სამეფო ოჯახი, 7 წლის გიორგისა და პრინცესას დანიშვნას უარყოფს და ბავშვის „დატროლვას“ უღირსობად აფასებს

„გირჩი” – შიშველთესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო – ასე ეხმიანება სამეფო ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „გირჩის“ მხრიდან გავრცელებულ ინფორმაცის.

ბაგრატიონების სამეფო ოჯახის ირგვლივ ახალ-ახალი სკანდალი არ ცხრება. ამჯერად, თემა კონსტიტუციურ მონარქიას, მონარქს და მეფობის კანდიდატს უკავშირდება. დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი და ანას 7 წლის უფლისწული გირგისთვის პრინცესა უკვე შერჩეულია.

„მორიგი ,,ფეიკ-ნიუსი”. ეს არის სრული დეზინფორმაცია, არანაირი იმერეთის პრინცესა და საერთოდ არანაირი საცოლე გიორგი ბაგრატიონისთვის არავის შეურჩევია. იმერეთის ბაგრატიონთა სახლში ორი პრინცესაა და ორივე დედად ეკუთვნის პატარა გიორგის. ამ ,,გირჩობის” ავტორებს მინდა ვუთხრა რომ ეს მდაბიო გამოხტმომა, 7 წლის ბავშვის ,,დატროლვა”, თქვენნაირი ,,გირჩებისთვისაც” ძალიან უღირსი საქციელია“ – ასე ესმაურება დავით ბაგრატიო-მუხრანელის ინტერესების დამცველი ლევან ჩხეიძე გავრცელებულ ინფორმაციას.

ლევან ჩხეიძე „გირჩს“ ირონიულად უსხნის საკუთარ ფუნქციას და შმდეგ განმარტებას აკეთებს: „გირჩი- შიშველთესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო. შედგება წაგრძელებული ღერძისა და მასზე სპირალურად განლაგებული ქერქისებრი სასპორე ფოთლების — მიკრო- და მეგასპოროფილებისაგან. მდედრობით გირჩს თესლის მომწიფების პერიოდში ქერქლი უხევდება.“

მსგავსი თემები