 400-ზე მეტი გადამზადებული ჟურნალისტი – ბრიტანეთის საბჭო მედიისთვის  

  •  

 ბრიტანეთის საბჭო და BP, ხვალ ყველა იმ ჟურნალისტის მასპინძელია, ვინც მედიის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15 წლის განმავლობაში,  ინგლისური ენის სასწავლო კურსები გაიარა.  შედეგად,  ბეჭდური, სამაუწყებლო და ონლაინ მედიის 400-ზე მეტი წარმომადგენელი დღეს ინგლისურად თავისუფლად წერს, საუბრობს და ჟურნალისტურ საქმიანობაშიც აქტიურად იყენებს.     გლობალური მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა; საკომუნიკაციო  შესაძლებლობების განვითარება;  შეხვედრა ცნობილ ბრიტანელ მხატვრებთან, მსახიობებთან, მუსიკოსებთან თუ ჟურნალისტებთან – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბრიტანეთის საბჭომ BP-სთან თანამშრომლობით ქართულ მედიას შესთავაზა. საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს სწავლების ცენტრის მენეჯერის  სტივენ შელის შეფასებით, აღნიშნული მედია პროგრამა კავკასიაში უპრეცენდენტო იყო, რაც ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია. საქართველოში…

მეტი...

„რადიკალ პრაიდისტებო, თქვენ ქვეყანასაც და ლგბტ თემსაც აზარალებთ, თქვენ ოკუპანტს ახარებთ“ – „სამეფო კლუბი“  

  •  

  „რადიკალ პრაიდისტებო, თქვენ დათვურ სამსახურს უწევთ საქართველოში მცხოვრებ ლგბტ-თემს, თქვენ მათ, ჩვეულებრივი ცხოვრების საშუალებას უსპობთ, თქვენ მათ აიძულებთ საზოგადოებას, თქვენ გინდათ ისინი სიძულვილის საგნად აქციოთ, არა მარტო ჩვენი – მართლმადიდებლების, არამედ საქართველოს, მაჰმადიანების, იუდეველების, გრიგორიანელების და სხვა მორწმუნეების თვალში“ – აღნიშნული განცხადება „სამეფო კლუბის“ სპიკერ გაიოზ მამალაძეს ეკუთვნის.  როგორც „სამეფო კლუბიდან“ „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს,  „პრაიდის“ ორგანზატორები იმას აკეთებენ, რაზეც ოკუპანტები ოცნებობენ.  „თქვენ ცდილობთ, აგრესია გამოიწვიოთ მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან, თქვენი უპრინციპო და უგუნური ქმედებებით, უზრდელობით, გინებით, უხამსობით, უკულტურობით, რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფით, თქვენი უაზრო სიჯიუტით,სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფით; თქვენ აკეთებთ იმას, რაზეც…

მეტი...

ამერიკა „ლგბტ პრაიდთან“ დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

  •  

 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, აფრთხილებს და ურჩევს, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ფრთხილად იყვნენ. „ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები და წევრები „ღირსების კვირეულის“ აღსანიშნავად, 22 ივნისს, მარშის ან/და სახალხო ივენთის გამართვას გეგმავენ. ჩვენი მოლოდინით ღონისძიებაზე უამრავი ადამიანის შეკრება მოხდება. ეს საქართველოში „ღირსების კვირეულთან“ დაკავშირებული სახალხო ღონისძიებების პირველი შემთხვევაა. წარსულში სახალხო ღონისძიებები ამ საზოგადოების წევრებისა და მხარდამჭერების თვითგამოხატულების საშუალებას წარმოადგენდა, რასაც მწვავე და ზოგჯერ ძალადობრივი რეაქცია ჰქონდა კონტრ-დემონსტრატებისაგან. აშშ მთავრობის წარმომადგენლებს მიეცათ რჩევა, რომ მოერიდონ იმ ადგილებს, სადაც ხალხის დიდი ნაკადი იქნება შეკრებილი. მოერიდონ მსვლელობაში მონაწილეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე თავშეყრის…

მეტი...

მეუფე გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა, ის, ცოცხალი აღმოჩნდა

  •  

 ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლის,  მეუფე კალისტრატე  ცოცხალია. მართალია მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, არ გარდაცვლილა, როგორც ეს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. „მედიაცენტრი მთავარი“ რამდენიმე სასულიერო პირს დაუკავშირდა. მათ დაგვიდასტურეს, რომ მეუფე კალისტრატე მძიმედაა, თუმცა, გვითხრეს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.     ინფორმაცია ინტერვენციული მედიცინის ცენტრშიც გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ, მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მკურნალობის კურსს გადის.

მეტი...

