სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმაპროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატები გოგაშვილის გირაოთი,  50 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ მოითხოვდნენ.

ცნობისთვის,  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით აქვს წარდგენილი.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 8 სექტმებერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მსგავსი თემები