„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. მათი ინფორმაციით, დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყება ფაქტზე დეტალურ განმარტებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. ანა წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატია, ხოლო გიორგი პატარაია –  პრესსამსახურის უფროსი. ორივე მათგანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია.

მეტი...

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თვალებით დანახული მომავლის გააწმყოება მინდა“ – ლადო კახაძე მთაწმინდელ ამომრჩეველს

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა. ლადო კახაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერებს, დამსწრე საზოგადოებას და სცენაზე შვილიშვილებთან ერთად ავიდა. “ესენი ჩემი შვილიშვილები არიან – ნიკოლოზი და ანდრია. მთაწმინდაზე დაბადებული და გაზრდილი მეოთხე თაობის წარმომადგენლები. მათი და მათი მშობლების თაობის დიდი ნაწილი დაბადებამდე მინახავს. მე მათ ვერასოდეს ვერ ვუღალატებ. მათი თვალებით დანახული მომავლის გააწმყოება მინდა. მათთვის და მათთან ერთად ლამაზი, შინაარსიანი, ადაპტირებული, განათლებული, უსაფრთხო და ღირსეული მომავლის აშენება მინდა, მათთან და თქვენთან ერთად. დიდი მადლობა მხარდაჭრისთვის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ…

მეტი...

კახა კალაძე: „ლადო კახაძე როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც“

„მთაწმინდელებს დეპუტატობის კანდიდატად წარვუდგენთ თავის ქვეყანაზე და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს. ბატონ ლადო კახაძეს, სიკეთით სავსე ადამიანს, რომლის პროფესია არის უზენაესი სიკეთე, სიცოცხლის გადარჩენა,“ – ასე გააცნო დღეს მთაწმინდის რაიონს საკუთარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ. „პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე, სიკეთის მთესველი ადამიანი გვყავს წარმოდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად. ადამიანი, რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის, როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა…

მეტი...

მამუკა ბახტაძე: „ლადო კახაძემ სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა“

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის რაიონში ლადო კახაძის წარდგინებაზე  ამომრჩეველს კონსოლიდაციისა და ერთსულოვნებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ძალა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები. „დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელწიფოს ინტერესები. შეუძლია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერესების გარშემო. საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი და მტკივნეული გამოწვევა. ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე კვირის…

მეტი...

მოსახლეობის 52% საქართველოში სასამართლოს ენდობა

საქართველოს სასამართლო რეფორმებზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა  „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს. კვლევის შედეგებით, საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც  52%-ია; სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს; „პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც…

მეტი...

„სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“ – გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა სასამართლოში და სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული და მოგებული საქმეების რაოდენობა გაზრდილია

საფრანგეთის ექსპერტების საერთაშორისო ქსელის  „Amicus Curiae“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და სამართლის უმაღლესი კვლევების ინსტიტუტის პროგრამის დირექტორმა ჰაროლდ ეპინეზმა 2013-2017 წლებში განხორციელებული ქართული მართლმსაჯულების რეფორმების კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვით სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა სასამართლოში და სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული და მოგებული საქმეების რაოდენობა.საქმეების ელექტრონულად გადანაწილების პრინციპს სასამართლო განხილვების მიუკერძოებლობის ხელშემწყობად მიიჩნევს მოსამართლეთა 78%; პროკურორთა 88% და ადვოკატთა 52%; მოსამართლეთა მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის მაღალი შეფასება და საკუთარი სტატუსისა და პოზიციის პოზიტიური აღქმა ასახავს მთავრობის მიერ მართლმსაჯულების სიტემის რეფორმაში ჩადებულ ძალისხმევას და „უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი და დამოუკიდებელი…

მეტი...

უცხო ენის გამოცდაზე გრამატიკულ ნაწილს აღარ მოითხოვენ

უცხო ენების ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება – ამის სესახებ მედიას დღეს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დავალების ამოღების გამო უცხო ენების ტესტის მაქსიმალური ქულა წელს 80 იქნება, შესაბამისად, დაიკლო გამსვლელმა ზღვარმაც. “წელს ცვლილება არის ძალიან მინიმალური უცხო ენების ტესტში. შარშანდელ ტესტთან შედარებით, წელს ამოღებულია სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება. ეს იყო ტრადიციული მერვე დავალება, რაც მოიხსნება. ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია შემოწმდეს…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. როგორც პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის სწორად აღზრდას; პატრიარქს ივანიშვილმა განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან მის უწმინდესობას დაჰპირდა, რომ პედაგოგების ხელფასები გახდება ღირსეული. შეხვედრაზე ხაზი…

მეტი...

