გიორგი ცუცქირიძე: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ვალების ეკონომიკის მანკიერი წრიდან”

  •  

 ეკონომიკის ექსპერტმა, ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ცუცქირიძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, პარლამენტში გამოსვლა დადებითად შეაფასა. ექსპერტი თვლის, რომ  ქვეყნის პირველ ბანკირს აქვს სწორი ხედვა და აქცენტები ქვეყნის მონეტარულ და ფინანსურ პოლიტიკაში. ცუცქირიძეს მოსწონს, რომ კობა გვენეტაძე პარლამენტის წინაშე ორღიანი გამოსვლის დასასრულს შეეხო, ე.წ. “მტაცებლური დაკრედიტების” ნეგატიურ შედეგებს, არ მოერიდა წამყვანი ბანკების კრიტიკას და აჩვენა ის რეალობა, რამაც საცალო დაკრედიტების ექსპანსიამდე და ჭარბვალიანობის პრობლემებამდე მიგვიყვანა. „ჩემის მხრივ დავძენ, რომ ამ ჭარბვალიანობის პრობლემა აისახა საკრედიტო პორთფელის სტრუქტურაშიც, როდესაც საცალო დაკრედიტების ექსპანსიის შედეგად, თუნდაც ბოლო 3 წლის ჭრილში, ბიზნეს დაკრედიტების ზრდის…

მეტი...

ლილიენ მორი პასკიე: „საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული რეფორმების გზაზე“

  •  

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიენ მორი პასკიემ საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა და მიღწეულ წინსვლაზე ისაუბრა.  „მიმდინარე კვირაში ჩვენ ვუმასპინძლებთ საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა მეთაურებს. ეს ქვეყნები ევროპის საბჭოს მხოლოდ 20 წლის წინ შემოუერთდნენ, თუმცა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა მეთაურების მიმართვები საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოადგენს არა მხოლოდ შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაღრმავოთ მჭიდრო თანამშრომლობა, არამედ შესაძლებლობას, გავიხსენოთ ჩვენს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყნებში უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ვალდებულებები, ვინაიდან დემოკრატია და…

მეტი...

ხათუნა ლაგაზიძე: „ერის კონსოლიდაცია წერილებით არ ხდება, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები“

  •  

 პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღია წერილს დადებითად აფასებს, თუმცა აქვს შენიშვნებიც. მისი თქმით, პრობლემებზე საუბარი დროულია, თუმცა ივანიშვილის გზავნილი, რომ რაციონალიზაცია და გაერთიანება აუცილებელია, ელექტორატის შესაფასებელია. „წერილებით ერის კონსოლიდაცია არ ხდება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები არამხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ მუდმივად,” – განაცხადა პოლიტიკის ექსპერტმა. ლაგაზიძე ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისას გაჟღერებულ მესიჯებს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიტიკაში გამოჩენიდან დღემდე მისი პოლიტიკური პოზა შეცვლილია. “ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა ლოზუნგით „შუა გაიკრიფოს“, ანუ ის რადიკალიზმისკენ იხრებოდა. ამ წერილში კი მან საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, საკუთარ პარტიას კი ახალ  სტრატეგიაზე გადაწყობა…

მეტი...

რომან გოცირიძე: „ქართულ ოცნებას არ აქვს 9 აპრილზე ასე თამამად საუბრის მორალური უფლება“

  •  

 რევანშისტების პოლიტიკური სიმულაციები და ისტორიის დამახინჯება, – ასეთი ეპითეტებით შეამკო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღია წერილი ოპოზიციამ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს მოუწოდეს, ეპისტოლარულ ჟანრში თავის წარმოჩენის ნაცვლად, იზრუნოს მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის აზრით, „ქართული ოცნების“ წევრებს არ აქვთ მორალური უფლება 9 აპრილზე ილაპარაკონ და ის საკუთარი პიარსვლისთვის გამოიყენონ, გოცირიძის მტკიცებით, მათი უმრავლესობა ქართველი ხალხის გვერდით დგომის ნაცვლად სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესს აწყობდა. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ გულისხმობდა ამაში თავად ივანიშვილს, გოცირიძემ უპასუხა, რომ გულისხმობს სახელისუფლებო ფრთის აბსოლუტურ უმრავლესობას. „დავაკვირდეთ სად იდგნენ…

მეტი...

