ბათუმში, საკეისრო ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. საკეისრო კვეთისას მშობიარე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა კლინიკა BMS-ში მოხდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ოპერაციის შემდეგ ქალს სხვადასხვა გართულება დაუფიქსირდა.
ახალშობილს კი საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი ამავე კლინიკის თანამშრომელი იყო.