„თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ“ – თამარ ხულორდავა

„ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, რაც ასეთი დიდი შრომის ფასი დაგვიჯდა“ – ასე აფასებს ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საფრანგეთში, კარვებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქმედებებს, რომლებიც მონპელიეში თავშესაფარს ითხოვენ. როგორც დეპუტატი აცხადებს, ის, რაც საფრანგეთში ხდება, საქართველოს ძალიან აზარალებს. „ის, რაც ახლა მონპელიეში ხდება არის ძალიან დამაზიანებელი მოვლენა. ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა უნდათ საქართველო არ იყოს აღიარებული “უსაფრთხო ქვეყნად”. ეს იცით რას ნიშნავს? თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ,…

მეტი...

ექსკურსია მთავრობაში – მოსაწავლეებისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი იღება

წარჩინებული მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ, დანარჩენები კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერებენ. აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია დღეს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. სიახლე დღეიდან ამოქმედდა. მთავრობის დღევანდელ სხდომას კომაროვის სკოლის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული 5 მოსწავლე ესწრება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 10 ათასი ლარით იზრდება

თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თბილისი მოქალაქეებისთის, ღვიძლის ტრანსპლანტაცისთვის გამოყფილ თანხას კიდევ 10 000 ლარი ემატება. კერძოდ, თუ ადრე მერიის მხრიდან დაფინანსებული მაქსიმალური თანხა 60 000 ლარი იყო, ცვლილებებით, 70 000 ლარი იქნება. როგორც თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღებას ყოველთვიურად უფრო მეტი მოსარგებლე შეძლებს. ,,საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. წელს დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზრდება და…

მეტი...

“გალი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება” –  აფხაზეთის უმაღლესი საბჭო 

სოხუმიდან ოკუპირებული გალის რაიონში ნაგავსაყრელის გადატანასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მწვავე განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო  ორგანიზაციებს მიმართავს. როგორც უმაღლესი საბჭოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სხვა ყველაფერთან ერთად,  ეკოლოგიური კატასტროფაც სახეზეა.   “გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 აპრილს სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქში არსებული ნაგავსაყრელის უტილიზაციის ღონისძიებების ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში განხორციელების შესახებ. ოკუპირებულ გალის რაიონში მუდმივად მიმდინარეობს ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა, რასთან დაკავშირებითაც გამოვხატავთ მწვავე პროტესტს და მიმართავთ საერთაშორისო პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს რეაგირებისათვის, დეფაქტო ხელისუფლების მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად. იმ არნახულ დისკრიმინაციასთან ერთად, რომელსაც გალის ქართველი მოსახლეობა  განიცდის კარგა ხანია, სოხუმიდან გალში ნაგავსაყრელის გადატანით,…

მეტი...

ავლაბრის რეზიდენციის ფუნქცია განსაზღვრულია – მის დათვალიერებას ყველა შეძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის რეზიდენციას ათონელის ქუჩაზე და ავლაბრის სასახლის საკითხს ეხმაურება.  როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ავლაბრის სასახლეს რამდენიმე ფუნქცია დაეკისრება, მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა და სამუზეუმო სივრცის მოწყობა. “ავლაბრის რეზიდენცია პრეზიდენტის სასახლე არ არის. ამ შენობას რამდენიმე ფუნქცია ექნება. მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის ფუნქცია. მაგრამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, ამ შენობას ექნება საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის ფუნქციაც, სადაც მისვლა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს, სადაც ისინი ჩვენი ქვეყნის იმ ეროვნული საგანძურის ნახავენ, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ამაყობს,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. რაც შეეხება ორი შენობის შენახვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა…

მეტი...

“მას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც დღეს ქვეყანაშია” – პრემიერი ახალ მინისტრზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, ნათია თურნავა არის მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით.მას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც დღეს ქვეყანაშია. “ნათიასთან მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისევე საჯარო სექტორში. ნათია არის მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით. ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ნათიას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. ის…

მეტი...

ტყვია ნიადაგში, საკვებსა და დედის რძეში – რა კავშირი აქვს ორგანიზამში ტყვიის მომატებას დარიშხანთან?!

