საკეისრო კვეთის მოთხოვნა ძირითადად ფულიანებისგან მოდის – საკონსტიტუციო სარჩელი ფეხმძიმეებისთვის

თუ ორსული, საკეისრო მშობიარობას პირადი ახირებით, შიშით, ტკივილის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად ან სხვა მოტივაციით თავად მოითხოვს, ოპერაციის თანხასაც თავად გადაიხდის და სახელმწიფო არ დააფინანსებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ სარჩელს დააკმაყოფილებს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება იმ მავნე პრაქტიკამ და მდგომარეობამ განაპირობა, რაც საქართველოში, საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით არსებობს. საუბარია, საკეისრო კვეთის ოპერაციებზე, რომელიც ორსულს არ სჭირდება, თუმცა, მაინც იკეთებს. ლოლუას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მზადდება სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ორსული, საკეისრო კვეთის მთლიან თანხას თავად დააფინანსებს. მისი თქმით ეს კანონი…

მეტი...

თბილისის ზოოპარკს ცხოველებს კი ჩუქნიან, თუმცა, ტრანსპორტირება 150 000 ევროც კი ჯდება

თბილისის ზოოპარკისთვის ცხოველების ტრანსპორტირება ერთ-ერთი ძვირადღირებული საქმეა, რომელიც 150 000 ევროც კი ჯდება. ცხოველების ტრანსპორტირება კი იგივენაირად ხდება, როგორც ამანათის – შეუკვეთავ და ჩამოგიყვანენ. როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ზოოპარკისთვის ცხოველის ყიდვა და ჩამოყვანა რთული პროცესია. „ცხოველის ყიდვა და ჩამოყვანა ძალიან რთული პროცესია. ტრანსპორტირებისას ითვლიან არა ინდივიდების რაოდენობით, არამედ დაკავებული ადგილის, ფართის ოდენობას ანუ მოცულობას. მაგალითად, ერთი მარტორქას თბილისამდე ჩამოყვანა დაახლოებით 150 ათასი ევრო ჯდება,” – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ. მისი თქმით, თბილისის ზოოპარკს ორი სახეობის მაიმუნი შეემატა, რომელთა ღირებულება 4-5 ათასი ევროა. “მაიმუნების ორი სახეობა ჩამოვიყვანეთ…

მეტი...