საქართველოს ბევრად მომგებიანი გეორაფული მდებარეობა აქვს, თუმცა სატრანზიტო ჰაბი მაინც თურქეთია, რატომ?

  •  

 ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტების განმარტებით, საქართველო ბევრად მომგებიანი მდებარეობის მიუხედავად სატრანზიტო ჰაბობას თურქეთს უთმობს. ქართველი ტრანსპორტიორები ხელისუფლებას სატრანსპორტო საკითხებისადმი ინერტულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და სფეროში პრობლემების აღმოფხვრას ითხოვენ. მათი თქმით, საერთაშორისო გადაზიდვებში ქართული მხარის დაბალი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე არსებული არათანაბარი პირობების ბრალია. ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი სატრანზიტო პირობების ფორმირებას  ადგილობრივი გადამზიდავები ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკით ხსნიან. ტვირთმზიდავები მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრისას საერთაშორისო სატრანზიტო სფეროში არსებული პრობლემების წარმოჩენას თურქეთის მაგალითზე შეეცადნენ. კონსტანტინე ჯიბლაძე ამ სფეროში 13 წელია მუშაობს.  თავდაპირველად, ის ერთ-ერთი კომპანიის მძღოლი გახლდათ,მოგვიანებით კი სატვირთო ავტომობილი ლიზინგით შეიძინა და ახლა ბანკში ყოვეთვიურად 1200 ლარის…

მეტი...

თბილისი საფესტივალო ქალაქი გახდება

  •  

 თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქში ღია სცენებისა და სააფიშე სივრცეების მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ მან კულტურის მიმარტულები განხორციელებული პროეტების პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, წიგნის საერთასორისო ფესტივალზე თბილისის მერია სპეციალური სტენდით წარსდგება. მისი განმარტებით ამ სტენდზე გამოიფინება თბილისის მერიის მხარდაჭერით სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები. ეს იქნება ამ წიგნის ავტორთა პოლპულარიზაცია. იგეგმება თბილისის ისტორიეული ცენტრიa, მტკვრის ჭალის გადაიქცეს თანამედროვე ხელოვნების ახალ პლატფორმად. დაგეგმილია ასევე ინოვაციური პროექტის,  PUBLIC ART – ისა და ისტორიული ინსტალაციის „სიზმრის“ განხორციელება. “თბილისის მერიის ინიციატივით, წელიწადში ორჯერ გამოცხადდება კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“, რომლის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი…

მეტი...

შოთა ხაბარელი: „სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი სპორტის განვითარება უნდა იყოს“

  •  

 „თავდაცვისუნარიანობისთვის სპორტი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს. უნდა ვიზრუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე“,- ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრს „მინისტრის საათის ფორმატში“ მოუსმინეს. შოთა ხაბარელის აზრით, დღეს ქვეყნისთვის გამოწვევაა ის, რომ წვევამდელთა 30% სამხედრო სამსახურისთვის უვარგისია. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპონენტი თავდაცვის სამინსიტროს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს.  „წვევამდელთა „დაბრაკვის“ მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდობის ცხოვრებაში სპორტის ნაკლებობით აიხსნება. ეს არის მართლაც დიდი გამოწვევა და სათანადო უნდა გავამახვილოთ ამაზე ყურადღება. სპორტი არის არა მარტო სპორტი, ეს არის თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა უნდა გავხადოთ პრიორიტეტული და ამ მხრივ თანხები არ უნდა დავიშუროთ. ჩვენ მიზანია, ჯანმრთელი და  ჯანსაღი ახალგაზრდები მოხვდნენ ჩვენს ჯარში. მათ უნდა დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

მეტი...

ძარცვა-ყაჩაღობისთვის ბარსელონაში 25 ქართველი დააკავეს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ. „მიმდინარე წლის 4 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია სახელწოდებით „მერლინ-ტაკა“, რომელშიც 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ,“ – განაცხადა სპეციალურ ბრიფიჰზე შსს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ. მისივე თმით, სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში,…

მეტი...

