აჭარაში, ბიზნესმენების 50% ომბუდსმენს მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებისთვის მიმართავს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 მდე წარმომადგენელს შეხვდა. ირაკლი ლექვინაძემ მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მომართვიანობის სტატისტიკა გააცნო. როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, აჭაიდან მას, ძირითადად მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებისთვის მიმართავენ. „აჭარის რეგიონიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება და ყველაზე ხშირად მეწარმეები ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან შუამდგლომლობის თხოვნით მოგვმართავენ“ – განაცხადა ბიზნესომბუდსენმა. ირაკლი ლექვინაძემ 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით აჭარაში ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ კრიტიკულ…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესის მოსამართლეებისთვის გამოცდა მოიხსნება

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ხვალ გააგრძელებს. კანონპროექტის განხილვას მას მერე გაგრძელდება, რაც ტექსტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირსპირებაც მოხდა. კერძოდ, ოპოზიცია, ჩასწორებული კანონპროექტის გაცნობამდე, საკითხს გადადებას ითხოვდა. საკითხის გადადების შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯომარემ განაცხადა. „გავიზიარეთ იმ კოლეგების ნაწილის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია უკვე საბოლოო ტექსტი არსებობდეს, რომელზეც იქნება მსჯელობის საშუალება და ამის შემდეგ განვაგრძობთ უკვე პლენარულ ფორმატში,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა…

მეტი...

„სანდრა რულოვსის მხარდაჭერა ტერორის მხარდაჭერას ნიშნავს“ – მერაბ ქვარაია

საპარლამენტო უმრავლეობს წარმომადგენელი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ზუგდიდი მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს. „ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს. ის უდრის მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, ზუგდიდისთვის კი ეს ყველაფერი კოშმარული ახლო წარსულია, სადაცა არის უსამართლობა, დაუცველობა და სახელისუფლებო ტერორი. დღეს ზუგდიდი სხვა რეალობის წინაშეა. ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება, სტაბილურობა, ახალი სამუშაო ადგილები , მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, წინსვლა და არა ნაბიჯი უკან ამ საშინელი წარსულისკენ. ამიტომაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს არც დღეს და არც მომავალში წარმატების არანაირი შანსი არ აქვს,” – აცხადებს მერაბ ქვარაია

მეტი...

გაიყოფა თუ არა დავით ბაგრატიონის ქონება, სასამართლო 8 მაისს გამოაცხადებს – ახალი მტკიცებულება „მთავარში“

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრაბატონელის საოჯახო დავის მორიგი ეტაპი დღეს შედგა. ყოფილი მეუღლე, დედოფალი ანა, დავით ბაგრატიონს 90 000 ლარს ედავება, დავით ბაგრატიონი კი უარზეა, რომ ქონება ყოფილ მეუღლეს გაუყოს. სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ამისთვის კი მან დრო 8 მაისამდე ითხოვა. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის 90 ათას ლარი არ ეკუთვნის. “დავა 3 ავტომობილს შეეხება, რომელთაგან ერთი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია, რადგან ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ქონების გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო 8 მაისს გამოაცხადებს.…

მეტი...

„თუ ადამიანს უნდა, მაცხოვარი გულით მიიღოს, ბზის ბუჩქი საჭირო საერთოდ არ არის“ – დეკანოზი გიორგი

„აბსურდია, ღმერთს, მის მიერ შექმნილი ბუნების დაზიანებითა და გაჩეხვით ასიამოვნო. ბზის უკანონო და არამართლზომიერი მოხმარება, დაჭრა, განადგურება, გაჩეხვა, შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს მაცხოვრის მხოლოდ გარეგნულ თაყვანისცემასთან“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ დეკანოზმა გიორგი კიკვიძემ გააკეთა. სასულიერი პირის შეფასებით, ე.წ. ბზობის დღესასწაული სულაც არ არის ამ სახლით გავრცელებული დღესასწაული და მისი დაკნინება ხდება. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ისინი, ვინც მცენარის დიდ ბუჩქს იჭერენ ხელში, მაცხოვარს მხოლოდ გარეგნულად იღებენ და არა გულით. „მოსახლეობა, საუფლო დღესასწაულებიდან ერთ-ერთს, რომელსაც ეწოდება უფალი იესოს ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, ბზობის დღესასწაულს ეძახის. მართებული არ არის, ამ დღესასწაულის…

მეტი...

იშვიათი ლითონების საბადო 788 350 ლარად 

ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტომ, ელექტრონული აუქციონით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალასთავის საბადოს კეთილშობილი და იშვიათი ლითონების – ოქრო-სპილენძის შესწავლა-მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია 788 350 ლარად გასცა. ლიცენზიის საწყისი ფასი 11 150 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილე სამ პრეტენდენტს შორის გამარჯვებული ფიზიკური პირი გახდა.  “გამარჯვებული ვალდებულია არაუმეტეს სამი წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა,”-წერია სალიცენზიო პირობებში.  ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულებას იღებს, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, მინიმუმ 2 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. “ლიცენზიის მფლობელმა სამთო სამუშაოების…

მეტი...