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს

  •  

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები 40 წლის  გელა როსტობაია გაათავისუფლეს. მას ენგურის ხიდთან ოჯახის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ასევე ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელია დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები. როსტობაია ყვება, რომ მისთვის არავის მიუყენებია სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა. გელა როსტობაიას თქმით, ყველას გაუკვირდა მისი ასეთ მოკლე დროში გათავისუფლება. მისივე განცხადებით, მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს და გადაიყვანეს ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი გალის პოლიციაში. „გალის იზოლატორში კიდევ ხუთი-ექვსი ქართველი იმყოფება. წუხელ კიდევ მოიყვანეს ორი ადამიანი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“, –…

მეტი...

ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია – სოფლის განვითარების ახალი პოლიტიკა სიღარიბეს დაამარცხებს

  •  

 საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+  ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში, დისკუსია გაიმართა.განხილვის თემა სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება იყო. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიაში ყურადღება მახვილდება გარემოს დაცვისა და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფაზე.  „ჩვენ დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება და გვსურს ადეკვატური სოფლის განვითარების სტრატეგია შევთავაზოთ მთავრობას. აქცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, კეთდება სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მეწარმეობრივი საქმიანობის მხარდაჭერასა და ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე “ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილთან ერთად დისკუსიის მონაწილეები  იყვნენ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი,…

მეტი...

კახა კალაძე სამშენებლო კომპანიებს და მოსახლეობას აფრთხილებს

  •  

 თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზასთან მდებარე ხეობაში სამშენებლო ნაგავია ჩაყრილი, რასაც მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის.  კახა კალაძის განცხადებით, უმკაცრესად დაისჯება ის სამშენებლო კომპანია,რომელიც ხეობაში სამშენებლო ნაგავს ჩაყრის. მერმა ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ნუ დაბინძურებენ ხეობას.  „აქ  ბევრი სამშენებლო ნაგავია, აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება სამშენებლო ნაგავი. უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ასეთი მშენებლობების მიმართ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგია, ეკოლოგიაზე ზრუნვა, მწვანე სივრცეების შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და არ მოხდეს დაბინძურება-დანაგვიანება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრა”, – განაცხადა კახა კალაძემ. როგორც…

მეტი...

გურჯაანში, ბიბლიოთეკა დაარბიეს

  •  

  კახეთში,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ბიბლიოთეკა დაარბიეს. როგორც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა ჯერ-ჯერობით უცნობია პირები, რომლებმაც ბიბლიოთეკაში კომპიუტერული ტექნიკა და წიგნები გაანადგურეს. “პირებმა, რომლებიც ბიბლიოთეკაში ფანჯრიდან შეიჭრნენ, დაამტვრიეს კომპიუტერული ტექნიკა, თაროები, გაანადგურეს წიგნადი ფონდი. დამნაშავეთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ველოდებით გამოძიების შედეგებს. თუმცა სანამ პოლიცია მუშაობს ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზე,”- განაცხადა რუსუდან ასათიანმა. ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ასოციაციისა და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის” ინიციატივით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც წიგნებს და თანხას აგროვებენ ბიბლიოთეკის დასახმარებლად. რუსუდან ასათიანმა როგორც “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ბიბლიოთეკისთვის გარკვეული რაოდენობის წიგნები უკვე მოგროვდა. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

“მთავარი მწვრთნელი თათიას ცუდად ექცეოდა, შეურაცხყოფას აყენებდა” – დიმიტრი ლორთქიფანიძე

  •  

 ქართველი ძალოსანი ქალის, თათია ლორთქიფანიძის ჩემპიონატიდან მოხსნასთან დაკავშირებით, მისი მამა, პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ძალოსნობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობაზე და იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ გამოეთიშა თათია შეჯიბრს.   როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, თათიამ ტრავმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას არაკვალიფიციურობის გამო მიიღო. მას არავითარი შეხება არ აქვს შტანგასთან და მხოლოდ იმის გამო ჩააბარეს ქალთა ეროვნული ნაკრები, რომ ასანიძის ქვისლი და ნდობით აღჭურვილი პირია.  მისივე თქმით, გარდა მისა, თემურ ჯანჯღავა ცუდად ექცეოდა თათიას, აყენებდა შეურაცხყოფას. ეს ფაქტი წერილობით და ზეპირად თათიამ და მისმა პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა, არა ერთგზის…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლამ მორიგი მედლები მოიპოვა

  •  

  თბილისის ტანვარჯიშის ახალი დარბაზი სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობდა. ჩემპიონატზე ბათუმის სასპორტო სკოლამ ორი ვერცხლის მედალი მოიპობა. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა და მასში თბილისის, რუსთავის, თერჯოლის, ქუთაისისა და ბათუმის ტანმოვარჯიშეები მონაწილეობდნენ. ტურნირში, ბათუმის სასპორტო სკოლიდან ორი სამეული ასპარეზობდა და მათ ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია: სამეულმა – ანა გულაბერიძემ, ელენე შარაბიძემ და თეკლა მახარაძემ –კატეგორია დიდების მესამე თანრიგში მეორე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა, ხოლო მეორე ვერცხის მედალი საერთაშორისო პროგრამით,11–16 ასაკობრივ ჯგუფში, სამეულს – მარიმ ხაზარბეგაშვილს, ლიკა დევაძესა და იოანა შერვაშიძეს – ერგო.