“შეიძლება, 20% კი არა საქართველოს 100% იყოს ოკუპირებული” – ამერიკელი ექსპერტი

  •  

 აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, მაიკლ კარპენტერი, რომელიც ცოტახნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულ გავლენებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე ქართველ ექსპერტებთან, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად მსჯელობდა, Twitter- ზე პოსტს აქვეყნებს.  მაიკლ კარპენტერი, საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მეზობელს რუსეთთან, საფრთხეს ვერ აცნობიერებს.  “საქართველოში 3 დღე გავატარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება სრულად აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს. ამდენი “ტურისტით” (FSB) და ამდენი მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ, შეიძლება, ერთ დილას გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ…

მეტი...

საპატრიარქო სასულიერო პირებს თავის შეკავებას ურჩევს

  •  

  საქართველოს საპატრიარქო ე.წ. LGBT პრაიდთან და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „მედიაცენტრი მთავარი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისგან. პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტი...

„პრაიდის ჩატარება მიუღებელია, ასევე მიუღებელია ძალადობა“ – გია ჟორჟოლიანი

  •  

 მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანისთვის, ე.წ ღირსების მარშის ჩატარება მიუღებელია.  როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუღებელია აგრესია და ძალადობა. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება უნდა არსებობდეს, თუმცა, ის, არ უნდა ქმნიდეს საზოგადოების დესტაბილიზაციის საფრთხეს. “გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა ქმნიდეს საფრთხეებს და მაღალ რისკებს არ უნდა წარმოშობდეს საზოგადოების დესტაბილიზაციისა. ერთი შეხედვით თემა მარტივია და რთულია ამას შეეწინააღმდეგოს ადამიანი.ნებისმიერ შემთვევაში პრაიდის ჩატარება მიუღებელია იმ მიზეზების გამო რაც მე უკვე ვთქვი. ასევე, მიუღებელია არის ნებისმიერი ძალადობა და ძალადობის მეშვეობით საკუთარი ნების რეალიზება,” -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.…

მეტი...

„ძალიან დიდი ფულია გადახდილი, რატომ უნდა დაგიცვა, თუ პროვოკაციაზე მოდიხარ“ (ვიდეო)

  •  

  „როცა შსს ამბობს, რომ ჩვენ ვერ დაგიცავთ, ეს გულწრფელი პოზიციაა. თავად პოლიციას ეუხერხულება მათი დაცვა. პოლიცია უხერხულ მდგომარეობაშია. რატომ უნდა დაგიცვა, როცა პროვოკაციაზე მოდიხარ? რატომ გინდა, მაინც და მაინც, რუსთაველზე ჩაიართ? თუ თქვენთვის აღლუმია მნიშვნელოვანი, ადგილს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ძალიან დიდი ფულია გადახდილი“ – გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

„ჰეტეროსექსუალებმა რუსთაველზე ტრუსიკით რომ იარონ ვინმე მოიწონებს?!“ (ვიდეო)

  •  

  „როცა შსს ამბობს, რომ ჩვენ ვერ დაგიცავთ, ეს გულწრფელი პოზიციაა. თავად პოლიციას ეუხერხულება მათი დაცვა. პოლიცია უხერხულ მდგომარეობაშია. რატომ უნდა დაგიცვა, როცა პროვოკაციაზე მოდიხარ? რატომ გინდა, მაინც და მაინც, რუსთაველზე ჩაიართ? თუ თქვენთვის აღლუმია მნიშვნელოვანი, ადგილს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ძალიან დიდი ფულია გადახდილი“ – გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

დეპუტატი ხელისუფლებას LGBT-ებისთვის მათივე სახელობის ბაღის გამოყოფას სთავაზობს (ვიდეო)

  •  

 დეპუტატი გიორგი ლომია სახელმწიფოს სთავაზობს, ლგბტ თემს ერთი კონკრეტული ადგილი, თუნდაც ბაღი გამოუყონ, რომელიც სიწმინდეებთან არ არის დაკავშირებული, რომელიც მათი სახელობის იქნება, სადაც მათ თავისუფლად შეკრების შესაძლებლობა ექნებათ და ამ თემის გარდა, სხვა არავინ მიეკარება. ეს განცხადება გიროგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მეტი...

სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

  •  

 „ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა, კერძოდ, K1 და K2 პარამეტრის დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება K1 და K2 პარამეტრის დარღვევის, ასევე სიმაღლის პარამეტრის დარღვევის, უნებართვო მშენებლობის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობისთვის, რაც ნიშნავს ამ აქტის დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას. „მე დავავალე ვიცე-მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. დღედ უკვე დასრულებულ პაკეტს…

მეტი...

თუ პრაიდი მაინც ჩატარდება, კომბლებს შიშველი ხელები ჩაანაცვლებს

  •  

  ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს კომბლების სხვენში შელაგებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მისი გამოყენების საჭიროება არ დგას. თუმცა, თუ გადაწყვეტილება შეიცვლება და ე.წ. პრაიდი მაინც ჩატარდება, კომბლებს შიშველი ხელები ჩაანაცვლებს. „ჩვენ მოძრაობა შევქმენით იმისთვის, რომ დაგხმარებოდით წესრიგის შექმნაში, მაგრამ მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, თითქმის არ მძინებია გასულ ღამესაც, სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ჩვენს ძმებს ვეუბნები, რომ მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ ჩვენს სახელმწიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ დავშალოთ ნებისმიერი კორდონი და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან. თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და მათ ჩაატარებინებთ პრაიდს,…

მეტი...

