ექსკურსია მთავრობაში – მოსაწავლეებისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი იღება

წარჩინებული მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ, დანარჩენები კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერებენ.

აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია დღეს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. სიახლე დღეიდან ამოქმედდა. მთავრობის დღევანდელ სხდომას კომაროვის სკოლის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული 5 მოსწავლე ესწრება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები