“ესენი უნდა გამოვყაროთ აქედან” – ალეკო ელისაშვილის მოწოდება

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” წევრმა ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 20 ივნისის სისხლიან ღამეს ჩადენილი მთავრობას არ უნდა ეპატიოს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. “გიორგი გახარია, ჩემზე ოდნავ უფროსი ბიჭი ხარ, როგორც ვიცი შვილების მამა ხარ, შე მამაძაღლო შენა, შენი შვილების ტოლა ბავშვებს რომ თავები დაუხეთქე, თვალები რომ დათხარე, ბიჭო, რა ნამუსით გძინავს? რა სინდისით იღვიძებ? ბავშვებს როგორ ეფერები? რა სავარძლად, რა აყროლებულ კაბინეტად გიღირს დარჩენა თანამდებობაზე. რა სინდისით და რა ნამუსით შედიხარ სახლში, ან ისინი როგორ გესალმებიან?  ყოველი წამი გახარიას,…

მეტი...

“ირანიდან წამოსული ლტოლვილების ტალღა წალეკავს საქართველოს, საზღვრები გაამაგრეთ” – ელიკო წიკლაური-ლამიხი

მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის, მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ მთავარი, რაც საქართველოს უნდა გააკეთო, საზღვრების გამაგრებაა. „მთელი მსოფლიო უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაშია!!! ძველი და ახალი იმპერიები ცდილობენ გამოსტაცონ ერთმანთს მათთვის სასურველი და სტრატეგიული ტერიტორიები. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი თბილისში ყოფნის პერიოდი შეძლებლობისდაგვარად გამომეყენებინა იმისათვის, რომ სტუდენტებთან ერთად საქართველოს გეო-სტრატეგიაზე და იმ საფრთხეებზე გვესაუბრა, რაც კავკასიას და კონკრეტულად საქართველოს აუცილებლად \შეეხებოდა და რა შედეგი ექნებოდა მსოფლიოში თუ ახლო აღმოსავლეთში ამა თუ იმ კონფლიქტის ვარიანტში. რაც ქვეყნის შიგნით ხანდახან მთლად ნათლად არ…

მეტი...

ლიეტუვას ყოფილი ელჩი მეგობარ ქვეყანას მოუწოდებს, უფრო აქტიურად ესტუმრონ საქართველოს

საქართველოს ყოფილი ელჩი ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძე სოციალური ქსელის საშუალებით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას თხოვნით მიმართავს. კერძოდ, დიპლომატი ევროკავშირის წევრ ლიეტუვას მოუწოდებს, ტურისტული მიზნით, უფრო აქტიურად ესტუმრონ საქართველოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა აკრძალა და რუსი ტურისტების საქართველოდან ორგანიზებულად გაყვანა დააანონსა.

მეტი...

კახა კალაძე: მზად ვარ, აქციაზე დაზარალებულების გამოჯანმრთელებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო (ვიდეო)

დედაქალაქის მერმა კახა კალაძე, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რის საშუალებითაც, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რაც მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუმცა ამ ყველაფერს ხელისულების მხრიდან მყისიერი რეაგირება და მკაფიო განცხადებები მოჰყვა. თბილისის მერი პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად, სრულად იზიარებს და გააზრებული აქვს ის შეცდომა, რომელიც მმართველმა გუნდმა დაუშვა. მისი თქმით, დესტრუქციულმა ძალებმა სიტუაცია გაამწვავეს და 20 ივნისი საღამოს განვითარებული მოვლენებიც სწორედ მათი დამსახურებაა. “საზოგადოებამ ნახა ვიდეოკადრები, ვინც მოუწოდებდა იქ მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისა და პარლამენტის აღებისკენ. ეს იყოძალიან მძიმე და რა თქმა უნდა, ამას მოყვება…

მეტი...

რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები, ოპოზიციის გაძევებას ითხოვენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის მთავრ გამზირზე შეკრებილი ადამიანები პოლიტიკოსების, კონკრეტულად კი ოპოზიციური ძალების იქ ყოფნას აპროტესტებენ. კა­მა­თი და მცი­რე შეხ­ლა-შე­მოხ­ლა შეკრებილი სტუდენტების სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ახალ­გაზ­რდე­ბი სხვა მოთხოვნებთან ერთად, აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყოფ­ნას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მათ კო­რი­დო­რი გა­ა­კე­თეს და პო­ლი­ტი­კო­სებს მო­უ­წო­დე­ბენ, ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვონ. პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი გრძელ­დე­ბა. ათასობით ადამიანი რუსთაველზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასა და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს. აქციებს პერმანენტული ხასიათი აქვთ. აქციის მონაწილეები 21 ივნისის დარბევისას დაკავებულთა გათავისუფლებასაც ითხოვენ. პოლიციამ ტერიტორიიდან ინციდენტის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა.