ექსპლუატაცია მიუღებელ კორპუსში შესახლება იკრძალება

  •  

 ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი საკანომდებლო ინიციატივით, დასრულებულ მშენებლობაში, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე მოქალაქეები ვერ შესახლდებიან. „გასულ ზამთარს ბუნებრივი აირის აფეთქების რამდენიმე მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევების შედეგად, გვყავდა დაშავებულები და დაღუპულები. საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ეს შემთხვევები მოხდა,  შესახლებული იყვნენ ადამიანები, თუმცა შენობა არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. ეს ნორმა 2009 წელს გაუქმდა და სწორედ მაშინ გახდა დაშვებული ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში შესახლება. ვფიქრობ, აღნიშნული ნორმა თავის დროზე სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის მიზნით გაუქმდა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ შექმნილიყო, თუმცა უკვე ათი წელი გავიდა და იკვეთება, რომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით,…

მეტი...

მერია, ექსპლოატაციაში მიუღებელი შენობებისთვის ამნისტიას ცხადებს

  •  

 თბილისში, 600-ზე მეტი დასრულებული, თუმცა ექსპლოატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისთვის თბილისის მერია ამნისტიას აცხადებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ექსპლოატაციაში შევა ყველა შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო დარღვევები 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა, თუმცა აქვე განსაზღვრულია გამონაკლისებიც. „ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, თუმცა შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც ფიზიკურად უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

მეტი...

„შეალაგეთ კომბლები სხვენში, „პრაიდი“ არ იქნება, ეს შსს-ს საჩუქარია“ – ლევან ვასაძე

  •  

  ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებსა და მოხალისეებს მიმართავ და მოუწოდებს, ლგბტ „პრაიდისთვის“ მომზადებული კომბლები სხვენში შეინახონ. ეს განცხადება ვასაძემ ვიდეომიმართვის სახით გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „პრაიდი“ არ შედგება. „კომბლები შეაწყვეთ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას. რადგანაც შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგანაც მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში და ჩამოვიღოთ მაშინ, როდესაც მოვა ის მთავრობა, რომელიც…

მეტი...

„თუ სერგეენკო კარგად მუშაობდა განახლებასაც კარგად გააკეთებდა, თუ ასვენებდნენ, საერთოდ უნდა დაესვენა და არა მრჩევლად“

  •  

  მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, „სოციალ-დემოკრატ“ გია ჟორჟოლიანისთვის ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს შეცვლა გაუგებარი, აუხსნელი და დაუსაბუთებელია. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, თუ მინისტრს დასვენება უნდოდა და ეს ინიციატივა მართლაც მისგან მოდიოდა, დასვენება არ ნიშნავს, მრჩევლად გადაყვანას. „ვინც მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზებიც უნდა განმარტოს. ის მიზეზები, რომლებიც წარმადგინეს, გაუგებარია და ცვლილების მოტივაცია საერთოდ არ ჩანს. განახლება საჭიროა, მაგრამ თუ კარგად მუშაობდა, განახლებასაც კარგად გააკეთებდა. ქობულიას და კვირიკაშვილის შემთხვევაში გასაგები იყო, სერგეენკოს შემთხვევაში, კი გაუგებარია. მთავრობა, არასაკმარისად და არამკაფიოდ განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მთავრობის სისუსტეზე მიუთითებს. მთლიანად,…

მეტი...

„კატეგორიულად არ ვიზიარებ ლგბტ შეხედულებებს, ვერანაირი თეორიებით ვერ იქნება მათი თეორიები გამყარებული“

  •  

  „ღმერთმა ადამიანი შექმნა კაცად და ქალად და მათ შორის კავშირი აკურთხა, ასე ხდება გამრავლება“ – აცხადებს პარლამენტის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური და ამბობს, რომ გადახვევა ჯანმრთელი ვერ იქნება. „მე ერთი ქართველი, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, მართლმადიდებელი კაცი ვარ და მაქვს ჩემი დამოკიდებულება ლგბტ საკითხების მიმართ. კატეგორიულად არ ვიზიარებ ლგბტ შეხედულებებს. ვერანაირი თეორიებით ვერ იქნება მათი თეორიები გამყარებული, რადგან, არსებობს ადამიანის წარმოშობის ორი თეორია. ერთი საღვთო სჯული, მეორე ევოლუციური თეორია, რომლიც დარვინმა ჩამოაყალიბა. საღვთო თეორიით, ღმერთმა ადამიანი შექმნა კაცად და ქალად და მათ შრის კავშირი აკურთხა და ასე ხდება გამრავლება. ეს…

მეტი...