მშენებლობიდან გადმოვარდნილი 3 ახალგაზრდას მდგომარეობა სტაბილურია

„პანორამა თბილისის“ სმშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამუშაოების შესრულებისას სიმაღლიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ. როგორც კლინიკა “ამტელ ჰოსპიტალის” ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ბესიკ წივწივაძე აცხადებს, 21 წლის გიორგი ლიპარტელიანისა და 19 წლის ნოდარ ჩახალიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „მათ მიღებული აქვთ ქალა ტვინის ტრავმა და სხეულის ზოგადი ტრავმა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ არის. ამჯერად, კლინიკაში მათზე დაკვირვება დინამიკაში მიმდინარეობს. შინაგანი ორგანოების ტრავმული დაზიანება არ აღენიშნებათ. თუ 2 დღის განმავლობაში ვითარება არ შეიცვალა, ისინი გაეწერებიან“ – აცხადებს წივწივაძე. რაც შეეხება მესამე დაზიანებულს, დავით…

მეტი...

ეკა ბესელია დეპუტატებს ურჩევს, პარლამენტის თავმჯდომარის კანონპროექტი ჩააგდონ

საკანონმდებლო ორგანს წარმომადგენელი ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს და ურჩევს, პარლამენტში, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდონ. საუბარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტზე, რომელზეც, ვენეციის კომისიამ, დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. როგორც ეკა ბესელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შექმნილი მდგომარეობიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია – კანონპროექტი უნდა ჩავარდეს, რადგანაც მას ყველა აკრიტიკებს და მისაღები არავისთვისაა. „მმართველ პარტიას გამოსავალს ვთავაზობთ – ჩააგდონ ირაკლი კობახიძის კანონპროექტი, ის პრინციპების დონეზე შესაცვლელია. ამ კანონპროექტის მიღება არ შეიძლება, რადგანაც ის ყველას წინააღმდეგ წასვლა იქნება“, – აცხადებს დეპუტატი. ბესელიას განცხადებით, მიმდინარე კვირას პარლამენტის სესიაზე მისი და მისი ახალი…

მეტი...

მერია, დიღომში მიწისზედა მეტროს მშენებლობას განიხილავს 

თბილისის მერია, რაიონებში კვლევას ატარებს, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთება, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ზოგიერთ რაიონში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მერიაში განიხილება დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობა. “უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს. შესაბამისად, კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში…

მეტი...

15 მილიონი დოლარი მეტროს უსაფრთხოებისთვის

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი იწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტირება მიმდინარეობს. „მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა,  მეტროს აშენების შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. გამოყოფილია 15 მილიონი აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ, რათა მოხდეს ამ სამუშაოების განხორციელება. 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ასევე,…

მეტი...

მერია დათმობაზე წავიდა – მარჯვენა საჭიანებს “ტაქსისტობა” 2021 წლამდე შეეძლებათ

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს, B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე შეეძლებათ.  როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტაქსის მძღოლებმა სპეციალური საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელთანაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.  “ტაქსის მძღოლებმა გვთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი B კატეგორიაში გაეგრძელებინათ მუშაობა. გვინდა, რომ აღნიშნული თარიღი 2020 წლის ბოლომდე გავითვალისწინოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან კი ცვლილება ავტომატურად შევა ძალაში და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება. მძღოლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ავტომობილების ჩანაცვლება მოახდინონ და ტაქსის სერვისის განხორციელება 2021 წლის პირველი იანვრიდან მარცხენასაჭიანი ავტომობილებით იმ კატეგორიაში განაგრძონ, რომელზეც თვითონ მიიღებენ…

მეტი...

“ჩვენი ქალბატონისთვის“ 1 დღეში 700 მილიონი შეგროვდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად სპეციალური ანგარიში გაიხსნა, სადაც ქველმოქმედები თანხას დაუზოგავად რიცხავენ. ქველმოქმედებით, ტაძრისთვის, ამ ეტაპზე, 700 მლნ ევროზე მეტი შეგროვდა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება. „ჩვენ შემოქმედი ერი ვართ და ბევრის რეკონსტრუქცია მოგვიწევს. ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს და მას კიდევ უფრო ლამაზ ტაძრად ვაქცევთ. მსურს, რომ ეს სამუშაოები ხუთ წელიწადში დასრულდეს. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ… არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაფერი, რაც საფრანგეთს წარმოადგენს, მისი სულიერი და მატერიალური შემადგენელი ნაწილი, შეიძლება დაზარალდეს და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. არსებული ინფორმაციით, ტაძრის რეკონსტრუქციას…

მეტი...

„ვენეციის კომისია აქაურ „კლანს“ მხარს უჭერს“ – ვინ როგორ გაიგო ვენეციის კომისიის დასკვნა

ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, პარლამემტის თავმჯდომარე 3 შტოს წარმომადგენლებს ხვდება. ირაკლი კობახიძე დიპლომატებთან, არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებასთან იმ რეკომენდაციებს განიხილავს, რომელიც „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით“ უმრავლესობის კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ მოამზადა. ვენეციის კომისიის დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებს დასკვნა სხვადაისხვანაირად ესმით. ერთი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას ალიყური უთავაზა, მეორე კი აცხადებს, რომ დასკვნაში განსაკუთრებული კრიტიკა არ იკითხევა და საგანგაშო არაფერია. ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ვენეციის კომისიის ასეთი მხარდაჭერა მისთვის მოულოდნელიც კი იყო. „გადავხედე კომისიის რეკომენდაციებს, მოვუსმინე მმართველი პარტიის ზოგიერთი…

მეტი...

„მე მსხვერპლი არ ვარ, მსხვერპლი გირგვლიანია, გმირობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ“ – ლევან მურუსიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, გირგვლიანის საქმე განსახილველად მას არ შეხვედროდა. “გირგვლიანია მსხვერპლი, მე მსხვერპლი არ ვარ. კარგი იქნებოდა, საერთოდ, ამ საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ რა ვქნა, შემხვდა და უნდა განმეხილა,“ – აცხადებს ლევან მურუსიძე და განმარტავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მას უკანონო გადაწყვეტილება არ მიუღია. „საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს შეეძლო ჩაედინა გმირობა და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, შეეძლო მოსამართლის მანტია გაეხადა. გმირობაზე პრეტენზიას არც ვაცხადებ. კი ბატონო, მე არ…

მეტი...

„ჩვენი კლანი“ კეთილ საქმეს აკეთებს და ხალხს დამოუკიდებელ სასამართლოს აძლევს“ – ლევან მურუსიძე

„თუ ჩვენ, მოსამართლეების „კლანს“ გვიწოდებენ, არასამთავრობოებიც „კლანები“ ყოფილან“ – აცხადებს ლევან მურუსიძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლე მისი გვარის სასამართლო „კლანთან“ დაკავშირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ მურუსიძე-ჩინძალაძე კლანია, მაშინ არასამთავრობოების „კლანები“ ყოფილან. “იმ პრინციპოთ, რა პრინციპითაც ჩვენ „კლანს“ გვიწოდებენ, ანალოგიურად, არასამთავრობო სექტორიც „კლანი“ გამოდის. არასამთავრობოები ერთიანად არიან დარაზმულები, არასოდეს განსხვავებული აზრი არ გააჩნიათ და სასამართლოს ლანძღვაში აბსოლუტურად ერთიანები არიან“ – აცხადებს მურუსიძე და „კლანის“ განმარტებასაც აკეთებს. „პატიოსანი ადამიანის თვალში, კლანი, დანაშაულებრივ ჯგიფთან ასოცირდება. გეტყვით რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში. ამ 5 წლის მოღვაწეობის შედეგად, ყველაფერს რომ…

მეტი...

„დღეს, სასამართლო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა“ – ლევან მურუსიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან მურუსიძის განცხადებით, დღეს სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელია. ასეთი დამოუკიდებლობა კი სისტემას საქართველოს ისტორიის მანძილზე არ ჰქონია. „დღევანდელი სასამართლო პირველ ადგილზეა ყველა გამოკითხვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანებსა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, ჩვენი სასამართლო პირველ ადგილზეა იმ 30 ქვეყანას შორის, რომელსაც დაახლოებით, ჩვენნაირი ეკონომიკა აქვს და შესაბამისად, არის მთელი რიგი გამოკითხვები“ – აცხადებს ლევან მურუსიძე. მისივე შეფასებით, დღეს ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად ირებს და მისი ჩარევა რომელიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნულოვანია: „მართალია, მე ვარ ლიდერი, მაგრამ კონკრეტულ გადაწვეტილებას იზიარებს ის მოსამართლე,…

მეტი...

როგორ აღმოჩნდა დავით აღმაშენებლის კუთვნილი სიწმინდე პარიზში – „ჩვენი ქალბატონის“ რელიქვია გადარჩა

ნოტრ დამი, იგივე „ჩვენი ქალბატონი“, ასე ჰქვია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც მთლიან განადგურებას გადაურჩა. რაც ყველაზე მნიშველოვანია, ცეცხლი არ შეხებია ტაძარში დაცულ რელიქვიებს. უვნებელია მთავარი ქრისტიალული სიწმინდეები, ქრისტეს გვირგვინი და ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ასევე, ქრისტეს კვართი და წმინდანების ქანდაკებები. რაც შეეხება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაცულ დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილს, ჯვარს, ხანძარი არც მას მიკარებია. საინტერესოა, საიდან აღმოჩნდა ეს სიწმინდე პარიზში? როგორც ერთ-ერთი მომლოცველი წერს, ჯვრის გაყიდვის 2 ვერსია არსებობს. „ფრანგი ბერის, ანსელუსის თანახმად, ჯვარი შეიძინეს დავით მეფის ქვრივისგან, ანუ ყივჩაღთა მეფის ასულ გურანდუხტისგან, რომელიც იერუსალიმში მონაზვნად აღიკვეცა.…

მეტი...