სისხლის კვალი დიღმის მასივში ამ დრომდე ჩანს. სისხლიანი გარჩევა მესამე კვარტალში წუხელ მოხდა, მაშინ როცა ქარიშხალი და ძლიერი წვიმა იყო.
![](https://mcm.ge/wp-content/uploads/62129199_444474506113998_1084348688119103488_n.jpg)
როგორც ამბობენ, მოზარდები ფარდულში ლუდს და არაყს სვამდნენ, რა დროსაც მაღაზიასთან მისულ ადამიანთან შელაპარაკება მოუვიდათ. ერთი მძიმედ არის მუცლის არეში დაჭრილი და ის წუხელვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარჩევაში დაახლოებით 6-მდე ახალგაზრდა მონაწილებდა. სისხლიანი ნაფეხურები, ძლიერი წვიმის მიუხედავად, ამ დრომდე ამჩნევია.
ნაფეხურების ნაწილი ფოთლითაა დაფარული, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
ფოტოები ეკუთვნის “მედიაცენტრ მთავარს”