“თუკი რაიმეს მივაღწიეთ რუსეთთან ურთიერთობაში, ყველაფერს ხაზი გადაესვა”- კახა ოქრიაშვილი

 „ამ საშინელი ფაქტის შემდეგ, რასაც შეცდომასაც ვერ დაარქმევ, თუკი რაიმეს მივაღწიეთ რუსეთთან ურთიერთობაში, ყველაფერს ხაზი გადაესვა,“- ასე აფასებს “ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის” ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს და ფაქტს ხელისუფლების უმძიმეს შეცდომას უწოდებს. როგორც დეპუტატი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნავს, რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში მოწვევის შედეგად განვითარებული მოვლენები, ხანგრძლივად შეაჩერებს რუსეთთან მოლაპარაკების პერსპექტივას: „იყო დაშვებული სასწაული, იდიოტური შეცდომა, როდესაც რუსეთის დეპუტატი აღმოჩნდა საერთოდ საქართველოს პარლამენტში. აქამდე ვცდილობდით, გვქონოდა რუსეთთან ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში და იმ დონემდე მაინც მოგვეგვარებინა პოლიტიკურ საკითხი, რომ ახლო მომავალში თუ არა, პერსპექტივაში…

მეტი...

ნიკა მელიას  აკავებენ – პროკურატურა პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს

ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურა პარლამენტს ხვალ მიმართავს. დეპუტატის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „როგორც მოგეხსენებათ,  საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.  აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ…

მეტი...

“სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე”

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” ყირიმში კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს. ამის შესახებ “სუხიშვილები” სოციალურ ქსელში წერენ. როგორც ისინი ამბობენ, რუსეთში, და მით უფრო მის მიერ ანექსირებულ რეგიონებში, გასტროლებზე წასვლას არ აპირებენ. “დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე, ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!” – წერენ სუხიშვილები თავიანთ “ფეისბუქზე”.

მეტი...

საქართველოს საპატრიარქო საბანკო სექტორს და მოსახლეობას  მიმართავს

რუსეთიდან ტურისტულ ემბარგოსთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო საბანკო სექტორს მიმართავს და სთხოვს, იმ ადამიანების მდგომარეობა გაითვალისწინოს, რომლებიც ტურისტულ სექტორში არიან ჩართულები და კრედიტები აქვთ აღებული. „ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში. ამიტომაც, ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“ – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

მეტი...

არ გაბედოთ გადადგომა! – დაზარალებული პოლიციელის მეუღლის მიმართვა გიორგი გახარიას

ახალგაზრდა სამართალდამცველის, გია ჯალაღონიას მეუღლე თამუნა ქობალია სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და შს მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, არ გადადგეს! გია ჯალაღონის ერთ-ერთი ის ადამიანია, ვისაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილის ნასროლმა ქვამ თვალი დაუზიანა. მანამდე კი, მათ ოჯახს აფხაზეთში ყველაფრის იძულებით მიტოვება მოუხდათ. გიაც, მას შემდეგ, სამშობლოსთვის იბრძვის. “ახლა ერთი ძალიან მაგარი ამბავი მინდა გაცნობოთ. ბ-ნი მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებით, გია საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ნახევარი საათია რაც გავაცილეთ მე და პატარა ლილუმ მამიკო. მადლობა ბ-ნ მინისტრს გულისხმიერებისთვის და ასეთი საჩუქრისთვის. კითხვაზე,…

მეტი...

„ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტი გადაიქცევა ბაზრად და დაიწყება ხმებით ვაჭრობა“ – ვახტანგ ხმალაძე

„არასტაბილურობა ცუდად მოქმედებს ქვეყანაზე, ქვეყნის განვითარებაზე, როგორც შიდა, ასევე გარე განვითარებაზე. არჩევნები ნულოვანი ბარიერით კი სწორედ არასტაბილურობის საფუძველია“ – აღნიშნული განცხადება კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავაში“ გააკეთა. როგორც კონსტიტუციონალისტმა და ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტში შესასვლელად, პარტიები სოკოებივით მომრავლდებიან. „როდესაც საარჩევნო ზღურბლი არ არსებობს, დიდია ერთი მხრივ ცდუნება იმისა, რომ მოდი შევქმნი ახლა პარტიას და საკმაოდ ადვილია პარტიის შექმნა და 13 400 ხმას როგორ ვერ მოვაგროვებ, რომ პარლამენტში შევიდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც ნაწვიმარზე ამოდის სოკო, გარანტიას გაძლევთ, ასე სოკოებივით გაჩნდებიან პარტიები, რომელთა მიზანი ერთადერთი – 13400 ხმის მოგროვება…

მეტი...

