„მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ ჩვენი ურთიერთობა გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა“, – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა მიმდინარე რეფორმების გაგარძელების აუცილებლობას სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისმიმართულებით.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მე, მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა ქვეყნის პარლამენტის პასუხისმგებლობაზე, რაც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონის შესაბამისად მუშაობასა და მოსახლეობისადმი დანაპირების შესრულებაზე ზედამხედველობას. და ბოლოს, იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობლის პროექტს და ამით გაძლიერდება საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან და იმავდროულად ქვეყნის პოზიცია დაცული გახდება რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან. ეს, ვითომ მეგობრები, საქართველოს ინტერესებს არ იზიარებენ”, – განაცხადა მაიკლ პომპეომ.