მეტი...

გია გვაზავა ჯემალ გამახარიამ შეცვალა

  •  

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გახდა. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სესია დღეს გაიმართა, სადაც სპიკერატის საკითხი განიხილეს. ორი ვადით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის შემდგომ, ელგუჯა (გია) გვაზავამ უარი განაცხადა ხელახლა ეყარა კენჭი თავმჯდომარის თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და რეგლამენტი მას არ უკრძალავდა ამას. გია გვაზავა ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, დეპუტატის სტატუსით კვლავ უმაღლეს საბჭოში გააგრძელებს მოღვაწეობას. თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი, უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეები – დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია. დავით გვაძაბიამ კენჭიყრამდე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. რეგლამენტის შესაბამისად, თავმჯდომარის არჩევისთვის 19…

მეტი...

ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო პაკეტი რეგულაციებს გაამკაცრებს

  •  

 ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ცვლილებების პაკეტი მზად არის, რაზეც მუშაობა ჯერ კიდევ დიდი დიღმის აფეთქების შემდგომ დაიწყო. როგორც სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა, ​​პაკეტი მოიცავს სხვადასხვა რეგულაციების შემოღებას, როგორც შიდა ქსელის მოწყობასთან, ასევე, ქსელის მონიტორინგთან დაკავშირებით. შემოდის ინსპექტირების დამოუკიდებელი ორგანო.   “დღეს მოქმედი კანონის თანახმად, კონტროლს ის კომპანია ახორციელებს, რომელლიც ლიცენზიას გასცემს. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, იარსებებს ინსპექტირების დამოუკიდებელი ორგანო. მე ვერ გეტყვით, ეს იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაწესებულებების ორგანოს დაქვემდებარებაში თუ კერძო პირი. ეს კონცეფცია ზუსტად შესამუშავებელია, მაგრამ პაკეტი უკვე მზად არის მთავრობაში განხილვისთვის. მისი…

მეტი...

ძველ კორპუსებს რა ვუყოთ, არ ვიცით – ენერგოომბუდსმენი აფეთქებებზე

  •  

 დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ ძირითადი პრობლემა ამ მხრივ ძველ შენობებში იქმნება, რადგან კომუნიკაციის ქსელი ძველი მოწყობილია და არ არსებობს ამ ქსელის ვიზუალური დოკუმენტი. ​როგორც სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავად შენობის მცხოვრებლების ბევრ შეცდომას უშვებენ და არ იცავენ უსაფრთხოების წესებს. კერძოდ, ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული, როგორც გაზის დანადგარების მონტაჟის, ასევე, ქსელის მოწყობისას. დაუშვებელია CO -ს გაშვება სავენტილაციო მილებში. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ბინის მცხოვრებლებს, არამედ მეზობლებისაც; ისეთი ტიპის დანადგარების არსებობა სახლში, რომლებიც არ არის განკუთვნილი შიდამოხმარებისთვის, მათ შორის, წყლის გამაცხელებლები,…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრებმა, ფრენბურთში, სომხეთის გუნდი დაამარცხა

  •  

 ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები, ფრენბურთში, აჭარის ჩემპიონი გახდა. აჭარის 2019 წლის ღია ჩემპიონატი ბათუმის სასპორტო სკოლის ფრენბურთის დარბაზში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირი 2004-2005 წელს დაბადებულ გოგონათა შორის გაიმართა და მასში თბილისის “იბერია”, სამტრედიის, ქუთაისის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, ბათუმის, რუსთავისა და სომხეთის გუნდები ასპარეზობდნენ. მონაწილე გუნდები ორ ქვეჯგუფად დაიყო და ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდი პირველ ქვეჯგუფში სომხეთის, თეთრიწყაროსა და რუსთავის გუნდებს დაუპირისპირდა და ყველა შეხვედრა მოგებით დაასრულა. ფინალურ შეხვედრაში ბათუმის სასპორტო სკოლის ფრენბურთელები სამტრედიის გუნდს შეხვდნენ, სადაც მასპინძლები აშკარა უპირატესობით გამოირჩეოდნენ და ანგარიშით 2 :0 ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. მესამე საპრიზო ადგილი…

მეტი...

„რატომ არ იცის სტუდენტმა უახლესი ისტორია – აი ამიტომ!“ – პროფესორი თამარ ბელქანია

  •  

  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, შსს არქივის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ბელქანია 9 აპრილთან დაკავშირებით საკუთარ ფბ გვერდზე წერილს და საარქივო მასალას აქვეყნებს. როგორც ბელქანია აცხადებს, სანამ ქვეყანაში არქივზე „მომჯდარი“ პირები გვეყოლება, წრეზე ვივლით და საკუთარი ისტორია არ გვეცოდინება. მისი თქმით, ისტორიის გააზრება სწორედ საარქივო მასალებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. „1989 წლის დღევანდელი დღე. ნორმალურმა ქვეყნებმა საკუთარი ისტორია მოიძიეს აღწერეს შეაფასეს და საკუთარი განვითარების ახალი ფურცელი გადაშალეს. აქ იყო ორი დღის წინ ლექტორის “აღმოჩენები” რომ უი, თურმე ახალმა თაობამ არ იცის რა მოხდა 9 აპრილს(?!). მაპატიეთ მაგრამ თქვენ რა იცით 9 აპრილის…

მეტი...

ბათუმში, სტალინური სიების თანახმად დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი იპოვეს

  •  

 ქალაქ ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიტორიაზე, კერძოდ ფრიდონ ხალვაშის ქუჩის N338-ში, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს. ადამიანის ნეშტები უწესრიგოდ და უპატრონოდ იყო დამარხული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის N338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა N3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. “შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის N3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა”,…

მეტი...

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი თურქეთში იცხოვრებს

  •  

 „მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, დღეს თურქეთში ჩადის. „მთავარის“ ინფორმციით, ის თურქეთში აპირებს ცხოვრებას. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ ადვოკატმა და უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემაც დაუდასტურა, რომელიც რამდენიმე დღის უკან თურქეთში, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის (ლავასოღლი) საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა. „ტარიელ ონიანმა რუსეთში სასჯელი მოიხადა და გიდასტურებთ, რომ თურქეთში, სტამბულში დღეს ჩადის. რუსეთის ფედერაციამ მას შეზღუდვები დაუწესა არა მარტო მას, არამედ, ზოგადად კანონიერ ქურდებს. ჩემი ინფორმაციით ჯერჯერობით თურქეთში აპირებს ცხოვრებას. ის საქართველოს მოქალაქე არ არის”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.  

მეტი...

1938 წელს, სტალინური სიებით დახვრეტილთა ნეშტი იპოვეს – ფოტოკოლაჟი

  •  

 ბათუმში, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 150-მდე ნეშტი იპოვეს.

მეტი...

„საგანძურის დამცველები“ პრემიერისგან და საპატრიარქოსგან მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ

  •  

  საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები საქართველოს საპატრიარქოსა და პრემიერ მინისტრს მიმართავენ და 7 მარტს გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ. როგორც მხატვარმა შოთა გლურჯიძემ და ნინო მიქიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, მემორანდუმი არაერთ ნორმას ეწინააღმდეგება და დიდი საფრთხის შემცველია. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისა და საგანძურის სხვა კოლექციისაგან გაყოფას ითვალისწინებს. მემორანდუმი 2019 წლის 7 მარტს ეროვნული მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძესა და საქართველო საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელ, ნიკორწმინდელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე ვახტანგ შორის გაფორმდა. დოკუმენტის სახელწოდებაა: „მართლმადიდებლურ საეკლესიო საგანძურზე ერთობლივად ზრუნვა.“ „შეთანხმება, იგივე მემორანდუმი, რომელის საგანძურზე ერთობლივი…

მეტი...

გაზის სახით ჩართულია სიკვდილის მანქანა, რომელსაც ვერ ვაჩერებთ – ენერგოომბუდსმენი

  •  

 ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქებები და ადამიანების სიკვდილიანობა, ბოლო წლებში სერიოზულ პრობლემად იქცა. მისი შეფასებით, გაზის სახით ჩართულია სიკვდილის მანქანა, რომელსაც ვერ აჩერებენ. როგორც სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დიდი დიღმის 16 იანვრისა და დიღმის მასივში 7 აპრილს მომხდარი აფეთქება ერთმანეთისგან განსხვავებულია. პირველის შემთხვევაში ეს კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების მიერ სამუშაოს არაჯეროვნად შესრულება იყო. მეორე შემთხვევაში კი გამოძახება იყო არადროული. “ის, რაც მოხდა გუშინ, დიღმის მასივში, ჩემი კვლევის საგანი იქნება პირველ რიგში. დროულად მოახდინა თუ არა კომპანიამ რეაგირება, ჩაატარეს თუ არა იქ მისულმა თანამშრომლებმა ყველა საჭირო…

მეტი...

