თბილისის ზღვის ფსკერიდან 17 წლის ტურისტი ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ტურისტი, 17 წლის მამაკაცი ამოიყვანეს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მაშველმა კოშკურიდან ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნია, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და იხრჩობოდა. მან დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყონებლივ დასახმარებლად გაცურა.

„წყალზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვის ფსკერზე იპოვნეს. ნაპირზე ამოყვანის შემდეგ, მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მაშველებმა გაუწიეს, რის შემდეგაც მამაკაცი გონს მოვიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გადარჩენილი ტურისტი სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.




მსგავსი თემები