“აქციაზე დაშავებული თითოეული მოქალაქის და პოლიციელის მკურნალობას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს”- დიმიტრი ხუნდაძე

  •  

 “სამწუხაროდ, საპროტესტო აქცია მოქალაქეების ჯანმრთელობის ზიანის გარეშე არ დასრულდა. დაზიანდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები,” – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს. მისი თქმით, ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მთავარი საზრუნავია, დავიცვათ  თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. “სამწუხაროდ, ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელთა ადამიანების ჯანმრთელობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფა მოვახდინოთ. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“. ერთ-ერთი პაციენტის…

მეტი...

ზაზა გაბუნია: მოვუწოდებ ყველა ძალას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობისკენ

  •  

 “მმართველმა ძალამ მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რაც კი ჩვენს ქვეყანაში რომელიმე ხელისუფლებას მიუღია” – განაცხადა  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ.    “ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქართული დემოკრატიის სახელით და ქართული დემოკრატიის სასარგებლოდ. ამიტომ, მოვუწოდებ უკლებლივ ყველა ძალას, კონსულტაციებში მონაწილეობისკენ, ვინც მზად არის საქმიანი, პროფესიული და კონსტრუქციული მუშაობისთვის. ხოლო, იმ პირების ადგილს, ვინც ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვერ ვხედავ.”- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მეტი...

“ლარის გამყარების მხოლოდ ნეგატიური მოლოდინი გვაქვს” – ნათია თურნავა

  •  

 “შეუძლებელია ისაუბრო ეკონომიკაზე და არ აღნიშნო მასზე პოლიტიკური პროცესების გავლენა. ბოლო დროინდელმა პროცესებმა, არეულობის მცდელობამ, პარლამენტზე შტურმმა, ლარი მნიშვნელოვნად დააზარალა” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ლარის დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოს შედეგი არ არის, მასზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც მოქმედებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კუთხით, დადებითი მოლოდინი არ აქვს. “ტურიზმი უცხოური ვალუტის ერთ-ერთი დიდი შემომტანია, რაც ხელს ეროვნული ვალუტის, ლარის გამყარებასაც უწყობს. ლარის გამყარების მხოლოდ ნეგატიური მოლოდინი გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორით საზრდოობს. მათ შორის, ერთ-ერთი, ტურიზმის დიდი გამოწვევის წინაშე დადგომა, მეორე კი, არასტაბილურობის…

მეტი...

დემონსტრანტებმა „თავისუფლების მარში“ მოაწყვეს – პროტესტის მეათე დღე

  •  

 შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას  გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. “გახარია წადი”, “რუსეთი ოკუპანტია”, “საქართველოს გაუმარჯოს” – დემონსტრანტებმა „თავისუფლების მარში“ ამ შეძახილებით მოაწყვეს. დღეს პროტესტის მეათე დღეს. მომიტინგებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: საარჩევნო სისტემის შეცვლა, 21 ივნისის დროს აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და შს მინისტრის გადადგომა. აღნიშნული ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ხოლო შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, ამ დრომდე ძალაშია.

მეტი...

ქართველი კარატისტი ევროპული თამაშების ნახევარფინალშია

  •  

 ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ნახევარფინალშია.ჯგუფურ ეტაპზე არქანიამ 1 შეხვედრა მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. B ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილით, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და სულ ცოტა ბრინჯაოს მედალი გაიფორმა.ფინალში გადასასვლელად, გოგიტამ აზერბაიჯანელი ასიმან გურბანლი უნდა დაამარცხოს.

მეტი...

ნიკა მელიას ადვოკატი მისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ასაჩივრებს

  •  

 ნიკა მელიას ადვოკატი პოლიტიკოსისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ასაჩივრებს. გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, ორი შეზღუდვის გადახედვა მოითხოვა. ერთ-ერთი იმ პირებთან კომუნიკაციის აკრძალვაა, რომლებიც სამომავლოდ, შესაძლოა, მოწმის სტატუსით დაიკითხონ. ადვოკატის თქმით, ეს აკრძალვა ბუნდოვანია და გარდა ამისა, ნიკა მელიას, ამ აკრძალვიდან გამომდინარე, დარღვევად შესაძლოა კოლეგა ოპოზიციონერებთან საუბარიც კი ჩაეთვალოს. ადვოკატი ასევე, ნიკა მელიასთავის სახლიდან, პროკურატურისგან გაფრთხილებლად გამოსვლის აკრძალვის გადახედვასაც ითხოვს. პირველმა ინსტანციამ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სულ ოთხი შეზღუდვა დაუწესა. საიდანაც ორს დაცვის მხარე არ ასაჩივრებს. “როდესაც პარლამენტის წევრს უფლებამოსილების შეუფერხებლად განახორციელებისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდება, ეს კანონდარღვევა და კონსტიტუციის უგულებელყოფაა. ასევე…

მეტი...

განათლების სამინისტრო: ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად, ყველა აბიტურიენტის უფლება იქნება დაცული

  •  

 საქართველოს მეცნიერების და განათლებისა და კულტურის სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლების სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად, რათა ყველა აბიტურიენტის ინტერესი იყოს დაცული. „ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!“ – აღნიშნულია…

მეტი...

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

  •  

 თბილისის მერმა გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა  პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მის განხორციელებაში ჩართულ ყველა პირს. “ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თბილისის ძველი უბნების გაცოცხლება, მისი განახლება, რეაბილიტაცია. თქვენ იცით რა მდგომარეობაა თბილისის ისტორიულ ნაწილში, არის ბევრი ძეგლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს დროულად შველას. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ერთი პროექტი უკვე დავასრულეთ-ორბელიანის მოედანი. ვისურვებდი, ბევრი ასეთი სივრცე გაჩნდეს თბილისში, რადგან ეს ნიშნავს თბილისელებისთვის და ტურისტებისთვის მიზიდულობის ახალ კერას, მეტ დასაქმებულ ადამიანს და რაც მთავარია თბილისის იერსახის მოწესრიგებას,”-განაცხადა კახა კალაძემ. გუდიაშვილის მოედანზე შენობების…

მეტი...

იტალიაში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგონას საქმეზე, აფრიკელი მამაკაცი დააკავეს

  •  

 იტალიის ქალაქ მილანში, 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების საქმეზე, აფრიკელი მამაკაცი დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი სიერა-ლეონეს რესპუბლიკის მოქალაქე, გარდაცვლილის მეგობარი იყო, რომელმაც ქართველ გოგონას, სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა. „სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს“, – წერს იტალიური მედია. 27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. მიმდინარე წლის მარტში, გოგონა მილანში, გარდაცვლილი იპოვეს.   ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იზა ქავთარაძის ცხედარი სასტუმროს ნომერში ნახეს, სადაც ერთჯერადი…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე, ოჯახთან ერთად, პატრიარქს ესტუმრა

  •  

 საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ოჯახთან ერთად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ესტუმრა. პარლამენტის თავმჯდომარემ უწმინდესს დალოცვისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩემს ოჯახთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”,- წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება

  •  

 დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული მოწყობის, მენეჯმენტის სრულყოფის, ეკოტურიზმის განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს. პროექტი გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის – KFW-ს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდება.დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი KFW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს, კლაუს ფაიგელს შეხვდა.შეხვედრაზე მინისტრმა გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება  ქვეყანაში ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია…

მეტი...