290 დაღუპული და 500-ზე მეტი დაშავებული – შრი-ლანკაში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ინდოეთში, შრი-ლანკაზე ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი რვა აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 500-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მთავრობას კომენდანტის საათი აქვს გამოცხადებული. შრი-ლანკის სამ ეკლესიაში და ოთხ სასტუმროში მომხდარ აფეთქებაზე, ამ დრომდე, პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო ორგანიზაციას ან დაჯგუფებას არ აუღია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შრი-ლანკის ხელისუფლებას თავდასხმებთან დაკავშირებით უკვე აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ნაკლებად ცნობილ ისლამისტურ ჯგუფს უკავშირდება. ადგილობრივი მედიის “ასოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, ტერაქტში სულ მცირე 7 თვითმკვლელი მონაწილეობდა. ამჟამად შრი-ლანკის კრიმინალურ სამსახურს ტერაქტების საქმეზე 24 ეჭვმიტანილი პირი ჰყავს დაკავებული. როგორც…

მეტი...

გარემოს დამცველის შეფასებით, იქ, სადაც ჰესი შენდება, მოსახლეობა უწყლოდ რჩება

“ყველგან, სადაც ჰიდროელექტროსადგური, აშენდა, მოსახლეობას წყალი არ აქვს, დაშრა და თავიდან შეაქვთ ნებართვა, რომ ჰესის სიმძლავრე შეამცირონ“ – აცხადებს გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე „მედიაცენტრ მთავარში.“ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჰიდროელექტრო სადგურის გენერაციაზე. “გარემოსთან ზერელე დამოკიდებულებამ მოგვიყვანა აქამდე. მთელს მსოფლიოში ახალი ენერგიის მოძიების წყაროებზე მუშაობენ, ეძებენ ენერგიის წყაროდ როგორც გამოიყენონ მზე, ქარი, მიწა, ჩვენთან ამ მიმართულებებზე მოთხოვნა არ არის, რადგან, გაცილებით ძვირი ჯდება და დიდი ინვესტიცია სჭირდება. ქვეყანაში მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოლიტიკას ვერ ვხედვთ. ამის დასტურია იცის, რომ დღემდე ვერ მივიღეთ…

მეტი...

„საქართველოში წყალი დიდი პროგრესით იკლებს და კიდევ შემცირდება“ – გარემოს დამცველი

„ენერგეტიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს, თუმცა, განვითარდეს ისე, რომ გარემო ნაკლებათ დააზიანოს. ყველა რისკი უნდა შეფასდეს. რაც პანკისში, ჰესის მშენებლობის გამო მოსახლეობის მხრიდან მოხდა, პირველი არ არის“ – აცხადებს გარემოს დამცველი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე „მედიაცენტრ მთავარში“ და იმ ძირითად პრობლემებსა და დარღვევებზე საუბრობს, რაც ჰესების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. როგორც გარემოსდამცველი ამბობს, მოსახლეობა, ჰესების მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით აპროტესტებს. შესაბამისად, უნდა დაისვას კითხვა, რა არის პრობლემა და რატომ ხდება მასიური პროტესტი. „დადგა დრო, რომ დავსვათ საკითხი, რატომ არის ხალხი ასე განწყობილი ენერგეტიკის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროტესტი ხდება არა…

მეტი...

6 აუცილებელი პირობა, რომელიც, პანკისში, ჰესის მშენებლობითვის შესწავლილი არ არის

„5 მგვტგ სიმძლავრის ჰესი ნამდვილად არ ღირდა იმად, რაც პანკისის ხეობაში მოხდა. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, მხოლოდ სამიანობის დამწყების ინტერესებია დაცული. ბიზნესი წინ არის წამოწეული. პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოსავალი მხოლოდ ერთია – მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ მას ზიანი არ მიადგება“ – აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „საქართვეოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც გარემოს დამცველი აცხადებს, პანკისში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, თითქმის არცერთი აუცილებელი პუნქტი შესაწავლილი არ არის. “რომელი ერთი ჩამოგთვალოთ, ყველაფერი შესასწავლი და პროექტი თავიდან დასაწრია”, ამბობს გარემოსდამცველი. „პირველი პრობლება – შეუსწავლელია…

მეტი...

„მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები“ – ცხადებენ შსს-ში

პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკაშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. საუბარია, პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებაზე. „ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც, დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები. ჯამში, სამედიცინო დახმარება გაუწიეს 55 ადამიანს, მათ შორის 38…

მეტი...

უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

პეტრო პოროშენკომ ახალ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელინსკის გამარჯვება მიულოცა. „ ვტოვებ პრეზიდენტის ოფისს, თუმცა პოლიტიკიდან არ მივდივარ. ვრჩები პოლიტიკაში და უკრაინისათვის ვიბრძოლებ”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა კი 25.3%. პოროშენკომ დამარცხება აღიარა და პრეზიდენტობა დათმო. ზელენსკიმ პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა.

მეტი...

“როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ” – შს მინისტრი პანკისში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა. გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს. „მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ. თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლოების ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა“, – განაცხადა მინისტრმა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე…

მეტი...

ვნების შვიდეული 23 აპრილიდან დაიწყება – შვიდეულის განრიგი

23 აპრილს ვნების შვიდეული დაიწყება. როგორც სამების საკათედრო ტაძარში დღეს გამოაცხადეს, მომავალი კვირიდან, მაცხოვრის უკვდავსაყოფად, ლიტურგიული მსახურებები შესრულდება. ვნების შვიდეულის განრიგი კი შემდეგია: 22 აპრილს, 08:00 საათზე – პირველ შეწირული ლიტურგია. საღამოს, 17:00 საათზე, წმინდა სერობის და ცისკრის ლოცვა; 23 აპრილს, 08:00 საათზე – პირველშეწირული ლიტურგია, 18:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება; 24 აპრილს, 08:00 საათზე – პირველშეწირული ლიტურგია, 17:00 საათზე, სერობა და ცისკრის ლოცვა; 25 აპრილს, 10:00 საათზე – ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია; საიდუმლო სერობის გახსენება და ფეხთბანვა. მსახურებას შეასრულებს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და…

მეტი...

გინება მოდური არ უნდა გავხადოთ, თაობა მოგვთხოვს ამაზე პასუხს“ – შოთა ხაბარელი

„ბილწსიტყვაობა მოდური არ უნდა გავხადოთ, დრო მაინც ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. თუმცა, ხვალ უკვე თაობა მოგვთხოვს პასუხს, რატომ არ ამოვიღეთ ხმა“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი „მედიაცენტრ მთავართან“ და ყველას, ვინც ბილწსიტყავობითა და ქუჩური ტერმინოლოგიით მედიიდან „გვმოძღვრავს“, მოუწოდებს სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. „ყველას, ვინც პირდაპირ ტელეეთერებიდან და მედიასაშუალებებიდან, მათ შორის, სოციალური ქსელებიდან გინების ენით, შეურაცხყოფითა და გადასაგდები ტერმინოლოგიით გვესაუბრება, მინდა ვკითხო – თქვენ ნამდვილად მოგწონთ თქვენი ტერმინილოგია? ფიქრობთ და ცდილობთ, რომ ეს უნდა იყოს დღევანდელი სალაპარაკო ენა? ეს უნდა იყოს ადამიანებს შორის…

მეტი...

პანკისში ვითარება უკიდურესად გართულდა – მოსახლეობა ქვებით, პოლიცია გაზით

თელავში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პანკისელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, პანკისის ხეობაში ვითარება გართულდა. ხელკეტებით შეიარაღებული ადგილობრივები სამართალდამცველების მხრიდან დამატებითი ძალების გადასროლას აპროტესტებენ, მათ გაყვანას ითხოვენ და ხელკეტებითა და ქვებით უპირისპირდებიან. ამ წუთებში, პანკისის ხეობაში დამატებითი შეიარაღებულ ძალებს კიდევ ამატებენ. პოლიციის ერთ-ერთ მანქანას ცეცხლიც კი წაეკიდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ე.წ. რეზინის ტყვიებიც გამოყენეს. სპეცტექნიკა ადგილზე შეკრებლი მოსახლეობის დაშლას ცდილობს. რაც შეეხება თელავში დაწყებულ მოლაპარაკებას, მასში მონაწილეობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ღებულობს. დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები როგორც ადგილობრვები, ისე პოლიციელები. ადგილობრივი უხუცესები მოსახლეობას უკან დახევისკენ მოუწოდებენ, რომ სპეცრაზმელებს არ მიუახლოვდნენ…

მეტი...

„ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება “ – შს მინისტის მოადგილე პანკისში

პანკისის ხეობაში ვითარება იმდენად დაიძაბა, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა. როგორც მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ აღნიშნა, სამუშაოები შეჩერდა, თუმცა, ადგილობრივებთან საუბარი გაგრძელდება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოსახლეობამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ უნდა ჩაიდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს. „მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა. ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციენს შეეხება, დაისჯება უმკაცრესად. გამოყავით წარმომადგენლები, ჩავიყვანთ შთელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თეაზე. შეინარჩნეთ მშვიდობა, პოლიციამ უნდა აღასრულოს კანონი და ამავე დროს, დაიცვას…

მეტი...

პანკისში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

პანკისის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. ადგილზე, სადაც მშენებლობა დღეს დაიწყო, მთელი სოფელი გამოვოდა. ადგლობრივები აცხადებენ რომ ჰესი არ აშენდება. მათი განცხადებით, მათ არ სჭირდებათ არანაირი ჰესი, რადგანაც, ეს ადგილოებრივებისთვის დამღუპველი იქნება. ადგილზე, სადაც ჰესის მშენებლობა უკვე დაიწყო, მობილიზებულია სამართალდამცველები. მოსახლეობის დაპირიპირებაც კი მოხდა. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფოც იმყოფება.ამ წუთებში, ხეობაში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. შეგახსენებთ, რომ დღეს, პანკისის ხეობაში, კომპანიებმა „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს. როგორც კომპანიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ჰესის მშენებლობა…

მეტი...

მდინარე ალაზანზე ჰესის მშენებლობა იწყება

დღეს, პანკისის ხეობაში, კომპანიები: „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. როგორც კომპანიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და ის წელიწადში 27,5 მილიონ კლვტ/სთ-ს გამოიმუშავებს. „აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს…

მეტი...

უკრაინელი ქალი და 10 უცხო ბავშვი – შსს-მ ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება დაიწყო

ვინ არის ახალგაზრდა ქალი რომელიც 10 ბავშვით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დრომდე გაურკვეველია. ქალი ამტკიცებს, რომ ბავშვების დედაა, ბავშვები ამბობენ, რომ ქალი მათი დედა არ არის. საქმეზე ძიება სს კანონმდებლობით დაიწყო. ფაქტი კი ერთია, ქალი რომელიც თავს ბავშვების დედად ასაღებს, ერთ წელში რამდენიმე შვილს ვერ გააჩენდა. გამოძიებას ეჭვების სწორედ იმიტომ გაუჩნდა, რომ 4 შვილი ერთიდაიგივე წელს არის დაბადებული, თუმცა, ისინი ტყუპები არ არიან. ამბავი იმით დაიწყო, რომ ქალი 10 შვილთა ერთად, ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა. მიზეზი – მძიმე ინტოქსიკაცია. ზუგდიდიდან კი ისინი ქუთაისში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8…

მეტი...

გაგრის გათავისუფლება და საზღვარი ფსოუზე – ისტორიული გაკვეთილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით და საზოგადოებრივ კავშირ „გაგრას“ მხარდაჭერით, 100 წლის წინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთის ავტონომიის შემადგენლობაში გაგრის დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეამ უმასპინძლა. აფხაზეთში, საუკუნის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, გაგრის დასაბრუნებლად წარმოებული სამხედრო და პოლიტიკურ-დიპლომატიურ პერიპეტიებთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ისაუბრა. მან სოხუმის ოკრუგისა და ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობიდან გაგრის გამოყოფის (1904 წლის 25 დეკემბერი), ხოლო 1917 წლის 7 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის (მთავრობის) დადგენილებით გაგრის კვლავ დაბრუნების ისტორია გაახსენა. როგორც ჯემალ გამხაიამ აღნიშნა, რუსეთის მთავრობა (წითლებიც და თეთრებიც)…

მეტი...

სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 2 დასაქმებულს სიცოცხე შეეწირა, სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეუფარდეს. შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორ ოთარ ცნობილაძის ადვოკატი 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. ბრალდებულის ადოკატის განცხადებით, ოთარ ცნობილაძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ უდანაშაულოა, რადგანაც, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე თავად დასამებულებს უნდა ეზრუნათ. შეგახსენებთ, რომ ტრაგედია თბილისში 31 მარტს მოხდა. სამშენებლო სამუშაოებისას ჩამოწოლილმა მიწამ 2 დასაქმებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

არც შობა და არც ბზობა ბრწყინვალე დღესასწაული არ არის

დეკანოზ გიორგი კიკვიძეს განცხადებით, სიტვა „ბრწყინვალე,“ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულს შეიძლება ვუწოდოთ. როგორც მამაომ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ადამიანები ხშირად სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებს, მათ შორის შობას და ბზობას „ბრწყინვალეს“ უწოდებენ, რაც არასწორია. „სიტყვა ბრწყინვალე მისადაგება მხოლოდ აღდგომის დღესასწაულს. ჩვენ ხშირად ვამბობთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული, რაც სწორი არ გახლავთ. მხოლოდ აღდგომას ეკუთვნის სიტყვა ბრწყინვალე,“-განაცხადა მამაომ „მედიაცენტრ მთავართან“. მამაო მრევლს მოუწოდებს, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით აუცილებელი არ არის ტაძარში ბზის დიდი ბუჩქებით მივიდნენ და ამ დღესასწაულისთვის ბზის პატარა ტოტიც საკმარისია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს  -ბზობას, კვირას, 21 აპრილს აღნიშნავს.

მეტი...

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ემშვიდობაბა და ბრძენ პატრიარქთან ბრუნდება

„ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა…“ – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია საპატრიარქოს უბრუნდება. როგორც ჟვანია აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1-ელი მაისიდან დატოვებს და საპატრიარქოში დაბრუნდება. „მედიაცენტრი მთავარი“ ლაშა ჟვანიას პოზიციას უცვლელად მის მიერ გავრცელებულ ფოტოს გთავაზობთ. „ამ ფოტოზე ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ორი ძვირფასი ადამიანია აღბეჭდილი. შუაში, – ჯვარი გოლგოთაგამოვლილი, ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და საქართველოსთვის წამებული და გაბრწყინებული ჩვენი ერის შვილები. ფოტო საპრეზიდენტო არჩევნების წინა ღამეს არის გადაღებული. არ ვიცოდი, თუ მეორე დღეს პრეზიდენტი მის უწმიდესობას სთხოვდა, რომ მე მეხელმძღვანელა მისი…

მეტი...

„თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ“ – თამარ ხულორდავა

„ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, რაც ასეთი დიდი შრომის ფასი დაგვიჯდა“ – ასე აფასებს ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საფრანგეთში, კარვებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქმედებებს, რომლებიც მონპელიეში თავშესაფარს ითხოვენ. როგორც დეპუტატი აცხადებს, ის, რაც საფრანგეთში ხდება, საქართველოს ძალიან აზარალებს. „ის, რაც ახლა მონპელიეში ხდება არის ძალიან დამაზიანებელი მოვლენა. ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა უნდათ საქართველო არ იყოს აღიარებული “უსაფრთხო ქვეყნად”. ეს იცით რას ნიშნავს? თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ,…

მეტი...

