ქარმა მაღალი ძაბვის ხაზები მოგლიჯა

  •  

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დიღმის მასივში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ძირს ჩამოცვივდა, ქარმა სადენები მოგლიჯა, რომელიც პარკში საკმაოდ დაბლაა ჩამოწეული.

უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოღობილი, რომ მოსახლეობამ სიფრთხილე გამოიჩინოს და არ მიეკაროს.

ადგილობრივები შეშინებულები არიან, რადგანაც პარკი მუდმივად ბავშვებითაა სავსე.

ფოტო: “მედიაცენტრი მთავარი”



მსგავსი თემები