მეტი...

“საქმე გვაქვს დიდ პროპაგანდასთან, თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე” – მოწოდება ემიგრანტებს

საბერძნეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი ავთანდილ გიუნაშვილი შემაშფოთებელს უწოდებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტის აკრძალვასთან დაკავშირებით. გიუნაშვილი უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს წინადადებას სთავაზობს, ყველამ ერთად, ზაფხულის არდადეგები საქართველოში გაატაროს.    „მართლაც შემაშფოთებელია ის განცხადებები და მით უფრო მწვავედ აღსაქმელი სამშობლოდან შორს, რასაც ჩვენი მეზობელი რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები და მისი წარმომადგენლები აკეთებენ. ვფიქრობ , სამწუხარო და შემაშფოთებელია როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს მეორე სახელმწიფოში წასვლას სრულიად უსაფუძვლო და პროვოკაციული მიზეზების გამო უკრძალავს და თანაც მათ სამშვიდობო მიზნებს პოლიტიკის ნაწილად ხდის , მიმაჩნია რომ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მის სამომავლო განვითარებას ასეთი…

მეტი...

“შერი, ფრთხილად იყავი, თბილისში სავარძელში ჩაჯდომით, შესაძლოა, საქართველო დაშალო”! – მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგებელი მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ირონიული მესიჯით ეხმიანება და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხობს. „მიიღეთ, რაც გინდოდათ? „ოკუპანტი“ უკან იხევს და ქართული ეკონომიკიდან თავისი ტურისტები გაჰყავს? შერი, ერთადერთი, რაც საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური კოლაფსის ამ ტრაგიკულ მომენტში მოგეთხოვებოდათ, იყო გამოსვლა და იმის თქმა, რომ ქართული ქალაქების ქუჩებში უსაფრთხოების გარანტიებს იძლეოდით, პრეზიდენტის უფლებამოსილებით, ხალხის მიერ ბოძებული ძალაუფლებით. პირადად, ბოლოს და ბოლოს! თუმცა თქვენ წამოიწყეთ ძველი სიმღერა მთავარზე –„ოკუპანტებზე“. ვინ ჩაგაწვეთათ მაინც ეს აზრი?!” – აცხადებს ზახაროვა. მისი თქმით, “ჰაერში რაღაც პირველყოფილის სუნი ტრიალებს”,…

მეტი...

მიაწვდინე ხმა ხელისუფლებას – დავით ჭიჭინაძემ სახალხო მოძრაობა “ტრიბუნა” დააფუძნა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ სახალხო ორგანიზაცია “ტრიბუნა” დააფუძნა. ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს, 22 ივნისს გაიმართა, სადაც დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მისია და კონკრეტული გეგმები გააცნო. დეპუტატის განცხადებით, „ტრიბუნა” თითოეულ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა, მისცემს საშუალებას, თავისი ხმა საქართველოს მთავრობამდე მიიტანოს. “დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად დროული და საჭიროა, შევქმნათ ორგანიზაცია, რომელიც იქნება სრულიად სახალხო. მასში იქნება გაერთიანებული ყველა დარგის, ყველა ასაკის ადამიანი და პოლიტსაბჭო იქნება თუ მმართველი ორგანო, რომელსაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ, უნდა იყოს დაკომპლექტებული ყველა თაობის წარმომადგენლისგან, პრაქტიკულად უნდა მოიცავდეს ყველა იმ სფეროს წარმომადგებელს, რომელიც…

მეტი...

