„დიდი ინვესტიცია ეკონომიკაში“ – გიორგი ვოლსკი ჰესის მშენებლობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პანკისში მიმდინარე ჰესის მშენებლობა ეკონომიკაში დიდი ინვესტიციაა. „მედიაცენტრი მთავარი“ გიორგი ვოლსკის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ: „რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები: „ხადორი – 3“-ის სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია. მშენებლობის ხანგრძლივობა 12 თვე. დაგეგმილია აგრეთვე „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობა. რომლის აშენებაც 30 თვე გაგრძელდება. ორივე „მწვანე პროექტია“, კაშხალის გარეშე. ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია. გამოიმუშავებენ 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში,…

მეტი...

“აგენტების გამოვლენა, კამერებთან კეკლუცობით არ ხდება“ – გრიგოლ ლილუაშვილი

„მთავარი არ არის დაკავება – შეიძლება მათი განეიტრალება. მთავარია, ძირგამომთხრელი საქმიანობის და ქვეყნის ინტერესების დაზიანების საშუალება არ მივცეთ“ – აღნიშული განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გააკეთა. მისი ინფორმაციით, აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება 169 პირზე მიმდინარეობს. როგორც ლილუაშვილი აცხადებს, აგენტების გამოვლენა კამერების წინ კეკლუცობით არ ხდება. „რაც შეეხება აგენტების გამოვლენას, ამ მიმართულებით, კამერების წინ კეკლუცობით მუშაობის გაუმჯობესება არ ხდება. მთავარია, მოზომილი პოლიტიკით იდენტიფიცირება მოვახდინოთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ, მათ შორის, ისეთ პირებზე, ვინც შემჩნეულია არა მხოლოდ „რბილი ძალის“ ქვეშ ყოფნაში, არამედ პირდაპირ აგენტურულ საქმიანობაში. ამ ეტაპზე, საქმის…

მეტი...

დედამიწის დღის აღსანიშნავად,ვარკეთილში 50 ხე დაირგო

დედამიწის დღის აღსანიშნავად, თბილისში, ვარკეთილის III-მკ.რ-ში, 310-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 ხე დაირგო. კამპანიაში “გაამწვანე ვარკეთილი” საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საელჩოს წარმომადგენლები  და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დედამიწის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

მეტი...

“დედამიწა ჩვენი სახლია, მას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება”-ლევან დავითაშვილი

დღეს დედამიწის დღე აღინიშნება. საქართველოსთან ერთად, დედამიწის დღეს მსოფლიოს 150 – ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის „გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის გამოწვევები საქართველოში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის, გარემოსდაცვითი განათლების, ატმოსფერული ჰაერის და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ასევე კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაიმართა. „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აღდგენის მიმართულებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) კონფერენციის ორგანიზებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ…

მეტი...

„პოლიციაზე ძალადობა ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილბრივ მოსახლეობას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე განცხადებას აკეთებს. პრეზდენტის შეფასებით, ჰესის მშენებლობა და ეკონომიკური წინსვლა ქვეყნისთვის საჭიროა. „უნდა ვთქვა, რომ პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანაა. მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს, აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა“, – აღნინა პრეზიდენტმა.…

მეტი...

პრეზიდენტის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი

სალომე ზურაბიშვილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, პოლიტიკურს უწოდებს და მასში სამართლებრივ რეკომენდაციებს ვერ ხედავს. განცხადებები ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებთამ გააკეთა. „რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში გამწესებას, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, კომისიის მხრიდან ამგვარი შეფასებები გარკვეულ უხერხულობასაც კი ქმნის. მისივე განცხადებით, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა, მოსამართლეთა ფარული კენჭისყრის წესით არჩევას ეხება, სხვა ყველაფერი კი გაზიარებულია. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების…

მეტი...

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ბოლო ინფრმაციით, დაკავებული მცხეთის პოლიციის იზოლატორში იმყოფება. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაკავეულის ავტომანქანაში ჩატერბული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშულებები. „მედიაცენტრი მთავარი“ დაკავებულის ადვოკატს, ამირან გიგუაშვილს ესაუბრა, რომელიც განმარტებებისგან თავს იკავებს. „ველოდები გარკეული საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებას, საქმეს ბოლომდე არ ვიცნობ, შესაბამისად, მიჭირს განმარტებები გავაკეთო და ფაქტზე ვისაუბრო“ – განუცხადა გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“. დაკავებული ამ ეტაპისთვის მცხეთის პოლიციის იზოლატორში იმყოფება. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს.

მეტი...

ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ფარიკაობაში

თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელბის ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, ქალთა შორის, დაშნით ფარიკაობაში მეორე საპრიზო ადგილი მარიამ ზოიძემ მოიპოვა,ევა აჰამიანი კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. ვაჟთა შორის, რაპირით ფარიკაობაში ირაკლი მიქელაძეს ბრინჯაოს მედალი ერგო.

მეტი...

290 დაღუპული და 500-ზე მეტი დაშავებული – შრი-ლანკაში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ინდოეთში, შრი-ლანკაზე ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი რვა აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 500-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მთავრობას კომენდანტის საათი აქვს გამოცხადებული. შრი-ლანკის სამ ეკლესიაში და ოთხ სასტუმროში მომხდარ აფეთქებაზე, ამ დრომდე, პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო ორგანიზაციას ან დაჯგუფებას არ აუღია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შრი-ლანკის ხელისუფლებას თავდასხმებთან დაკავშირებით უკვე აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ნაკლებად ცნობილ ისლამისტურ ჯგუფს უკავშირდება. ადგილობრივი მედიის “ასოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, ტერაქტში სულ მცირე 7 თვითმკვლელი მონაწილეობდა. ამჟამად შრი-ლანკის კრიმინალურ სამსახურს ტერაქტების საქმეზე 24 ეჭვმიტანილი პირი ჰყავს დაკავებული. როგორც…

მეტი...

გარემოს დამცველის შეფასებით, იქ, სადაც ჰესი შენდება, მოსახლეობა უწყლოდ რჩება

“ყველგან, სადაც ჰიდროელექტროსადგური, აშენდა, მოსახლეობას წყალი არ აქვს, დაშრა და თავიდან შეაქვთ ნებართვა, რომ ჰესის სიმძლავრე შეამცირონ“ – აცხადებს გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე „მედიაცენტრ მთავარში.“ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჰიდროელექტრო სადგურის გენერაციაზე. “გარემოსთან ზერელე დამოკიდებულებამ მოგვიყვანა აქამდე. მთელს მსოფლიოში ახალი ენერგიის მოძიების წყაროებზე მუშაობენ, ეძებენ ენერგიის წყაროდ როგორც გამოიყენონ მზე, ქარი, მიწა, ჩვენთან ამ მიმართულებებზე მოთხოვნა არ არის, რადგან, გაცილებით ძვირი ჯდება და დიდი ინვესტიცია სჭირდება. ქვეყანაში მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოლიტიკას ვერ ვხედვთ. ამის დასტურია იცის, რომ დღემდე ვერ მივიღეთ…

მეტი...

„საქართველოში წყალი დიდი პროგრესით იკლებს და კიდევ შემცირდება“ – გარემოს დამცველი

„ენერგეტიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს, თუმცა, განვითარდეს ისე, რომ გარემო ნაკლებათ დააზიანოს. ყველა რისკი უნდა შეფასდეს. რაც პანკისში, ჰესის მშენებლობის გამო მოსახლეობის მხრიდან მოხდა, პირველი არ არის“ – აცხადებს გარემოს დამცველი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე „მედიაცენტრ მთავარში“ და იმ ძირითად პრობლემებსა და დარღვევებზე საუბრობს, რაც ჰესების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. როგორც გარემოსდამცველი ამბობს, მოსახლეობა, ჰესების მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით აპროტესტებს. შესაბამისად, უნდა დაისვას კითხვა, რა არის პრობლემა და რატომ ხდება მასიური პროტესტი. „დადგა დრო, რომ დავსვათ საკითხი, რატომ არის ხალხი ასე განწყობილი ენერგეტიკის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროტესტი ხდება არა…

მეტი...

6 აუცილებელი პირობა, რომელიც, პანკისში, ჰესის მშენებლობითვის შესწავლილი არ არის

„5 მგვტგ სიმძლავრის ჰესი ნამდვილად არ ღირდა იმად, რაც პანკისის ხეობაში მოხდა. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, მხოლოდ სამიანობის დამწყების ინტერესებია დაცული. ბიზნესი წინ არის წამოწეული. პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოსავალი მხოლოდ ერთია – მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ მას ზიანი არ მიადგება“ – აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „საქართვეოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც გარემოს დამცველი აცხადებს, პანკისში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, თითქმის არცერთი აუცილებელი პუნქტი შესაწავლილი არ არის. “რომელი ერთი ჩამოგთვალოთ, ყველაფერი შესასწავლი და პროექტი თავიდან დასაწრია”, ამბობს გარემოსდამცველი. „პირველი პრობლება – შეუსწავლელია…

მეტი...

„მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები“ – ცხადებენ შსს-ში

პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკაშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. საუბარია, პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებაზე. „ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც, დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები. ჯამში, სამედიცინო დახმარება გაუწიეს 55 ადამიანს, მათ შორის 38…

მეტი...