სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 2 დასაქმებულს სიცოცხე შეეწირა, სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეუფარდეს.

შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორ ოთარ ცნობილაძის ადვოკატი 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

ბრალდებულის ადოკატის განცხადებით, ოთარ ცნობილაძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ უდანაშაულოა, რადგანაც, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე თავად დასამებულებს უნდა ეზრუნათ.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია თბილისში 31 მარტს მოხდა. სამშენებლო სამუშაოებისას ჩამოწოლილმა მიწამ 2 დასაქმებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები