ირაკლი კოვზანაძე: „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ წესების შემოღება ეროვნული ბანკის ახირება არაა“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე  ახალი საბანკო რეგულაციების შედეგები შეაფასა. მისი აზრით, დეველოპერებთან მიმართებაში, შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო ნაკლებად ხისტი დაკრედიტების მიდგომები. თუმცა დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები მხოლოდ სამი თვეა, ამოქმედდა და ეს დრო  საკმარისი არ არის მისი გავლენის ეფექტზე პროფესიული დასკვნის გამოსატანად. „მთლიანობაში სესხების გაცემა გაზრდილია 15%-ით, თუმცა, გვაქვს გარკვეული კლება სამშენებლო სექტორის რეალიზაციებსა და სამომხმარებლო ბაზრის ზოგიერთ სეგმენტში.  პირადად, მე არ გამოვრიცხავ ელასტიურ გადაწყვეტილებას ამ რეგულაციებთან მიმართებაში, მაგრამ, როგორც რეგულაციების შემოღებამდეც ვამბობდი, საჭიროა, სულ მცირე, 6-9 თვე, რომ სწორი დაკვნები…

მეტი...

საპარლამენტო უმრავლესობა – კობა გვენეტაძემ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ყველა ძირითად შეკითხვას ამომწურავი და კონკრეტული პასუხი გასცა. „ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ძალიან ღიად და დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმეზე და, პრაქტიკულად,  ყველა კითხვას გასცა პასუხი, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე. მისივე განმარტებით, კობა გვენეტაძემ ქრონოლოგიურად, დეტალურად და დამაჯერებლად ახსნა, რომ ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2014 წლიდან დოკუმენტურად აფიქსირებდა ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გამოწვეული რისკების ზრდას და კორპორატიულ მართვაში არსებულ პრობლემებს. კოვზანაძე განმარტავს, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაციის აუცილებლობას ეროვნული ბანკი  უშედეგოდ ითხოვდა 2015-2018 წლების განმავლობაში, 2019 წელს კი…

მეტი...

ირაკლი მაკალათია: „მთავარი არ არის რამდენს დავხარჯავთ, მთავარია, რაში და როგორ დავხარჯავთ ფულს განათლებაში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას ეკონომისტები არაერთგვაროვნად აფასებენ. ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი მაკალათია, ამბობს, რომ ბიუჯეტის 25%- ის მიმათვა განათლებაში ცუდი არ არის, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხა სწორად დაიხარჯება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული, რომელიც შედეგს ვერ მოგვიტანს. მაკალათია ამის დასტურად სხვა ქვეყნების მაგალითს ასახელებს. „მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განათლებაში მიმართული მთავრობის დანახარჯებით, ტოპ 10-ეულის პირველ ადგილას არუბა დგას განათლებაში მშპ-ის 7,08 პროცენტიანი წილით, მეათეზე ანტიგუა და ბარბუდაა 5,25 პროცენტიანი წილით. ყველასთვის ცნობილია ამ ქვეყნების განათლებისა და ეკონომიკური განვითარების დონე. არც ათეულის სხვა წევრები…

მეტი...

ექსკურსიებისა და ტურების მოსაწყობად ლიცენზიის აღება გახდება საჭირო

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ზამთრის ტურისტული სეზონი წარმატებულად შეაფასა , თუმცა ტურისტული კომპანიები ყურადღებას ამახვილებენ პრობლემებზე, რომელიც მათ ოპერირებას აფერხებს. Georgian Holiday – ს ხელმძღვანელი, მანანა ცირამუა მედიაცენტრ „მთავართან“ ყვება, რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელია პარკირების პრობლემა ყველა კურორტზე. ეს განსაკუთრებით ართულებს ოპერირებას ზამთრის კურორტებზე. გარდა ამისა, როგორც მსხვილ ქალაქებს, ისე აეროპორტებს  არ გააჩნია ავტობუსების და სხვა ტურისტული ტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილები ქალაქის ექსკურსიების მსვლელობის დროს.  „პარკირების შემდეგ თავს იჩენს საპირფარეშოების არარსებობა ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე) და გზებზე (1. თბილისი- კახეთის გზატკეცილი- ალვანი 2. გორი-ბორჯომი-ახალციხე-ვარძია 3. თბილისი-თეთიწყარო-წალკა-ახალქალაქი 4.…

მეტი...