„გასულ წელს, როცა სტამბულში ვიყავი იქ მომუშავე ქართველებმა მითხრეს, რომ სტამბულის სავადმყოფო სავსეა ქართველი ბავშვებით, რომლის სისხლშიც მომატებული ტყვიის შემცველობაა დაფიქსირებული“ – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის წერილი „მედიაცენტრ მთავარს“: საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე  ბავშვების ორგანიზმში ტყვიის კოცენტრაციის მატებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ მიმართავს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც, შესაძლოა,  ამ პროცესების გამომწვევი და მაპროვოცირებელი იყოს. „გაირკვა, რომ დასავლეთის მხარეში, სახელდობრ ზღვის პირას მაცხოვრებელ ბავშვებში ტყვიის შემცველობა სხვა რეგიონებში მაცხოვრებელ ბავშვებთან შედარებით, უფრო მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ? ამ კითხვაზე შევეცდები გავცე პასუხი: პირველი – ტყვია დაკავშირებულია დარიშხანის…

მეტი...

სააღდგომოდ კვერცხზე კონტროლი მკაცრდება 

“სურსათის ეროვნული სააგენტო”, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს,  კვერცხის უვნებლობა და ვარგისიანობა მკაცრად გაკონტროლდება. “სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. სარეალიზაციო ქსელში ასევ მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები,”- განაცხადეს “სურსათის ეროვნულ სააგენტოში”. ინფორმციისთვის, მიმდინარე პერიოდში, სახელმწიფო კონტროლი 70- ზე მეტ ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება არსებულ კანონმდებლობას, 2013 წლის მაისში…

მეტი...

მედიაში ბილწსიტყვაობა, შესაძლოა, კანონმდებლობით აიკრძალოს

საქართველოს საპატრიარქო, მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირბით სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. როგორც მამა ანდრიამ განაცხადა, ჯგუფში არასამთავრობო სექტორიც შევა და მხოლოდ სასულიერო პირებით არ შემოიფარგლება. „საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფს შექმნა ნამდვილად იგეგმება. საუბარი არ არის მხოლოდ სასულიერო პირებზე. მის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირებიც იქნებიან, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულები.ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზება მოხდეს, კერძოდ, იქ, მსგავს პრობლემას როგორ არეგულირებენ, რომ სატელევიზიო სივრციდან დიდი ოდენობით აგრესია, ძალადობა და უხამსობა არ მოდიოდეს,” – განუცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. არც საკანონმდებლო ორგანოში და არც საპატრიარქოში გამორიცხავენ, რომ…

მეტი...

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, აქციას მხოლოდ 37 თანამშრომელი შეუერთდება

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულების დაანონსებულ საპროტესტო აქციას, კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ეხმაურება. როგროც კომპანიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კომპანიის პროფკავშრების მიერ ორგანიზებულ პროტესტში 37 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც კრების ჩატარების მიზეზით, პროფკავშირის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მოითხოვა. “ მიუხედავად დაანონსებული მასშტაბური აქციისა, კომპანიის პროფკავშირების ხელმძღვანელობამ, ოფიციალური მოწერილობის საფუძველზე, მოითხოვა, თავისი 37 დელეგეტის გაგზავნა თბილისში დილის 10:00 საათზე თითქოს კრების ჩატარების მიზეზით. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იქნებიან დღევანდელ აქციაზე,”- განაცხადეს კომპანიაში. კომპანიის მენეჯმენტმა მადლობა გადაუხა თანამშრომლებს თანადგომისთვის. შეგახსენებთ, რომ დღეს 13:00 საათზე, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობასთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. მათი ძირითადი მოთხოვნები, ხელფასების 50%…

მეტი...

„მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას“ – დავით ბაგრატიონი

„არ ვაპირებ, ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს“ – ამ შინაარსის განცხადებას დავით ბაგრატიონი ავრცელებს და მედიას ურჩევს, მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გადაამოწმოს. დავით ბაგრატიონის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „მინდა, სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას. ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია,…

მეტი...

დღეს, “არასერიოზული კაცის” – გია ფერაძის დაბადების დღეა​

კაცი, რომელიც საკუთარი მეუღლის მკვლელობის ბრალდებისთვის ციმბირის ციხეში გაამწესეს, იუბილარია. „განგაში”, “მოიტაცეს თამარ ქალი” და სხვა ფილმების მთავარი როლის შემსრულებელ გია ფერაძეს დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა. მას 18 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. განსაკუთრებით გამორჩეულია “განგაში”, “მოიტაცეს თამარ ქალი” და “არასერიოზული კაცი”. გია ფერაძემ 1970 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, მათ შორის, კინოსტუდია „ლენფილმში”, ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. 1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ (ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ), კალმის…

მეტი...