„ქვეყნები სულელები არიან, საარჩევნო ბარიერი რომ შემოიღეს?!“ – კითხულობს კონსტიტუციონალისტი

„ საპარლამენტო არასტაბილური უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში, არასტაბილურია მთავრობაც,“ – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „მედიაცენტრ მთავარში“ და უბარიერო პროპორციული არჩევნების ნეგატივზე საუბრობს. „საარჩევნო ზღურბლი, თითქმის ყველა ქვეყანაში 3-დან 5%-მდეა. საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ – ეს ქვეყნები სულელები არიან? საზოგადოების ინტერესებს და ქვეყნის ინტერესებს არ ითვალისწინებენ ზღურბლი რომ შემოიღეს? თან რომელი ქვეყნებია ეს? ეს არის ევროპის ყველა ქვეყანა, სადაც პროპორციული არჩევნები იმართება, გარდა ჰოლანდიისა“ – აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ მისი შეფასებით, არსებობს ობიექტური არგუმენტები, რის გამოც, საარჩევნო ბარიერის არსებობა საჭირო და აუცილებელია. „პროპორციული არჩევნებისას, ძალიან მაღალი…

მეტი...

პარლამენტში ყველა მოხვდება, ვინც 13 400 ხმას მოიპოვებს – კონსტიტუციონალისტის განმარტებები

კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც „ქართული ოცნების“ შეთავაზება ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით განიხილა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, არსებული მოცემულობით, პარლამენტში ყველა შევა, ვინც, დაახლოებით ამომრჩევლების 13 400 ხმას მოიპოვებს. „ნულოვანი საარჩევნო ზღურბლი ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეთა რამდენ პროცენტს მიიღებს პარტია. ყველა პარტია თუ საარჩევნო ბლოკი, რაც იქნება, ყველა სუბიექტს შეხვდება იმდენი მანდატი, რამდენიც მას ერგება იმ ხმების პროპორციულად რომელიც მან მიიღო. საარჩევნო ზღურბლის არ არსებობის პირობებში არსებობს ერთადერთი ე.წ. ბუნებრივი ზღურბლი. ანუ, ერთი მანდატის ბუნებრივი წონა არის ამომრჩეველთა რაოდენობა გაყოფილი 150 მანდატზე. ჩვენთან, საპარლამენტო არჩევნებში…

მეტი...

საქართველოს პარლამენტს, ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. თალაკვაძის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თანამდებობაზე არჩევას მხარი დღევანდელ პლენარულ სესიაზე 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, არც ერთი წინააღმდეგი. რეგისტრაცია პარლამენტის 101-მა წევრმა გაიარა. კენჭისყრას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. 2014 -2016 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2014 წლებში კი, იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე.

მეტი...

„5 სპეცრაზმელი ისროდა, ისინი ახალაიასთან და სააკაშვილთან კავშირში არიან“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მომიტინგე ახალგაზრდებს 5 სპეცრაზმელი ესროდა. „სარწმუნო წყაროს ინფორმაციით – დემონსტრანტებს სახის და თავის არეში რეზინის ტყვიებს ესროდა 5 სპეცრაზმელი. ყველა ეს სპეცრაზმელი არის ახალაიას დროინდელი კუდ-ის სპეცრაზმის წევრები,რომლებიც დღესაც ინტენსიურ კავშირზე იმყოფებიან დათა ახალაიასთან და მიხეილ სააკაშვილთან“ – აცხადებს ბრეგაძე.

მეტი...

“ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ, მაგრამ ჩვენი შვილების მომავლის მოკვლა სურთ” – მამუკა მდინარაძე

“ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ რაღაც აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას,”- აღნიშნული განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობას” დააკისრა.  მამუკა მდინარაძეს განცხადებით,  “ნაციონალურ მოძრაობას”, ახალგაზრდების დახმარებით, პარლამენტის შტურმით აღება და  ქვეყნის გადატრიალება სურდა.  “ის დათხრილი თვალები, ის უბედურება რამდენიმე ადამიანის. ეს საიდან დაიწყო, ვინ მოუწოდა, ვინ ანიშნებდა ხელით და ვინ ძალადობდა იმ ადამიანების აზრზე, რომ მათ პარლამენტი უნდა აეღოთ შტურმით და რას ემსახურებოდა ეს? პარლამენტში შემოვიდოდნენ და საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებდნენ…

მეტი...

