„არა ციხეს“, – რუსთავში საპროტესტო აქციის მეოთხე დღე

რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას მეოთხე დღეა აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. ამჯერად მათ თბილისი-რუსთავის გზა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება. მათი აზრით, დაეცემა ბინის ფასები და აღნიშნულ ტერიტორიაზე არც ერთი ინვესტორი არ მოისურვებს თანხის ჩადებას. ადგილობრივ მოსახლეობას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლში პეტიცია უკვე დაარეგისტრირეს. ისინი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ადგილზე იუსტიციის მინისტრის ჩასვლას,…

მეტი...

„იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა“ – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ქართული ენის სიწმინდესა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სამწუხაროდ, დღეს ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. მისივე თქმით, როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება, “დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშოება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ…

მეტი...

„ქართული ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი“ – სალომე ზურაბიშვილი

“ქვეყანაში, ქართული ენა, ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ, ყველას ენა რომ გახდეს, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, ამ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე მე პირადად უნდა ვიყო პასუხისმგებელი“, – ასე მიმართა ახალქალაქში დედაენის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ადგილობრივ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა.  სალომე ზურაბიშვილმა  საკუთარ გამოსვლაში ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ზურაბ ჟვანიაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული ენის სიდიადეს, ყურადღება გაამახვილა ასევე მისი მოვლისა და დაცვის საკითხზეც. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს – 14 აპრილი, დედაენის დღე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დღეს ვხვდები აქ, ახალქალაქში თქვენთან ერთად. მინდა გავიხსენო ზურაბ ჟვანია, რომლის…

მეტი...

გია ნოდია: „ყველა ინდიკატორი იმას მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რეალური სკანდალი და განხეთქილებებია”

ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გია ნოდია, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივი მოძრაობის “დაიცავი საქათველოს“ ბაზაზე ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას ეხმიანება. მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ფოქრობს, რომ ბესელიას ჯგუფის თუ სხვა “ქოცების” ბიძინასგან გამოქცევა და ახალი პარტიის ჩამოყალიბება თვითონ ბიძინა ივანიშვილის შეგნებული ჩანაფიქრია, თითქოს ის ამით წინასწარ დამატებით დასაყრდენს იკეთებს. „ეს ჩვეულებრივი შეთქმულების თეორიაა, რომელსაც არავითარი კონკრეტული არგუმენტი არა აქვს. ყველა ინდიკატორი იმას მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რეალური სკანდალები და განხეთქილებებია. ნუ წარმოვადგენთ ბიძინას ზებუნებრივ ბრძენკაცად, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. პირიქით, ეს ყველაფერი მისი, როგორც ლიდერის თუ…

მეტი...

სალომე სამადაშვილი: „უკრაინა და საქართველო ვერ შეინარჩუნებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ პარალელებს ავლებს და წერს, რომ ეს ორი ქვეყანა, როგორც მსხვრპლი რუსული აგრესიის და ოკუპაციის, ეკონომიკურ-პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ დასავლურ სტრუქტურებში ინტერგრაციისა და მათი თანადგომის გარეშე. „ორივე მათგანი რუსეთის ვასალი სახელმწიფო გახდება, ესეთია ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკა. ევროკავშირს, პოლიტიკური მეცნიერების ენაზე, ხშირად “კეთილთვისებიან იმპერიას” უწოდებენ. დიახ, ორივე, ნატო და ევროკავშირი არის გაერთიანება, რომელში გაწევრიანებაც მოითხოვს მათ მიერ დადგენილი თამაშის წესების მიღებას. ის, რომ ეს თამაშის წესები მათი არჩევანიცაა, ქართველებმა და უკრაინელებმა მრავალჯერ განაცხადეს. საბოლოო ჯამში, ჭკვიანი ხალხიც ვართ და…

მეტი...

5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია

5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – ევროპის ძალოსნობის მამაკაცთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია.  2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძეა. მას აქვს 3 მსოფლიო რეკორდი, 3 ოქროს მედალი. 2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შედგა. ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჯილდო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდეტნმა კახი კახიაშვილმა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეს გადასცა. კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის სახელით, მიხეილ ბატიაშვილს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობა…

მეტი...

„2023 წლისთვის მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ უნდა გასამმაგდეს» – ივანე მაჭავარიანი

საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას, რომლის საფუძველზე 2022 წლისთვის განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი უნდა დაიხარჯოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა პოზიტიური შეფასება მისცა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იუწყება. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განათლების სისტემაში დაგეგმილი სიახლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრაზე გააცნო საერთასორისო საზოგადოებას. “შეხვედრების დროს განვიხილავდით, თუ როგორ ვითარდება საქართველო, როგორი წარმატებულია სხვადასხვა რეიტინგში, ამავე დროს, ყველა ვთანხმდებით და კვლევებითაც დასტურდება, რომ ბიზნესს, ინვესტორებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს აწუხებთ არა კორუფცია, არც ზედმეტი რეგულაცია და სტაბილურობის ნაკლებობა ქვეყანაში, (ყველა ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ…

მეტი...

14 აპრილი ქართული ენის დღეა – როგორ აღინიშნება ეს დღეს თბილისში

ქართული ენის დღის აღსანიშნავად თბილისში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნება. კვირეულის ფარგლებში გაიმართება თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“. ღონისძიებაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიკონკურსის “მე ვწერ ქართულად” გამარჯვებულებს დააჯილდოებს. ასევე, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიესა და ეზოში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) „დედაენის“ დღის აღსანიშნავად ოპერიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მოაწყობს, რის შემდეგაც 13:00-19:00 საათზე მწერალთა სახლში „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი ერთდღიანი…

მეტი...

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული: 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. და 1996 წელს დაბადებული გ.გ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს – დ.ფ.-ს ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით დაუკავშირდნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. გამომძალველებმა მოთხოვნილი…

მეტი...