აკაკი ზოიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ობიექტურობა საეჭვოა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბოლო კვლევას ეხმაურბა. მისი თქმით, ორგანიზაციის  ბოლოდროინდელი განცხადებები და კვლევის შედეგები სულ უფრო და უფრო ემსგავსება პოლიტიკური პარტიის ფორმატს, ვიდრე  ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევას. დეპუტატის  თქმით, კვლევის შეფასებითი ნაწილი, კითხვის დასმის ფორმა და მისი შედეგების ინტერპრეტაცია ვერ იქნება ობიექტური გამომდინარე იქიდან, რომ სასურველი პასუხი კითხვაშივე დევს. „თუ კითხვა დაისვა ისე, რომ  კლანი არსებობს და კლანი ცუდია, რა თქმა უნდა ადამიანები გეტყვიან, რომ კლანი ზოგადად ცუდია იმიტომ, რომ ასოცირებულია მაფიასთან, მაფია ასოცირებულია ადამიანების უფლებების დარღვევასთან. არ მგონია,  ასეთი ფორმით კითხვის ფორმულირება…

მეტი...

დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს ინფორმაციით, სკოლის შენობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაპროექტება და მშენებლობის მიმდინარე წელს დაიწყება.  ძველი სკოლის ტერიტორიაზე კი ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა.  პრემიერ-მინისტრი მამამუკა ბახტაძე დღეს,  სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. ​მისი თქმით,  განათლების ბიუჯეტი, რომელიც წელს 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, ეტაპობრივად გაიზრდება, მომავალ წელს 2 მილიარდი, 2021 წელს – 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს – 3,4 მილიარდი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება. 

მეტი...

გიორგი დანელიას სახელი მოსკოვში შესაძლოა, ქუჩას ან სკვერს მიენიჭოს

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი დანელიას სახელი შესაძლოა მოსკოვის რომელიმე ქუჩას, ან სკვერს ეწოდოს. ამ ინიციატივით მოსკოვის მერიასა და ქალაქის სათათბიროს რუსეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნულ – კულტურული ავტომომია რუსეთში”, წარმომადგენლებმა მიმართეს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ორგანიზაციის პრესმდივანმა ანდრო ივანოვმა განუცხადა, ქართული დიასპორის სურვილია მოსკოვის რომელიმე ქუჩას, სკვერს ან ბულვარს, გიორგი დანელიას საპატივსაცემოდ გადაერქვას სახელი.  მისივე განმარტებით, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ამ საკითხის განხილვა, გიორგი დანელიას გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.   ​ცნობილი რეჟისორი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი დანელიამ ბოლო ინტერვიუ სწორედ ანდრო ივანოვს მისცა, სადაც ასაკოვანი რეჟისორი ამბობდა, რომ ქართველია,…

მეტი...

კობა დავითაშვილი პასპორტში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფის აღდგენას არ ეთანხმება – არგუმენტები

ცნობილი პოლიტიკოსი, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი, ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელიც პირადობის დამდასტურებელი მოწმობიდან ეროვნების გრაფის ამოღების ერთ-ერთი ინიციატორია აცხადებს, რომ წლების წინ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.  როგორც კობა დავითაშვილი განმარტავს, იურიდიულ დოკუმენტაციაში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა საბჭოთა კავშირის პერიოდში გაჩნდა. ამ ჩანაწერს ითხოვენ ეროვნული უმცირესობები, რომ თავიდან აიცილონ ასიმილაცია. თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მით უმეტეს, ევროპის ქვეყნები თავს არიდებენ ამ ჩანაწერს, რათა მათ ტერიტორიზე არ მოხდეს ეროვნული უმცირესობების ავტონომიზაცია.   მისივე თქმით, 1997 წელს ის პარლამენტში იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსი იყო, მიმდინარეობდა საქართველოს ევროპის საბჭოში გაერთიანების პროცესი. 1999 წელს,…

მეტი...

