კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეთა ჯგუფს და განიხილოს მათი წინადადებები

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე, შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით შეკრებილ აქციის მონაწილეებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერი მზადაა უახლოეს დღეებსი შეხვდეს აქციის მონაწილეთა ჯგუფს და დანიხილოს მათი წინადადებები. “დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

აქციის მონაწილეები კახა კალაძის სახლისკენ დაიძრნენ, დაკავებულია 4 ადამიანი

ჭავჭავაძის #5-თან მომხდარი ტრაგედიის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლა დაკავებაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის 4 მონაწილის დაკავებას ადასტურებს. დაკავების მიუხედავად, აქცია გრძელდება და მსვლელობის მონაწილეები კახა კალაძის სახლისკენ დაიძრნენ. როგორც შსს-ში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, დაკავებულია 4 ადამიანი. მათ საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა სახალხო დამცველმაც გამოუცხადა. აქციის მონაწილეები შრომის უსაფრფხოების ნორმების დაუცველობას აპრიტესტებენ. ისინი ქუჩაში 2 ადამიანის უბედური შემთხვევით გარდაცვალების გამო გამოვიდნენ. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულებს შორის არიან „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პროტესტის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში ხედავს კაცს, რომელმაც ქვეყანას სააკაშვილი ჩამოაშორა

“ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ისაუბრა.სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, მაგრამ პარტია, რომელიც მან შექმნა, სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა. “მასთან გამართული მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო…

მეტი...

ხვალიდან საქართველო გაეროს ინიციატივას, „თეთრი ბარათის“ კამპანიას უერთდება

6 აპრილს საქართველო მეექვსედ უერთდება გაეროს ინიციატივას,  რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება როგორც სპორტის   საერთაშორისო დღე, სახელწოდებით – „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ (International day of Sport for Peace and Development). ამასთან დაკავშირებით, 2 აპრილიდან საქართველო უერთდება ე.წ. “თეთრი ბარათის” („#WhiteCard”) კამპანიას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ჩაერთვებიან საქართველოს რეგიონები. ეს არის მშვიდობისა და სპორტის ციფრული კამპანია, რომლის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის სპორტში ე.წ. “წითელი ბარათის” საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას,…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთის სოფლებში 4,5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება

დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 506 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც 4 448 000 ლარი დაიხარჯება. როგორ “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს, კეთილმოეწყობა სკვერები, საბავშვო ბაღების ეზოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რეაბილიტირდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება სპორტული დარბაზები და სტადიონები, მოწესრიგდება შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, განხორციელდება მცირე ჰესებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობის სამუშაოები, გაიწმინდება ხევები და მოწესრიგდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შერჩეული პროექტები მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ უკვე დამტკიცებულია. ამ ეტაპზე, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში – ვაზიანში, დაბა ზაჰესში, არაშენდაში,…

მეტი...

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს დაიწყება

4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით, თბილისი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება, ადგილობრივი და მიწვეული გუნდების 11 კონცერტი. მუსიკოსები ჩამოვლენ გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან. ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის დირექტორი მაია ჩაჩავა და სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე უძღვებოდნენ. სოფიო ხუნწარიას თქმით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი კონცერტი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. მისივე თქმით, ფესტივალი რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის განვითარებას. ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონცერტები, ყოველწლიურად, სხვადასხვა სივრცეში იმართება. წელსაც საფესტივალო პროგრამით…

მეტი...

შოთა ხაბარელი სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი სოფელ ნასაგურში, მოსახლეობის თხოვნით, ნაძვების ქუჩაზე, X კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდნენ.  განიხილეს შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები; მოისმინეს მოსახლეობის თხოვნა კორპუსის პრობლემებთან დაკავშირებით. გამგეობის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზაობა, რომ ყოველმხრივ გაუწიოს თანადგომა კორპუსის მცხოვრებლებს. დეპუტატმა და გამგებელმა, ასევე, დაათვალიერეს ნასაგურში მოასფალტებული თითქმის ყველა ქუჩა, ჩიხი, რაც ერთ-ერთი ძირითადი წინა საარჩევნო დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მეტი...

