პრემიერმა ქობულიას შემცვლელად თურნავა დანიშმა

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ ქობულიას გადაყენება კონსულტაციების შედეგად გადაწყდა. „გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად, როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ისე, რა თქმა უნდა, დანიშვნის დროს ქალბატონ ნათია თურნავასთან, ამავდროულად უმრავლესობის ლიდერებთან,“ – განაცხადა კახიშვილმა. მისივე თქმით, მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს პრემიერი ხვალ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთებს. „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი გიორგი ქობულია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე დაინიშნა ქალბატონი ნათია თურნავა,“ – განაცხადა კახიშვილი.

მეტი...

მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. როგორც ირკვევა, თავად მინისტრიც არ იყო დარწმუნებული, რომ მას თანამდებობის დატოვება მოუწევდა, რადგანაც, დღესაც კი, აწ უკვე ყოფილი მინისტრი, ირწმუნებოდა, რომ წასვლას არსად აპირებდა. მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმოწერილი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს მისივე მოადგილე ნათია თურნავა შეცვლის. გიორგი ქობულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა და მინისტრის პოზიციაზე სულ 9 თვე იმუშავა. ერთ-ერთი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს მისივე მოადგილე ნათია თურნავა შეცვლის. – ეს შეცვალე რა ასე – მამუკა ბახტაძეს…

მეტი...

„მოიოხეთ ბატონები, რაც გინდათ ის მოიოხეთ, თუმცა, საკუთარ, პირად სივრცეში“ – მირიან წიკლაური ემოციური განცხადება

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი მირიან წიკლაური საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობას და გინებას კატეგორიულად ემიჯდება, საზოგადოებას მიმართავს და „მედიაცენტრ მთავართან“ მწვავე განცხადებას აკეთებს. „მედიაცენტრი მთავარი“ მირიან წიკლაურის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ: „ბილწსიტყვაობა, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, ოჯახის წევრების სხვადასხვა ბრუნვაში ტრიალი მოგწონთ? არა, არ მოგწონთ, თუმცა, არც ფიქრობთ საჯაროდ გააპროტესტოთ. უფრო მეტიც, თუ ვინმე გაბედავს და ხმამაღლა იტყვის საკუთარ და მოსახლეობის აზრს, რომ ეს სიბინძურეა, რომ ეს ცუდი მაგალითია, რომ ადამიანებს აქვთ მოთმინების ზღვარი, რომ შესაძლოა, „ვიღაცის“ ოჯახის წევრს ნერვებმა ან მოთმინებამ უმტყუნოს, რომ სადღაც აუცილებლად გაწყდება და აფეთქდება, იწყება თავდასხმა ადრესატზე, ვინც ამისი თქმა…

მეტი...

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურის ძეგლებთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა“ – ჯემალ გამახარია

აჭარაში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება აჭარაში გაიმართა, სადაც, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტოტიაზე არსებული ძეგლების მდგომარეობაზეც ისაუბრეს. ღონისძიება – ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და მაც მიიღეს. ასევე, ღონისძიებაში ჩაერთვნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის თემაზე ისაუბრეს. ღონისძიების მეორე ნაწილი მიეძღვნა გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იყო აჭარისა აფხაზეთის…

მეტი...

„კლანი უნდა წავიდეს“ – მსვლელობა პარლამენტიდან სასამართლომდე

ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. „კლანი უნდა წავიდეს“ – ამ ლოზუნგით, აქციის მონაწილეები მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით არსებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და პრინციპების დონეზე მის შეცვლას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების’’ წარმომადგენლები არიან. ა ქციის მონაწილეები პროტესტს გაგრძელებას პარლამემნტთან გეგმავენ, სადაც მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაშ სამართლიანობა მთავარი პრობლემაა, რასაც არსებული მოსამართლეთა „კლანი“ უზრუნველჰყოფს. „სამართალს და სამართლიანობას ძალიან ცუდად ეთამაშებიან. ამით კი საზოგადოების გამოწვევასა და პროვოცირებას ცდილობენ. მოგიწოდებთ, შეაჩეროთ ამ მავნებლური კანონპროექტის განხილვა და ისეთი კანონი მივიღოთ,…

მეტი...

უმრავლესობა ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გაითვალისწინბს, პოლიტიკურიზე კი იმსჯელებს

მმართველი გუნდი, მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის სამართლებრივი ნაწილის გაზიარებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ რეკომენდაციებზე მსჯელობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს მოხდება. ,,როგორც პირობა დავდეთ, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს ჩვენ გავითვალისწინებთ, ავსახავთ კანონპროექტში, დღესვე განახლდება კანონპროექტის განხილვა. რაც შეეხება პოლიტიკურ რეკომენდაციებს, იქნება განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. კერძოდ, იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ, მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს და კიდევ უფრო მკაფიოდ გავწერთ კანონპროექტში. მეორე რეკომენდაცია ეხება გამოცდის თემას, ვენეციის კომისია პირდაპირ არ გვეუბნებოდა რომ გამოცდა…

მეტი...

„ჩუღურეთში ყველა გზა მოწესრგდა, მოეწყო მოედნები და მწვანე სივრცე“ – რიმა ბერაძის ანგარიში

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, პარტიის ხელმძღვანელობასა და მხარდამჭერებს 2012-2018 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. რიმა ბერიძეს განცხადებით, ჩუღურეთის რაიონში მოწესრიგდა ყველა მთავარი და შიდა გზა, მოეწყო მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები. „ყველასთვის ცნობილია, რომ 2012 წლამდე ჩუღურეთი ყველასგან მივიწყებული რაიონი იყო, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურითა და რთული სოციალური მდგომარეობით .იმ პერიოდის ჩუღურეთის მდგომარეობას დღევანდელობას ვერც კი შევადარებთ. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს რაიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,” – განაცხადა ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. შეხვედრას “ქართული ოცნების” ლიდერები, პარლამენტისა და…

მეტი...

„პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია“ – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებთან შეთანხმების შესაძლებლობას ვერ ხედავს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვისი ინტერესიც დესტაბილიზაციაა, შეთანხმება არ გამოვა. „ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შკი ეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ვენეციის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება უკვე შედგა. „არის თემები, რომლებიც სამართლებრივ ფორმატში უნდა განვიხილოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში. ხვალისთვის კანონპროექტზე კენჭისყრა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროცესის შეჩერებაზე, დანგრევაზე, სიტუაციის გამწვავებაზე საუბარი…

მეტი...

დავით ბაგრატიონი, ანას მხრიდან, შვილზე ძალადობის კადრების არსებობას ადასტურებს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონისთვის, გაჩუმების სანაცვლოდ თანხის შეთავაზებას არ ადასტურებს. რაც შეეხება მუქარას, როგორც მისი ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო საუბარი არ შეიძლება მუქარად ჩაითვალოს. თუმცა, ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების არსებობას ადასტურებს. „მას შემდეგ, რაც სასამართლომ პირველ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და დავა შეწყვიტა, ჩვენი მხრიდან, საქმის მოლაპარაკების გზით მოგვარების ინიციატივა წამოვიდა. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, შეხვედრები და საუბარი გვქონდა. მორიგების ვარიანტებიც განვიხილეთ. ამ საუბრებში, იყო ერთი საუბარი და ამას არს უარვყოფ, რომ ჩემი მარწმუნებლისგან მივიღე დავალება, ანასთვის გადამეცა, იმ შეთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე დავას არ შეწყვეტდა, მას სხვა არგუმენტებს…

მეტი...

ანა ბაგრატიონს გაჩუმების სანაცვლოდ 100 000 ლარზე მეტი შესთავაზეს და ძალადობის კადრების გავრცელებით დაემუქრნენ

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საკუთარი შვილის ცემას გამორიცხავს და ამბობს, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ მომხდარა. მისი ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ შესაძლოა, ანას საწინააღმდეგოდ არარეალური ინფორმაცია გავრცელდეს და საზოგადოებას აფრთხლებს, რომ ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ დაიჯეროს. „მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ შესაძლოა, გავრცელდეს დამატებით შავი პიარის შემცველი ინფორმაცია, რომელიც ეხება ანას მიერ, მცირეწლოვანი გიორგის ცემის ფაქტს რაც არის ტყუილი და გათვლილი იმაზე, რომ ანას მსგავსი ფაქტის გასაჯაროებით უკან დაეხია. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, გამორიცხულია, რაიმე ტიპის კომპრომატი არსებობდეს ანას მიერ გიორგიზე ფიზიკური ძალადობის“, – ასეთია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის…

მეტი...

ანა ბაგრატიონი, ყოფილ მეუღლეს მოსყიდვასა და მუქარაში ადანაშაულებს – დავითი კი შვილზე ძალადობაში

სამეფო ოჯახის დავის შეწყვეტის სანაცვლოდ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ყოფილ მეუღლეს ფული შესთავაზა. თანხმობა რომ ვერ მიიღო, მუქარაზე გადავიდა და ბუნებაში არარსებული, შვილზე ძალადობის ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა. ეს და სხვა, სამეფო ოჯახის დაპირისპირებაში არსებული ახალი მტკიცებულებები ანა ბაგრატიონის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა. „ორი კვირის განმავლობაში, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, კერძოდ კი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, აქტიურად ცდილობს სხვადასხვა ფორმით დაგვიყოლიოს იმაზე, რომ ჩვენ დავა შევწყვიტოთ. კერძოდ, ითხოვენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გავასაჩივროთ. აღნიშნულის მიღწევას დავითი ახდენს ცდილობს სხვადასხვა მეთოდითა და სტრატეგიით. პირველი მისი მცდელობა იყო თავის შეცოდების სტრატეგია. დაურეკა ანას ტირილით და…

მეტი...