„როდესაც კვლევაში კლანზე მიუთითებ, ეს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაა” – გიორგი კახიანი

„როდესაც კვლევაში პირდაპირ კლანზე მიუთითებ, ეს გულისხმობს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო და წესების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას. „ვფიქრობ, ეს არასწორია, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ. ამავდროულად, ასეთი კვლევის შედეგებიც, ბუნებრივია, ძალიან დიდი ალბათობით, რელევანტურად ვერ ასახავს საზოგადოების განწყობას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში” – განაცხადა გიორგი კახიანმა. დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თბილისის ოფისის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევასაც იხსენებს, რომელშიც, მისი თქმით, საუბარი იყო იმაზე, თითქოს საქართველო კორუფციის ჭაობშია ჩაძირული.…

მეტი...

სმიტების ოჯახის მკვლელობის გამოძიებისთვის აშშ-ს საელჩო პროკურატურას მადლობას უხდის

​ამერიკის შეეთებული შტატები, ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობის გამოძიებითა და საქმის დასრულებით კმაყოფილია. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს მადლობის წერილი გაუგზავნა და კმაყოფილება გამოხატა. ​„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, განსაკუთრებით კი, პროკურორებს ნინო აღლემაშვილს, ზაზა დათუკიშვილსა და დავით ყაზარაშვილს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის 2018 წლის ივლისში სმიტების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილ შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეში. ასეთ საქმეებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია. მათი წარმატებული გადაწყვეტა კი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ…

მეტი...

დეპუტატებმა ვერ გაიგეს კენჭს რას უყრიდნენ და სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი ჩააგდეს

“მინდა მივმართო აბიტურიენტებს, – საგანგაშო არაფერია, გამოცდებთან დაკავშირებული კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა და გუნდის გადაწყვეტილება ძალაში რჩება”, – აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.  ​სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე 16 აპრილს გავა.  „რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე. ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ,…

მეტი...

მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საპარლამენტო ცხოვრება გართულდება – გზავნილი პარლამენტის ვიცე-სპიკერს

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, თადარიგის ოფიცერი და 2008 წლის ომის მონაწილე დავით ნემსაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო ცხოვრება გართულებით ემუქრება. დავით ნემსაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თამარ ჩუგოშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ როცა ვიცე-სპიკერი დისკრიმინაციულს პატრიარქის სიტყვებს უწოდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ იცის რა არის დისკრიმინაცია. “დისკრიმინაციაა, როცა ომის ვეტერანს 7 ევრო აქვს შემწეობა თუ დანამატი; დისკრიმინაციაა, როცა ქვეყნის დამსახურებულ პენსიონერს 70 ევრო აქვს პენსია, როდესაც 34 წლის ჩუგოშვილს, რომელიც არ ცნობს ამ ქვეყანაში ღირებულებებს 7 000 ევრო აქვს ხელფასი და არ იცის რისთვის”,…

მეტი...

“საყოველთაო მობილიზაცია “გეი პრაიდის” ჩასაშლელად – უკან დახევა არ იქნება” – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში” ივნისში დაგეგმილი “გეი პრაიდის” წინააღმდეგ აქციას გეგმავს.  როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, თბილისის მერიიდან უკვე მიიღეს სანქცია “ქართული მარშის” აქციასთან დაკავშირებით.  “ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, დაიკავებს თბილისის ცენტრალურ ქუჩებს და მათ ფიზიკურად ვერ მიეცემათ იმის საშუალება რომ, ჩაატარონ ეს აქცია. თუ ისინი მიმართავენ ძალადობას და ჩვენ, გვაქვს გეგმა, რომ სამართალდამცველ ორგანოებთან ერთად აღვკვეთოთ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ძალადობა. ჩვენ რიგებში არიან ადამიანები, რომლებმაც მშვენივრად იციან რა არის სტრატეგია და ტაქტიკა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ…

მეტი...