ტყიდან ნარჩენების გამოტანა არ დაისჯება – მთავრობამ დადგენილება მიიღო

  •  

 ტყიდან მერქნისა და ხე-ტყის ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გამოტანა და მისი გამოყენება დასჯადი არ იქნება. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დადგენილების პროექტიც მიიღეს. მის მიხედვით, ხე-ტყით სარგებლობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობებზე შესაძლებელი ხდება, არსებული მოთხრილ-მოტეხილი მერქნისა და ხე-ტყის ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გამოტანა და გამოყენება. როგორც მთავრობის სხდომაზე აღნიშნეს, აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ტყის ეკოლოგიური სიჯანსაღის შენარჩუნებას, ხანძრების პრევენციას და მისი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, ასევე, ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებული სუბიექტებისათვის ნედლეულის მოპოვების წყაროს შექმნას. მთავრობის სპეციალური დადგენილებით, ლიცენზიის მფლობელს, შესაძლებლობა ეძლევა, თავად აითვისოს სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი…

მეტი...

ლევან იზორია მფრინავი ქალის ბრალდბებს აბსურდულს უწოდებს

  •  

 ლევან იზორიამ „მინისტრის საათის ფორმატში“ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას მფრონავი ქალის, ეკატერინე ქვლივიძის ბრალდებას, თითქოს სამინისტროში მისი გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია მოხდა, აბსურდულს უწოდებს. მისნისტრმა განმარტა, რომ უწყებამ ქალბატონის კაპიტნის საკარიერო სწავლება ამერიკაში დააფინანსა. კურსი 51 ათასი დოლარი დაჯდა. იზორიას განმარტებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეკატერინე ქვლივიძემ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის გაგრძელება აღარ მოისურვა. ამით მან დაარღვია კონტრაქტის პირობა და დაეკისრა 28 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. მინისტრი შენიშავს, რომ ქვლივიძე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც სამინისტრომ შეიტანა სასამართლოში სარჩელი და მოითხოვა მისგან საჯარიმო თანხის გადახდა საკონტრაქტო პირობის დარღვევის გამო. მინისტრი…

მეტი...

ვანო ზარდიაშვილი: „დელტას“ წარმატების გადაფარვას ოპოზიცია ტყუილებით ცდილობს”

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტარებმა თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინეს, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას“ მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს ეხმიანება. დეპუტატი კოლეგებს ურჩევს, კანონი წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომსამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა. ,,ჩემს კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა განზრახ შეჰყავს შეცდომაში. მარტივი ლოგიკა  თუ არ გააჩნიათ, კანონი წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის  განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა. კითხვა მე აქ უფრო იმ მიმართულებით მიჩნდება -რატომ ხდება ჩვენი სამხედრო წარმოების საიდუმლო ინფორმაციის გახმოვანება? ასეთი არაპროფესიონალიზმი შეურაცხმყოფელია. წინა ხელისუფლების პირობებში „დელტას” გაყიდვები ნულს უტოლდებოდა, დღეს კი მისი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში გადის. ამერიკაში გაიყიდა ჩვენი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. არაა გასაკვირი, რომ  ოპოზიციას ეს წარმატება ნეგატიური  ტყუილებით უნდათ რომ გადაფაროს“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის თქმით, „თბილავიამშენის“ დირექტორი არის კორნელის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და მისი  გადმოყვანა “თბილავიამშენში” დიდი ძალისხმევისშედეგად მოხდა.

მეტი...

“ბედმა გაუღიმა მასაც და მეც” – პრეზიდენტი საზოგადოებას თავის ძაღლს, გომბორას აცნობს

  •  

 ​ორტურიანი, დაძაბული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს, ერთი მცირე და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ამბავი მოხდა. კახეთში, გომბორის უღელტეხილით მიმავალ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გზად ლეკვი შეხვდა, რომელიც დღეს, პრეზიდენტის სასახლის ბინადარია. პრეზიდენტობის კანდიდატმა ლეკვი შეიფარა და გომბორა დაარქვა. მას შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, გომბორა კი პრეზიდენტის ძაღლი. თავისი ოთხფეხა მეგობრის ფოტოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით დღეს პირველად, მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს და ამბობს, რომ ბედმა გაუღიმა მასაც და გომბორასაც.  “ეს ბიჭი უკვე 7 თვისაა, საარჩევნო კამპანიის დროს გომბორის გზაზე გველოდებოდა… წამოვიყვანე და დღეს “პრეზიდენტის ძაღლი” და მისი ერთგული მეგობარია.…

მეტი...