იზა ქავთარაძე მოციმციმე არითმიით გარდაიცვალა – ემიგრანტები დეზინფორმაციას აპროტესტებენ

​იტალიის ქალაქ მილანში, 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მომღერლის ოჯახის წევრები და ახლობლები ეხმიანებიან და მედიასაშუალებებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძე აცხადებს, იზა ქავთარაძე მოციმციმე არითმიით გარდაიცვალა.  “მილანიდან შემატყობინეს, რომ იზა ქავთარაძეს ძილის დროს გაუჩერდა სუნთქვა. მას ბავშვობიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია – ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა”, – აცხადებს შოთა სიხარულიძე.  მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ქართული მედიასაშუალებებით, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მან გადაამოწმა იტალიური პრესა და ამბობს, რომ იზას შესახებ მსგავსი არსად არაფერი თქმულა.  “იზა უნიჭიერესი…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას საქმის გახსნას პოლიტიკური ნება სჭირდება – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება, ჯერ კიდევ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ამ დრომდე ჭიანურდება.  როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, გამოძიებისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო, რადგან გამომძიებლები და პროკურორები, სწორედ პოლიტიკურ ნებაზე არიან დამოკიდებულნი. “ბუნებრივია ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ყველა ეს გამომძიებელი ზემოთ იყურება, რას იტყვიან ისინი, ხომ არ გაბრაზდებიან, ან რამდენად გაეხარდებათ. მხოლოდ, ამიტომ არის და იყო ეს, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. წინა ხელისუფლების დროსაც, მერეც, ყოველთვის ამ სიტყვას წაღმა- უკუღმა ატრიალებენ. ჰოლანდიაში, დანიაში, გერმანიაში შეიძლება იყოს დამოუკიდებლობა სასამართლოში, ჩვენთან ეს არ არის,” –…

მეტი...

“დღემდე არ დაუკითხავთ ისინი, ვინც რაღაც ფასეული იცოდა” – ზვიად გამსახურდიას საქმის დეტალები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, რაც დროს გადის, პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოძიება, ძნელდება. სრულფასოვანი გამოძიება ჯერ კიდევ არ ჩატარებულა, არ არიან დაკითხულნი ის ადამიანები, ვინც რაღაც ფასეული იცოდა ამ საქმეზე. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​თითქმის ორკვირიანი შიმშილობის აქციის შემდეგ, გამსახურდიას შვილებმა ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ პრეზიდენტის საქმე გამოძიებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმავს ევროსასამართლოს მიმართოს.  კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმე 9 ტომისგან შედგებოდა, დღეს უკვე 19 ტომია. ეს იყო სპეცსამსახურების ოპერაცია, მას აქვს საიდუმლო ჩარჩოები და იქ შეღწევაა საჭირო. “თუ იქ…

მეტი...

ნარკოტიკული თრობის გამო მძღოლები ამიერიდან, სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან

სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა დღეიდან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაცნტრ მთავარს” განუცხადეს, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს. მათივე ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო…

მეტი...

პლასტიკის პარკების მოხმარება იკრძალება – ჯარიმა 500 ლარი და პროდუქციის კონფისკაცია

საქართველოში დღეიდან, ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება. რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას. კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა გაორმაგდება. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. იმპორტზე ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გაწევს. რეალიზატორებს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეამოწმებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია…

მეტი...

2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო – თბილისის გრან პრი 2019 დასრულდა

საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრესტიჟულ ტურნირს ზედიზედ მეექვსედ უმასპინძლა. თბილისის გრან პრი 2019 უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ტრადიციულად, საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილები დარჩნენ. საქართველოს ნაკრებმა წლევანდელ გრან პრიზე რამდენიმე ლიდერის გარეშე იასპარეზა. დისკვალიფიკაციის გამო, ტუნრირზე ვერ იჭიდავა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა. ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 10 მედალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე საფრანგეთი გავიდა.