საგზაო და სატრანსპორტო საკითხების ექსპერტები ამოტრიალებული მანქანების კამპანიას აკრიტიკებენ

სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმის, „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ურუშაძე, თბილისის ქუჩებში ამობრუნებული მანქანების განთავსების იდეას იწუნებს და დედაქალაქის მერიას აკრიტიკებს. მისი თქმით, ამობრუნებული ავტომობილების განთავსება ქალაქს ამახინჯებს, არაესთეტურია და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ასეთი კამპანია არაეფექტიანი და მოძველებულია. სატრანსპორტო საკითხების სპეციალიატი განმარტავს, რომ ვიზუალური პრობლემების გარდა, ზიანდება გზის საფარი და ტროტუარები. მისივე შეფასებით, ეს კამპანია შედეგის მოტანის ნაცვლად მძღოლებს „ყურადღებას გაუფანტავ“. მაშინ როცა თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა შესაძლებლობას დამზადდეს 3D ბილბორდები და ილუსტრირებული გრაფიკები, ვასილ ურუშაზის აზრით,  ჯართის და დამტვრეული ავტომობილების დედაქალაქში გამოფენა უხერხულიც კია. „შუა ქალაქში დამტვრეული ავტომანქანების განთავსება საგზაო…

მეტი...

ნინო გოგუაძე: „ევროპის საბჭოში კრიზისის შექმნას რუსეთის ფედერაცია ცდილობს“

„როდესაც რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციით არღვევს ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს ერთიანი, პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეთ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ, სტრასბურგში, მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, განაცხადა. დეპუტატის თქმით, ევროპის საბჭოში კრიზისის შექმნას რუსეთის ფედერაცია ცდილობს. გოგუაძის აზრით, ამ გამოწვევებთან გამკლავება და კრიზისის დაძლევა შეუძლებელია საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილების შემცირების გზით მოხდეს. დეპუტატი ევროსაბჭოს რუსეთის წინააღმდეგ უფრო თამამ და ქმედით პოლიტიკას სთხოვს. „რამდენი ხანი უნდა ვიაროთ ერთსა და იმავე ჩაკეტილ წრეზე და ვეცადოთ პოლიტიკური საკითხების პროცედურების გზით გადაწყვეტა? და რამდენჯერ უნდა ავარიდოთ…

მეტი...

მამუკა ბახტაძე – სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ

მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი, – სერვისს მოქალაქეებს მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ სთავაზობს, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად, საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში წასვლა აღარ მოუწევთ. პრემიერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „მეგალაბი“ მომავალ სპეციალისტებს პრაქტიკის გავლის საშუალებასაც აძლევს. მამუკა ბახტაძემ პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა აგდაუხადა. „ამ პროექტს ჩვენთვის, ბევრი მიზეზის გამო აქვს დიდი მნიშვნელობა. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის კვლევები და ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება. რა თქმა უნდა, მას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი. რამდენიმე  ათეული…

მეტი...

ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვილის სახლესთან მერიის მიერ მათთვის ამოქმედებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. მათთვის მიუღებელია ახალი კანონდათქმა როგორც ტაქსების თეთრად გადაღებვის ვალდებულებაზე, ასევე ტექინსპექტირების წელიწადში ორჯერ გავლის აუცილებლობასა და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვაზე. მძღოლები ამბობენ,  რომ მათ ეს რეგულაციები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნით. მათივე თქმით, 700 ლარიანი ვაუჩერი მანქანის შესაღებად საკმარისი არ არის და მათ თანხის დამატება საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ.   თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია ტაქსის მძღოლებს მანქანების მთლიანად თეთრად შეღებვის ნაცვლად, თეთრი ფირის გადააკვრას სთავაზობს. როგორც კალაძემ განაცხადა, ცვლილების მიზეზი მძღოლების პროტესტი გახდა მანქანების გადაღებვის შედეგად მათი…

მეტი...

ისანში, 350 ბავშვისთვის ბაგა-ბაღი შენდება

თბილისში,ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩის N8-ში, 350 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება. როგორც ისნის გამგეობაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში 11 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 7-მდე ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. „ისნის რაიონში საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არსებული რაოდენობა კი ამ მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. ნავთლუღის ქუჩის გარდა, კიდევ ერთი ბაღი ქინძმარაულის ქუჩაზე აშენდება, ხოლო სულ დედაქალაქის მასშტაბით, ამჟამად 10 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს,“ – განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, რომელიც მშენებლობის პროცესს გაეცნო. მშენებლობას…

მეტი...