ე.წ კანონიერ ქურდ მინდია გორაძის საქმეზე ბათუმის სასამართლო 10 აპრილს იმსჯელებს

  •  

 ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძის (ლავასოღლი) საქმესთან დაკავშირებით განაჩენს ბათუმის სასამართლო უახლოეს დღეებში გამოიტანს. 10 აპრილს ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოადგენენ. როგორც მინდია გორაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გორაძეს სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად უკვე განესაზღვრა და არ შეიძლება პირმა ერთი და იგივე მუხლზე 2-ჯერ აგოს პასუხი.   “10 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის სასამართლო პროცესი, დასკვნითი სიტყვები უნდა ვთქვათ, როგორ ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ. ​არანაირი მტკიცებულება არ აქვს ბრალდების მხარეს, მათი…

მეტი...

დიდი დიღმის აფეთქებაზე “ყაზტრანგაზის” დაუდევრობა დადასტურდა – ომბუდსმენის კვლევა

  •  

 ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ დიდი დიღმის აფეთქება და დიღომში მომხდარი აფეთქება ერთმანეთისგან განსხვავებულია, დადასტურდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ 16 იანვრის აფეთქება კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს შედეგია. ​ “​სამწუხაროდ დადასტურდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ კომპანიის თანამშრომლებმა არაჯეროვნად შეასრულეს თავისი საქმე. პირველი გამოძახების შემთხვევაში, ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ ობიექტზე და იქ საფრთხის წყარო ვერ შეამჩნიეს, ხოლო მეორე გამოძახების დროს მხოლოდ 49 წმ დაჰყვეს. რაც სრულიად გამორიცხავს იქ რაიმე ტიპის მოკვლევის, შემოწმების ან გაჟონვის წყაროს გამოვლენის შესაძლებლობას, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  მისივე თქმით, დადასტურდა ეჭვები,…

მეტი...

9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი წერილს აქვეყნებს

  •  

  „საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილი. დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი. საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი“, – ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის წერილში, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ: „1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა – მთელი განვლილი ისტორიის…

მეტი...

“ერთად გავალამაზოთ თიანეთი“ – ყვავილების აქცია

  •  

  დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს ორგანიზებითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, თიანეთში აქცია – ,,ერთად გავალამაზოთ ჩვენი თიანეთი” გაიმართა. აქციის ფარგლებში, დაბა თიანეთის ცენტრალურ მოედანზე, ბიუროს თანამშრომლებმა 100 ძირი ჰოლანდიური ჯიშის ვარდი დარგეს. როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, აქცია მიზნად ისახავს, დაბა თიანეთის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობასა და გალამაზებას. ბიუროს ინფორმაციით, ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება და დარგულ ყვავილებას შესაფერისად მოუვლიან.

მეტი...

საკუთარი ეზოს მოვლა მოდური უნდა იყოს, ვანდალიზმი კი სირცხვილი – ბექა მიქაუტაძის პროფილი

  •  

 თბილისის საბურთალოს რაიონის ყოფილი და გლდანის ამჟამინდელი გამგებელი ბექა მიქაუტაძე გულის სიღრმეში რომანტიკოსი პოეტია. მართალია საჯარო სამსახურმა მისი პოეტური შთაგონება “შეიწირა”, მაგრამ ამბობს, რომ ეს ის საქმეა, რის გარეშეც ვერ გაძლებს. ამ ხნის განმავლობაში, 2 კრებულის გამოცემა მოასწრო. მეორე კრებული – “ფერიცვალება”, 2014 წელს გამოსცა და თავის სამ ქალიშვილს – რუსუდანს, ნინოს და მარიამს მიუძღვნა. ეს კრებული მისი განვლილი ცხოვრების ერთგვარი შეფასებაც არის. მისი აზრით, ცხოვრებაში ადამიანს ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება, ზოგჯერ ეს ძნელია, ზოჯგერ კი ზუსტი, რაც მთავარია, ადამიანმა ყოველი ათწლეულის შემდეგ უნდა გადააფასოს განვლილი გზა, რადგან ის “წუწუნა მანქურთს”…

მეტი...