ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელებისთვის სოხუმი სიკვდილით დასჯას აკანონებს

ა​ფხაზეთის ე.წ პარლამენტმა მეორე, საბოლოო მოსმენით მიითო კანონი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებით ვაჭრობისა და გადაზიდვისთვის სამუდამო პატიმრობას და სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი 2020 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება, – ამის შესახებ “აფსნიპრესი” იტყობინება. ე.წ პარლამენტის წევრმა ვალერი აგრბას მოსაზრებით ეს აუცილებელი ზომაა. ახალი კანონით გასამართლებული პირების შეწყალება შეუძლებელია. სიკვდილით დასჯის გარდა, ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელებაში ბრალდებულ პირს დააჯარიმებენ, დაპატიმრებენ და აეკრძალება გარკვეულ თანამდებობაზე მუშაობა.    აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონი ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო. აგრბას ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვა შესაბამის უწყებებში რამდენჯერმე გაიმართა.   “აფსნიპრესის” ინფორმაციით, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი აფხაზეთში 1993 წლიდან მოქმედებს, მაგრამ კანონის…

მეტი...

გიორგი გოგლიჩიძე: „ზესტაფონი იყო, არის და დარჩება ურთიერთობის ქალაქად“

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლლიჩიძე წარადგინა. ზესტაფონის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლის წინაშე გამოსვლისას მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის და თანადგომა სთხოვა თანაქალაქელებს. „მჯერა თითოეული თქვენგანის, ისევე დამიდგებით გვერდში, როგორც აქამდე,  ყველა იმ უსამართლობაში, რაც არ მოგვწონდა. ჩვენ ამისთვის ვართ ღია და მომართული, იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ. “ – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ. ზეტაფონის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აღნიშნა წინსვლა რეგიონის წყლით მომარაგებისა და გაზიფიცირების საქმეში. „წყლისა და გაზიფიცირების პრობლემა მოვხსენით ტაბაკინში, კლდეთში, სადგურ სვირში. ძალიან მალე თქვენ თვითონ ნახავთ,…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე: „ადამიანი დღეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება ჩვენს სახელმწიფოში“

„ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა იყო და არის ადამიანის უფლებები, თავისუფლების და ღირსების დაბრუნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის,“ – ასე დაიწყო თავისი მიმართვა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე. მან შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაწეული საქმიანობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. „ჭიათურის მომავალი ნამდვილად ყველა თაობის საზრუნავია. 2012 წლიდან, პირველი, რაც თქვენი მხარდაჭერით და ძალისხმევით გაკეთდა, ის იყო, რომ ადამიანი გახდა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენს სახელმწიფოში. ადამიანი დღეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება ჩვენს სახელმწიფოში,“ – განაცხადა მან. მანვე ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სისტემის კურსზეც. მისი…

მეტი...

დავით სერგეენკო: „გივი მოდებაძეს აქვს სურვილი და მზაობა, რომ სხვისი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანოს“

„იმისათვის, რომ ის დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს,  აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც,  გარდა იმისა, რომ აქვს  მეურნის ხედვა, აუცილებელია, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება,“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე. მისი თქმით, ჭიათურას დიდი ისტორიული ღირებულება და პოტენციალი აქვს. იმისთვის, რომ ეს პოტენციალი გამოვიყენოთ, ქალაქს სათავეში სჭირდება ადამიანი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ყურად იღოს თითოეული თქვენგანის საჭიროებები და პრობლემები. „ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ვიცი, მას აქვს ამის რეალური განცდა,  ხედვა…

მეტი...

გივი მოდებაძე: „ერთად ჭიათურის აღმშენებლობისთვის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“

 პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდადატად გივი მოდებაძე წარადგინა. მერობის კანდიდატმა ჭიათურელი ამომრჩევლის წინაშე წარდგინებისას ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.  „ჭიათურაში დაწყებულია და დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება . დასრულდება  24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, დასრულდება ბაგირგზების მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ჩვენს ქალაქში, დაიგება სხვადასხვა მიმართულებით 50 კმ-მდე ასფალტისა და ბეტონის გზა, მიმდინარე წელს დასრულდება რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია და თანამედროვე სავარჯიშო სისტემების მონტაჟი, სხვადასხვა მიმართულებით მოეწყობა ახალი გარე განათების სისტემები, დასრულდება გარე ფასადური სამუშაოები,” – განაცხადა გივი მოდებაძემ.

მეტი...

დიღმის მასივში აფეთქების შედეგად საავადმყოფოში სულ 7 ადამიანია გადაყვანილი

დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში აფეთქებისას დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის 7 თვის ბავშვი. შსს ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქება საცხოვრებული კორპუსის მესამე სართულზე ბინაში მოხდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურში ჯერ ვერ ადასტურებენ. ადგილზე  იმყოფებიან  საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმცია ჯერ არ ვრცელდება.  ამასთან, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება დარწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და ყველა საგამოძიებო მოქმედება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – იკითხება ყველა პირი, მათ შორის „ყაზტრანსაგაზის“ თანამშრომლები. „დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს აფეთქების მიზეზებს. სრულად…

მეტი...

აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს

Times of Israel – ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაი ერდოღანი, განიხილავს აია-სოფიას სახითხს. „მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ “აია-სოფიას”. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ. გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“, – ასეთია ერდოღანის ოფიციალური განცხადება. თურქეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხოდ მიიღო, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა. პოლიტოლოგი რამაზ…

მეტი...

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ამიერკავკასიაში ეკომიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის, როგორც დედაქალაქის მერი, მოხარულია, რომ თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. „ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ aigroup-თან ერთად, რათა ეს პროექტი განხორციელებულიყო. თბილისი არის ევროპული ქალაქი, რომელიც ყოველთვის იწვევს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების ინტერესს. დღეს უბედნიერესი ვარ, რომ ეს პროექტი ხორციელდება. მთელი მსოფლიო მწვანე ენერგიის მიმართულებით ვითარდება და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო aigroup-ის დამფუძნებლებს მხარდაჭერისთვის,“ –…

მეტი...