მეტი...

მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონა სეუს თეატრალური დასის წევრი იყო

იტალიაში კიდევ საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 27 წლის იზა ქავთარაძე მილანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლი გუშინ, დილით ნახეს. ადგილობრივებიც ინფორმაციით იზა ქავთარაძე მილანში სასწავლებლად იყო და ადგილობრივი სასწავლებლის სტუდენტი იყო. სეუს თეატრალური დასი, რომლის წევრიც საქართველოში ცხოვრებისას იზა ქავთარაძეც იყო აღნიშნულ სამწუხარო ინფორმაციას ადასტურებს და წერს:,,სეუს თეატრალური დასის პირველი თაობის მსახიობი და მომღერალი იზა ქავთარაძე…. სეუს თეატრალური დასი მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უმშვენიერესი იზას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს.” ფაქტს ადასტურებს იტალიაში საქართველოს საკონსულო. გოგონას გადმოსვენების საკითხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც იტალიის მხარე ოფიციალურ პროცედურებს დაასრულებს. ჯერ უცნობია, რა…

მეტი...

ჭავჭავაძის გაზირზე მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა მიმდინარეობს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის შესწავლის მიზნით, რომლის დროსაც სამშენებლო ობიექტზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილზე მუშაობა დღეს, დილიდან განაახლეს.   როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მათი მხრიდან არ იყო შემოწმებული, თუმცა “მერიის მხრიდან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემოწმებული იყო”, – აცხადებს იგი. მისივე თქმით, ობიექტის მოკვლევა გუშინვე დაიწყეს, მაგრამ სამაშველო სამუშაოების ხანგრძლივი პროცესის გამო მხოლოდ ტერიტორიის დათვალიერება და მომხდარზე პასუხისმგებელ პირთა გამოკითხვა მოხერხდა. ბექა ფერაძის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ობიექტზე შრომის…

მეტი...

ერთეულები მდიდრდებიან სხვისი ექსპლუატაციისა და სიცოცხლის ხარჯზე – დეპუტატი ჭავჭავაძის გამზირის ტრაგედიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება,რომელიც სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო თუ სხვა რეგულაციების თვალსაზრისით ხორციელდება, მოკლებულია საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების სისტემურ გააზრებას და მხოლოდ ევროკავშირთან გაუაზრებლად აღებული ვალდებულებების ფორმალურ, მექანიკურ შესრულებას ემსახურება. დეპუტატის მოსაზრებით, განვითარების არსებული გზა იწვევს ერთეულების გამდიდრებას სხვისი ექსპლუატაციის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე. ეს კი საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის გაუცხოვების მთავარი მიზეზია. ბექა ნაცვლიშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. მისი თქმით, მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა და უსუსურობა საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისა…

მეტი...

დავით ბაგრატიონს გრუზინსკებმა ​ორი ნიშნობა ჩაუშალეს და ანა შერთეს

სამეფო ტახტის მემკვიდრე დავით ბაგრატიონის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე აცხადებს, ყოფილ მეუღლეებს შორის ნორმალური ურთიერთობა არსებობს. მათ სამოქალაქო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დაარეგულირეს ურთიერთობა, რომ კვირაში 3 დღესა და არდადეგებს ბავშვი მამასთან გაატარებს, ხოლო კვირის 4 დღეს, დედასთან. დაარეგულირეს ალიმენტის საკითხიც და ერთმანეთის მიმართ ყოველგვარ ქონებრივ მოთხოვნაზე უარი თქვეს. “საკმაოდ ცივილური ურთიერთობა აქვთ, ტელეფონით კომუნიკაცია აქვთ ბავშვთან დაკავშირებით. მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვს ყველაზე მეტად მამასთან ყოფნა მოსწონს, რადგან ის ანებივრებს, დედა კი ეუბნება ისწავლეო. მამები ასეთები ვართ”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე.  როგორც მან “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინება…

მეტი...