უკრაინელი ქალი და 10 უცხო ბავშვი – შსს-მ ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება დაიწყო

ვინ არის ახალგაზრდა ქალი რომელიც 10 ბავშვით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დრომდე გაურკვეველია. ქალი ამტკიცებს, რომ ბავშვების დედაა, ბავშვები ამბობენ, რომ ქალი მათი დედა არ არის.

საქმეზე ძიება სს კანონმდებლობით დაიწყო. ფაქტი კი ერთია, ქალი რომელიც თავს ბავშვების დედად ასაღებს, ერთ წელში რამდენიმე შვილს ვერ გააჩენდა. გამოძიებას ეჭვების სწორედ იმიტომ გაუჩნდა, რომ 4 შვილი ერთიდაიგივე წელს არის დაბადებული, თუმცა, ისინი ტყუპები არ არიან.

ამბავი იმით დაიწყო, რომ ქალი 10 შვილთა ერთად, ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა. მიზეზი – მძიმე ინტოქსიკაცია. ზუგდიდიდან კი ისინი ქუთაისში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს, თბილისი-მოსკოვის რეისით შემოიყვანა ქალმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. სამინისტროს განცხადებით, ქალი ბავშვების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას აპირებდა.

უწყების ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით 10-ვე მათგანი აღნიშნული პირის შვილია, 4 მათგანი კი 2017 წელსაა დაბადებული. უწყების განმარტებით, აღნიშნულმა გარემოებებმა ტრეფიკინგის ეჭვი გააჩინა, რის შემდეგაც გამოძიება შესაბამისი – სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო. თავად ბავშვების თანმხლებმა ქალმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია და მათთან ერთად, საქართველოს გავლით, “სხვა ქვეყანაში” მიემგზავრებოდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათი მოწამვლა კი საკვებს უკავშირდება. სავარაუდოდ, სოსისს.

სამართალდამცველებმა საავადმყოფოშივე დაკითხეს ბავშვების თანმხლები ქალი, რომელიც ამბობს, რომ ის აფხაზეთში გადასვლას აპირებდა, სადაც მისი მეუღლე იმყოფება. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობლები კი აცხადებენ, რომ ბავშვებს არც საჭმელი ჰქონდათ, არც ტანსაცმელი და მუდმივად ტიროდნენ.

მსგავსი თემები