„ძალიან დიდი ხათაბალა მოგვიწევს, ბევრს დავკარგავთ რუსეთისგან“ – გოგი თოფაძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბიზნესმენი გოგი თოფაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გართულებით, საქართველო ეკონომიკურად ძალიან ბევრს წააგებს. როგორც თოფაძემ გვითხრა, ტურისტების გარდა, სხვა არაერთი საკითხია, რის გამოც ნეგატივს მივიღებთ. „ძალიან ბევრი ხათაბალა მოგვიწევს. ძალიან ძვირი დაგვიჯდება, გათვლა შეუძლებელია. იმედი მაქვს, ამ თემას რუსეთი დათმობს, თორემ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. რუსეთთან ასეთი დაძაბულობა დაგვღუპავს. ტურისტების გარდა, ექსპორტი სად მიდის ყველაზე მეტი? – რუსეთში, იქიდან კი ჩვენ ვღებულობთ იმპორტს შედარებით დაბალი ფასად. გაცილებით შეღავათიანია რუსული ბაზარი, ვინც ეს საქმე იცის,“ – აღნიშნა ბიზნესმენმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას. მისივე შეფასებით, პირდაპირი ფრენის აკრძალვაც…

მეტი...

მიიღე, ბებერო ევროპა, უცნობი თემი, სამარცხვინოები! – რუსი ეპისკოპოსი ქართველებს დემონებს ადარებს

“ე.წ მართლმადიდებლებმა სერგეი გავრილოვს წყალი შეასხეს და შეძახილებით გააძევეს ქვეყნიდან, ისინი ისეთივე მართლმადიდებლები არიან, როგორც რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა,”- ამის შესახებ რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი პეტირიმ ტვორგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. რუსი ეპისკოპოსი ქართველებს დემონებს ადარებს და აცხადებს, რომ მართლმადიდებლობა უნდა იყოს გამაერთიანებელი, ქართველები კი მთელ ენერგიას ჩხუბსა და ერთმანეთთან დაპირისპირებაში ხარჯავენ. “ე.წ მართლმადიდებლებმა სერგეი გავრილოვს წყალი შეასხეს და შეძახილებით გააძევეს ქვეყნიდან. ისინი ისეთივე მართლმადიდებლები არიან, როგორც რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. დეპუტატი გავრილოვი მართლმადიდებლურ ფორუმზე ჩავიდა თბილისში, მათ კი განაცხადეს, რომ “ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, ოკუპირებული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა”… დემონებს ასე…

მეტი...

“ჩემი ომგამოვლილი შვილი ლამის პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მოძმემ მომიკლა” – პოლიციელის დედა

2008 წლის აგვისტოს ომში მებრძოლი ჯარისკაცის დედა ნინო ჯანხოთელი სოციალურ ქსელში აგვისტოს ცხელ დღეებს იხსენებს და იმ ემოციებზე საუბრობს, რაც მაშინ ერთადერთი ობლად გაზრდილი შვილის დედას დაეუფალა. მისი თქმით, ომსგადარჩენილი ახალგაზრდა, უკვე პოლიციის თანამშრომელი, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ლამის საზოგადოების აგრესიის მსხვერპლი გახდა. ჯარისკაცის დედა ახლა თანამემამულის მიერ თავგატეხილ შვილს სასთუმალთან უზის და უფალს მისი გადარჩენისთვის მადლობას სწირავს: ”როცა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ჩემი ერთადერთი, ობლობაში გაზრდილი, ჯერ კიდევ პატარა, სულ რაღაც 18 წლის შვილი, ჯარში ახლად გაწვეული იყო და ქართლში მსახურობდა. საშინლად დავიბენი, აღარ ვიცოდი…

მეტი...

რუსეთის ფედერაცია საქართველოში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს, მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში შექმნილმა სიტუაციამ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში გამოჩენამ გამოიწვია, რუსეთის ფედერაციას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ უბიძგა. გარდა იმისა, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიაგადაზიდვები იკრძალება, პრეზიდენტმა, ფედერაციაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ბრძანებაც გასცა. მისივე ბრძანების საფუძველზე, ტუროპერატორებმა და ტურისტულმა კომპანიებმა მიიღეს რეკომენდაცია, საქართველოში ტურების გაყიდვისგან, თავი შეიკავონ.   გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან გაყვანის საკითხსაც განიხილავს. რუსულმა ავიაკომპანიებმა კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბილეთების მიყიდვა უკვე აკრძალეს. ფედერაციის ავიაკომპანიები საქართველოს მოქალაქეების მიერ შეძენილი ბილეთის საფასურის უკან დასაბრუნებლად,…

მეტი...