მომჩივან ბაგრატიონებს, სასამართლომ სარჩელზე უარი უთხრა

სამეფო კარის დავა, ამ ეტაპისთვის, დასრულებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მომჩივან ბაგრატიონ-გრუზინსკებს სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა და უკან დაუბრუნა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოლეგიის თავმჯდომარე მაია გიგაურმა გამოაცხადა. მომჩივანმა მხარემ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. მოპასუხე მხარის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ კი „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა რომ სასამართლომ მათი შეადმგომლობა გაიზიარა. „სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შეამდგოამლობა და შეწყვიტა საქმის წარმოება დავის საგნისა და იურიდიული ინტერესების არარსებობის გამო“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“. აღნიშნულ საკითხზე ლევან ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ ხვალ განცხადებას გააკეთებს.

მეტი...

„რადიკალიზმი ჩვენთვის მიუღებელია“ – გიორგი ლომია „ქართულ მარშთან“ გაერთიანებაზე

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, დეპუტატ გიორგი ლომიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „პატრიოტები“ შესაძლოა, სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდეს. „რომ გითხრათ, რომ მარტო ყოფნის გეგმა გვაქვს, ასეთი რამ არ არსებობს“ – აღნიშნა როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში”. ერთადერთი, რაც „პატრიოთა ალიანსისთვის“ პოლიტიკური პარტნიორის მხრიდან მიუღებელია, ეს არის რადიკალიზმი. „ზოგი თვლის, რომ “ქართული მარში” არის ულტრა რადიკალური ძალა. შემიძლია გითხრათ, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არ არის ულტრა რადიკალური ძალა. ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, თუმცა მინდა გითხრათ რომ „ქართული მარშიც“ ეროვნულია. უბრალოდ, მიდგომები გვაქვს სხვადასხვა. რადიკალიზმი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალიზმი მაშინაა მიღებული, როცა ის აუცილებელია.…

მეტი...

„მოსამართლე, რომელმაც დაკვეთა ერთახელ მაინც შეასრულა, სისტემაში არ უნდა რჩებოდეს“ – გიორგი ლომია

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი და ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიას განცხადებით, სასამართლოში პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი მოსამართლეების ადგილი არ არის. როგორც ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დაკვეთის შემსრულებელი მოსამართლეები ყოველთვის დაკვეთის მოლოდინში იქნებიან. „ბიძინა ივანიშვილი ამბობს ესეთ რამეს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე და სხვები, შექმნა „ნაც. მოძრაობის“ სისტემამ და ამაში ვეთანხმებით. ჩვენს პოზიციას რაც შეეხება, მოსამართლე, რომელმაც ერთხელ მაინც შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა, არ შეიძლება, სასამართლო სისტემაში რჩებოდეს. ასეთ შემთხვევაში, გარანტია არ არსებობს, , რომ ის არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას“ – აღნიშნა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“. მას, ასევე, მმართველ გუნდთან აქვს კითხვა – რატომ იცავენ…

მეტი...

საკრებულოს უმრავლესობისთვის, შაქარაშვილი-ჯიშკარიანის გუნდიდან წასვლა მოულოდნელი არც ყოფილა

თბილისის საკრებულოს  წევრების ჯაბა ჯიშკარიანისა და ვატო შაქარიშვილის მხრიდან უმრავლესობის დატოვება, როგორც საკრებულოს, ისე ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გიორგი ტყემალაძე და ბექა დავითულიანი აცხადებენ, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი.  “ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დააანონსეს შეერთება სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან და მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილი იყო. ამ ადამიანებს დეკლარირებული აქვთ თავისი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ისინი საკრებულოს წევრები არიან და ცხადია, უკვე შეცვლილი სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას დედაქალაქთან დაკავშირებულ საკითხებზე“- აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძეს შეფასებით კი, ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილება, სხვა…

მეტი...

მერია ტაქსის მძილებს ალტერნატივას სთავაზობს

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრას სთავაზობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როგორც გადაღებვა, ისე თეთრი ფირის გადაკვრა ტაქსის მძღოლებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვება. „როდესაც დავიწყეთ ამ რეფორმაზე ფიქრი და მუშაობა, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით ტაქსის მძღოლების სოციალურ მდგომარეობას. ამიტომ, გადაღებვის თანხები ტვირთად რომ არ დააწვეს მათ, ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს გადაღებვის სამუშაოების დაფინანსებას. ტაქსის მფლობელებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომანქანების გადაღებვა, თუმცა მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეიძლება გადაღებილი ავტომანქანა წლების შემდეგ ისეთ ფასად…

მეტი...

