ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 10 ათასი ლარით იზრდება

თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თბილისი მოქალაქეებისთის, ღვიძლის ტრანსპლანტაცისთვის გამოყფილ თანხას კიდევ 10 000 ლარი ემატება. კერძოდ, თუ ადრე მერიის მხრიდან დაფინანსებული მაქსიმალური თანხა 60 000 ლარი იყო, ცვლილებებით, 70 000 ლარი იქნება.

როგორც თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღებას ყოველთვიურად უფრო მეტი მოსარგებლე შეძლებს.

,,საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. წელს დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზრდება და თბილისის მერია ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თითოეულ პაციენტს 60 ათასის ნაცვლად, 70 ათასი ლარით დაუფინანსებს”, – განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის განხორციელება თბილისის მერიამ შარშან დაიწყო და ათი პაციენტი უკვე დაფინანსდა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულები.

მსგავსი თემები