თიკა კანდელაკი ქართველებს და საქართველოს დასცინის

რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თიკა კანდელაკი, საქართველოსი განვითარებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და საქართველოს ცინიკურად მოიხსენიებს. როგორც მან საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, საქართველოს ეკონომიკა განადგურებულია. „ვულოცავ ქართულ ისტებლიშმენტს თანმიმდევრულად საკუთარი ეკონომიკის განადგურებას”, – წერს კანდელაკი. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ტურისტული თანამშრომლობა შეწყვიტა და ველა ტურ. ოპერატორს დაავალა ჯავშნის გაუქმება და ტურისტების დაბრუნება.

მეტი...

“ღია, გამოცხადებულ ომში ვართ, ტურისტების აკრძალვა არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე სამხედრო აგრესია” – ხათუნა ლაგაზიძე

“პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა შუაგულ სეზონზე ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო აგრესია – ეს საშუალო და მცირეშემოსავლიანი ქართველების მოგუდვას ემსახურება,” – აღნიშნულ განცხადებას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ავრცელებს.    მისივე შეფასებით, ღია, გამოცხადებულ ომში ვართ. “შედეგად, უნდა მიიღოს უპრეცედენტო სოციალური ბუნტი, ტურისტულ შემოსავლებზე ჩამოკიდებული ასიათასობით ქართველის დაპირისპირება პროდასავლურ ვექტორთან და რუსთაველზე გასულ თავისუფლებისმოყვარე თაობასთან, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ამიტომ, რადგან ვიცით, რომ ღია, გამოცხადებულ ომში ვართ: ერთიანობის და არა – წუწუნის და თავში ცემის დროა! რადგან ისიც ვიცით, რა მეთოდებით გვებრძვის და რისი მიღწევა უნდა, განსაკუთრებული…

მეტი...

ქართველები მასობრივი დეპორტაციის მოლოდინში, რუსეთში, უსაბუთოების დევნა დაიწყო

საქართველოში, დუმის დეპუტატთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, ოკუპანტმა სახელმწიფომ, რუსეთში მცხოვრები ქართველების შევიწოება დაიწყეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ რუსეთში მცხოვრები ქართველები წერენ, მიმდინარეობს აქტიური შემოწმება და კონტროლი. „რაც წლების წინ გამოვიარეთ, როცა ქართველებს ერთად ტენიდნენ და საქართველოში აგზავნიდნენ, იგივეს მოლოდინში ვართ. იმ ადგილებს აკონტროლებენ, ამოწმებენ, სადაც ქართველების თავშეყრის ადგილებია, პირველი ეტაპი უსაბუთოებზეა, ვისაც ოდნავ რამე დარღვევა აქვს საბუთთან დაკავშირებით, დევნიან. პრინციპში, მიზეზიც არ სჭირდებათ, ჩვენი შევიწროება დაიწყო. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ იგივე გველის, რაც ერთხელ უკვე გამოვიარეთ – მასობრივი დეპორტი საბარგულით“ , – წერს რუსეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი „მედიაცენტრ მთავარს“.     ინფორმაციას, დევნისა…

მეტი...

აქციაზე არავინ გარდაცვლილა, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება. აქციაზე არავინ გარდაცვლილა და გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე ამბობს, მიუღებელია და კატეგორიულად დასაგმობია მსგავსი განცხადებები. „კატეგორიულად უარვყოფ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება. მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. თითოეული დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება“, – ამბობს  თალაკვაძე.

მეტი...

ეუთო: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ინცინდენტი

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი, 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და საქართველოს მთავრობას ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ინცინდენტის დროულად გამოიძიებისკენ მოუწოდებს. ,30 სხვადასხვა მედიაორგანიზაცია აშუქებდა 20 ივლისის მოვლენებს თბილისში, მათ შორის სააგენტო როიტერი, რადიო თავისუფალი ევროპის / რადიო თავისუფლების ქართული ბიუროები, რუსთავი 2, „სივილ ჯი“, „ნეტგაზეთი“, 1TV, ტვ პირველი, „ონ.ჯი“, OC მედია, მაესტრო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია და რადიო, ინტერპრესნიუსი – ამ მედიების ჟურნალისტებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შედეგად. ჟურნალისტები დემონსტრაციაზე თავდასხმის მსხვერპლად იქცნენ, რიგ შემთხვევებში მათ ართმევდნენ და უზიანებდნენ ტექნიკასა…

მეტი...