არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 41,23-მა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში იმაზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე პირველ ტურზე. ამომრჩეველთა რაოდენობამ 41,23% შეადგინა.

“ერთი პროცედურული ხარვეზი გამოვლინდა. #3 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრაციის მისამართის მიხედვით შეყვანილი ამომრჩეველი არ იმყოფებოდა რეგისტრაციის ადგილას. კომისიის წევრებმა ამომრჩეველს გადასატანი ყუთი მიუტანეს იქ, სადაც ამომრჩეველი ფაქტობრივად იმყოფებოდა, რაც აღმოჩნდა საარჩევნო უბნის საზღვრებს გარეთ. აღნიშნული ფაქტის გამო ყუთი დაილუქა, გაიგზავნა საოლქო საარჩევნო კომისიაში და შემდეგ ის მიიღებს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა ცესკოს პრეს სპიკერმა. ანა მიქელაძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში, მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ორი საჩივარი დაფიქსირდა.


მსგავსი თემები