„ისრაელიდან საქართველოს ბიუჯეტში 200 მილიონი დოლარამდე შევა“ – ტურისტები ისრაელიდან ჩამოვლენ

კამპანიას „დავისვენოთ საქართველოში“ ისრაელიც უერთდება. „ისრაელის სახლის“ თავმჯდომარის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები, საქართველოში ბიუჯეტში, წელს 200 000 დოლარამდე შეიტანენ. “ ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. პირველ ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი საქართველოში. ასევე, სამი საერთაშორისო ფორუმი წლის ბოლომდე გადმოვიტანეთ საქართველოში და მომავალ წელს, ვაპირებთ, რომ ერთ-ერთი ბიზნეს-ფორუმი მივუძღვნათ ტურიზმის განვითარებას და ინდუსტრიას. ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმის სფეროში არის უდიდესი თანამშრომლობა საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის. ამ წელს ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის…

მეტი...

„სააკაშვილის ჩამოყვანა, ახალაიების, „მასტერას,“ ქარდავას დაბრუნება – ესაა მათ სისხლიანი გეგმა“ – „ქართული მარში“

„ბოლო დღეებში, ოპოზიციისგან მოვისმინე ისეთი ფრაზები, რომ ცდილობენ დაგვაბრუნონ ბაჩო ახალიას, „მასტერას“, მეგიზ ქარდავას და სხვა კაციჭამიების ეპოქაში და დროში“ – აღნიშნული განცხადება, „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „მედიაცენტრა მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სანდრო ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ახალგაზრდების პროტესტი, სათავისოდ გამოყენოს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. „ქალბატონი სამადაშვილი გამოვიდა და განგვიცხადა ნულოვანი პროცენტით ვინ უნდა მოხვდეს პარლამენტში. სამადაშვილი, ბოკერია, უგულავა და სხვა სისხლის მსმელები უნდა დასხდნენ თურმე და გადაწყვიტონ ამ სისტემის შემოღების შემთხვევაში, რომელი პარტიები შევლენ პარლამენტში და რომელი არ შევლენ. ჯერ ხელისფულებაში არ არიან მოსულები ეს სადისტები და…

მეტი...

„გიორგი გახარიას მხარდასაჭერად, სამეგრელოში მოძრაობა იწყება“

„არ უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია“ – ამ მოთხოვნით, სამეგრელოში შს მინისტრის მხარდამჭერი გამოსვლები იწყება. აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. „საკმაოდ სერიოზული მოძრაობა არის დაწყებული გახარიას მხარდასაჭერად. მოთხოვნა შემდეგია: გახარიამ არ დატოვოს თანამდებობა, რადგანაც მან ქვეყანა გადაარჩინა. სამეგრელოს რეგიონზე მაქვს საუბარი. არ ვიცი, რამდენად გადაიზრდება ეს ფართომასშტაბიან აქციაებში, მაგრამ სერიოზული მოძრობა არის დაწყებული. სოციალურ ქსელებშიც კი არის ლოზუნგები, რომ გახარია კი არ უნდა გადადგეს, პირიქით, მან ქვეყანა დაიცვა, რადგანაც, სანამ უკიდურესი აუცილებლობა არ იყო, ძალა არ გამოუყენებია“ – აღნიშნა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა…

მეტი...

“ქართული მარში” ვადამდელ არჩევნებს და მთავრობის გადადგომას ითხოვს

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პროპორციული წესით და მთავრობის გადადგომას ითხოვს. “გადადგეს მთავრობა, დაინიშნოს დროებითი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს არჩენვების ჩატარებას და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, რომელიც საარჩევნო რეჟიმში გადაიყვანს ქეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართვეოში იქნება უმართავი პროცესები და იქნება ქაოსი,” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. განცხადება, ვაფამდელი არჩევნების შესახებ, სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

მეტი...

ბორჯომში ხანძრით განადგურებული ტყის მონიტორინგი ხორციელდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, ბორჯომის ხეობაში, 2008 – 2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე, ტყის მოვლა – აღდგენის პროექტის ფარგლებში, შუალედურ მონიტორინგს ახორციელებს. სატყეო სააგენტომ ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დაასრულა. 144 ჰა ფართობზე 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც ნარგავების მოვლის სამუშაოები გაგრძელდა. მნიშვნელოვანია, რომ გაშენებული ნარგაობა გახარების მაღალი პროცენტით გამოირჩევა. ეროვნული სატყეო სააგენტო, სოფელ დაბაში, ნახანძრალ ტყეში დარგვის სამუშაოებს შემოდგომაზე განაახლებს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

მეტი...

აქციაზე დაკავებული 41 პირი გათავისუფლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, პარლამენტის შენობასთან, აქციაზე დაკავებული 41 პირი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი მათგანი კი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ დაკავებულებს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რადგან მათ ეს ვადა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოხდილი აქვთ, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. დაკავებული მოქალაქეების ნაწილის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა, გვიან ღამით დასრულდა. სააპელაციო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დაკავებულების ადმინისტრაციული საჩივრები განიხილა. 25 ივნისს უნდა გაიმართოს აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაიას პროცესი. მოსამართლეს საჩივრის განხილვის გადადების შუამდგომლობით 23 ივნისს თავად ბასილაიამ მიმართა. ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციაზე სამართალდამცველებმა ათეულობით ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს…

მეტი...

“ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რუსეთის მიერ საქართველოზე დაწესებულ ემბარგოს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. „ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენთვის ეროვნული ინტერესები დგას ყველაზე მაღლა. “ქართული ოცნების“ 7 წელი ხელისუფლებაში იმის დასტურია, რომ ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ნებისმიერ საქმეში. ამ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ნაწილია ის, რომ ჩვენ საქართველოს არ გავხდით აგრესიული დღის წესრიგის მძევლად. გინდ შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობდეთ, გინდ საგარეო პოლიტიკაზე. მე მინდა გამოვეხმაურო იმ ე.წ ოფიციალურ მიზეზებს, რომელიც იქნა მოყვანილი. ბოლო დღეების განმავლობაში მქონდა…

მეტი...

„გველოდება პოლიტიკური ვაკხანალია და ქაოსი“ – კახა ოქრიაშვილი პროპორციულ არჩევნებზე

„მომავალი 10 წელი საქართველოში ქაოსური პოლიტიკა გვექნება. წელიწადში 10 პრემიერ-მინისტრი გვეყოლება, პოლიტიკოსები ყოველ წამს დაინიშნებიან და შეიცვლებიან და იქნება ერთი ვაკხანალია,“ – ასე აფასებს ფრაქცია “ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის”  თავმჯდომარე, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პროპორციულ არჩევნებს ნულოვანი ბარიერით. როგორც დეპუტატი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნავს,  ეს ყველაფერი, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე დამანგრევლად იმოქმედებს.  „პროპორციული სისტემის პრინციპული წინააღმდეგი ვარ და საამისოდ არაერთი არგუმენტი მაქვს. ხედვები კი, ამასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო განმიმტკიცდა, რაც შარშან მოლდოვასა და იტალიაში შეცვალეს კონსტიტუცია და დააბრუნეს ისევ მაჟორიტარული სისტემა. კარგი იქნება, რომ ეს გაითვალისწინონ, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ სხვის…

მეტი...

საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებელი მაუწყებელი გოგი გვახარიასა და ნიკოლოზ ვაშაკიძის მოწოდებებს მაუწყებლის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, პროვოკაციად და წაქეზებად აფასებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  „საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ცნობილი კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ფაქტობრივად მოუწოდებენ და აქეზებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისკენ. სხვა დროს ამგვარი განცხადებები დარჩებოდა ჩვეულებრივ უპასუხისმგებლო გამოხატვის თავისუფლებად, რომელიც დიდ ყურადღებას არ იმსახურებს, მაგრამ არსებულ დაძაბულ ნერვულ ფონზე საზოგადოებაში, მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა, ამჯერად საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყროთ საკითხის მორალურ მხარეს – სამშობლოსთვის გულანთებული ახალგაზრდების ემოციებით მანიპულირება…

მეტი...