„თქვენც გამოიყენეთ და ჩვენც“ – დავითი, ანა დედოფალს სამეფო სახელის გაყოფას სთავაზობს

დავით ბაგრატიონი მზადაა, ყოფილ მეუღლეს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყველა სადაო საკითხზე მოურიგდეს, გარდა ერთისა. ერთადერთი, რასაც სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ვერ თმობს, სამეფო სახლისა სახელის და ტიტულების გამოყენებაა. დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონელის გზავნილი მისმა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა უფრო მეტიც, „გივის დუქნის“ მაგალითზე, სამეფო სახელისა და ტიტულების გაყოფის წინადადებაც შესთავაზა. „ყველა საკითხთან დაკავშირებით, მზად ვართ, დავჯდეთ და მოწინააღმდეგე მხარეს მორიგებაზე ვესაუბროთ. რაც შეეხება მთავარ თემას, ტიტულებისა და სამეფო სახლის სახელს გამოყენებას, ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ ასეთი რამ – გამოიყენოთ სამეფო სახლის სახელი თქვენც და გამოვიყენებთ ჩვენს. ოღონდ, განმასხვავებელი ნიშანი რომ გვქონდეს, თქვენ დაარქვით გრუზინსკების სამეფო…

მეტი...

ილია მეორემ ფეხთბანვის რიტუალი შეასრულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურება ჩაატარა. ილია მეორემ ლიტურგიის შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი შეასრულა და 12 მღვდელს ფეხი დაბანა. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს სიმდაბლის ნიშნად, ფეხები დაბანა. დიდი ხუთშაბათის საღამო 12 სახარების წაკითხვით დასრულდება, რომლის დროსაც ოთხი სახარებიდან ამოკრეფილ 12 ნაწყვეტს – მაცხოვრის შეპყრობას, წამებას და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, 12 სახარების წაკითხვა 19:00 საათზე დაიწყება. მართლმადიდებლური სამყარო, დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. მართლმადიდებელი სამყარო…

მეტი...

„ქრისტეს აღდგომის ხარება ღრეობაში არ უნდა გადაიზარდოს“ – დეკანოზის რჩევა მრევლს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ, საფლავზე გასვლა ნებისმიერ შეუძლია, თუმცა, სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. როგორც დეკანოზმა გიორგი კიკვიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მთავარია, აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ. „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, უკვე მრავალი წელია, მიღებულია ტრადიცია, რომ ორშაბათს, აღდგომის მეორე დღეს, ადამიანები გადიან საფლავზე. სასულიერო პირებს ხშირად გვეკითხებიან – შეიძლება თუ არა, აღდგომას საფლავზე გასვლა. რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა, მთავარი არის შინაგანი მოტივაცია და არა გარეგნული ქმედება. თუკი მე მყავს გარდაცვლილი ახლობელი და ის სიხარული, რაც ტაძარში მივიღე და მაცხოვრის აღდგომით განვიცადე, მინდა, რომ მასაც მივულოცო და მასაც…

მეტი...

რითი წამლავენ ცხოველებს ზოოპარკში – ზურაბ გურელიძე „მედიაცემტრ მთავარში“

ზოოპარკში ცხოველების გამოკვება კატეგორიულად იკრძალება და მკაცრად კონტროლდება. როგორც აღმოჩნდა, ბავშვები და არა მხოლოდ ისინი, ცხოველებს ისეთ საკვებს აწვდიან, რომელიც მათთვის საწამლავია. როგორც თბილისის ზოოპარკის დირეატორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ზოოპარკის დამთვალიერებლის მხრიდან ცხოველის გამოკვების აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი დაავადების გადატანაცაა. “დამთვალიერებლის მხრიდან, ცხოველის გამოკვებას და კონტაქტს საკმაოდ მკაცრადაც ვაკონტროლებთ. ჯერ არ გვქონია შემთხვევა, როცა ცხოველიდან ადამიანზე რაიმე დაავადება გადავიდა, თუმცა, იმ დიდ ზოოპარკებში, სადაც ცხოველთა გამოკვება დასაშვები იყო, მსგავსი შემთხვევებიც მომხდარა. არსებობს რისკი, რომ დაავადების გადატანა ორმხრივად მოხდეს – ცხოველიდან ადამიანზე ან პირიქით – ადამიანიდან ცხოველზე,”-განაცხადა ზურაბ გურიელიძემ. ზურაბ…

მეტი...