“ქართული მარში“ ახალი სისხლის დამატებით „ეროვნულ ფრონტს“ ქმნის და პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში”, არმიის კონტროლის სამოქალაქო ჯგუფის “ეროვნულებისა” და რამდენიმე ორგანიზაციის ბაზაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას, სახელწოდებით – “ეროვნული ფრონტი” იწყებს. პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელი ყრილობა უახლოეს მომავალში თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ან სპორტის სასახლის შენობაში გაიმართება. როგორც “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოძრაობა იქნება მემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი და ევროპული ნაციონალიზმის ერთგვარი გაგრძელება, საფრანგეთში ლე პენის პარტია “ეროვნული ფრონტის” მსგავსი.   “​მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნებში ნაციონალისტური და ეროვნული ძალები მიაღწევენ წარმატებას. ჩვენი იურისტები მუშაობენ უკვე. უახლოეს დღეებში შევალთ…

მეტი...

წითელა გრძელდება, მიზეზი ვაქცინაციის კლებაა – პაატა იმნაძე

​​დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელა გრძელდება და ჯერჯერობით არ ჩერდება, მიზეზი ვაქცინაციის კლებაა. როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წითელაზე დამატებით 113 ათასი ადამიანი აიცრა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.  “წლის დასაწყისიდან თვეში წითელას 1000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 300-ზე მეტი ერთ წლამდე ბავშვია. ახალშობილის შემთხვევაში დაავადება შესაძლოა, მძიმედ განვითარდეს, იმიტომ, რომ დედა არ იყო იმუნური, როცა ბავშვი დაიბადა მას არ ჰქონდა დედისგან თანდაყოლილი იმუნიტეტი იმისთვის, რომ აცრამდე დაეცვა ბავშვი დედიდან გადასულ ანტისხეულებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქალბატონებს, დაორსულებამდე აიცრან წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინით,…

მეტი...

“კიდევ 2 კვირა და ზამთრის ვირუსები თავს დაგვანებებს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცირკულირებს გრიპის – H1 H3 და B კატეგორიის ვირუსები, თუმცა 2 კვირის ვადაში, მათი გავრცელების სეზონი დასრულდება. ​როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემცირდა გრიპის ვირუსთან დაკავშირებული მიმართვიანობა და ის ზამთრის სეზონთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა იმავე დროს, დაიწყო სხვა, არა გრიპის ვირუსების გავრცელება. “ჯერ კიდევ ცივა, რაც მალე დათბება, მალე წავა ვირუსები. გრიპი არ არის აგრესიული ვირუსი. არაფერი საგანგაშო არ ხდება. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ავადობა ზუსტად ისეთია, როგორც შარშან ამ…

მეტი...

დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს სისხლში, ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაუდგინდათ

იტალიის ლაბორატორიიდან ჩამოსული ანალიზის პასუხებით, 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია. კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული, თუმცა, არა საგანგაშო. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. “​ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგები ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული 1600-მდე ბავშვიდან, სისხლში ტყვიის საყურადღებო მატება 16 ბავშვს დაუდგინდა. ამ ბავშვებთან დადიან ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური მკურნალობა უტარდებათ. ასევე მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, რათა დადგინდეს ტყვიის წყარო. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ​ცოტა ხანში…

მეტი...

თბილისის ზოოპარკში სპილოებს პედიკურს უკეთებენ – “მთავარის” ექსკლუზივი

“სპილოს პედიკური კვირაში ერთხელ აუცილებლად უკეთდება, ეს აუცილებელია მისი ფეხებისა და ჩლიქებისთვის” – აღნიშნა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას და იმ პროცედურებზე ისაუბრა, როგორ უტარდებათ სპილოებსა და სხვა ჩლიქოსნებს პედიკური. “სპილოს პედიკური კვირაში ერთხელ აუცილებლად უკეთდება. მათი წონიდან გამომდინარე, გრუნტი რა გრუნტზეც მოძრაობენ, თავისითავად შეიძლება შექმნას პრობლემები ფეხებზე, რომელიც შემდეგ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მათ პერიოდულად ფეხები უსკდებათ, რადგან ბევრს მოძრაობენ და ჩნდება პრობლემები,”- უყვება ზოოპარკის დირექტორი „მედიაცენტრ მთავარს“ . როგორც ზურაბ გურიელიძემ აღნიშნა, სპილოებს პედიკურის გაკეთების პროცესი სიამოვნებთ. პედიკურს მომვლელი უკეთებს, რომელიც გერმანიიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა გადაამზადეს. “პედიკურის…

მეტი...