აქცია – მედიაცია – საგაფიცვო რეჟიმი – ენერგეტიკოსების შენდგომი გეგმები

ენერგეტიკოსები მედიაცისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმათავენ და ძირითადი მოთხოვნების სამმხრივ ფორმატში განხილვას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრო – „ენერგო-პრო ჯორჯია“ – დასაქმებულები – ამ ფორმატით დისკუსიას “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირები“ დღეს დაანონსებულ აქციაზე მოითხოვენ, თუმცა, მანამდე კი სამომავლო გეგმებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. „ვცდილობთ, დისკუსის გამართვა მედიაციის ფორმატში გავაგრძელოთ. სამწხაროა, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციამ არ გამოხატა სურვილი, აღნშნული საკითხები დისკუსიის ფორმატში მოგვარებულიყო. დღევანდელი კანონმდებლობით, გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკითხში სახელმწიფო ჩავრთოთ. ამ შემთხვევაში, საუბარია ჯნდაცვის სამინისტროზე. სწორედ ის უნდა იყოს მედიატორი, რომ საკუთხი სამმხრივ ფორმატში გადავიდეს. ვინაიდან დამსაქმებელი პრდაპირ დიალოგს თავს არიდებს, ჩვენ ვიყენებთ კანონით…

მეტი...

ბრძოლა შედეგისთვის – ენერგეტკოსები ქუჩაში გამოდიან

ხელფასების 50% -იანი ზრდა 4500 მუშაკისთვის; უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება; ზეწოლის და დაშინების აღკვეთა – ამ ძირითადი მოთხოვნებით, დღეს 13:00 საათზე, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობასთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. ძირითადი მოთხოვნები და შემდგომი გეგმები მათ „მედიაცნტრ მთავარში“ გააჟღერეს და ისიც დაიბარეს, რომ მიზნის მიღწევამდე არ გაჩერდებიან. „ეს არ არის ერთჯერადი აქცია დღეს ვიკრიბებით მისთვის, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩვენი ძალა და შესაძლებლობები დავანახოთ. აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მანამ გაგრძელდება, სანამ შედეგი არ დადგება,“ – განაცხადა “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მეტი...

ბაგრატიონების დაპირისპირება და გადამალული მილიონიანი ქონება – მეფე დედოფალს დაზავებას სთავაზობს

ძვირადღირებული ავტომობილები: „პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“, – ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელიც, ამჯერად სამეფო ოჯახის დაპირისპირების მიზეზი გახდა. დედოფალ ანას მხარემ აღნიშნული ქონება 180 000 ლარად შეაფასა და ყოფილ მეუღეს მისი ნახევარი – 90 000 ლარი მოსთხოვა. დავით ბაგრატიონი ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფას იმ მიზეზით არ აპირებს, რომ მანქანები მას მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში არ შეუძენია. ვინ ტყუის და აქვს თუ არა თაღლითობას ადგილი სამეფო კარზე, ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რომელსაც საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე დაახლოებით 2 კვირა დარჩა. როგორც ირკვევა, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს, საკუთრებაში არა მხოლოდ ჩამოთვლილი ავტომანქანები, არამედ სხვა,…

მეტი...

“სიწმინდე არ შეიძლება შეერიოს ნაგავს” – რა ვუყოთ ძველ, ნაკურთხ ბზას – დეკანოზი „მთავარში“

როგორ ჩავანაცვლოთ ძველი, ნაკურთხი და გამხარი ბზა ახლით ისე, რომ არ შევცოდოთ? ამ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარს“ დეკანოზი გიორგი კიკვიძე ესაუბრა. დეკანოზის თქმით, გასული წლის ნაკურთხი ბზა და სხვა ნარჩენები, რომელსაც შეხება ჰქონდა საეკლესიო მსახურებასთან, ერთად უნდა მოგროვდეს და სუფთა ადგილას დაიწვას. “ნებისმიერი სიწმინდე, არ შეიძლება, საერთო ნაგავს შეერიოს . ბზა იქნება ეს თუ სხვა რაიმე, არის მადლის მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ ამით კრძალვას გამოვხატავთ და მას საერთო ნაგავში, საყოფაცხოვრებო ნაგავში არ ვურევთ და განსაკუთრებულ ადგილას ვანადგურებთ,”-განუცხადა დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარს”. მამა გიორგის თქმით, სანთლის ნამწვავები, კანდელის მონარჩენი ძაფები, ყვავილები და სხვა ყველა…

მეტი...