გალაკტიონ ტაბიძისა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

  •  

 მიმდინარე წლის ბოლომდე გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არჩილ ჩიმაკაძის სახელობის N3 ხელოვნების სკოლაში, რევაზ ლაღიძის სახელობის N4 ხელოვნების სკოლაში, ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში,ვიქტორ დოლიძის სახელობის N15 ხელოვნების სკოლაში, N21 ხელოვნების სკოლასა და გიორგი ცაბაძის სახელობის N25 ხელოვნების სკოლაშიმიმდინარეობს. „დასრულდა ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია. გარემონტდა და კეთილმოეწყო სოსო და კოტე წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი. ერთ თვეში ვიქნებით მზად, რომ მისი პირველი…

მეტი...

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება

  •  

 2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს.  ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა,  სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%, ვაზზე – 50%.  აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს  5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის…

მეტი...

თბილისში ვერიკო ანჯაფარიძისა და ჰიპოპოტამ ბეგლარის ქანდაკებები დაიდგმება

  •  

 თბილისის მერია, საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციის, ოკუპაციის მსხვერპლთან ხსოვნის მემორიალისა და 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. სამივე კონკურსი ითვალისწინებს აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენას. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუმარტეს, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება – გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან  ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

მეტი...

თბილისის 320-ვე ბიბლიოთეკარი სამსახურს შეინარჩუნებს

  •  

 თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგეგმება თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკების მშენებლობა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები არის.    სოფიო ხუნწარიას განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, 320-ვე ბიბლიოთეკარი შეინარჩუნებს სამსახურს. დაიწყება წიგნის საცავების მოწესრიგება, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოები. მისივე თქმით, საუბარი მიდის წიგნადი ფონდების შევსებაზე. “მიუხედავად იმისა, რომ მედიათეკები მულტიფუნქციურია და მულტიმედიურია, წიგნი არის მთავარი და ჩვენი პრიორიტეტია მკითხველთა რაოდენობა გავზარდოთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მეტი...

“მიმინო”, “აფონია”, “არ დაიდარდო”… ეს ყველაფერი დანელია იყო – რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

  •  

 რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.  “Джентльмены удачи”, “Афоня”, “Кин-дза-дза!”, “Мимино” ეს ყველაფერი დანელია იყო , – წერს რეჟისორის შესახებ რუსული პრესა. მათივე ინფორმაციით, გიორგი დანელია თებერვალში, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ფილტვების ანთების დიაგნოზით დააწვინეს. მოგვიანებით ის ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.   გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მალევე მის ოჯახს საცხოვრებლად მოსკოვში მოუხდა წასვლა. გასული საუკუნის 50-იან წლებში დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული სასწავლებელი და ქალაქის პროექტირების ინსტიტუტში არქიტექტორად მუშაობდა.  1959 წელს დანელიამ დაამთავრა “მოსფილმის” უმაღლესი სარეჟისორო კურსები მიხეილ კალატოზოვის ხელმძღვანელობით, რის შემდეგაც, კინოსტუდიაში დამდგმელ-რეჟისორად დაიწყო…

მეტი...

განახევრებული შობადობა, 90-იან წლებში, გოგონების შობადობის განახევრების შედეგია – დიმიტრი ხუნდაძე  

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ ავტორი დიმიტრი ხუნდაძე, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს გარკვეული პერიოდი მოუწევს ნეგატიური დემოგრაფიული დინამიკის პირობებში იცხოვროს. თუმცა, ერთი დემოგრაფიული თაობის შემდეგ მონაცემები პოზიტიურად შეიცვლება, თუკი სახელმწიფომ დღეს დაწყებული დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება აქტიურად განაგრძო. “საზოგადოების მღელვარება ახალ სტატისტიკურ მონაცემებზე ბუნებრივია, რადგან დინამიკა ნეგატიური პროცესებისკენ მიდის. ამ პროცესის დაწყების თაობაზე ჩვენ 2012 წლიდან ვსაუბრობთ და პარალელურად ვმუშაობთ ნეგატიური პროცესის შესუსტებაზე, რადგან მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ეს არც ჩვენი და არც წინა ხელისუფლების ბრალია, ეს დემოგრაფიული…

მეტი...

2022 წლამდე, ბუნებრივი აირით, კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება

  •  

 2019 – 2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება და 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირზე წვდომა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელების შედეგად,  საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85% გაზიფიცირებული იქნება. დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 210 მილიონ ლარს შეადგენს. „აღნიშნული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, როდესაც 85 პროცენტიან ნიშნულს მივაღწევთ, საქართველო გაზიფიცირების თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა

  •  

 სპორტკომპლექს „არენა I“-ში დღეს, 4 აპრილს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ერთობლივი ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა. ღონისძიება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი გახსნეს. სემინარი 6 აპრილს გასამართ სპორტის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც შემდეგი დევიზით ტარდება – სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის. სემინარის მონაწილეებმა – სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, სპორტის საერთაშორისო დღის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინეს,  საუბარი შეეხო მასობრივი სპორტის…

მეტი...

იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული ქართული საანბანე სახელმძღვანელო მომზადდება

  •  

 “დედა ენის” საკითხზე მომზადებული კანონპროექტის თანაავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია, კოლეგებს მადლობას უხდის, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლებში დამკვიდრების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის.  ​მისი თქმით,განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.  “მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არსებობენ “დედა ენის” მოწინააღმდეგეები და მოძულეები და ეს ხალხი საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ დღეს, უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ გადაწყვეტილება “დედა ენის” საკანონმდებლო მხარდაჭერისთვის, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ “დედა ენა” სკოლებში შევიდეს და დამკვიდრდეს”, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის…

მეტი...

“შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად” – თამარის მეფედ კურთხევისას წარმოთქმული სიტყვა

  •  

 სამეცნიერო პორტალი “დოქტრინა.ჯი” თამარ მეფის მიერ, ტახტზე ასვლისას წარმოთქმული სიტყვის ტექსტს აქვეყნებს, სადაც იგი დიდებულებსა და ერისთავებს სთხოვს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში განათლების განვითარებაში, რომ მისცენ გზა სწავლას, შრომას და ნიჭს.  “შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება. არ არის აქ ჩემი საკუთრო და სამეფო ჩემი – კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით? პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილნო, მხედართმთავარნო მეომარნო – მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფო…

მეტი...

„მესიჯებითა და ინბოქსებით მართვას არ მაკადრებენ, გამორიცხულია“ – ლადო კახაძის ინტერვიუ „მთავართან“

  •  

 “მე ესეთი ვარ.  მათ იციან, რომ უპარტიო ვარ. მე ვერ ვიქნები მესიჯებით და ინბოქსებითმართული და ამას არ მაკადრებენ, გამორიცხულია,“ – ასეთია მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ექიმ ლადო კახაძისპოლიტიკური გზავნილი.   რა ხვდება პოლიტიკაში – ჟანგბადი თუ საწამლავი;  რას უპირებს ორსული ქალების მთელ წყებას, რომლებიც მის იმედად არიან;  როგორ მოახერხებს დროის შემდეგნაირად განაწილებას – პაციენტი-პარლამენტი-პაციენტი; რა შეთანხმება დადო და რა პირობა მიიღო „ქართული ოცნებისგან“; რა არის ქვეყნის ძირითადი, თანმხლები და გართულებული დაავადება? როგორ დაეხმარა მას უცნობი ბიძინა ივანიშვილი? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მედიაცენტრმთავარს“  ექიმი ლადო კახაძე ესაუბრა.…

მეტი...

თბილისში ჭადრების შეწამვლა დაიწყო, ხეებს სოკოვანი დაავადება აქვთ

  •  

 თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქში ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული ჭადრები შეიწამლა. ხეებს სოკოვანი დაავადების ერთ-ერთი სახეობა, ანთრაქნოზი გამოუვლინდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუმარტეს, წამლობა პირველად განხორციელდა იტალიური ბორდოს 3%-იანი ხსნარით, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანთრაქნოზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა, მცენარეების კვირტების დაბერვის ფაზაში. სანიტარიული ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში მცენარეთა ფიტოსანიტარიული კვლევის შედეგებს ეფუძნება. მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 2 140 ძირი ჭადრის ხე შეიწამლა, ხოლო სულ 6 745 ძირი ჭადრის შეწამვლა იგეგმება – რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე,…

მეტი...

თბილისის ძველ ზოოპარკში, რეგიონში პირველი კვლევითი ლაბორატორია იქმნება

  •  

 თბილისის ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე, ჰოლანდიურ მხარესთან თანამშრომლობით, სამეცნიერო კვლევებისთვის ლაბორატორია შეიქმნება. ეს იქნება ვეტერინალურ – პათანატომიური ლაბორატორია, რომელიც აუცილებელია ზოოპარკის ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგისა და კონსერვაციისთვის. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ლაბორატორიის შექმნაში ქართულ მხარეს, ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ალექსი ბაიდოშვილი ეხმარება. ლაბორატორიის მოწყობა შარშან დაიწყეს, ის ნაწილობრივ მზად არის და მისი გახსნა მაისში იგეგმება.   “ალექსი ბაიდოშვილი პროფესიით პათანატომია. მოღვაწეობს ჰოლანდიაში და ძალიან გვეხმარება ამ ლაბორატორიის აწყობაში. თბილისის ზოოპარკის სამეცნიერო მუშაობა არა მხოლოდ მკვდარი ცხოველების გაკვეთას, არამედ ბიოლოგიურ კვლევებსაც ითვალისწინებს. მსგავსი ლაბორატორია არა მარტო საქართველოში, უახლოეს რეგიონშიც…

მეტი...

ზოოპარკის კავკასიურ ნაწილის გახსნას 300 000 სჭირდება, მთლიანად დასრულებას კი 50 მილიონი დოლარი

  •  

 თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ თბილისის ზღვაზე, დედაქალაქის ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულებას 50 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება, ამ თანხის ერთიანად მოძიება რთულია, ამიტომ ეტაპობრივად ხორციელდება სამუშაოები. ზოოპარკის კავკასიური ცხოველების ნაწილის გახსნას დაახლოებით 300 ათასი ლარი სჭირდება, რათა კანალიზაცია და ვიზიტორებისთვის ბილიკები მოწესრიგდეს.  “ვმუშაობთ სხვადასხვა ფონდებთან. ნაწილობრივ დედაქალაქის ბიუჯეტი გვეხმარება, თანხის ნაწილი კი ბილეთების გაყიდვით მიღებული, საკუთარი შემოსავალია. საქართველოში არსებობს გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომლებსაც ბუნებაში საფრთხე ემუქრებათ. ეს არ ნიშნავს, რომ ქრებიან. ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და თუ არ ჩავერიეთ შესაძლოა გადაშენდნენ. ჩარევის ერთ-ერთი გზა არის…

მეტი...

„ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის“ – „პატრიოტები“ თამარ ჩუგოშვილს უჩივიან

  •  

  „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ადა მარშანია, პარლამენტის პირველ ვიცე სპიკერს თამარ ჩუგოშვილს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და პარლამენტის ეთიკის კომისიაში უჩივის. როგორც ადა მარშანიამ პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტში, ემზარ კვიციანს საუბრისას მიკროფონი გამოურთო რა დროსაც ის პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა. “პარლამენტში, პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიკროფონი გამოურთო. მან გაბედა და გამოურთო ემზარს მიკროფონი იმ დროს, როცა ის კითხულობდა ჩვენი სულიერი წინამძღოლის, პატრიარქის ქადაგებას და ეს შეაფასა როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. ხომ შევქმენით ჩვენი სათაყვანებელი ეთიკის კომისია, აი იქ შეგვაქვს საჩივარი, რათა კომისიამ ეს არაეთიკური…

მეტი...

ბავშვებში ტყვიის შემცველობის ანალიზის პასუხები ცნობილია

  •  

  ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოდან იტალიაში გაგზავნილი 2000-მდე ანალიზის პასუხი ცნობილია. გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ჩატარებულ კვლევის შედეგებს მოსახლეობას მომავალ კვირას გააცნობენ. თუ, გამოკვლეული ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მათ ოჯახებში სპეციალისტები ხელახალ კვლევას დაიწყებენ. გაერო-ს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტის თინათინ ბაუმის განცხადებით, თითოეულ ოჯახს, რომელმაც კვლევაში მონაწილეობა მიიღო, შედეგებს კვლევაში ჩართულ ყველა ბენეფიციარს გაუგზავნიან. როგორც თინათინ ბაუმმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, თუ ბავშვის სისხლში აღმოაჩნდება დიდი რაოდენობით ტყვია, ბავშვი, შესაბამისი კონსულტაციისათვის, სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართდება. “ტყვიაზე კვლევა მხოლოდ საქართველოში ტარდება, რადგანაც მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გარდა იმისა,…

მეტი...

ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის ყველა პირობა არსებობს, ადამიანებისთვის კი – არა

  •  

 თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ თბილისის ზღვაზე აშენებულ ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის ყველა პირობაა შექმილი, თუმცა მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა დამთვალიერებლებისთვის – არ არის ბილიკები და სველი წერტილები, რის გამოც, შეუძლებელია ვიზიტორების მიღება.  როგორც ზურაბ გურიელიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალ ზოოპარკში ​ცხოველებისთვს შექმნილი პირობები აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს. ვოლიერები მაღალი კატეგორიის არის და ყოველწიურად გადიან გარკვეულ შემოწმებას.  ​”​ცხოველებისთვის პირობები არის ძალიან კარგი, მაგრამ ადამიანებისთვის მოსაწყობია. ეს გვიშლის ხელს, ახალი ზოოპარკის გახსნაში. ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ბევრი დრო და დიდი თანხები არ სჭირდება. უკვე შევიყვანეთ ელექტროენერგია, გაზი, რომელიც ჯერ მიერთებული არ არის სისტემაზე, ასევე…

მეტი...

„მოიზიდე და გაანადგურე ფაროსანა“ დასავლეთ საქართველოში დაიწყო

  •  

  საკარმიდამო ნაკვეთებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც „აზიური ფაროსანას“ მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება. სადგურების ანუ ხაფანგების განთავსების ვადებსა და ადგილმდებარეობაზე აზიური ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მონიტორინგის ჯგუფებთან ერთად იმსჯელა. საკოორდინაციო მართვის ცენტრში მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. „ამ ეტაპზე, მავნებელი ჯერ კიდევ არის პასიური და მოზამთრე ფაზაშია. პირველი ეტაპის შედეგებით განისაზღვრა ის სოფლები, სადაც მოხდება „მოიზიდე და გაანადგურე“ ხაფანგების დამონტაჟება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მავნებლის რაოდენობისა და გავრცელების არეალის შესახებ. მნიშვნელოვანია,…

მეტი...

თამთა გოდუაძე “ევროვიზიის” წინ, კვიპროსელმა მღვდელმა დალოცა

  •  

 უცხოეთში მოღვაწე, ქართული წარმოშობის ცნობილი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც სიმღერის საერთაშორისო კონკურს “ევროვიზია – 2019”-ზე, მაისში, კვიპროსის სახელით გამოვა, კვიპროსელმა მღვდელმა დალოცა.  ბერძნული შოუ ბიზნესის სახე, თამთა გოდუაძე, კუნძულ-სახელმწიფოში ყოფნისას, წმიდა კვიპრიანეს და იუსტინას სახელობის ეკლესიაში მივიდა და წმიდა ნაწილები მოილოცა. ტაძრის მღვდელმსახურმა მამა საბამ მომღერალს წარმატებები საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტითაც უსურვა.“ევროვიზიაზე” წელს საქართველოს, ახალგაზრდა მომღერალი ოთარ ნემსაძე წარადგენს. ის ევროპელი მაყურებლის წინაშე, რომან გიორგაძის სიმღერით “სულ წინ იარე” გამოვა. “ევროვიზია 2018”-ზე საქართველო ეთნო-ჯაზ-ჯგუფმა, “ირიაომ” წარადგინა, თუმცა, ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.

მეტი...

ზვიად გამსახურდიას საქმის გახსნა “ქართულ ოცნებას” 5 – 7%-ს მოუტანდა – კონსტანტინე გამსახურდია

  •  

 დამოუკიდებელი საქართველოს ​პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, დღეს ის ხელისუფლებაში რომ იყოს, ეცდებოდა ზვიად გამსახურდიას საქმის გახსნას, რადგან ეს დამატებით 5-7 %-იან რეიტინგს მოუტანდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა, ​ზვიად გამსახურდიას თემა, ქართული საზოგადოების ერთგვარი გამაერთიანებელია, თუმცა ნდობის აღდგენისთვის საკმარისი არ არის. ​​მისივე თქმით, ზვიად გამსახურდიას თემა კარგია ქვეყანაში ზოგადი ატმოსფეროს შესაქმნელად და პარტია “ქართული ოცნების” იმიჯის გასაუმჯობესებლად.    “მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ვეცდებოდი ეს საქმე გამეხსნა. 5-7 %-ით ვერ ავწევდი “ოცნების” შელახულ რეიტინგს? მაგრამ არ ვარ ხელისუფლებაში. როგორი ინტრიგანი და ჩასაფრებულიც არ უნდა ვიყო, ეს საქმე რომ გამოიძიონ,…

მეტი...