უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

  •  

  პეტრო პოროშენკომ ახალ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელინსკის გამარჯვება მიულოცა. „ ვტოვებ პრეზიდენტის ოფისს, თუმცა პოლიტიკიდან არ მივდივარ. ვრჩები პოლიტიკაში და უკრაინისათვის ვიბრძოლებ”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა კი 25.3%. პოროშენკომ დამარცხება აღიარა და პრეზიდენტობა დათმო. ზელენსკიმ პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა.

მეტი...

“როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ” – შს მინისტრი პანკისში ჩავიდა

  •  

  შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა. გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს. „მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ. თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლოების ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა“, – განაცხადა მინისტრმა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას…

მეტი...

ვნების შვიდეული 23 აპრილიდან დაიწყება – შვიდეულის განრიგი

  •  

  23 აპრილს ვნების შვიდეული დაიწყება. როგორც სამების საკათედრო ტაძარში დღეს გამოაცხადეს, მომავალი კვირიდან, მაცხოვრის უკვდავსაყოფად, ლიტურგიული მსახურებები შესრულდება. ვნების შვიდეულის განრიგი კი შემდეგია: 22 აპრილს, 08:00 საათზე – პირველ შეწირული ლიტურგია. საღამოს, 17:00 საათზე, წმინდა სერობის და ცისკრის ლოცვა; 23 აპრილს, 08:00 საათზე – პირველშეწირული ლიტურგია, 18:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება; 24 აპრილს, 08:00 საათზე – პირველშეწირული ლიტურგია, 17:00 საათზე, სერობა და ცისკრის ლოცვა; 25 აპრილს, 10:00 საათზე – ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია; საიდუმლო სერობის გახსენება და ფეხთბანვა. მსახურებას შეასრულებს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა…

მეტი...

გინება მოდური არ უნდა გავხადოთ, თაობა მოგვთხოვს ამაზე პასუხს“ – შოთა ხაბარელი

  •  

  „ბილწსიტყვაობა მოდური არ უნდა გავხადოთ, დრო მაინც ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. თუმცა, ხვალ უკვე თაობა მოგვთხოვს პასუხს, რატომ არ ამოვიღეთ ხმა“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი „მედიაცენტრ მთავართან“ და ყველას, ვინც ბილწსიტყავობითა და ქუჩური ტერმინოლოგიით მედიიდან „გვმოძღვრავს“, მოუწოდებს სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. „ყველას, ვინც პირდაპირ ტელეეთერებიდან და მედიასაშუალებებიდან, მათ შორის, სოციალური ქსელებიდან გინების ენით, შეურაცხყოფითა და გადასაგდები ტერმინოლოგიით გვესაუბრება, მინდა ვკითხო – თქვენ ნამდვილად მოგწონთ თქვენი ტერმინილოგია? ფიქრობთ და ცდილობთ, რომ ეს უნდა იყოს დღევანდელი სალაპარაკო ენა? ეს უნდა იყოს ადამიანებს…

მეტი...

პანკისში ვითარება უკიდურესად გართულდა – მოსახლეობა ქვებით, პოლიცია გაზით

  •  

  თელავში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პანკისელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, პანკისის ხეობაში ვითარება გართულდა. ხელკეტებით შეიარაღებული ადგილობრივები სამართალდამცველების მხრიდან დამატებითი ძალების გადასროლას აპროტესტებენ, მათ გაყვანას ითხოვენ და ხელკეტებითა და ქვებით უპირისპირდებიან. ამ წუთებში, პანკისის ხეობაში დამატებითი შეიარაღებულ ძალებს კიდევ ამატებენ. პოლიციის ერთ-ერთ მანქანას ცეცხლიც კი წაეკიდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ე.წ. რეზინის ტყვიებიც გამოყენეს. სპეცტექნიკა ადგილზე შეკრებლი მოსახლეობის დაშლას ცდილობს. რაც შეეხება თელავში დაწყებულ მოლაპარაკებას, მასში მონაწილეობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ღებულობს. დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები როგორც ადგილობრვები, ისე პოლიციელები. ადგილობრივი უხუცესები მოსახლეობას უკან დახევისკენ მოუწოდებენ, რომ სპეცრაზმელებს არ…

მეტი...

„ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება “ – შს მინისტის მოადგილე პანკისში

  •  

  პანკისის ხეობაში ვითარება იმდენად დაიძაბა, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა. როგორც მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ აღნიშნა, სამუშაოები შეჩერდა, თუმცა, ადგილობრივებთან საუბარი გაგრძელდება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოსახლეობამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ უნდა ჩაიდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს. „მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა. ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციენს შეეხება, დაისჯება უმკაცრესად. გამოყავით წარმომადგენლები, ჩავიყვანთ შთელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თეაზე. შეინარჩნეთ მშვიდობა, პოლიციამ უნდა აღასრულოს კანონი და ამავე დროს,…

მეტი...

პანკისში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

  •  

  პანკისის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. ადგილზე, სადაც მშენებლობა დღეს დაიწყო, მთელი სოფელი გამოვოდა. ადგლობრივები აცხადებენ რომ ჰესი არ აშენდება. მათი განცხადებით, მათ არ სჭირდებათ არანაირი ჰესი, რადგანაც, ეს ადგილოებრივებისთვის დამღუპველი იქნება. ადგილზე, სადაც ჰესის მშენებლობა უკვე დაიწყო, მობილიზებულია სამართალდამცველები. მოსახლეობის დაპირიპირებაც კი მოხდა. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფოც იმყოფება.ამ წუთებში, ხეობაში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. შეგახსენებთ, რომ დღეს, პანკისის ხეობაში, კომპანიებმა „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს. როგორც კომპანიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ჰესის…

მეტი...

მდინარე ალაზანზე ჰესის მშენებლობა იწყება

  •  

  დღეს, პანკისის ხეობაში, კომპანიები: „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. როგორც კომპანიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და ის წელიწადში 27,5 მილიონ კლვტ/სთ-ს გამოიმუშავებს. „აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად…

მეტი...