მეფე დედოფალს შვილის ცემის ვიდეოს გასაჯაროებით ემუქრება

ბაგრატიონების სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის საოჯახო დავა კიდევ უფრო გართულდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეფე დედოფალს ფარულად გადაღებული ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება. რა ჩანაწერზეა საუბარი და არსებობს კი არა რეალურად ანას მხრიდან ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაული, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. „დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონს არაერთხელ დაურეკა, ჯერ სთხოვა დავის შეწყვეტა, ამისთვის ფულიც კი შესთავაზა. დედოფლისთვის შეთავაზებული თანხა 90 000 ლარზე გაცილებით მეტი იყო. როცა ვერაფერს გახდა, გადავიდა მუქარაზე. მუქარის შინაარსი კი შემდეგია, თუ ანა ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტ დავას, კომპრომატებს გავასაჯაროებ-ო“. რაც შეეხება დავით ბაგრატონის ხელთ არსებულ კომპრომატს,…

მეტი...

“მეფემ დედოფალს ტირილით დაურეკა და დავის შეწყვეტის სანაცვლოდ ფული შესათავაზა”

“დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონს ტირილით, თხოვნით, შეცოდებით და ბოლოს მუქარით ურეკავს და დავის შეწყველას სტხოვს” – აღნიშნული განცხადება ამ წუთებში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „დავითმა ანას დაურეკა ტირილით, რომ შეეწყვიტა დავა. მას შემდეგ, რაც ჩვენგან მიიღო პარსუხი, რომ ეს პრობლემა ფულზე არ იყიდება ის გადავიდა მუქარაზე. ბოლოს, რომ დაინახა, რომ ამ მეთოდით ვერაფერს გახდა, მუქარა შემოგვითვალა. მუქარა მის მცირეწლოვან შვილს ეხება“ – აღნიშნა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მხარეს მუქარის შემცველი ჩანაწერი ამ ეტაპზე არ გაუსაჯაროვებია, თუმცა, „მედიაცენტრ მთავარს“ პირობა მისცა, რომ როგორც კი დავით ბაგრატონის მხარე…

მეტი...

თბილისში საფეხმავლო ხიდები იხსნება, ქვეითებს “ზებრაზე” გადასვლა მოუწევთ

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა. საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები 20 ლოკაციაზე მოეწყობა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რკინის კონსტრუქციები მოიხსნება იქ, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის. “დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი, სადაც ყველანაირად იქნება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული“, – განაცხადა თბილისის მერმა. საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს.

მეტი...

ბაგრატიონების დაპირისპირება და გადამალული ქონება – ორივე მხარე „მედიაცენტრ მთავარში“

ძვირადღირებული ავტომობილები: „პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“, – ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელიც, ამჯერად სამეფო ოჯახის დაპირისპირების მიზეზი გახდა. დედოფალ ანას მხარემ აღნიშნული ქონება 180 000 ლარად შეაფასა და ყოფილ მეუღლეს მისი ნახევარი – 90 000 ლარი მოსთხოვა. დავით ბაგრატიონი ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფას იმ მიზეზით არ აპირებს, რომ მანქანები მას მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში არ შეუძენია. ვინ ტყუის და აქვს თუ არა თაღლითობას ადგილი სამეფო კარზე, ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რომელსაც საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე დაახლოებით 2 კვირა დარჩა. როგორც ირკვევა, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს, საკუთრებაში არა მხოლოდ ჩამოთვლილი ავტომანქანები, არამედ სხვა,…

მეტი...

„მოვლენებს ვაკვირდები, ჯერჯერობთ, „დაიცავი საქართველოს“ ვერ შევუერთდები“ – ია მეტრეველი

ყოფილი ხელისუფლების პირობებში, კორტების სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ამ ეტაპისთვის მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ არ უერთდება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურად აღნიშნა, არ გადაუწყვეტია დადგება თუ არა, „დაიცავი საქართველოს“ გვერდით. „ჯერჯერობით, არ ვარ ჩამოყალიბებული ვუერთდები თუ არა “დაიცავი საქართველოს”. ადრე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით, მაგრამ ახლა არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ვერ გავერკვიე საერთოდ რა ხდება. ვაკვირდები ჯერ მოვლენებს, რომ გამოიკვეთოს“ – აღნიშნა ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავრთან“ საუბრისას. „მთავარის“ კითხვას, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თქვენ ამომრჩევლებს პირობა მიეცით, რომ ქვეყანაში ვითარება შეიცვლებოდა, როგორ აპირებთ ამ პირობის შესრულებას?…

მეტი...

თბილისში ხე-მცენარეებს დარგავენ

თბილისში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალ და ჯანსაღ ხე-მცენარეებს დარგავენ. როგორც დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ხეების დარგვა ამ ეტაპზე კარტოზია-ცინცაძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. “კარტოზია-ცინცაძის ქუჩების ტერიტორიაზე ჯამში 60 ძირი, 4 მეტრზე მაღალი უნაყოფო თუთა დაირგვება. გასულ წელს, სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად ახალი და ჯანსაღი ხეები აღმაშენებლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე და დიდუბის ხიდთან დაირგო,”-განაცხადეს  მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში. სამუშაოებს თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მეტი...