ექსკურსია მთავრობაში – მოსაწავლეებისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი იღება

წარჩინებული მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ, დანარჩენები კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერებენ. აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია დღეს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. სიახლე დღეიდან ამოქმედდა. მთავრობის დღევანდელ სხდომას კომაროვის სკოლის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული 5 მოსწავლე ესწრება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 10 ათასი ლარით იზრდება

თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თბილისი მოქალაქეებისთის, ღვიძლის ტრანსპლანტაცისთვის გამოყფილ თანხას კიდევ 10 000 ლარი ემატება. კერძოდ, თუ ადრე მერიის მხრიდან დაფინანსებული მაქსიმალური თანხა 60 000 ლარი იყო, ცვლილებებით, 70 000 ლარი იქნება. როგორც თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღებას ყოველთვიურად უფრო მეტი მოსარგებლე შეძლებს. ,,საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. წელს დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზრდება და…

მეტი...

“გალი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება” –  აფხაზეთის უმაღლესი საბჭო 

სოხუმიდან ოკუპირებული გალის რაიონში ნაგავსაყრელის გადატანასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მწვავე განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო  ორგანიზაციებს მიმართავს. როგორც უმაღლესი საბჭოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სხვა ყველაფერთან ერთად,  ეკოლოგიური კატასტროფაც სახეზეა.   “გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 აპრილს სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქში არსებული ნაგავსაყრელის უტილიზაციის ღონისძიებების ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში განხორციელების შესახებ. ოკუპირებულ გალის რაიონში მუდმივად მიმდინარეობს ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა, რასთან დაკავშირებითაც გამოვხატავთ მწვავე პროტესტს და მიმართავთ საერთაშორისო პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს რეაგირებისათვის, დეფაქტო ხელისუფლების მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად. იმ არნახულ დისკრიმინაციასთან ერთად, რომელსაც გალის ქართველი მოსახლეობა  განიცდის კარგა ხანია, სოხუმიდან გალში ნაგავსაყრელის გადატანით,…

მეტი...

ავლაბრის რეზიდენციის ფუნქცია განსაზღვრულია – მის დათვალიერებას ყველა შეძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის რეზიდენციას ათონელის ქუჩაზე და ავლაბრის სასახლის საკითხს ეხმაურება.  როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ავლაბრის სასახლეს რამდენიმე ფუნქცია დაეკისრება, მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა და სამუზეუმო სივრცის მოწყობა. “ავლაბრის რეზიდენცია პრეზიდენტის სასახლე არ არის. ამ შენობას რამდენიმე ფუნქცია ექნება. მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის ფუნქცია. მაგრამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, ამ შენობას ექნება საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის ფუნქციაც, სადაც მისვლა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს, სადაც ისინი ჩვენი ქვეყნის იმ ეროვნული საგანძურის ნახავენ, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ამაყობს,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. რაც შეეხება ორი შენობის შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა…

მეტი...

“მას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც დღეს ქვეყანაშია” – პრემიერი ახალ მინისტრზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, ნათია თურნავა არის მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით.მას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც დღეს ქვეყანაშია. “ნათიასთან მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისევე საჯარო სექტორში. ნათია არის მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით. ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. ის…

მეტი...

ტყვია ნიადაგში, საკვებსა და დედის რძეში – რა კავშირი აქვს ორგანიზამში ტყვიის მომატებას დარიშხანთან?!

„გასულ წელს, როცა სტამბულში ვიყავი იქ მომუშავე ქართველებმა მითხრეს, რომ სტამბულის სავადმყოფო სავსეა ქართველი ბავშვებით, რომლის სისხლშიც მომატებული ტყვიის შემცველობაა დაფიქსირებული“ – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის წერილი „მედიაცენტრ მთავარს“: საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე  ბავშვების ორგანიზმში ტყვიის კოცენტრაციის მატებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ მიმართავს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც, შესაძლოა,  ამ პროცესების გამომწვევი და მაპროვოცირებელი იყოს. „გაირკვა, რომ დასავლეთის მხარეში, სახელდობრ ზღვის პირას მაცხოვრებელ ბავშვებში ტყვიის შემცველობა სხვა რეგიონებში მაცხოვრებელ ბავშვებთან შედარებით, უფრო მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ? ამ კითხვაზე შევეცდები გავცე პასუხი: პირველი – ტყვია დაკავშირებულია დარიშხანის…

მეტი...