„თუ ჩვენს ინიციატივას არ გაიზიარებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ“ – გია ჟორჟოლიანი

„ყველაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ჩვენი მმართველობის სისტემას, სოციალურ სამართლიანობას, ზოგადად, სახელმწიფოს როლს განსაზღვრავს, პარლამენტში შეტანილი მაქვს მე. ერთმა კომიტეტმა მას მხარე არ დაუჭირა და ჩააგდო, თუ ინიციატივა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმაც ჩააგდო, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ“ – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის სახელწოდებაა: „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ის გადასახადების პროგრესულობას ეხება. „ყველაზე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ჩვენი მმართველობის სისტემას, სოციალურ სამართლიანობას, ზოგადად სახელმწიფოს როლს განსაზღვრავს შეტანილი მაქვს მე. კანონში დღეს გვაქვს შემდეგი ჩანაწერი:…

მეტი...

საკრებულოს ორმა წევრმა  “ქართული ოცნება” დატოვა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, საბურთალოს მაჟორიტარმა  ვახტანგ შაქარიშვილმა და მთაწმინდის მაჟორიტარმა ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს. როგორც ყოფილი უმრავლესობის წევრები აცხადებენ, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უზენაესი მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში განვითარებული მოვლენები გახდა. „სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის უხეშ მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება,” – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა. ვახტანგ შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.

მეტი...

სკანდალი სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ამ წარწერით სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, სწორედ მისი ერთ-ერთი, ისტორიული ფრაზაა ამოტვიფრული. ვარსკვლავზე ზურაბ ჟვანია მოხსენებულია როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი. სამოქალაქო აქტივისტი მირიან ყარაულაშვილი განცხადებას აკეთებს, რომ ვარსკვლავზე წარწერა არასწორია, რის გამოც, ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თანამდებობა უნდა დტოვოს. “საქართველოს ელჩი (მუდმივი წარმომადგენელი) ევროსაბჭოში , სულ მცირე თანამდებობისთვის შეუფერებლობის გამო უნდა გადადგეს ალბათ. ზურაბ ჟვანიამ ცნობილი სიტყვები ” მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ…

მეტი...

„თუ მოსამართლეთა სია განსხვავებული არ იქნება, მხარდაჭერას ვერ მიიღებენ“ – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენელი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ პარლამენტში წარმოდგენილი მოსამართლეთა კანდიდატების სია განსხვავებული არ იქნება, მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მოსამართლეთა შერჩევის საკითხში, იუსტიციის საბჭოს ფუნქციები მცირდება. „ჩვენი პოზიცია ცნობილია, ამ მოსამართლეებს, მურუსიძე-ჩინჩალაძეეებს მხარს არ დავუჭერთ. თუ სხვა კანდიდატურები იქნება, ვიმსჯელებთ. კანდიდატები ისეთი მოსამართლეები არ უნდა იყვნენ, რომელთაც საზოგადოების ნდობა არ აქვს და საეჭვო კითხვებს იწვევს“, – განაცხადა გია ჟორჟლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”. დეპუტატის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის არსებული კრიტერიუმები დიდად არ განსხვავდება იმ მეორე ვარიანტისაგან,…

მეტი...

„ტაქსისტები“ საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ, კახა კალაძე კი მათ თანამშრომლობას სთავაზობს

ტაქსის მძღოლები, თბილისის მერიის მხრიდან შემოღებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, დღეს, საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. მათი ძირითადი მოთხოვნა უცვლელია – ახალი რეგულაციები 2022 წლამდე გადავადდეს. პროტესტის წინა დღეს კი „ტაქსისტების“ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები თბილისის მერს შეხვდნენ და საკითხები გაიარეს. დედაქალაქის მერმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსების რეფორმის დეტალები კიდევ ერთხელ გააცნო და იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს. კალაძის განცხადებით, აუცილებელია ამ მხრივ ქალაქში არსებული მდგომარეობა მოწესრიგდეს და განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი იყოს როგორც საზოგადოება, ასევე მძღოლები. „მერიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც მართლა გული შესტკივა თბილისზე და ცდილობს…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი, ველური სისასტიკე – დატირება ენგურს მიღმა

ე.წ. საზღვართან მორიგი არაადამიანური ფაქტი დაფიქსირდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ადმინისტრაციულ საზღვართან 9 აპრილს მომხდარ ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს იყო ოკუპანტების მხრიდან ჩადენილი მორიგი, ველური სისასტიკე. „ორსანტია-ოტობაიის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზეთის დანაშაულებრივმა საოკუპაციო რეჟიმმა, რომელიც ველური სისასტიკით სისტემატურად არღვევს ქართული მოსახლეობის უფლებებს, მორიგი არაადამიანური, ანტიქრისტიანული ქმედება ჩაიდინა. 9 აპრილს, კვლავ ვიხილეთ შემზარავი სურათი – მავთულხლართებით გაყოფილი პროცესია. ადამიანებს არ მიეცათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და ახლობლის დატირების უფლება. ისინი მდინარე ენგურის მეორე ნაპირიდან ემშვიდობებოდნენ გარდაცვლილ ნათესავს“ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავართან“. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო…

მეტი...