სააღდგომოდ კვერცხზე კონტროლი მკაცრდება 

“სურსათის ეროვნული სააგენტო”, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს,  კვერცხის უვნებლობა და ვარგისიანობა მკაცრად გაკონტროლდება. “სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. სარეალიზაციო ქსელში ასევ მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები,”- განაცხადეს “სურსათის ეროვნულ სააგენტოში”. ინფორმციისთვის, მიმდინარე პერიოდში, სახელმწიფო კონტროლი 70- ზე მეტ ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება არსებულ კანონმდებლობას, 2013 წლის მაისში…

მეტი...

მედიაში ბილწსიტყვაობა, შესაძლოა, კანონმდებლობით აიკრძალოს

საქართველოს საპატრიარქო, მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირბით სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. როგორც მამა ანდრიამ განაცხადა, ჯგუფში არასამთავრობო სექტორიც შევა და მხოლოდ სასულიერო პირებით არ შემოიფარგლება. „საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფს შექმნა ნამდვილად იგეგმება. საუბარი არ არის მხოლოდ სასულიერო პირებზე. მის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირებიც იქნებიან, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულები.ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზება მოხდეს, კერძოდ, იქ, მსგავს პრობლემას როგორ არეგულირებენ, რომ სატელევიზიო სივრციდან დიდი ოდენობით აგრესია, ძალადობა და უხამსობა არ მოდიოდეს,” – განუცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. არც საკანონმდებლო ორგანოში და არც საპატრიარქოში გამორიცხავენ, რომ…

მეტი...

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, აქციას მხოლოდ 37 თანამშრომელი შეუერთდება

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულების დაანონსებულ საპროტესტო აქციას, კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ეხმაურება. როგროც კომპანიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კომპანიის პროფკავშრების მიერ ორგანიზებულ პროტესტში 37 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც კრების ჩატარების მიზეზით, პროფკავშირის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მოითხოვა. “ მიუხედავად დაანონსებული მასშტაბური აქციისა, კომპანიის პროფკავშირების ხელმძღვანელობამ, ოფიციალური მოწერილობის საფუძველზე, მოითხოვა, თავისი 37 დელეგეტის გაგზავნა თბილისში დილის 10:00 საათზე თითქოს კრების ჩატარების მიზეზით. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იქნებიან დღევანდელ აქციაზე,”- განაცხადეს კომპანიაში. კომპანიის მენეჯმენტმა მადლობა გადაუხა თანამშრომლებს თანადგომისთვის. შეგახსენებთ, რომ დღეს 13:00 საათზე, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობასთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. მათი ძირითადი მოთხოვნები, ხელფასების 50%…

მეტი...

„მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას“ – დავით ბაგრატიონი

„არ ვაპირებ, ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს“ – ამ შინაარსის განცხადებას დავით ბაგრატიონი ავრცელებს და მედიას ურჩევს, მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გადაამოწმოს. დავით ბაგრატიონის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „მინდა, სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას. ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია,…

მეტი...

დღეს, “არასერიოზული კაცის” – გია ფერაძის დაბადების დღეა​

კაცი, რომელიც საკუთარი მეუღლის მკვლელობის ბრალდებისთვის ციმბირის ციხეში გაამწესეს, იუბილარია. „განგაში”, “მოიტაცეს თამარ ქალი” და სხვა ფილმების მთავარი როლის შემსრულებელ გია ფერაძეს დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა. მას 18 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. განსაკუთრებით გამორჩეულია “განგაში”, “მოიტაცეს თამარ ქალი” და “არასერიოზული კაცი”. გია ფერაძემ 1970 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, მათ შორის, კინოსტუდია „ლენფილმში”, ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. 1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ (ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ), კალმის…

მეტი...

აქცია – მედიაცია – საგაფიცვო რეჟიმი – ენერგეტიკოსების შენდგომი გეგმები

ენერგეტიკოსები მედიაცისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმათავენ და ძირითადი მოთხოვნების სამმხრივ ფორმატში განხილვას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრო – „ენერგო-პრო ჯორჯია“ – დასაქმებულები – ამ ფორმატით დისკუსიას “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირები“ დღეს დაანონსებულ აქციაზე მოითხოვენ, თუმცა, მანამდე კი სამომავლო გეგმებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. „ვცდილობთ, დისკუსის გამართვა მედიაციის ფორმატში გავაგრძელოთ. სამწხაროა, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციამ არ გამოხატა სურვილი, აღნშნული საკითხები დისკუსიის ფორმატში მოგვარებულიყო. დღევანდელი კანონმდებლობით, გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკითხში სახელმწიფო ჩავრთოთ. ამ შემთხვევაში, საუბარია ჯნდაცვის სამინისტროზე. სწორედ ის უნდა იყოს მედიატორი, რომ საკუთხი სამმხრივ ფორმატში გადავიდეს. ვინაიდან დამსაქმებელი პრდაპირ დიალოგს თავს არიდებს, ჩვენ ვიყენებთ კანონით…

მეტი...

ბრძოლა შედეგისთვის – ენერგეტკოსები ქუჩაში გამოდიან

ხელფასების 50% -იანი ზრდა 4500 მუშაკისთვის; უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება; ზეწოლის და დაშინების აღკვეთა – ამ ძირითადი მოთხოვნებით, დღეს 13:00 საათზე, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობასთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. ძირითადი მოთხოვნები და შემდგომი გეგმები მათ „მედიაცნტრ მთავარში“ გააჟღერეს და ისიც დაიბარეს, რომ მიზნის მიღწევამდე არ გაჩერდებიან. „ეს არ არის ერთჯერადი აქცია დღეს ვიკრიბებით მისთვის, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩვენი ძალა და შესაძლებლობები დავანახოთ. აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მანამ გაგრძელდება, სანამ შედეგი არ დადგება,“ – განაცხადა “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მეტი...

ბაგრატიონების დაპირისპირება და გადამალული მილიონიანი ქონება – მეფე დედოფალს დაზავებას სთავაზობს

ძვირადღირებული ავტომობილები: „პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“, – ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელიც, ამჯერად სამეფო ოჯახის დაპირისპირების მიზეზი გახდა. დედოფალ ანას მხარემ აღნიშნული ქონება 180 000 ლარად შეაფასა და ყოფილ მეუღეს მისი ნახევარი – 90 000 ლარი მოსთხოვა. დავით ბაგრატიონი ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფას იმ მიზეზით არ აპირებს, რომ მანქანები მას მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში არ შეუძენია. ვინ ტყუის და აქვს თუ არა თაღლითობას ადგილი სამეფო კარზე, ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რომელსაც საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე დაახლოებით 2 კვირა დარჩა. როგორც ირკვევა, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს, საკუთრებაში არა მხოლოდ ჩამოთვლილი ავტომანქანები, არამედ სხვა,…

მეტი...

“სიწმინდე არ შეიძლება შეერიოს ნაგავს” – რა ვუყოთ ძველ, ნაკურთხ ბზას – დეკანოზი „მთავარში“

როგორ ჩავანაცვლოთ ძველი, ნაკურთხი და გამხარი ბზა ახლით ისე, რომ არ შევცოდოთ? ამ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარს“ დეკანოზი გიორგი კიკვიძე ესაუბრა. დეკანოზის თქმით, გასული წლის ნაკურთხი ბზა და სხვა ნარჩენები, რომელსაც შეხება ჰქონდა საეკლესიო მსახურებასთან, ერთად უნდა მოგროვდეს და სუფთა ადგილას დაიწვას. “ნებისმიერი სიწმინდე, არ შეიძლება, საერთო ნაგავს შეერიოს . ბზა იქნება ეს თუ სხვა რაიმე, არის მადლის მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ ამით კრძალვას გამოვხატავთ და მას საერთო ნაგავში, საყოფაცხოვრებო ნაგავში არ ვურევთ და განსაკუთრებულ ადგილას ვანადგურებთ,”-განუცხადა დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარს”. მამა გიორგის თქმით, სანთლის ნამწვავები, კანდელის მონარჩენი ძაფები, ყვავილები და სხვა ყველა…

მეტი...